სამყაროს უპირველესი საოცრება

იყო ერთი მეფე, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი დედა.  ერთხელ, მან, ქვეყანას ამცნო თავისი გადაწყვეტილება, რომ დედა დედოფლის და ზოგადად ყველა დედისადმი თავისი სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად, წელიწადში ერთ დღეს, აცხადებდა დედის დღედ.

და აი საზეიმო დღეც დადგა. ქალაქის მთავარ მოედანზე თავმოყრილი უამრავი ადამიანი ათვალიერებდა იქ გამოფენილ ხელოვნების ნიმუშებს, მხატვრების, მოქანდაკეების ნამუშევრებს, ისმენდენ, თუ როგორ ასხამდნენ ხოტბას დედობრივ სიყვარულს პოეტები და მომღერლები. ესწრებოდნენ თეტრალურ წარმოდგენებს და ძალიან ნასიამოვნები და გახარებულები ჩანდნენ.

მაგრამ თვითონ მეფერ მაინც არ იყო კმაყოფილი.

– რაზედ მოგიწყენია მეფეო? ჰკითხა მას უხუცესმა ბრძენმა ვეზირმა, რომელიც ამავე დროს მისი გამზრდელიც იყო.

– ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც ვერავინ შეძლო დედისა და დედობრივი სიყვარულისთვის საკადრისად ხოტბის შესხმა. ნუთუ ჭეშმარიტი ხელოვანები აღარ არიან?

– არიან მეფეო. როგორ არა, – უპასუხა ვეზირმა, – მაგრამ დედობრივი სიყვარული ისეთი დიადი და ღვთიურია, რომ მას ვერც მხატვრის ფუნჯი მისწვდება და ვერც პოეტის კალამი. ყველაფერი რაც დიადი და მშვენიერია ამ ქვეყნად, დედის წყალობით არის შექმნილი. დედა – ეს არის სამყაროს უპირველესი საოცრება, იმიტომ, რომ სწორედ დედამ შობა და აღზარდა ისინი, ვინც შექმნა მსოფლიოს დანარჩენი 7 საოცრება.“

დედის დღეს გილოცავთ ძვირფასო ქალბატონებო, დედებო და მომავალო დედებო! ღმერთმა  ბედნიერი დედობის სიხარულით სავსე გულით გატაროთ მუდამ. გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ!

დედის დღეს გილოცავთ ასევე, ძვირფასო მამაკაცებო! ღმერთმა მოგვცეს საიმისო სიბრძნე და სიყვარული, რომ ღირსეული შვილები ვიყოთ.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.

იგავის წყარო: http://pritchi.ru/id_5441

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.