შალვა ამონაშვილი 90 წლის გახდა

“ადამიანებს ჰგონიათ, გზები იმიტომ არის მოგონილი რომ იარონ. ერთი სოფლიდან მეორე სოფელში მივიდნენ, იყიდონ და გაყიდონ, გაახარონ ვინმე ან ავნონ ვინმეს. ადამიანები გზებს იმისთვის იყენებენ რომ ვიღაც გამვლელს ჩაუსაფრდნენ და გაძარცვონ. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ყველა გზა, რაც დედამიწაზე არსებობს, ერთ დიდ მიზანს უნდ ემსახურებოდეს – სულის სრულყოფსა და ამაღლებას. დღეები გზებია, გზები კი დღეებიია, რომლებმაც სულის სიმაღლეებისაკენ უნდა გვატარონ. ”

შალვა ამონაშვილი – ამონარიდი რომანიდან: “ამონ–რა”

ქრისტე ერთხელ განკაცდა რომ ეტვირთა ადამიანთა ცოდვები და ეხსნა კაცობრიობა. მან გვიჩვენა გზა, მაგრამ მოგვცა არჩევანის თვისუფლება. საწმუხაროდ ხშირ შემთხვვაში ადამიანები ამ თავისუფლებას ბოროტად ვიყენებთ და ამის გამო თავზე ვიტეხავთ უამრავ განსაცდელს. მერე კი ისევ ღმერთს ვგმობთ. მაგრამ უფალი მაინც არ გვივიწყებს. ის ვერ განკაცდება ყოველ ჯერზე ყოველი ადამიანის ან თუნდაც მთელი ერის პრობლემების მოსაგვარებლად მაგრამ გვიგზავნის ღვთისკაცებს, რომლებიც თავიანთი ღვთიური სიყვარულის ენერგიით გვინათებენ და გვითბობენ უფლისმიერი ცნობიერებისკენ მიმავალ გზას.

დღეს ერთ ერთი ასეთი ღვთისკაცის, დაბადების დღეა. მსოფლიო მაშტაბის მოაზროვნე და ბრძენკაცი, ფილოსოფოსი და პედაგოგი, „ჰუმანური პედაგოგიკის“ ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი 90 წლის გახდა!

ჯერ ის რაოდენ დიდი ბედნიერებაა როცა უფალი კაცობრიობას ასეთი პლანეტარული მაშტაბის მოაზროვნეს მოგივლენს, და თანაც ქართველს, მაგრამ ასმაგად უფრო დიდ ბედნიერებაა როცა შენ მისი თანამედროვე ხარ. რომ ასეთი ბრძენკაცი წარსულის ფუფუნება კი არ არის მხოლოდ, არამედ აქვე, შენს გვერდით ცხოვრობს, სუნთქავს, დადის, უხარია, ტკივა, განიცდის, იცინის, ტირის, ოცნებობს, უყვარს და ქმნის სიყვარულით.

ქმნის რომ ბავშვობიდნვე გვაზიაროს „გზების სიბრძნეს“ და „გულის მომარჯვების“ ხელოვნებას.

გვასწავლოს, რომ „გაჩენა და დაბადება სხვადასხვა რამ არის… რომ ღმერთმა გაგაჩინა, როგორც სამყაროს ნაპერწკალი,, უკვდავი სული, დედამ კი დაგბადა, როგორც დედამიწის ადამიანი“

დაგვანახოს რომ „არც დედმიწის ზურგზე და მის სიღრმეებში, არც ცასა და სამყაროში, არაფერი არ არის ჩვეულებრივი, ირგვლის ყველაფერი არაჩვეულებრვია… მაგრამ თუ გაოცება არ შეგვიძლია, მაშინ გასაოცარს ვერაფერში დავინახავთ“ და გვასწავლოს „გა–ოც–ება“

ბავშვობიდანვე გვაზიაროს კეთილად ფიქრისა და აზორვნების ხელოვნება, იმიტომ რომ „ფიქრებსა და აზრებს სული ბადებს და ისინი სულივით უკვდავნი ხდებიან; უკვე დაბადებულ ფიქრები და აზრები არ ემორჩილებიან თავიანთ დამბადებელს, გარბიან მისგან შორს და სამყაროში არსებულ მსგავს ფიქრებსა და აზრებს უერთდებიან; ფიქრები და აზრები უბრუნდებიან თავიანთ დამბადებსლს, მაგრამ მარტონი კი არა, არამედ უფრო გძლიერებულნი მსგავსი ფიქრებითა და აზრებით, იმისდამიხედვით თუ როგორები არიან ისინი – კეთილგანზახულნი თუ ბოროტ განზრახულნი მათ დამბადებელს შესაბამისს მიაგებენ; კეთილი აზროვნების ადამიანი ცათა სსუფევლისკენ მიჰყავს, ბოროტი აზროვნება კი მას ცათა სასუფეველს ახლოსაც არ მიაკარებს“

გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ, მაგრამ ბატონი შალვა იმასაც გვასწავლის რომ ზომიერება ცოდვისგან დამცავი ერთ ერთი მფარველი სამოსელია სულისა.

ვულოცავ ბატონ შალვას 90 წლის იუბილეს. ვულოცავ მის არაჩვეულებრივ ოჯახს, მთელ საქართველოს და სრულიად სამყაროს ამ ბრწყინვალე დღეს. მადლობა უფალს ამ სინათლის ადმიანისთვის.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია


საინტერესო პოსტები

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.