ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატრეს ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში, რომ მოგცემოდათ მისი თავიდან დაწყების შესაძლებლობა?“
– მე მივცემდი ჩემს თავს მეტ თავისუფლებას;
– მე მოვიქცეოდი უფრო სულელურად;
– მე ვივლიდი ცეკვებზე;
– მე ბევრ რამეს არ აღვიქვამდი სერიოზულად;
– მე ბევრად უფრო ხშირად წავიდოდი რისკზე;
– მე ვიმოგზაურებდი ბევრს;
– მე ხშირად დავლაშქრავდი მწვერვალებს, შევერკინებოდი მძვინვარე ტალღებს;
– მე მივირთმევდი ბევრ ნაყინს;
– შეიძლება მე მექნებოდა ბევრად უფრო მეტი ნამდვილი სირთულე, მაგრამ ნაკლები წარმოსახვითი;
– მე რომ თავიდან შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ადრიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე სულ ფეხშიშველი ვივლიდი;
– მე ბევრ დროს გავატარებდი კარუსელებზე;
– რა თქმა უნდა მეც მქონდა დაუვიწყარი წამები, მაგრამ რომ შემეძლოს თავიდან ცხოვრების დაწყება, მხოლოდ იმაზე ვიზრუნებდი, რომ ეს დაუვიწყარი წამები მქონოდა რაც შეიძლება მეტი;
– მე მივცემდი თავს უფლებას დამეშვა უფრო მეტი შეცდომა…
ალბათ შეამჩნიეთ, თითოეული მათგანი ნანობს არა იმას რაც ჩაუდენია ცხოვრებაში, არამედ იმას რაც არ გაუკეთებია. და ერთ–ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ უმოქმედობისა, არის შიში. შიში წარუმატებლობის წინაშე, შიში რომ სწორად არ გაგვიგებენ, გაგვჭორავენ, დაგვცინებენ და ა.შ.
შეიძლება თქვენც ხშირად გამხდარხართ ამ შიშის მსხვერპლი. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, გაიხსენეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელიდან ისე გაუშვით, რომ არც კი გიცდიათ რამე მოგემოქმედებინათ.
ნებისმიერი ნორმალური ადამიანი განიცდის შიშის გრძნობას, მაგრამ ერთია, როცა ის გვაიძულებს გამოვიჩინოთ სიფრთხილე, უფრო გულდასმით ავწონ–დავწონოთ თითოეული ჩვენი ნაბიჯი და მეორე, როცა შიშის გამო ჩვენ ვერ ვახერხებთ მოქმედებას, უარს ვამბობთ მიზნისკენ წინსვლაზე, როცა ეს გრძნობა ფაქტიურად ახდენს ჩვენს პარალიზებას.
აქ არ იგულისხმება მარტო ისეთი მოქმედებები, რომლის შედეგებიც სამკვდრო–საციცოხლო მნიშვნელობისაა.
ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციაში, როცა გვეშინია ვთქვათ სადღერგძელოს წარმოთქმის სუფრაზე, რადგან ვფიქრობთ რომ არ გამოგვივა, როცა გვეშინია სიყვარულში გამოვუტყდეთ ქალს (კაცს), რადგან გვეშინია რომ უარგვყოფენ, არასწორად გაგვიგებენ ან საერთოდ მასხრად აგვიგდებენ, როცა გვეშინია ახალი საქმის წამოწყების, რადგან ვფიქრობთ რომ შეიძლება არ გამოგვივიდეს და ა.შ. ანუ, როცა რამის კეთება გვინდა მაგრამ გვეშინია რომ მარცხს განვიცდით, ჩვენ გავურბივართ რისკს და ამით მივდივართ კიდევ უფრო დიდ რისკზე – განვიცადოთ სრული იმედგაცრუება, ვინაიდან ვინც არაფერს არ აკეთებს ის ვერაფერს ვერ მიაღწევს, ხოლო ვინც ვერაფერს ვერ მიაღწია, ის არის არარეალიზებული, წარუმატებელი ადამიანი.
