ორი ფრთა, რომლებითაც შეგიძლია გაფრინდე

 

ერთხელ, დაღლილი ჩიტი ჩამოჯდა ტოტზე დასასვენებლად. ის ტკბებოდა საკუთარი უსაფრთხოებით და თვალწინ გადაშლილი საოცარი ხედებით. ის ჟღურტულებდა და თამაშობდა სხვა ჩიტებთან ერთად.

Read more

სიყვარული და ბედნიერება

სად მიდის სიყვარული? – ჰკითხა მამას პატარა ბედნიერებამ. 

Read more

როგორ ვეზიაროთ ჭეშმარიტ სიბრძნეს?

სიბრძნე-ჭეშმარიტება

ერთ მოხუცთან  მივიდა სამი ახალგზარდა:

– გვასწავლეთ ყველაფერი, რაც თავად იცით, – თხოვა ერთმა.

– გვასწავლეთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვათ შეცდომები, – თხოვა მეორემ.

– გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ ვეზიაროთ ცხოვრების ჭეშმარიტ სიბრძნეს, – დაამატა მესამემ.

მოხუცი ერთხანს მდუმარედ აკვირდებოდა ყმაწვილებს და ბოლოს უთხრა:

კარგი, მე გადმოგცემთ თქვენ ყველაფერს, რაც თავად ვიცი, მაგრამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა ჩასწვდეთ მათ სიბრძნეს.   

Read more

პატარა ჩიტი და ხანძარი

რუბრიკა: იგავები   ერთხელ, ტყეში, გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ის თანდათან იზრდებოდა და ალში ახვევდა სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას. ერთი პატარა ჩიტი, დაინახა თუ არა ხანძარი, გაფრინდა მდინარისკენ, დაისველა ფრთები და დაბრუნდა ტყესთან. მან დაიწყო ტყის თავზე ფრენა და თავისი პატარა ფრთებით წყლის წვეთებს ასხურებდა ხანძარში. ცოტა ხნის მერე ისევ დაბრუნდა მდინარესთან და გაიმეორა … Read more

გილოცავთ დედის დღეს!

რუბრიკა: იგავები   ერთხელ, ამქვეყნად მოვლენის წინ ბავშვის სულმა ჰკითხა უფალს: –ამბობენ რომ ხვალ დედამიწაზე მაგზავნით. რატომ მივდივარ იქ, რა უნდა ვაკეთო იმ სამყაროში, მე ხომ ძალიან პატარა და დაუცველი ვიქნები? უფალმა უპასუხა: –მე გაჩუქებ ანგელოზს, რომელიც დედამიწაზე დაგხვდება. ის ყოველთვის შენთან იქნება და იზრუნებს შენზე. –აქ მე მხოლოდ ვმღერი და ვცეკვავ, ეს საკმარისია ჩემი … Read more

წარუმატებლობის შიში და ოცნებების სასაფლაო

იცით თუ არა, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ნიჟარას და ფრინველთა მეფეს, რა როლი ეკისრებოდათ მათ სამყაროს შექმნის პროცესში, სად არის ოცნებების სასაფლაო და საერთოდ რა შუაშია ეს ყველაფერი წარუმატებლობების შიშთან? უყურეთ ამ 4 წუთიან ვიდეოს და მიიღეთ პასუხი ზემოთ დასმულ კითხვებზე და არა მარტო მათზე… ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში     თუ გსურთ … Read more

სულის მუსიკა

 

– მე ისეთი ცუდი ვარ, ისეთი უვარგისი, – დაიჩივლა ერთმა ახალგაზრდამ მასწავლებელთან.

– შენ ცუდი არ ხარ, უბრალოდ უნდა შეიცვალო.

– ეს როგორ? თუ ცუდი არ ვარ, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ რატომ უნდა შევიცვალო? რა, ცუდი უნდა გავხდე?

– არა, – ღიმილით უპასუხა მასწავლებელმა, – რატომ ცუდი. მოდი, ერთ რამეს გაჩვენებ.

 

salamuri

 

მან ამოიღო სალამური, გაუწოდა მოსწავლეს და თხოვა დაეკრა მასზე. ახალგაზრდამ არ იცოდა სალამურზე დაკვრა და როცა ჩაბერა, საკრავმა არასასიამოვნო, ხრიწიანი ხმები ამოუშვა.

– აი, ხედავ, როგორი მუსიკა გამოგივიდა, – უთხრა მასწავლებელმა. – მაგრამ თუ შენ მოინდომებ და სალამურზე დაკვრას ისწავლი, მაშინ შენი მუსიკა სულ სხვანაირად აჟღერდება…  

Read more

ასწავლეთ ბავშვებს ფრენა

ზის ერთი მოხუცი გზის პირას და ჩაფიქრებული გაჰყურებს ჰორიზონტს.

ხედავს, მოდის კაცი და თან მოყვება ბავში. როცა მოახლოვდნენ, კაცი გაჩერდა და ბავშვს უთხრა მიეწოდებინა მოხუცისთვის წყალი და პური.

aswavlet-bavshvebs-frena

თვითონ კი თავაზიანად შეეკითხა:

– რას აკეთებ აქ, ძიაკაცო?

– შენ გელოდები! – უპასუხა მოხუცმა – შენ ხომ ეს ბავშვი აღსაზრდელად მოგაბარეს?   

Read more

როგორ შევიტანოთ სინათლე ჩვენს შინაგან სამყაროში…

diogene-sinopeli

“ერთი მოხუცი თავისი სახლში წინ რაღაცას ეძებდა. გამვლელებმა ჰკითხეს:

– რა დაგკარგვია ძიაკაცო?

– ერთადერთი მონეტა დამივარდა და ვერ ვპოულობ, – უპასუხა მოხუცმა.

 

გამვლელებმაც დაიწყეს მონეტის ძებნა. მათ თანდათანობით სხვებიც შეუერთდნენ, მთლიანად გადაქექეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.   

Read more

სამურაის სიბრძნე

იაპონიაში, ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი სამურაი. მას უამრავი მოსწავლე ჰყავდა და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დროს, მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც განსაკუთრებული უხეშობით და სისასტიკით იყო ცნობილი იმ მხარეში.

samuray

მისი საყვარელი მეთოდი იყო  მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. ამით მწყობრიდან გამოყავდა ადამიანი. ეს უკანასკნელიც განნრისხებული იწვევდა მას ორთაბრძოლაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მარცხდებოდა.  

Read more