ტრენინგი–სემინარი |
27-28 სექტემბერი, თბილისი–2014 წ.
როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები
გსურთ გაიგოთ როგორ დააღწიოთ თავი ფულის მუდმივ უკმარისობას და ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროთ წესრიგი თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში?
თუ თქვენი პასუხია "დიახ", მაშინ გილოცავთ!
თქვენს წინაშეა პირადი ფინანსების მართვის ეფექტური ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც უკვე ასეულ ათასობით ოჯახმა შეძლო ფინანსური კრიზისის დაძლევა და სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრების დაწყება!
იცით თუ არა, რომ:
საშუალოდ, ყოველი ასი ადამიანიდან, ვინც დიდი იმედებით იწყებს საკუთარ კარიერას, საპენსიო ასაკისთვის მხოლოდ 1 ადამიანია მდიდარი, 5 – ფინანსურად მეტნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაში, 18 აგრძელებს სამსახურს, მაგრამ არა იმიტომ, რომ უყვარს თავისი საქმე, არამედ იმიტომ რომ ეს არის მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო, 23 – გარდაცვლილია, 53 კი იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და ძლივს გააქვს თავი მიზერული პენსიის, სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამების ან/და კერძო თუ სახელმწიფო შემოწირულობების ხარჯზე?
ანუ, ყმაწვილობის ასაკში უდიდესი ენთუზიაზმით, ახალგაზრდული ენერგიით, ნათელი და ბედნიერი მომავლის იმედით ასპარეზზე გამოსული ადამიანების მხოლოდ 6% აღწევს წარმატებას, დანარჩენი კი მთელი ცხოვრება წვალობს ლუკმაპურისთვის.
რატომ ხდება ასე?
მართალია, დღეს მთელ მსოფლიოში ფინანსური კრიზისია, მაგრამ ყველაზე დიდი და საშინელი კრიზისი არის ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს დამოკიდებულებაში პირადი ფინანსების და ზოგადად ფულისადმი.
დღეს რომ ადამიანებს ჰკითხო, მათ უმრავლესობას, ბევრად უფრო ღირსეული და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ფულზე ფიქრით თავის შეწუხებაა.
არადა...
და ამიტომ დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ირჯებიან, მთელი ძალები მიმართულია შემოსავლების ზრდისაკენ, ხანდახან ერთი კაცი ერთდროულად ორ ცვლაში ან ორ-სამ ადგილას მუშაობს, მაგრამ მთელი პარადოქსი იმაშია, რომ
და ეს იმიტომ, რომ სინამდვილეში მთავარია არა შემოსავლების რაოდენობა, არამედ მათი სწორად განკარგვის უნარი, რომ ჩვენი სიმდიდრე დამოკიდებულია არა ფულის რაოდენობაზე, არამედ ჩვენს დამოკიდებულებაზე ფულის მიმართ.
ის სავალალო ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, არის ამ სფეროში ჩვენი არასწორი და არათანმიმდევრული, უსისტემო ნაბიჯების და ქმედებების შედეგი.
და თუ ჩვენ გვინდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი დღევანდელი ფინანსური სიტუაცია უკეთესობისაკენ, მაშინ პირველ რიგში უნდა შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ფულისა და ზოგადად ფინანსების მიმართ.
და სხვა, მრავალი, ერთი შეხედვით, თითქოსდა წვრილმანი დეტალი, რომლებიც სინამდვილეში ის აგურებია, რომლებითაც ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა ავაშენოთ ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობის სასახლე!
ჩვენ გაგიზიარებთ პროფესიონალთა რჩევებს და კონსულტაციებს, რომელთა ეფექტურობა უკვე გამოცდილია მილიონობით ადამიანის მიერ მთელს მსოფლიოში და რომელთა წყალობითაც თავად ჩვენც შევძელით სავალალო ფინანსური ყოფისაგან თავის დაღწევა და ფინანსური დამოუკიდებლობის გზაზე შედგომა.