პირადად მე, იდეების ნაკლებობას, იცოცხლე არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ სიმამაცე არ მყოფნიდა გადამედგა გადამწყვეტი ნაბიჯი და სწორედ წარუმატებლობის წინაშე შიშის გამო უქმად გავხარჯე ცხოვრების საუკეთესო წლები. თუმცა ვთვლი, რომ ამ ყველაფერს მთლად უქმადაც არ ჩაუვლია. რადგან, როგორც ქეთევან გოგიაშვილი ამბობს: „უსარგებლო გამოცდილება არ არსებობს – საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა, ასე მტკიცედ ხომ არ მეცოდინებოდა“
ხშირად შიში წარუმატებლობის წინაშე არის ზოგადი მიზეზი ჩვენი უმოქმედობისა, რომლის წიაღშიც იმალება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პირველადი შიშები, როგორებიცა: შიში მარტო დარჩენისა, შიში კრიტიკისა, დაცინვისა და ა.შ.
მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვიან ან იფიქრებენ ჩვენზე სხვები. ანუ, წარუმატებლობის იმდენად არ გვეშინია, რამდენად იმისი, თუ რას იტყვიან ასეთ შემთხვევაში ადამიანები ჩვენზე, რომ ისინი შეიძლება დაგვცინებენ, მასხრად აგვიგდებენ, ზურგს შეგვაქცევენ, იჭორავებენ და ამის გამო ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცევა.
რაღაც მსგავსი განცდა, გამოგიტყდებით და მეც მქონდა როცა ამ ბლოგის გახსნა გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონება უკვე საკმაოდ გავარჯიშებული და მომზადებული მეგონა, რაღაც მომენტში ვიგრძენი, თუ როგორ მომეპარა ოდესღაც ნაცნობი და ჩემგან უკვე კარგა ხნის წინ განდევნილი ნერვიულობის განცდა იმაზე თუ „რას იტყვიან …?“ 🙂
არადა, ასეთი მიდგომა ძალზე მცდარია. თუ მართლა გამოჩნდებიან ასეთი ადამიანები, ეს ის ხალხია ვისაც თვითონ ეშინია მოქმედების, ვისაც თვითონ არა აქვს შნო და ლაზათი გააკეთოს ან შექმნას რამე ღირებული და ამის გამო მთელი ცხოვრება პარალიზებულია და სხვისი წარმატება შურს აღუძრავს, ხოლო წარუმატებლობა ახარებს.
განა ღირს იმაზე ნერვიულობა, თუ რას იფიქრებენ ან იტყვიან ასეთი ადამიანები თქვენზე?
ის ადამიანებეი კი, ვინც თვითონაც მოქმედებენ, არ განგსჯიან, პირიქით ისინი ყოველთვის მხარს დაგიჭერენ, გაგამხნევებენ ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არ ექნებათ რეაქცია, იმიტომ რომ მათ სხვებზე საჭორაოდ არ სცალიათ.
ცნობილი რუსი ფსიქოლოგი ნატალია გრეისი ამბობს:
„შიში ეს არის გამადიდებელი შუშა, რომელიც მრავალჯერ ადიდებს რეალურ საშიშროებას.
როცა ჩვენ შიში გვაჩერებს რაიმე არაგონივრული საქციელის ჩადენისგან, მაგალითად გავიდეთ მე–8 სართულის ფანჯრიდან – ეს არის თვითგადარჩენის ინსტიქტი, ხოლო თუ ჩვენ მოქმედებას ვაფასებთ როგორც სწორს და მართებულს, მაგრამ ვგრძნობთ შიშს და ვერ ვბედავთ ამ მოქმედების დაწყებას – ეს არის გარედან თავს მოხვეული შიში.
საიდან მოდის შიში, როგორც ტალღა, როგორც აზრი, როგორც მორალური პარალიჩი, ვის აწყობს ეს, ვინ თესავს მას?
ეშმაკი სინამდვილეში ეს არის არა რქებიანი და კუდიანი არსება არამედ ბოროტი სული, რომელიც ყოველთვის აღმართავს ბარიერებს იმ ადამიანის გზაზე, რომელიც გადაწყვეტს რამე კარგის, ღირსეულის, სასარგებლოს კეთებას.
