სიყვარულით შევცვალოთ სამყარო!

ხშირად მეკითხებიან ხოლმე: “რა გინდა მებონია, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს, რა არის შენი ნამდვილი მიზანი”? ზოგი ამას გულწრფელი ინტერესით მეკითხება, ზოგი ირონიულად, ზოგი ეჭვით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ჩემს მკითხველებს, აქვთ უფლება დამისვან მსგავის შეკითხვები.

ამჟამად, მე ვმუშაობ წიგნზე, რომელშიც აისახება მთელი ჩემი ერთგვარი ცხოვრებისეული ფილოსოფია, გლობალური იდეა, მიზანი, მისია, პრცინციპები და ფასეულობები, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ გადავწყვიტე მანამდე მოკლედ, სტატიის ფორმატში შევეხო ამ თემას.

იდეა – ალტერნატიული საგანმანათლებლო სისტემა 

თითოეული ჩვენთაგანი მოდის ამქვეყნად გარკვეული მისიით, დანიშნულებით, ჩვენ გვეძლევა სიცოცხლე იმ პირობით, რომ  ვიპოვოთ ის ინდივიდუალურობა, ის ტალანტები და გენიალურობა, რომლითაც უნდა მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება ამ სიცოცხლის განმავლობაში. ჩვენ ვიბადებით ამისთვის, მაგრამ შემდეგ ხდება უცნაური რამ…

სამწუხაროდ მთელი ცხოვრება ნიღაბაფარებულები დავდივართ. არ გვაწყობს ის რაც ვართ და ვთამაშობთ როლებს ისეთი ადამიანებისა, როგორებადაც გვინდა რომ დაგვინახონ და უბედურება იმაშია, რომ ეს როგორებადაც გვინდა დაგვინახონ ხშირად ნაკარნახევია მასობრივი აზროვნების კულტურით, ეს არის სურვილი იმისა, რომ გამოიყურებოდე ნორმალურ ადამიანად როგორც სხვები და მიზანმიმართულად, თანდათანობით ვკლავთ ჩვენში იმ ორიგინალობას, თავისუფლებას და უნარებს, რომლებსაც უნდა ვექციეთ სინამდვილეში წარმატებულ, ბედნიერ ადამიანებად.

თითოეულ ჩვენთაგანში დევს უზარმაზარი პოტენციალი, ძალა, ენერგია, ტალანტი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული, მდიდარი, ბედნიერი ადამიანები, მაგრამ არ გვაქვს რეალური წარმოდგენა ჩვენს შესაძლებლობებზე. რადგან შეზღუდული ვართ იმ ცრუ წარმოდგენებით, ცრუ რწმუნებულებებით, რომლებსაც ძალადობრივად გვახვეს თავზე ადრეული ბავშვობიდანვე საზოგადოება, ოჯახი, ის სოციუმი მთლიანად რომელშიც ვიზრდებით.

რა ხდება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში?

ავიღოთ თანამედროვე სკოლა. როგორც აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ამბობს,  ის არის ავტორიტარული, უფრო მეტიც, ის არის იმპერატიული ძალაუფლებაზე აგებული ინსტიტუტი.

აქ არ არის არჩევანის თავისუფლება. ბავშვები არაფერს არ ირჩევენ. არ ირჩევენ სკოლას, არ ირჩევენ მასწავლებლებს, არ ირჩევენ საგნებს, არ ირჩევენ დღის განრიგს და ა.შ. მათ არავინ ეკითხება რა უნდათ, რა უყვართ, რა სურთ, რაზე ოცნებობენ… არის მკაცრად განსაზრული ერთი პროგრამა ყველასთვის და უნდა ისწავლო ამით, მიუხედავად იმისა მწერალი გინდა გახდე, ინჟინერი, პოლიტიკოსი თუ კოსმონავტი.