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
მაგრამ ეს ტრენინგი არ არის მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია თითის გაუნძრევლად.
აქ ვერ იპოვით ჯადოსურ ჯოხს, რომლის ერთი დაქნევითაც შესაძლებელი იქნება თქვენი ფინანსური პრობლემების მოგვარება.
ეს ტრენინგ–სემინარი არის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ნაზავი, რომელთა დახმარებითაც მსმენელები შეძლებენ სპეციალური უნარ–ჩვევების გამომუშავებას და შემდეგ, მათი ცხოვრებაში დანერგვითა და თანმიმდევრული, მიზანმიმართული გამოყენებით უკვე საკუთარი ფინანსური ამოცანების გადაწყვეტას.
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია
პრაქტიკული ნაწილი
ხშირ შემთხვევაში, ტრენინგები და სემინარები, დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი აკადემიური ლექციებისგან, სადაც უბრალოდ ცოდნის, ინფორმაციის გადაცემა ხდება. მაგრამ წარმატების მისაღწევად, მარტო ინფორმაციის ფლობა არ არის საკმარისი.
კოუჩინგის ერთ–ერთი ფუძემდებლის ტომას ლეონარდის წარმატების ფორმულა 10–40–50% გვეუბნება, რომ ადამიანის წარმატება მხოლოდ 10% არით დამოკიდებული იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებსაც ის ფლობს, 40%–ით აზროვნების ფორმებზე, იმაზე თუ როგორ იყენებს ადამიანი ამ ცოდნას და უნარებს და 50% –ით გარემოცვაზე.
ამ ტრენინგ–სემინარისთვის ოფლაინ ფორმატიც იმიტომ შევარჩიეთ, რომ მონაწილეები მოხვდნენ თანამოაზრეების გარემოცვაში და ამასთანავე, არა უბრალოდ მიიღონ ინფორმაცია, არამედ იქვე გამოიმუშავონ ის უნარჩვევები, რომლებიც საჭიროა ამ ინფორმაციის წარმატებით გამოსაყენებლად.
სწორედ ამ მიზნით, ჩვეულებრივი, ე.წ. აკადემიური ლექციებისგან განსხვავებით, ჩვენ ავირჩიეთ ტრენინგის ფორმატი, რომელშიც თეორიული მასალის გარდა არის პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები.
ამასთანავე...
ტრენინგ–სემინარის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიღებული თეორიული ცოდნა და უნარჩვევები ტრენინგზევე გამოიყენონ ცნობილი ამერიკელი მულტიმილიონერის, ბიზნესტრენერის, „მდიდარი მამის“ სერიით გამოცემული ბესტსელერების ავტორის რობერტ კიოსაკის მიერ შექმნილ უნიკალურ სამაგიდო ბიზნეს თამაშში „Cashflow“ (ფულის ნაკადი)
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Cashflow - ითამაშეთ და გამდიდრდით
„Cashflow“ (ფულის ნაკადი) ეს არის თამაში, რომელიც კიოსაკის წიგნების მსგავსად გამოსვლისთანავე იქცა „ბესტსელერად“. ეს არის ბიზნესის და ინვესტიციების სფეროს ერთ–ერთი ყველაზე რეალისტური მოდელი, რომელიც იძლევა საშუალებას გავერკვეთ პროფესიონალი, წარმატებული ინვესტორებისა და ბიზნესმენების ფსიქოლოგიაში და ვისწავლოთ თუ
ეს არის თამაში, რომელსაც შეუძლია გადატრიალების მოხდენა ადამიანის ფინანსურ ცნობიერებაში. ამიტომ, ამ ორდღიანი ტრენინგ–სემინარის მეორე დღეს რამოდენიმე დაეთმობა სწორედ ამ თამაშს. მსმენელებს საშუალება ექნებათ, ტრენერებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ უნიკალურ თამაშში და მისი თამაშის შემდგომ განხილვაში, ხოლო
თამაშის გამარჯვებულები მიიღებენ სპეციალურ პრიზებს!