ის, როგორც წესი, ზემოქმედებს ადამიანებზე ნაცნობების, მეგობრების ნათესავების მეშვეობით და მისი ამოცანაა, ნებისმიერი საშუალებით ააღებინოს ადამიანს ხელი საკუთარი ოცნების განხორციელების მცდელობაზე.
მას შეუძლია ჭორაობა, მას შეუძლია თქვენი გარემოცვის მეშვეობით ილაპარაკოს თქვენზე ათასგვარი სისაძაგლე, რომ თქვენ ხართ სუსტი, უკვე ძალიან ასაკოვანი ან ჯერ ძალიან ახალგაზრდა, უნიჭო, რომ არაფერი გამოგივათ, არ შეგწევთ ამის უნარი, რომ ვერ გაქაჩავთ და ა.შ.
ჭორი, ეს არის ერთ–ერთი საშუალება, რომლითაც ის აღწევს ეფექტს – დააშინოს ადამიანი, შიში კი მისი ყველაზე საყვარელი და ქმედითი იარაღია და როცა მისი მეშვეობით ის ახერხებს თქვენს შეჩერებას, მორჩა, მან მიზანს მიაღწია, თანაც მისი ამოცანა განხორციელებულია მინიმალური რესურსებით.“
და რა უნდა ვქნათ, როგორ ვებრძოლოთ წატუმატებლობების წინაშე შიშს?
პირველ რიგში – უნდა შევიგნოთ, რომ წარუმატებლობა, ეს არის უბრალოდ შეცდომა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ, ყველანი, ვართ ცხოვრების გარდაუვალი ევოლუციის მონაწილეები , არ არსებობს გამოუსწორებელი შეცდომები და როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ჭკვიანი სწავლობს თავის შეცდომებზე!“
შემდეგ – უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია ჩვენს ძლიერ მხარეებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ წარმატების მიღწევაში.
იფიქრეთ რა თვისებები, შესაძლებლობები, რესურსები გაგაჩნიათ? როგორი გამოცდილება შეიძლება გამოგადგეთ? როგორი ფაქტორები ზრდიან თქვენს შანსს?
მოიშორეთ შიში შესაძლო წარუმატებლობის გამო და ყურადღება გაამახვილეთ მოქმედებებზე, რომლებმაც უნდა მოგიტანონ წარმატება.
როდესაც გონება იქნება დაკავებული პროცესით და არა ბლოკირებული შიშისგან, თქვენ აუცილებლად მიიღებთ შედეგს.
და რაც ყველაზე მთავარია – იყავით ოპტიმისურად განწყობილი, თქვენს წარმოსახვაში მუდმივად უნდა ტრიალებდეს მოვლენების განვითარების ოპტიმისტური ვარიანტი. ეცადეთ ისე მოიქცეთ რომ თითქოს უკვე გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდოდათ და წარატებას მიაღწიეთ. იარეთ, იჯექით, ისაუბრეთ, იფიქრეთ როგორც გამარჯვებულმა, წარმატებულმა ადამიანმა.
ნატალია გრეისი გვირჩევს აგრეთვე შიშთან ბრძოლის ეგრეთწოდებული რაციონალური თერაპიის მეთოდს. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: წარმოიდგინეთ ყველაზე უარესი შედეგი რაც კი შეიძლება მოყვეს თქვენს მოქმედებას, კარგად გადახარშეთ ის თქვენ წარმოსახვაში და შემდეგ მოიშორეთ, “გადააგდეთ”.
ასევე ბევრს წერენ იმაზე, რომ გაოცება არის შიშის თავისებური ფორმა. გაოცების დროს ყურადღების გამახვილება ხდება ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე, ხოლო შიშის დროს ყურადღება მახვილდება იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ფაქტს, მოვლენას. ამიტომ შიშის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია, სწორედ ამ მსგავსების გათავისება და ყურადღების გადატანა შესაძლო შედეგიდან გამომწვევ მიზეზებზე.
და საერთოდ, იმისთვის, რათა დავამარცხოთ შიში წარუმატებლობების წინაშე, უნდა შევიგნოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ წარუმატებლობებს განიცდის ყველა და მასში არაფერია ტრაგიკული.