გინდა გახდე მსახიობი? არ მაინტერესებს, შენ უნდა ისწავლო ყველა ის საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება, თუ არადა ნიშანს ვერ მიიღებ, სკოლას ვერ დაამთავრებ, სწავლას ვერ გააგრძელებ, ვერ მიაღწევ იმას რაც გინდა, თუ არ გააკეთებ იმას რაც წესია, რაც კანონია და რასაც ყველა აკეთებს.

და იმისთვის, რომ აიძულონ ამის გაკეთება, ბავშვზე ხდება ზეწოლა ყველა შესაძლო მეთოდით: საყვედურებით, დასჯით, ცუდი ნიშნებით. ბავში მუდამ იმის შიშშია რომ თუ არ ისწავლის ვერ მიიღებს ნიშანს, გაუბრაზდება მასაწავლებელი, იმედს გაუცრუებს მშობლებს.

მის ქვეცნობიერში ინერგება პროგრამა, რომ შეცდომის დაშვება არ შეიძლება, რომ ამას მოჰყვება სასჯელი და ეს ყველაფერი კლავს თანდადათობით ბავშვში ინიციატივიანობას.

მის გარშემო თანადათანობით ხელოვნურად იქმნება ისეთი პირობები, რომ მუდმივად დაშინებული იყოს და ყოველთვის დაემორჩილოს სხვის ნებას და ასეთი იმპერატიული, ძალადობრივი ზემოქმედებით ხდება თანდათან ბავშვის ინდივიდუალურობის ამპუტაცია.

ანუ ჩვენ ვნერგავთ შიშს ბავშვებში და ამავე დროს გვინდა რომ გავზარდოთ პიროვნება.

ასეთი საგნამანათლებლო სისტემა შეიძლება შევადაროთ  მანიაკს, რომელიც მიმდგარა და დანებით ჩეხავს იმ უზარმაზარ პოტენციალს, გენიალურობას და ღვთაებრიობას, რომელიც დევს თითოეულ ბავშვში მისი ამქვეყნად მოვლენის დღიდან.

და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გაიზარდონ პროფესიონალი, მაგრამ მორჩილი და ადვილად სამართავი შემსრულებლები სისტემისთვის.

რა არის თავად ეს სისტემა?

ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი უზარმაზარი პირამიდა, რომლის ქვედა საფეხურზე იმყოფებიან ჩვეულებრივი ადამიანები, სხვადასხვა სახის ფირმები, ბანკები, კომპანიები, ანუ ისინი ვინც ქმნის დოვლათს.

მათ ზემოთ არის მთავრობა, რომელსაც შემოაქვს კანონები, საგადასახადო რეგულაციები და მართავს იმ ხალხს, რომელიც ქმნის დოვლათს.

screenshot_2

შემდეგ მოდიან კორპორაციები ნავთობის, გაზის, ენერეგეტიკის და ა.შ.  ეს კორპორაციები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აკონტროლებენ ძირითად ეკონომიკურ არტერიებს და შესაბამისად ირიბად და ხშირ შემთხვევაში პირდაპირაც კი ახდენენ ზეგავლენას მთავრობებზე და მათ საქმიანობაზე.

იმისთვის რომ მართონ უზარმაზარი პროექტები და მთავრობები, კორპორაციებს თავის მხრივ სჭირდებათ უზარმაზარი იაფი ფინანსები, რომლებსაც ისინი იღებენ ძალიან დაბალი პროცენტებით უმსხვილესი ბანკებიდან ამიტომ შემდეგ საფეხურს წარმოადგენენ სწორედ ეს უმსხვილესი ბანკები, რომლებიც  ფაქტიურად მართავენ კორპორაციებს.

შემდეგ მოდიან ე.წ. ცენტრალური საფინანსო ინსიტუტები, ცენტრალური ბანკები, (მაგ, აშშ ფედერალური რეზერვი) რომლებიც აკონტროლებენ ამ უმსხვლესი ბანკების საქმიანობას, წარმოადგენენ რა მათ დონორებს.