ბონუსი 1
ფაილი 1- აქტივები, პასივები და კაპიტალი
ფაილი 2 - შემოსავალ–გასავალი და ყოველთვიური ფულის ნაკადი
ფაილი 3 - საოჯახო ბიუჯეტი
ფაილი 4 - მრავალწლიანი ფინანსური გეგმა
ეს ფაილები არის ქართულ ენაზე შედგენილი მზა ცხრილები, რომლებთან მუშაობისთვის საკმარისია საოფისე პროგრამების საბაზო დონეზე ცოდნა. თქვენ უნდა შეიყვანოთ მხოლოდ პირველადი მონაცემები შესაბამის გრაფებში და შემდეგ პროგრამა ყველაფერს ავტომატურად გააკეთებს.
ბონუსი 2
"ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილები"
ტრენინგ-სემინარის ყველა მონაწილე ტრენინგის გავლის შემდეგ სამი თვის განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით, მიიღებს ფინანსების მოცარტად წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის, ევროპის ნომერ პირველი ფინანსური კონსულტანტის, პირადი ფინანსების სფეროში დაწერილი მრავალი ბესტსელერის ავტორის ბოდო შეფერის "საკონსულტაციო წერილებს", ქართულ თარგმანში. ეს წერილები ჩვენ თვითონაც ბონუსის სახით მივიღეთ ბოდო შეფერისგან, მისი ერთ–ერთი ლიცენზირებული პროდუქტის ლეგალურად შეძენის გზით, გავრცელებაზე ავტორის თანხმობასთან ერთად და ახლა ამ წერილებს, უკვე ქართულ ენაზე, მიიღებენ ჩვენი ტრენინგის მონაწილეებიც.
ბონუსი 3
ოჯახის წევრების შემთხვევაში 2=1!
ნებისმიერს, ვინც შეუკვეთავს ტრენინგზე დასწრებას, შეუძლია წამოიყვანოს ოჯახის ერთი რომელიმე წევრი: მეუღლე, შვილი, და, ძმა ან მშობელი უფასოდ!
ვინ ჩაატარებს ტრენინგ–სემინარს?
ავტორები:
მაია ხავთასი - საგანმანათლებლო–საკონსულტაციო ცენტრ "წარმატების აკადემია MK" – ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. პროფესიონალი ფინანსისტი მრავალწლიანი სტაჟით. წარმატებას მიაღწია იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებსაც ტრენინგზე გაეცნობით. მათი მეშვეობით, ორი შვილის მარტოხელა დედა 1 წლის განმავლობაში დაქირავეული მუშაკიდან თვითონ იქცა დამქირავებლად!
მან ააწყო საკუთარი წარმატებული ბიზნესი ყოველდღიურად მზარდი შემოსავლით. განახორციელა ინვესტიციები უძრავ ქონებაში, საიდანაც ღებულობს პასიურ შემოსავალს. შეიძინა საკუთარი სახლი, ავტომანქანა, მოგზაურობს მსოფლიოში.
ამასთანავე შექმნა საკუთარი ბლოგი, დაწერა ელექტრონული წიგნი–ბროშურა "წარმატების საიდუმლო" რომელთა მეშვეობითაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს დაინტერესებულ მკითხველებს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს შანსი კარგად გააცნობიეროს და გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები.
ხვიჩა მებონია – "წარმატების აკადემია MK" - ის თანადამფუძნებელი, ავტორი წიგნისა "როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან".
მან შექმნა ერთ–ერთი პირველი ქართული ბლოგი პიროვნული ზრდის თემატიკაზე: www.mebonia.com – "პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება" რომლითაც საჯარო გახადა საკუთარი თვითაღზრდის პროცესი, რათა მიეცა უფრო მეტი სტიმული და მოტივაცია პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდეგში – თავისი მკითხველებისთვის.