ცნობილი უკრაინელი ტრენერი და კოუჩი ნიკოლაი ლატანსკი ამბობს:
„წარუმატებლებს ეშინიათ წარუმატებლობების და სწორედ ამიტომ არიან წარუმატებლები.
მათ ეშინიათ მოქმედების დაწყების, ეშინიათ იკითხონ რჩევა, ითხოვონ დახმარება და ა.შ. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ ყველაზე წარმატებულები ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხშირად განიცდიან წარუმატებლობებს. რატომ? ერთადერთი მიზეზის გამო – ისინი ძალიან ბევრს მოქმედებენ და შესაბამისად წარუმატებლობებიც უფრო მეტი აქვთ, ოღონდ ეს არის რომ უსიამოვნებებს არ შეუძლიათ მათი შეჩერება. ისინი სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე და ხდებიან უფრო ბრძენები…
გახსოვდეთ ყველაზე წარმატებული ადამიანები არიან ისინი, ვისაც აქვთ ყველაზე მეტი წარუმატებლობები ?!“
უცნაურად ჟღერს? დიახ, მაგრამ მერწმუნეთ ნიკოლაი ლატანსკის ნამდვილად დაეჯერება, ვინაიდან ის არამარტო თვითონ არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, არამედ უკვე ათეულ ათასობით ადამიანს დაეხმარა წარმატების მიღწევაში საკუთარი ტრენინგების მეშვეობით, რომლებიც სისტემატურად იმართება მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაში.
მაშ ასე მეგობრებო, თუ არ გინდათ წარუმატებლობის შიშით გამოწვეულმა უმოქმედობამ მთელი ცხოვრება დაგინგრიოთ, ეცადეთ დაამარცხოთ თქვენში ეს გრძნობა, ნუ დანებდებით მას, ნუ იქცევით მის მონად, არამედ გაწვრთენით ის და გახდით მისი ბატონი.
როგორც ამბობენ: „სიმამაცე – კარგად გაწვრთნილი შიშია!“
სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. ნუ შეგეშინდებათ კომენტარებში საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების.
მოგვიყევით თქვენი “შიშების” შესახებ და თუ არა გაქვთ ისინი, მაშინ
მოგვიყევით, როგორ მოახერხეთ მათი დამარცხება.
ამასთანავე ნუ დაიზარებთ კეთილი საქმის გაკეთებას, გაუზიარეთ ეს პოსტი
მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების
მეშვეობით.
არაჩვეულებრივი პოსტია ხვიჩა და რაც მთავარია, შენ დღეს ყველა დროის ყველაზე მტკივნეული და აქტუალური თემა ძალიან ლამაზად გაავრცე. შიში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინაღობაა, რაც შემდგომ ყოველგვარი თვითრეალიზების შანსს უსპობს ადამიანს, ხოლო თვითრეალიზების გარეშე კი, წარმატებაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ყოველთვის მომწონდა შენი პოსტები, მაგრამ პრაკტიკულ რჩევებზე გადასვლა, რაც საკმაოდ ოსტატურად არის გაჯერებული სხვადასხვა ფაქტებითა და უტყუარი მასალებით, უკვე შენს მზარდ პროფესიონალიზმზეც მიუთითებს. გეტყობა, რომ კარგი “სკოლა” გაქვს გავლილი 😉
ასევე დიდი მადლობა ჩემი სტატიის დაპოსტვისთვისაც!!! ეს უკვე ჯაჭვური ეფექტია, რაც კიდევ არაერთ ბრუნს გააკეთებს ;), როგორც უთქვამს გენიოს შოთა რუსთაველს: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია!” 😉
მადლობა გიორგი ყველაფრისთვის!