და ბოლოს მოდის ის ხალხი, ვინც მართავს ამ ბანკებს. ეს უკანასკნელი, ანუ ადამიანები მუდმივად იცვლებიან, მაგრამ სისტემა რჩება.

ახლა ჩნდება კითხვა: აწყობს კი ამ სისტემას ქვედა, პირველ დონეზე ისეთი ადამიანები, რომლებიც იქნებიან დამოუკიდებელნი, ძლიერნი, ინდივიდუალურნი და არაპროგნოზირებადი?

რა თქმა უნდა არა!

და სწორედ ამიტომაც არის სკოლა მოწოდებული მოახდინოს სისტემის მორჩილების ჩვევა. საუკეთესო წლებს, როცა ხდება ადამიანის ქვეცნობიერი პროგრამების ფორმირება, ჩვენ ვატარებთ სკოლის კედლებში, სადაც ვეჩვევით რეფლექსების დონეზე იმის კეთებას რასაც სისტემა მოითხოვს ჩვენგან.

და სწორედ ამის გამო ვღებულობთ ადამიანებს, როგორც ერთგვარი მასობრივი წარმოების პროდუქტს, მოქცეულს გარკვეული ნორმის ჩარჩოებში, ნორმა კი როგორ მირზაკარიმ ნორბეკოვი ამბობს არის ჭაობი, სადაც იხრჩობიან ისე, რომ გამოღვიძებასაც ვერ ასწრებენ მომავალი გენიოსები, ტალანტები, შემოქმედი ადამიანები.

ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ წარმატებული და ბედნიერი, უნდა მოვახდინოთ გარღვევა ამ ქვედა დონის ნორმალურობის ჩარჩოებიდან.

აზროვნებით მონები ვერ შექმნიან თვისუფალ საზოგადოებას!

ერი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, მაშინ იქნება თავისუფალი, ჯანმრთელი და ძლიერი, როცა თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი იქნება თავისუფალი, ჯანმრთელი და ძლიერი.

როგორ?

სრულიად ახალი ტიპის ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნით, რომელშიც ყველაფერი ორიენტირებული იქნება ადამიანის თავისუფლებაზე ამ სიტყვის ღვთიური გაგებით. რომელიც კი არ ეცდება საზოგადოების ნორმის ჩარჩოებში ბავშვის მოქცევას, არამედ მიიღებს და შეიცნობს მას ისეთს როგორიც არის სინამდვილეში და მისცემს საშუალებას თვითონ გააკეთოს არჩევანი და თვითონ მოახდინოს საკუთარი რეალობის ფორმირება.

მისია – სიყვარულით შევცვალოთ სამყარო!

„შეიცან თავი შენი“ უძველეს ბერძნულ ქალაქში, დელფოსში, აპოლონის ტაძრის კედელზე დაახლოებით 25 საუკუნის წინ გაკეთებული ეს წარწერა ერთ–ერთ უდიდეს ღვთიურ სიბრძნეს გვაუწყებს.

ნებისმიერი პრობლემის მოგვარების, მათ შორის ურთულესი ავადმყოფობებისგან განკურნების გზა, გადის საკუთარ თავის შეცნობაზე. ამის გარეშე ყველანაირი მცდელობა არის სიმპტომებთან ბრძოლა.

მაგალითად, თავის ტკივილი სიმპტომია, ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ მას ტკივილგამაყუჩებლით, მაგრამ იმისთვის რომ განვიკურნოთ, საჭიროა გავიგოთ მიზეზი. ხოლო ნებისმიერი ტკივილის, ავადმყოფობის, პრობლემის და საერთოდ ყველაფრის მიზეზი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, არის ჩვენში. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი თავის შეცნობა. ეს კი თავის მხრივ გულისხმობს საკუთარ „მე“–სთან პირისპირ შეხვედრას.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვეშინია საკუთარი თავის წინაშე სულის გაშიშვლების. გვეშინია იმიტომ რომ დაბადებიდანვე საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ზემოქმედების შედეგად ხდება ჩვენში იმ თანდაყოლილი თავისუფლების, უშუალობის, სილაღის, ნიჭების და უნარების ჩაკვლა, რომლებიც უფლისგან მოგვენიჭა იმ მისიის განსახორციელებლად, რომლისთვისაც გვებოძა სიცოცხლე.

მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიცნობთ საკუთარ თავს, შევძლებთ თვალი გავუსწოროთ მას ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში (იმ ყოველგვარი ნიღბების გარეშე, რომელიც საზოგადოებრივი წნეხის ზემოქმედების შედეგად პატარაობოდანვე თანდათან ისე მოვირგეთ, რომ უკვე საკუთარ სახეს ვერ ვცნობთ), ჩვენ გაგვიადვილდება ჩვენი დღევანდელი ყოფის მიზეზის გარკვევაც და იმის გაგებაც რომ ნებისმიერი პრობლემა, უმძიმესი ავადმყოფობების ჩათვლით გვეძლევა გარკვეული ცოდვისგან განწმენდისთვის და როცა აქადე მივალთ, უკვე არ გაგვიჭირდება იმის გაცნობიერებაც, რომ განკურნების უდიდესი „წამალი“ არის მონანიება.

მამა სერაპიონი ამბობს: „თუ ჩვენ უფალს ვეტყვით, რომ ოღონდ გამკურნე და ყველანაირად ვეცდები, რომ ამიერიდან შევიცვალო, შენვე დამეხმარე უფალო, შენვე გამომზარდე, მიხსენ, გამწმინდე და გამასპეტაკე, მაშინ უსწრაფესად დაიწყება განკურნება, ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – ამას ნიშნავს მარხვა – შენი ხასიათი უნდა მოკლა, შენი ბუნება, შენი ამპარტავნება, ქედმაღლობა, უკეთურება, თავნებობა, პატივმოყვარეობა და ასე შემდეგ – აი, ეს არის განკურნების გზა.“

მაგრამ აქვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ „მონანიების აზრი, ესაა ტკივილი ჩადენილის გამო და სიყვარული, რომელიც მის გადალახვაში დაგვეხმარება. და არა  საშინელი სინანული წარსულის გამო და სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ. რადგან წარსულზე სინანული და სიძულვილი არის სიყვარულის მოკვლა და ღვთაებრივი ნების მიუღებლობა. შესაბამისად ფარული სიძულვილი და უკმაყოფილება ღმერთის მიმართ.“ (სერგეი ლაზარევი)

ამიტომ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ვინანიებთ იმისთვის რომ შევიცვალოთ, რომ სიყვარულით შევცვალოთ ჩვენი ცოდვილიანი ბუნება და გავხდეთ სრულიად სხვა ადამიანი. უფრო სწორედ გავხდეთ ისეთი როგორიც ღმერთმა ჩაგვიფიქრა ჩვენი ამ ქვეყნად მოვლინებისას.

ხოლო საკვანძო რგოლი, მთელ ამ ჯაჭვში, არის სწორედ სიყვარული. იმიტომ, რომ კაცობრიობის გადარჩენა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. არანაირი სისტემა, არანაირი მთავრობები და პოლიტიკიური თუ ეკონომიკური თეორიები…

ერთადერთი გზა სამყაროს გადარჩენისა არის სიყვარული. სიყვარულით შექმნილ ოჯახებში სიყვარულით შობილი და სიყვარულით გაზრდილი თაობები.

დღევანდელი ოჯახების უმრავლესობა არის გარიგებით, ანგარებით, მშობლების ჩარევით, შეყვარებულების ერთმანეთზე განაწყენების შედეგად რაღაც სიჯიუტით და უამრავი სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით შექმნილი ოჯახები  და შესაბამისად ამ ოჯახებში არ არის ის ღვთიური სიყვარული რომელშიც უნდა იზრდებოდეს ჯანსაღი თაობა.