ტრენინგ–სემინარის მსმენელებს ის გაუზიარებს თანამედროვე მსოფლიოს წარამატებული ადამიანების იმ რჩევებს და კონსულტაციებს, რომელთა ტესტირებაც საკუთარ ცხოვრებაში მოახდინა და რომელთა დახმარებითაც თავი დააღწია საშინელ ჭაობს, რომელშიც მუდმივი ფინანსური პრობლემების გამო იმყოფებოდა.
ტრენინგი-სემინარი არის ორ დღიანი. ის ჩატარდება 27-28 სექტემბერსს, დილის 9:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ერთი დიდი (1 საათიანი) და 2 მცირე (10-10 წუთიანი) შესვენებებით. ჩატარების ადგილი: ქ.თბილისი, მარჯანიშვილის ქ.N6, მწვანე ოფისი, მე–3 სართული. (დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ შეკვეთისას მითითებულ ელფოსტაზე).
ეს ტრენინგ–სემინარი აგებულია იმ ცოდნისა და უნარჩვევების ბაზაზე, რომელთა მისაღებად და ცდებისა და შეცდომების გზით საკუთარ თავზე გამოსაცდელად, დასახვეწად და სისტემაში მოსაყვანად ჩვენ საერთო ჯამში 2 წელი და 10 ათას ლარამდე თანხის ინვესტირება მოვახდინეთ!
ამიტომ ფასი, რომელიც ამ ტრენინგ–სემინარისთვის განვსაზღვრეთ, ფაქტიურად სიმბოლურია –118 ლარი!
დიახ, 118 ლარი, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს წვდომა ამ უნიკალურ მასალასთან, მიიღოს შანსი ეზიაროს იმ ცოდნას და უნარებს, რომლებიც გაუხსნიან გზას ფინანსური კეთილდღეობისაკენ.
თუმცა, ვინაიდან ეს ტრენინგი ტარდება იმ ადამიანთ თხონით, ვინც დარეგისტრირდა მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო წინა ტრენინგებზე დასწრება, ჩვენ გადავწყიტეთ გაგვეკეთებინა საჩუქარი 35% –იანი ფასდაკლების სახით მათთვის, ვინც გადაიხდის ტრენინგის ღირებულებას 24 სექტემბრამდე!
ანუ, ტრენინგ–სემინარის ღირებულება მათთვის, ვინც შეკვეთას გააფორმებს 24 სექტემბრამდე, იქნება – 76 (!) ლარი
შეკვეთის ღილაკზე დაკლიკების შემდეგ თქვენ ავტომატურად გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც მოცემულია შეკვეთის განხორციელების ინსტრუქცია
ფასში შედის:
გარდა ამისა, ტრენინგის ყველა მონაწილე გაწევრიანდება სპეციალურად ამ ტრენინგისთვის შექმნილ ჯგუფში ფეისბუკზე, სადაც მათ ექნებათ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების შედეგად მიღებული გამოცდილება, მიიღონ ერთმანეთისგან და მათ შორის ტრენერებისგანაც კონსულტაციები, სურვილის და საერთო ენის გამონახვის შემთხვევაში კი დასახონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები და ასე შემდეგ.
ფულის დაბრუნების 100% -იანი გარანტია
თუ მაინც ყოყმანობთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ამ ტრენინგ-სემინარზე დასრწებაში ფულის გადახდით, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული რჩებით, ვინაიდან ჩვენ გთავაზობთ ფულის დაბრუნების 100%-იან გარანტიას ყოველგვარი ახსნა განმარტების მოთხოვნის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლით, რომ ტრენინგი არ იყო თქვენთვის სასარგებლო.