თუ ამ საქმეში რამე კარგად გამომდს, ეს შენი და ქეთევანის დამსახურებაა, მართლაც არაჩვეულებრივ “სკოლას” გავდივარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებული მოსწავლე ვიყო 🙂
ძალიან საინტერესო თემაა, ხვიჩა – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რადგან ფსიქოლოგები კარგა ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ადამიანის ნებისმიერ მოქმედებას ორიდან ერთი გრძნობა უდევს საფუძვლად: შიში ან სიყვარული. სხვათა შორის, ამ მტკიცებულებიდანვე შეგვიძლია მოკლე და სასარგებლო დასკვნა გავაკეთოთ: სადაც შიშია, იქ არაა სიყვარული და სადაც სიყვარულია, იქ შიშს ვერაფერი გააჩერებს. ვიცი, ჩამეძიები: “აბა, შიში შეიქმს სიყვარულსაო”?! 😀 რუსთველის მაგივრად რა გიპასუხო! მაგრამ, ჩემი აზრით, ამ გენიალურ ადამიანს მხოლოდ ის ჰქონდა მხედველობაში, რომ შიშის დაძლევა სიყვარულისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია… და არა მარტო სიყვარულისკენ.
როცა პატარაობისას ჩემს შვილს რამის ეშინოდა, სულ ვეუბნებოდი: დაიმახსოვრე – საშიში მხოლოდ შიშია, სხვა არაფერია საშიში ამქვეყნად! არც წარუმატებლობა, არც პრობლემები, არც ტკივილი, არც სიკვდილი… აი, წეღან ომზე ვსაუბრობდით… რატომ ხდები, იცი, ამ დროს ჩვეულებრივზე უფრო მამაცი? – სწრაფად უნდა გააკეთო არჩევანი: ან შიში, ან სიყვარული. როცა სიყვარულით მოქმედებ, ახლობლებზე და იმაზე ზრუნავ, რისი დაცვაც შენთვის უაზროდ და უზომოდ ძვირფასია, შიში შეშინებული უკან იხევს 😉
მადლობა იმისთვის, რომ თვითონ არ დაუშვებ დაემორჩილო და სხვებსაც ეხმარები, თავის სასარგებლოდ გაწვრთნან ეს გრძნობა. ამ ბლოგზე უკვე ბევრი სასარგებლო მასალა დაგროვდა – შენი სიმამაცის და არჩევანის შედეგი :). გილოცავ და ძალიან მიხარია, ხვიჩა.
რა იქცევს იცი ჩემს ყურადღებას? შენი კომენტარები ყოველთვის რაღაც ერთგვარი იგავებივითაა. მოკლედ, სხარტად და ძალზე გულშიჩამწვდომი ამბებით თუ მაგალითებით გადმოცემული საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე… ეს კი ისეთ ადამიანს შეუძლია ვისი გულიც მხოლოდ სიყვარულითაა სავსე!
უღრმესი მადლობა ქეთევან! არაჩვეულებრივი ხარ 🙂
რადგან ეს თემა აირჩიე, ეტყობა რაღაცამ გიბიძგა ამისკენ, უფრო სწორედ რაღაცის შიშმა, შენ ისე არასდროს წერ, ყველაფერს თავისი წინაპირობა აქვს. ამიტომ მაინტერესებს შენ თვითონ ყველაზე უფრო რისი შიში გაქვს?????
,,სიმამაცე– კარგად გაწვრთნილი შიშია!”–ო, გეთანხმები, მაგრამ სადაა ამდენი სიმამაცე და ოპტიმიზმი… ცხოვრებამ ისეთ ჩარჩოებში მოგვაქცია, მარტო ამ თემებზე საუბარი ვფიქრობ ვერ გვიშველის. 🙂
რამე რომ გაწვრთნა, ან შენ უნდა იყო კარგი მწვრთნელი ან სხვას უნდა დაიხმარო ამაში. თუ შენში არ არის ჯერ საკმარისი ოპტიმიზმი და სიმამაცე ქეთი, მაშინ გაატარე უფრო მეტი დრო იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც უხვად აქვთ ეს თვისებები, იკითხე ისეთი წიგნები, უსმინე და უყერე ისეთ აუდი–ვიდეო მასალებს, სადაც იპოვი საზრდოს იმისთვის რომ მოძლიერდე შიშთან საბრძოლველად 🙂
რაც შეეხება ჩემს “შიშებს”, მე ისინი “ბევრი” მაქვს, ზოგი საიდან გამოყოფს ხოლმე თავს და ზოგი საიდან, მაგრამ ახლა მათი არ მეშინია 🙂 რადგან ვიცი როგორც უნდა მოვიგერიო 🙂
გმადლობ ქეთი! შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა!
