სურვილის ობიექტი

ერთხელ, ერთ ბრძენთან მივიდა ახალგაზრდა კაცი და თხოვა აეყვანა ის მოსწავლედ. ბრძენი დათანხმდა, მაგრამ უთხრა:

– მხოლოდ ერთი დღეა შენს განკარგულებაში.

ახალგაზრდა კაცი დაანაღვლიანა ამ სიტყვებმა, მაგრამ შემდეგ თავისთავს დაპირდა, რომ ყურადღებით იქნებოდა მთელი დღის განმავლობაში, არ გამოტოვებდა მასწავლებლის არცერთ სიტყვას და საქციელს რათა გონებაში აღებეჭდა ყოველი წამი ამ ერთი დღის  გაკვეთილისა.

დღის განმავლობაში, ბრძენთან მოდიოდა უამრავი ადამიანი. მას აძლევდნენ კითხვებს ცხოვრების დანიშნულებაზე, რელიგიაზე, ბედნიერებაზე. ვიღაცა სთხოვდა დახმარებას, ზოგი მოდიოდა უბრალოდ პატივისცემის გამოსახატავად.  

მაგრამ ბრძენი მთელი დღე გაუნძრევლად იჯდა, თვალები მიელულა და ისე ჩანდა თითქოს მას არაფერი ესმოდა, თითქოს ის იმყოფებოდა სულ სხვა სამყაროში…

დღის ბოლო მათ მიუახლოვდა ერთი ჩამოძონძილი უცნობი, რომელიც ზურგზე მოკიდებულ მძიმე ტომარას წელში მოეხარა და იკითხა:

– სად არის აქ ახლომახლოს ბაზარი?

ბრძენი მაშინვე წამოდგა:

– წამობრძანდით, მე მიგაცილებთ, – მიმართა მან უცნობს, თან ჩამოართვა ტომარა, თვითონ მოიკიდა ზურგზე და წაიყვანა ის ბაზრის მიმართულებით.

ცოტა ხანში უკან დაბრუნდა და მაშინ ახალგაზრდამ ჰკითხა:

– ეს ძონძებში გახვეული კაცი სინამდვილეში წმინდანია და თქვენმა სიბრძნემ ამას მიგახვედრათ არა?

ბრძენმა დაკვირვებით შეხედა ახალგაზრდას და უთხრა:

– არა, უბრალოდ დღეს აქ მოსული უამრავი ადამიანიდან ის იყო ერთადერთი, ვინც ნამდვილად იმას ეძებდა, რაც თავისი სურვილის ობიექტად დაასახელა.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. როგორ ფიქრობთ რა არის ამ იგავის მორალი? რა დასკვნის გამოტანა შეიძლება მისგან? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მე ხომ სწორედ თქვენგან ვსწავლობ. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ამასთანავე გთხოვთ გააკეთოთ კიდევ ერთი კეთილი საქმე – გაავრცელეთ ეს პოსტი მეგობრებში ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

წყარო: http://nasati.ru/obekt-zhelaniya-pritcha.html

თარგმნა ხვიჩა მებონიამ

13 thoughts on “სურვილის ობიექტი”

  1. გამარჯობა ხვიჩა, საკმაოდ დამაფიქრებელი იგავია…ვფიქრობ უმთავრესი მარცვალია იგავში ჩადებული… ალბათ ზუსტად უნდა ქონდეს ადამიანს განსაზღვრული კონკრეტულად რა მიანიჭებს  პირადად მას ბედნიერებას, უნდა იპოვოს თვისი ნიშა ცხოვრებაში და შეასრულოს თავისი მისია-დანიშნულება ცხოვრების განმავლობაში, დახმარებაც კი მიზანმიმართულად უნდა ითხოვოს და უნდა ჰქონდეს სწორი გზა არჩეული, რელიგია ჩემთვის ერთი მიმართულებით მიდის მართმადიდებლობისკენ, ვფიქრობ ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანი თუ იქნება მუდმივ ძიებაში სურვილის ობიექტზე, როგორიცაა ჭეშმარიტება  აუცილებლად იპოვის…ბრძენი ალბათ ამ ახალგაზრდის საჩვენებლად იყო ასე მდუმარე და ჩათვალა, რომ ამ ფორმით ის ყველაზე კარგად გასცემდა მის კონკრეტულ სურვილს პასუხს, თორემ სხვა შემთხვევაში ალბათ სხვებს სხვაგვარად გასცემდა პასუხს…და ნეტავ როგორ ხვიჩა?????:)))

    პასუხი
    • დიახ ქეთევან, სრულიად გეთანხმებით. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რა გვინდა, ან  ერთი რამ გვინდა და მეორეს ვითხოვთ, მიზეზი უამრავია შეიძლება იყოს შიშიდან დაწყებული კუდაბზიკობით დამთავრებული 🙂

      უღრმესი მადლობა! თქვენ  ყოველთვის ძალზე საინტერესოდ და შთამბეჭდავად  გამოხატავთ თქვენს აზრებს  🙂

      პასუხი
  2. “ვერანაირი ქარი ვერ დაეხმარება ხომალდს, რომელსაც მიზანი არ გააჩნია”.
    მაგ ბრძენს კი მართლაც არაჩვეულებრივი მეთოდი ჰქონია…
    დუმილი ნამდვილად ყველაზე კარგი პასუხია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის (და არც ცდილობს, გაერკვეს), რას ეძებს ან რატომ ეძებს და უსარგებლო ყბედობის, კამათის ან ბრძენთა “ფოკუსების” სანახავად დადის აქეთ-იქით.
    ეს იგავი არ ვიცოდი და ძალიან მომეწონა. მადლობა, ხვიჩა :).