აი რას ამბობენ წინა ტრენინგების მონაწილეები:
მაიკო, ხვიჩა!! მადლობა, მადლობა, მადლობა!!! ეს ტრენინგი ჭირდება ყველას! და დავამატებ - ეს ჭირდება ბავშვებს! მე სიამოვნებით მოვიყვანდი ჩემს 2 შვილს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს დიდი სიმდიდრე შევიძინე!!!! ვამაყობ თქვენით და მიყვარხართ!!!
მთელი ცხოვრება აქეთ მოვდიოდი. გზა ბევრჯერ ამებნა. მაინც მოვძებნე ჭკვიანი ბილიკი, რომელმაც თქვენთან მომიყვანა. იმედია მეყოფა ჭკუა აღარ გადავცდე მას.
ამ კითხვებს და მათზე პასუხებს ჩანაწერებად ვაქცევ და აუცილებლად გაგიზიარებთ, იქნებ კიდევ ვინმეს აწუხებს მსგავსი კითხვები და იტანჯება პასუხის მოლოდინში...
მეორე დღესვე გავაკეთე ანაბარი ბანკში ფინანსური ბალიშის მოსამზადებლად, შევიტანე თანხა და ყოველთვე გადავუხდი ჩემს თავს ხელფასის 10 %...
კიდევ ერთხელ მადლობა უფალს რომ თქვენ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში რომ მომეცა საშუალება იმ ადამიანების გარემოცვაში ვიყო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ და ჩემი გაწეული ენერგია რომელიც უსაზღვროდ გავეცი და კიდევ გავცემ წარმატებას მოუტანს ჩემს პატარა ოჯახს და ჩემს გარშემო მყოფ შეშინებულ და დაბნეულ ადამიანებს........უსაზღვრო სიყვარულით და მადლიერებით დონარი სამადაშვილი
მინდა ვთქვა, რომ ეს ორი დღე სულ სხვა იყო, სულ პოზიტივი და სულ განსხვავებული დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრისადმი. რაც თქვენთან ერთად ვნახე და განვიცადე ეს რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი იყო. 5 მაისიდან შეიცვალა ჩემი ნაბიჯები, ცხოვრება, აზროვნება, შემეცნება და მინდა ამისთვის მადლი და მადლობა მივუძღვნა უფალს, უზენაეს და აბსოლუტ გონს, ენერგიას, რასაც მე ღმერთს ვუწოდებ.
დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს – ეკატერინე გელაშვილს. მან გამაცნო მაიკო და ხვიჩა. მისი წყალობით მოვხდი ამ ტრენინგზე.
უღრმესი მადლობა ხვიჩას და მაიკოს. რატომ? იმიტომ, რომ ყველგან და ყველა სფეროში, მასწავლებელი, წინამძღოლი, მწვრთნელი და ჭკუის დამრიგებელი ფასდაუდებელია. განსაკუთრებული ლოცვაა მათ მიმართ და მუდამ ვილოცებ მათთვის.
მადლობა ჯგუფის წევრებს, განსაკუთრებით თამაშის (სუფრის წევრებს), რადგან სხვასთან შედარებით, მათ უფრო დავუახლოვდი და უამრავი მარგალიტიც აღმოვაჩინე მათში.
ახლა უნდა გავიქცე, უამრავი საქმე მაქვს... დღემდე ჩემს ცხოვრებას მე უკვე ვუწოდებ „წინა ცხოვრებას“ ...მადლი და მადლობა თქვენ. წარმატებები. სიყვარულით, პატივისცემით და მონატრებით, რამინ ბართლომე ცინაძე
მოგესალმებით უკვე წარმატებულნო და წარმატების მსურველნო.
მას შემდეგ, რაც გავიარე ტრენინგი "როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები", ნათლად დავინახე: ჩემი არაპრაგმატულობა და არარაციონალურობა ხარჯვის ამბავში და რაც მთავარია, შენელებული მოქმედების არასახარბიელო შედეგები. გავაანალიზე განვლილი გზა, შემოვუძახე ჩემს თავს, რომ აქტიურობის დროა და შევიმუშავე სამოქმედო გეგმა.