ძალიან აქტუალური თემაა და რაც მთავარია ძალიან კარგად გაქვს განხილული! მე პირადად ძალიან დამოკიდებული ვიყავი აქამდე გარემოებებზე და სხვის აზრზე, შესაბამისად ძალიან ბევრი კარგი შანსი მაქვს გაშვებული ხელიდან. მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ვეზიარე ცხოვრების განსხვავებულ სტილს, აზროვნებასა და ყოფიერებს, სერიოზული მუშაობა დავიწყე საკუთარ თავზე, ამაში იგულისხმება სწორედ ამ შიშებთან დაპირისპირება და სწორედ იმის კეთება რასაც 90% არ აკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მალე მე და ჩემს თანამოაზრეებს გვექნება ის, რაც 90%-ს არასოდეს ექნება:)
ერთი წუთითაც არ მეპარება მაგაში ეჭვი კოკა 😉
უღრმესი მადლობა და წარმატებები! 🙂
dzalian kargi postia didi madloba batono xvicha
shishs ori mxare aqvs rogorc sasargeblo aseve cudi tviseba
cudit daviwyoT- shegrZneba ibadeba rom ver miRwev shedegs, ar gamogiva ise rogorc gegmav, ufro cud situaciashi chaigdeb Tavs vidre amJamad xar, uamravi gegma chameshala shishis gamo- uamravi azri mitrialebda Tavshi sxvadasxva mimarTulebiT biznesis camocyeba, imis shishiT rom bevri fuli damexarjeba ver mivdivar mogzaurobashi, Tavisuflebas vizRudav mxoloddamxolod imistvis rom sxvebma araferi ar Tqvan cudi chemze da aseti faqtebi uamravi 🙁
sasargeblo mxares racsheexeba shishis gonivrulad gamoyenebit sheidzleba uketesobisken waiyvanos sheni saqme, ris mimartac maqvs shishi imas ufro met yuradRebas vuTmob da detalurad ganvixilav magram ver vdzlev umravle shemtxvevashi, visac misi daZleva gamouva is karg shedegsac miawevs da gamixardeba dzalianac aset ambavs tu gavigeb.
warmatebebi yvela da gisurvebt shishis daZlevas tuarada asakshi rom shevalt mere aucileblad inanebt, rogorc albat mec tuar shevcvale rame
მოგესალმებით ბატონო გოჩა!
საინტერესო მსჯელობაა. აშკარად ეტყობა რომ დიდი გამოცდილება გაქვთ, რაც დაგეხმარებათ კიდევაც სასურველი შედეგის მიღებაში. მთავარია ოდნავ მეტი რწმენა საკუთარი თავისა და ძალების და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ შეძლებთ თქვენთვისვე სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.
ხშირად გვესტუმრეთ, აქ ბევრი დაიწერება ამ და მსგავს თემებზე, ასევე დარწმუნებული ვარ ძალზე საინტერესო და ამავდროულად სასარგებლო იქნება თქვენი მოსაზრებების მოსმენა…
უღრმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ 🙂
მადლობთ ბატონო ხვიჩა. ძალიან სასარგებლო პოსტია. შიშის შესახებ რობერტ კიოსაკისაც ბევრი უწერია და კარგად დამამახსოვრდა . თქვენი პოსტიც დასამახსოვრებელია 🙂 განსაკუთრებით შესავალი, საერთოდ ძალიან ლამაზ შესავლებს აკეთებთ, ჩემი აზრით
იცოცხლე დავით!
ეს შესავლები, როგორც ხვდები ალბათ, ჩემი “შემოქმედება” არ არის 🙂 ყველა პოსტის შესავალი აღებულია სხვადასხვა წყაროდან, ხანდახან რამოდენიმედან ამოკრეფილი და შეკოწიწებული, ხან ოდნავ გადაკეტებული თემის შესაბამისად და ა.შ 🙂
მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ამ ბლოგის ერთგული მკითხველი ხარ და წარმატებებს გისურვებ! 🙂
ME GAMOMICDIA GAURKVEVLOBIS SHISHI DA AMIS GAMO VKOFILVAR UMOQMEDO.