არ არის არანაირი გაგება და სულიერი კავშირი მეუღლეებს შორის. არ არის ერთგულება და ზოგი გამუდმებით მრუშობს ზოგი კი პოულობს თავის სიყვარულს სხვაგან, მაგრამ იძულებულია მალოს ეს სიყვარული. თუმცა ნამდვილი სიყვარულის მალვა, მასზე უარის თქმა და ნაძალადევად შექმნილ ოჯახში მეუღლესთან ურთიერთობა უფრო მეტი ცოდვა და მრუშობაა და უფრო მეტად ვნებს ამ ოჯახის ბავშვების სულიერ სამყაროს, რადგან ასეთ ოჯახებში, როგორც წესი, ძნელია გაიზარდოს თავისუფალი, ფიზიკურად, სულიერად და გონებრივად ჯანსაღი თაობა.

მითუმეტეს, რომ საზოგადოება მუდმივად ზღუდავს მას, თავის მიერ დადგენილი გარკვეული ჩარჩოებით და სწორედ ამის გამო ექმნება საფრთხე მათ მომავალს და შესაბამისად სრულიად კაცობრიობის, სამყაროს მომავალსაც.

სწორედა ამიტომ არის აუცილებელი უპირობო სიყვარულის უპირობო პროპაგანდა ყველგან და ყველა დონეზე. ადამიანები ბავშვობიდანვე უნდა იზრდებოდნენ სიყვარულით და სიყვარულისთვის და არა მშობლების ეგოსიტური სიყვარულის და საზოგადოების ნორმირებული იდეალებისთვის.

და სწორედ ამიტომ არის ჩემთვის უპირველი ფასეულობაც, პრინციპიც, მისიაც და მოწოდებაც მთელი კაცობრიობისადმი:

ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულით შევცვალოთ სამყარო!

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

 

 

 

 

 

საინტერესო პოსტები

5 thoughts on “სიყვარულით შევცვალოთ სამყარო!”

  1. ემოციურ შოკში ვარ! ყოჩაღ! მომწონს მეთქი ვერ ვითტყვი, რადგან მინდა ყოველღე ვიკითხო, აქ იმდენი სიტყვა, ფრაზა, აზრია კარგად გასააზრებელი, მოკლედ წარმატებები და მადლობა თქვენ რომ არსებობთ! ბევრი გვჭირდება მსგავსი სტატია თუ ინფორმაცია, რომ საბოლოოდ გაგვიჯდეს მთელ საზოგადოებას და მოქმედებაზე გადავიდეთ,რათა რეალურ შედეგებამდე მივიდეთ 🙂

    პასუხი
    • უღრემსი მადლობა, ფიქრია გულწრფელი გამოხამურებისთვის. ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა თანამოაზრეებთან შეზვედრა 🙂