დიდი მადლობა მაიას და ხვიჩას ჩემი გამოფხიზლება-გამხნევებისა და საინტერესო მასალების მოწოდებისთვის.
ტრენინგი „როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები“.
პირველი რეაქცია: როგორ და კარგად. ამის მეტი რა ვიცი. მე ხომ მათემატიკა კარგად ვიცი, ანგარიში არ მეშლება, არ ვარ მფლანგველი, არ მიყვარს ვალები და ა.შ. უცებ, სდექ! მაშინ რატომ იყო, რომ ფული არასოდეს არ გყოფნიდა? რატომ იყო, რომ ყველაზე მეტად მაშინ გიჭირდა როცა ყველაზე მეტი შემოსავალი გქონდა? ეტყობა აქ რაღაცაშია საქმე. თან ამ ტრენინგის საფასური ოთხსულიანი ოჯახის მოკრძალებულ სადილს თუ ეყოფა. როგორც ჩანს ორგანიზატორებმა საზოგადოების (ჩემიც) გადახდისუნარიანობაც გაითვალისწინეს. დიდი მადლობა მათ ამისთვის!
შთაბეჭდილება ტრენინგზე? არა, რა ამის მოყოლა შეუძლებელია! ის უნდა გაიარო. შემიძლია მხოლოდ რამოდენიმე ჩემთვის საინტერესო მომენტი აღვნიშნო:
პირველი და ყველაზე მთავარი: წამყვანები, მაიკო და ხვიჩა, ლექციას კი არ კითხულობდნენ დიდი ფინანსისტების თეორიების შესახებ, არამედ პრაქტიკულად გვიხსნიდნენ როგორ მოვექცეთ პირად ფინანსებს. ყველაფერი რაც მოვისმინეთ ორივეს თავად ჰქონდა წლების მანძილზე გადატანილი და შემოწმებული.
მეორე: ტრენინგი მიმდინარეობდა მარტივ, პოპულარულ ენაზე, გაუგებრი სამეცნიერო ტერმინების გამოყენების გარეშე.
მესამე: სამუშაო მასალები ტრენინგისთვის მომზადებული იყო ძალიან, ძალიან... ვერ ვიპოვე სიტყვა, გაიარეთ და თავად ნახავთ.
რაც შეეხება სუბიექტურ განცდებს: განვთავისუფლდი ვალების შიშისგან, მივხვდი რომ ჩემი ფინანსური პრობლემები ღარიბის ფსიქლოგიისგან იყო გამოწვეული (არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, ტრენინგზე გავიგე პირველად). ვიგრძენი შინაგანი თავისუფლება და ვთვლი რომ ყველაფერ საუკეთესოს ღირსი ვარ!
გმადლობთ მაიკო და ხვიჩა!
კიდევ ყოყმანობთ? მაშინ, მოდი დავითვალოთ:
ტრენინგის ღირებულებაა 76 ლარი, ამ თანხით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დაახლოებით 40 ლიტრი საწვავი თქვენი ავტომანქანისთვის, ან იაფფასიანი სუნამო, ან ერთხელ ისადილოთ მეგობართან ერთად, თანაც არც თუ ისე პრესტიჟულ რესტორანში, ან შეიძინოთ დასწრების უფლება ამ ტრენინგ–სემინარზე, რომლის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ
ამიტომ მორჩით ყოყმანს და შეუკვეთეთ ტრენინგზე დასწრება
ფასი: 118 ლარი 76 ლარი
შეკვეთის ღილაკზე დაკლიკების შემდეგ თქვენ ავტომატურად გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც მოცემულია შეკვეთის განხორციელების ინსტრუქცია
ან გაიარე წინასწარი რეგისტრაცია
ტრენინგ–სემინართან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით შემდეგი საკონტაქტო საშუალებებით:
E-mail:treningi@mebonia.com
Tel: 599 63 83 34 – ელენე ოქრომჭედლიშვილი