ZOGADAD SHISHI GARKVEULI DOZIT, AUCILEBELI EMOCIAA, RADGAN AAQTIUREBS TAVDACVIS INSTINQTS. AM DROS ADAMIANS SHERCHENILI AQVS SAGAD GANSJIS UNARI.
DZLIERI SHISHI KI ICVEVS UMOQMEDOBAS DA AZROVNEBIS BLOKIREBAS.
გეთანხმებით მარიკა! შიში ჩვეულებრივი გრძნობაა, ის ყველას გააჩნია. მთვარია ვინ როგორ დამოკიდებულებაშია მასთან. ზოგს ეს გრძნობა იმორჩილებს და ცხოვრებას უმწარებს, ზოგს კი შეუძლია თვითონ მართოს ის. დარწმუნებული ვარ თქვენ ამ უკანასკნელთა კატეგორიას მიეკუთვნებით 🙂
უღრმესი მადლობა და წარმატებები! 🙂
დაკავებული ვიყავი და როგორც მოვიცალე აქეთ გამოვწიე,მართლაც აქტუალური თემა დამხვდა.შიშმა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი შთანთთქა.უკვე ისე იყო გაბატონებული,შიშის შიშიც კი მქონდა გაჩენილი.შიში ძალიან ვერაგი რამაა,რომელსაც ადამიანის ფიქრები და მიზნები სრულ პარალიზებამდე მიჰყავს.ხან გაჩერდება,გგონია რომ განდევნე,მაგრამ ნურას უკაცრავად სადმე დამალული მაინც წამოყოფს ხოლმე თავს.ახლა ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე ვისწავლე როგორ ვმართო და განვაგდო ეს მტერი.შიში სხადასხვა გვარია,მაგრამ მას აქვს ერთი მიზანი-მოსპოს პიროვნება.ყველას ვურჩევ დროით მოისროლონ სანაგვეზე.მე მას საუკეთესო წლები შევწირე.მადლობა ხვიჩა საინტერესო რჩევებისათვის.
თქვენ საკმაოდ სერიოზული გამოცდილება გქონიათ მზია და მიხარია რომ ისწავლეთ შიშთან გამკლავება. თქვენ მართალი ხართ, მისი განდევნა ფაქტიურად შეუძლებელია, ის უნდა მართო!..
უღრმესი მადლობა თქვენ მზია, საინტერსო კომენტარებისთვის!
man damingria cxovreba
davigale
mirchiet rame gtxovt .shishma damimona gared ver gavdivar 2 patara mkavs da ukve vegarc vuvli bavshvebs.shishi mtrgunavs da panikuri sheteva momdis.vimkurnale magram shishebs ver mouxerxe zalian gtxovt mishvelet agar shemizlia 33 tlis var da cxovreba jojoxetad meqca.madloba tinastar
ნინი მე მზად ვარ მოგისმინოთ, მაგრამ ვერ გიკავშირდებით. თქვენს მიერ მითითებულ იმეილზე არ იგზავნება წერილი. მომწერეთ ჩემს იმეილზე mebonia72@gmail.com ან ფეიბუკზე https://www.facebook.com/khvicha.mebonia ან დამირეკეთ ტელეფონებზე : 597 31 00 46, 599 85 71 80
ვერაფერით ვერ დავძლიე ნერვიულობა ხალხის წინაშე რა არ მირჩიეს მაგრამ უშედეგოგდ და მართალიხართისე მიშლის ჩემწარმატებაშიხელს რო არც კი მინდა გაფიქრება დამეხმარა ტქვენისტატია მაგრამ ამდენად მოვიყვან მოქმედებაში არ ვიცი ძალიან მეშინია
ვარ ვოკალისტი თავს არ ვიქებ მაგრამ საკმაოდ ძლიერი მეცო სოპრანო ვარ სანამ მარტო ვმგერი კლაში ყველაფერი კარგადა გავალ კონცერტზ სავსე დარბაზს ვხედავდა იკვე პანიკამეწყება და რატქმაუნდა ისე ვერვმგერი როგორ სხვადროს (((
იქნებ მირჩიოთ კიდევ რაიმე მადლობა <3
მარიამ, ბიბლუსში იყიდება დეილ კარნეგის არაჩვეულბრივი წიგნი: “როგორ განვავითაროთ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა და მოვახდინოთ ზეგავლენა ადამიენბზე საჯარო გამოსვლებისას”
სათაურმა არ დაგაბნიოთ, მასში მოცემული რჩევები ერთნაირად სასარგებლოა როგორს სპიკერებისთვის ისე ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის რომელსაც სცენაზე უწევს გასვლა.
