ქრისტე აღსდგა!

ადამიანები დასაბამიდან მივილტვით შეუცნობელის შეცნობისკენ და ეს სწრაფვა ალბათ სხვა არაფერია თუ არა ნაწილის სწრაფვა მთელისკენ. იმ მთელისკენ, რომელსაც მოვწყდით ერთ დროს და სამყაროში გზააბნეულებმა შევქმენით საკუთარი წარმოდგენები მთელსა და მთლიანობაზე.

და როცა მივისწრაფით მთელისკენ, ხშირ შემთხევავში მივისწრაფით იმ მთელის საკუთარი ინტერპრეტაციისკენ და ამით კიდევ უფრო მეტად ვშორდებით ნამდვილს … და ერთმანეთსაც…

მაგრამ თუ გულში შემოვუშვებთ სიყვარულს, თუ ჩვენი რწმენა ღვთისა და სურვილი მისკენ ლტოლვისა ურყევი იქნება, ჩვენ მივაღწევთ იქამდე და ისევ გავხდებით იმ მთლიანის ნაწილი, რომელსაც თავის დროზე “გამოვეყავით” მისივე ნებით და დავუბრუნდებით მის მიერვე მონიჭებული არჩევანის თავისუფლების და ღვთიური ბუნების საშუალებით.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ მთელისკენ სწრაფვის პროცესში რწმენით, ბედნიერებით, სიყვარულით და მადლიერებით სავსე გულით ყოფნას.

+ ქრისტე აღდგა +

+ ქრისტე აღსდგა +

✝️

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.