    პასუხი
    • გმადლობ ქეთევან! სრულიად გეთანხმები… შემ როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად “კითხულობ” იგავებს!

       ბრძენთა “ფოკუსები”  მომეწონა ძალიან 🙂

      P.S. ნუთუ ისეთი რამეც არის, რაც შენ არ იცი?! 

      პასუხი
    • მადლობა თქვენ ლელა, რომ  კითხულობთ ჩემს პოსტებს და თან კომენტარებსაც აკეთებთ  🙂

      პასუხი
  3. მთელი ცხოვრება ბედნიერების ძიებაში ვარ,ხშირად დამისვია კითხვა თავისათვის – სად არის შენი ბედნიერება მზია?რისთვის გავჩნდი და რა მინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად?ასე მგონია მიზანი და სურვილი თუ ემთხვევა ერთმანეთს მაშინ ამ მიზნის შესრულებასაც შესძლებ და ბედნიერებასაც იპოვი..სამწუხაროდ ადამიანებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან რა უნდათ.

    პასუხი
    • დიახ, მზია, მართალი ხართ, ხშირ შემთხვევაში ჩვენი არ ვიცით რა გვინდა და ჩვენი სურვილები, მიზნები და ქმედებები ისე გვექაჩებიან სხვადასხვა მხარეს, როგორც ერთ ცნობილ იგავში ქარიყლაპია, გედი და კიბორჩხალა 🙂

      უღრმესი მადლობა! 

      პასუხი
  4. გამარჯობა ხვიჩა, დიდი მადლობა მართლაც მშვენიერი იგავისთვის! მიზანი მართლაც, რომ აუცილებელია. სამწუხაროდ ვეფლობით ხოლმე ყოველდღიურ რუტინაში და გვავიწყდება ჩვენი მიზანი. ისეთ წვრილმანებზე ვამახვილებთ ყურადღებას და ვუთმობთ დროს, რომლებიც არ ღირს ამათ. ძალზედ მნიშვნელოვანია სწორად დასახო მიზანი და ყოველდღიური შრომა გაწიო მის მისაღწევად (გადადგა თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯები), არ უნდა გაცივდეს გული და უნდა ძგერდეს ისე, როგორც მიზანდასხვისას! ღმერთმა შეგვაძლებინოს განვსაზღვროთ თუ რა არის ჩვენი მიზანი და შეგვაძლებინოს მხურვალე შრომა! 

    პასუხი
    • გამარჯობა გიორგი! დიდი მადლობა თქვენ, რომ პოულობთ დროს ხშირად გვესტუმროთ და თქვენი მოსაზრებებიც დააფიქსიროთ კომენტარებში.

      სრულიად გეთანხმებით, მიზნის დასახვა და მუდმივი, დაუღალავი შრომა მის მისაღწევად არის აუცილებელი პირობა წარმატებისა… 

      P.S. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და პირადად გიხდით მადლობას ძალზე სასარგებლო ინტერვიუსთვის ქეთევან გოგიაშვილის ბლოგზე 🙂

      პასუხი
  5. ხვიჩა მოგესალმები, თითოეულმა ჩვენგანმა ჯერ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა გვინდა? ყველა ადამიანი ინდივიდუალური უნდა იყოს, ჩემი აზრით მიმბაძველობა ხშირ შემთხვევაში  პიროვნების არსებობას კლავს. ყველა ადამიანს მაქსიმუმი უნდა რომ მიიღოს ცხოვრებისგან და ზოგადად ყველაფერში, მაგრამ მთავარია უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები გახსოვდეს შენი ტრადიცია, როგორ იცხოვრეს შენმა წინაპრებმა უნდა გქონდეს უფლის შიში და სიყვარული და მთავარია ეს შენი შესაძლებლობები სწორად გამოიყენო.უფალი თოთოეულ ჩვენთაგანს გვიჩვენებს გზას  და ამ გზას უნდა გავყვეთ და ვიცხოვრებთ რეალურად და არა იდეებით და სხვისი მიმბაძველობით. ყველაფერი თოთოეული წარმატება თუ წარუმატებლობა, რასაც ვხვდებით ცხოვრების მანძილზე ჩვენ ვქმნით ამ ყველაფერს.ყველას გისურვებთ რეალური სურვილები გქონოდეთ სიკეთის კეთების, უფლის სიყვარულის, გაჭირვებულების დახმარების, მშიერის დაპურების,  რათა აგიხდეთ.

    პასუხი
  6. არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები. საჭიროა ჯერ მიზნის იდენტიფიკაცია მოხდეს და შემდეგ მინიმუმ 3-4გზა მაინც მოძებნო მათ მისაღწევად. გზადაგზა კიდევ ბევრი რამაა საჭირო ,ვიდრე “დანიშნულების ადგილამდე მიხვალ” ანუ მიზნამდე. ასევე საჭიროა ზუსტად განსაზღვრო ეს არის მიზანი,ოცნება თუ უბრალოდ საჭიროება. აქ უმთავრესია ერთ მარტივ კითხვას გასცე პასუხი და საკუთარ თავთან იყო მართალი. და საერთოდაც მიზნის მიღწევა გაგაბედნიერებს თუ უბრალოდ კმაყოფილს გაგხდის.
    ასე რომ ამ ადამიანისთვის ვფიქრობ მიზანი და საჭიროება ერთმანეთს დაემთხვა და ამიტომაც მისი შეკითხვა “სად არის ბაზარი”? იყო გულწრფელი.გულწრფელობა კი ნებისმიერი ურთიერთობის თავიდათავია….

    პასუხი
  7. უპირველასად სურვილი იმისა ,რომ ზუსტად განვსაზღვრო ჩემი სურვიკი და დანიშნულება.ეს არის უმთავრესი

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.