      პასუხი
  2. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ბატონო ხვიჩა ძალიან გამიხარდა სწორედ იმ საკითხს რომ შეეხეთ, რაც ყველაზე მეტად მტკივა, ძალადობაა ეს არის ის დემონი, რომელსაც სძულს სიყვარულს თუმცა ჰგონია რომ ასეა საჭირპო მშობლები თვლიან რომ თუკი შვილი განათლებული არ იქნება მაშინ იგი ადამიანდ ვერ შედგება… მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო ის რომ რათქმაუნდა განათლება საჭიროა რადაგან გაუნათლებელი ადამიანი ადვილად სამართავი ხდება,თუკი ის ერისკაცობაში დამკვიდრებას ლამაობს… მაგრამ რახდება, მაშინ როცა უფალს უერთებ გულს? ხდება დიდი გარდაქმნა და სულიერად ნატდები მშვიდდები და თითქოს არც მწირი განათლება გადარდებს… არც მომავლის შიში გაქვს აქვე მინდა აღვნიშნო რომ პავლე მოციქული იყო ის პიროვნება რომელმაც არ იცოდა ნორმალურად იყო გაუნათლებელი ადამიანი მაგრამ სამაგიეროდ ის იყო ისეთი პიროვნება და სწერდა გულიდან ამოსულ ნამდვილი სიყვარულით გაჯგენთილ ეპისტოლეებს სხვა მოციქულებთან შედარებით ….. ძალადობა რომ კარგი ყოფილიყო არ იარესებებდა ბოროტება და ჩვენც ანგელოზებს დავემსგავსებოდით არჩევანი თავად უფლისგან გვერგო და არავის აქვს უფლება მისი წართმევის ღმერთი არ ღმერთი ხორციელი მშობლებისგან იმითი განსხვავდება რომ, პატარას, მოზარდს,ჩვილს ნუ არა აქვს მნიშვნელობა გინდაც ადამიანი ღრმა მოხუცი იყოს მისთვის ყველა ადამიანი შვილია მოკლედ იმითი განსხვავდება რომ გვაძლევს გრძნობების, ემოციების, არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას და საზოგადოების ნაირად არ ცდილობს ჩაახშოს ჩვენში ფასეულებები…. ადმიანებს აქვთ სიტყვა მხოლოდ მე…. მე მჭირდება უფალს კი ჩვენ…. ჩვენ ამას შევძლებთ…. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ერთს ვიტყვი ამ საზოგადოებას სურს მომავალი თაობაც იყოს ისეთი გულცივი და სოციუმის ჩარჩოებში ჩამჯდარი როგორებიც არიან თვითონ რაც უფრო დრო გადის ადამიანის გული უხეშდება სული იფიტება და რჩება რაა ცარიელი ვიზუალი ეს ვიზუალი კი ვის რატ უნდა 🙂 ჩვენ ანუ ადამიანები არ ვარტ რობოტები რომ ის ვაკეთოთ რასაც სხვა გვიბრძანებს

    პასუხი
  3. ჩემი აზრით სკოლები პროფესიების მიხედვით უნდა ფუნქცკიონირებდეს მაგალითად თუ ბავშვი დაინტერესებულია ჯურნალისტიკით სასწავლო შენობა უნდა აღიჭურვოს მხოლოდ იმ საგნებით, რაც პატარას დაეხმარება უკეთესად გაიკვალოს გზა თავისი პროფესისკენ შეიძლება ვიღაცას სასაცილოდაც მოეჩვენოს მაგრამ სულაცაა არააა სასაცილო სკოლაში რომ სხვადასხვა სფეროს ჯგუფი გაკეტდეს და თითოეულმა ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე იზრუნოს საკუთარ მომავალზე ეს ხელს შეუწყობს და გაუადვილებს სწავლებას უკვე უნივერსიტეტებში რადგან ის უნარცვევა უკვე გამომუშავებული ექნება რაც სჭირდება დამწყებ სპეციალისტს და მხოლოდ იზრუნებს პროფესიონალიზმზე ოღონდ უნივერსიტეტში

    პასუხი
  4. რას ამბობთ აბა?? პროფესიების მიხედვით სკოლა როგორ უნდა ფუნქციონირებდეს?? ეს არის საბაზისო განათლება მარტივი ესე ეხებიან ყველა საგანს და ბავშვმა უნდა ამოირჩიოს თუ რა მოწონს ყველაზე მეტად. აქ შესაცვლელი სხვა რამეა პედაგოგები რომლებიც თვითონ არიან ფსიქოლოგიურად არამდგრადები და მოუმზადებლები ხშირ შემთხვევაში და გაბატონებული კომუნისტური დისციპლინა. მეტი თავისუფლება უნდა მისცენ ბავშვს აირჩიოს თემა, გაშალოს იმსჯელოს პოლემიკაში შევიდნენ პედაგოგთან და ასე შემდეეეგ…

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.