რუბრიკა: იგავები
ერთხელ, ტყეში, გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ის თანდათან იზრდებოდა და ალში ახვევდა სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას.
ერთი პატარა ჩიტი, დაინახა თუ არა ხანძარი, გაფრინდა მდინარისკენ, დაისველა ფრთები და დაბრუნდა ტყესთან. მან დაიწყო ტყის თავზე ფრენა და თავისი პატარა ფრთებით წყლის წვეთებს ასხურებდა ხანძარში. ცოტა ხნის მერე ისევ დაბრუნდა მდინარესთან და გაიმეორა იგივე. შემდეგ კიდევ და ასე გამალებით დაფრინავდა მდინარესა და ალმოდებულ ტყეს შორის.
ანგელოზებმა, რომლებიც დიდხანს აკვირდებოდნენ მის თავგანწირულ მცდელობას, ბოლოს ჰკითხეს ჩიტს:
– რატომ აკეთებ ამას? ხომ არ ფიქრობ რომ შენი წვეთებით აბობოქრებულ ხანძარს ჩააქრობ?
– ტყემ მე მომცა ბევრი რამ. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. ტყემ მასწავლა ცხოვრება, ის მაძლევდა საზრდოს, აქ არის ჩემი სახლი, ჩემი სამყარო და როცა მას უჭირს, მე მზად ვარ მის მსახურებაში ბოლომდე დავიხარჯო – უპასუხა ჩიტმა.
ანგელოზებმა, მოხიბლულებმა იმით, თუ რამხელა სიყვარულით ჰქონდა სავსე გული ამ პატარა ჩიტს, შეაჩერეს ხანძარი და ტყე გადაურჩა განადგურებას.
გააგრძელეთ სიყვარულით მსახურება, თუნდაც თავს პატარა ჩიტად გრძნობდეთ უზარმაზარი ხანძრის წინაშე. არც ერთი წვეთი არ არის ზედმეტი. შესაძლოა სწორედ თქვენი წვეთი აღმოჩნდეს გადამწყვეტი.
დახმარება, ყოველთვის მოდის. ეს სამყაროს კანონია.
გილოცავთ აღდგომის ბრწყივნალე დღესასწაულს!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
იგავის წყარო: http://vladimir-fay.ru/
საუცხოო იგავია. აქ სიტყვები ზედმეტია…
ხვიჩა, სულით და გულით გილოცავთ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს !!! იხარეთ,იდღეგრძელეთ,იბედნიერეთ თქვენს ოჯახთან ერთად!!! გლოცავდეთ იესო ქრისტეს და დედაღვთისმშობლის მაცოცხლებელი მადლი !!!
ნება მომეცით,ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი მოკრძალება და სიყვარული თქვენი საქმიანობის მიმართ. თქვენც იმ პატარა ჩიტს მაგონებთ, მადლობა პოზიტივისათვის!
გულწრფელი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით:
უღრმესი მადლობა ნონა 🙂 <3