არაჩვეულებრივი პოსტია.
ძალიან კარგი პოსტია, თეორიულად კარგია;მაგრამ ცხოვრებისეული დეტალები სულ სხვა ფაქტორებს აყალიბებს ადამიანთა ცხოვრებაში. ეს კიდევ საკამათო თემაა და შორს წაგვიყვანს… წარუმატებლობის ძალიან დიდი ხანია აღარ მეშინია, ჩემზე წარუმატებელი ადამიანი ირგვლივ არც მეგულება…ალბათ ჩემს ნაცნობებს ის უფრო გაუკვირდებათ წარმატებული რომ მნახონ… ხანდახან მგონია მე თვითონ მომაქვს უბედურება…უკვე სიმართლე გითხრათ აღარც მინდა იმდენი საჯიშე ბიჭები გარდამეცვალა სანათესაოში, ჩემი 26 წლის ძმით დაწყებული, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა… ჩემი პატარა თამუნია … მაგრამ ალბათ სჯობს, სანამ საღი აზრი შემოგრჩენია ადამიანს, მაინც ცხოვრებას დავუბრუნდეთ…ვიღვაწოთ ვიმოძრაოთ რა ვიცი…. ჩვენ ვალდებული ვართ მწვერვლზე შევხვდეთ ერთმანეთს!!!
ვიზიარებ ყველა თქვენს ტკივილს მარეხი. მსგავსი ტრაგედიები მძიმე გასაძლებია. მეც საკუთარი გამოცდილებით ვიცი…. იმაშიც მართალი ხართ რომ უნდა ვისწავლოთ თუნდაც მათი მიღებაც. იმიტომ რომ არ მიღება ფაქტიურად ღვთის ნების მიუღებლობა იქნება…. საყვედურებიდან თუ რატომ წაიყვანა ჩვენგან გადავერთოთ მადლიერებაზე და მადლობა ვუთხრათ უფალს რომ ეს ადამინები იყვნენ საერთოდ ჩვენს ცხოვრებაში..
ძალიან საინტერესოა, ბოლო დროს სულ ვკითხულობ სტატიებს ამ საკითხზე და ვცდილობ რეალობაში გამოვიყენო… თუმცა ჯერ არ გამომდის
პრაქტია, გამოცდილება სჭირდება თითქმის ყველაფერს თიკო… და აუცილებლად გამოვა…
ძალიან კარგი პოსტია, ეს თუ უშველის იმ გაჭივრებას რაც მე მჭირს:(
ძალიან კარგი ქრისტინე, მიხარია რომ სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვისაც ეს პოსტი <3 წარმატებებს გისურვებთ!
მომეწონა, მომდევნო პერიოდში ალბათ ბევრად შედეგიანი იქნება ჩემი მიდგომა, შიში მაქვს მომავლისა, რომელსაც ვგრძნობ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე(52წლის ვარ)ვეღარ შევძლებ აქტიურ ცხოვრებას, კერძოდ პროფესიული მრითაც და საერთოდ შვილებთან მიმართებაშიც უკან დახეული და მითითების მი ცემაც მიჭირს, შიშის გამო იქნებ ვცდები და ამიტომ მოვექეცი რაღაც შიშის ჩარჩოში.ექიმი ვარ და მივყვები ჩემ დინებას, შიში მაქვს რამე არ შემეშალოს მიუხედავად იმისარომ ყოველთვის წარმატებით მიმყავს ჩემი საქმე. არ ვიცი ეს ალბათ ასაკობრივიც არის.ვნახოთ ყველაფრის იმედს ვიტოვებ!
წავიკითხე ეს არაჩვეულებრივად კარგი სტატია და იმედი გამიჩნდა, რომ მეც მივაღწევ წარმატებას ამ ცხოვრებაში იმის მიუხედავად, რომ უკვე ორმოცი წლის ვარ.