„ნუ მომჩერებიხართ! ჯობია გადამეხვიოთ!“
ასეთი წარწერა ამშვენებს ამერიკელი პენსიონერის ლი შაპიროს ავტომობილს.
ის ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც კოლეგებმა ზედმეტსახელად „ჩამხუტებელი მოსამართლე“ უწოდეს.
ლი შაპირო თავისი კარიერის გარკვეულ ეტაპზე მიხვდა, რომ სიყვარული ყველაზე დიადი ძალაა სამყაროში და დაიწყო ჩახუტების „გაცემა“ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია.
მას თან დააქვს ჩანთა წარწერით „გული ჩახუტების სანაცვლოდ“, რომელშიც მოთავსებულია წითელი ნაჭრისგან დამზადებული მცირე ფორმის ოცდაათი გული. ყოველ შემხვედრ ადამიანს ის სთავაზობს ერთ ასეთ გულს ჩახუტების სანაცვლოდ.
ამ ჩვევის დამსახურებით ლიმ მოიპოვა ისეთი პოპულარობა და სიყვარული, რომ მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა სახის გრანდიოზულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, სადაც ის პროპაგანდას უწევს სიყვარულს საზღვრების გარეშე.”
ხშირ შემთხვევაში ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ შეხების, ჩახუტების ძალას.
ჩახუტება აკავშირებს ერთმანეთთან სხეულსა და ცნობიერებას და იყენებს ამ კავშირს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის აახლოებს ადამიანებს, ანგრევს ბარიერებს. აგვარებს და თავიდან გვაცილებს კონფლიქტებს.
იმ ენერგიის შესწავლა, რომელსაც თითოეული ადამიანი ასხივებს, გვაძლევს საფუძველს ვამტკიცოთ, რომ უბრალოდ შეხება, ხელის ჩამორთმევა, თუ ჩახუტება არის გამოჯანმრთელების უმნიშვნელოვანესი წყარო, ვინაიდან სიყვარული – ეს არის ყველაზე ძლიერი გამაჯანსაღებელი ენერგია სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია ნებისმიერ წამალზე.
შეხება დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებათ სასიცოცხლო ძალების აღდგენა.
იმ პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი, რომლებსაც ეხებოდნენ ექთანები, გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებოდა ვიდრე იმათი, ვინც მოკლებული იყვნენ ასეთ შეძლებლობას.
ამ თემით უკვე ინტერესდებიან მეცნიერები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები.
სოციოლოგიური გამოკვლევებით, იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ბედნიერი ოჯახური ურთიერთობები, ავადმყოფობები ბევრად უფრო ნაკლებია.
ასევე პაციენტებში, რომლებიც გრძნობენ, რომ ისინი უყვართ, გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარობს გაცილებით სწრაფად და წარმატებულად.
მეცნიერებმა ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი ლონდონის ერთ–ერთ კლინიკაში:
მთავარი ქირურგი საღამოს, ოპერაციის წინ ჩვეულებისამებრ მიდიოდა თითოეულ პაციენტთან პალატაში, რათა ეპასუხა მათი შეკითხვებისთვის და აეხსნა ოპერაციის საერთო ხასიათი. ქირურგს ექსპერიმენტის დროს, საუბრისას თითოეული პაციენტის ხელი ეჭირა თავის ხელში რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
ანალიზის შედეგებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ პირობებში პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობდა სამჯერ უფრო სწრაფად.
ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა არის ამის მიზეზი.
შეიძლება ეს პირდაპირ კავშირშია მოდუნებასთან, ტკივილის მოხსნასთან.
შეიძლება შეხებისგან გადაეცემა სინაზე და მზრუნველობა, რომელიც პაციენტს უნერგავს საკუთარი ღირსების გრძნობას და განაწყობს გამოჯანმრთელებისკენ, მაგრამ ფაქტია, რომ, როცა ჩვენ მზრუნველად ვეხებით ადამიანს, იცვლება როგორც მისი, ასევე ჩვენი ფიზიოლოგია, მცირდება სტრესის ჰორმონების დონე, ხდება ნერვული სისტემის მოდუნება, უმჯობესდება იმუნური სისტემის მდგომარეობა და ეს ახდენს გავლენას ჩვენს ემოციებსა და ხასიათზე.
ახლა მგონი გასაგებია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შეხება, ჩახუტება და კონტაქტი ხელებით, რომ გავცეთ და მივიღოთ სიყვარული. ეს გვცვლის ჩვენ ფიზიკურად, გონებრივად და ემოციონალურად. ეს არის მშვენიერი საშუალება დავრჩეთ ძლიერი და ჯანმრთელი.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანისთვის აუცილებელია მინიმუმ 12 ჩახუტება დღეში.
სტატია კი მინდა დავამთავრო ჯეკ კენფილდის სიტყვებით:
ჩახუტება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის აწრთობს იმუნურ სისტემას, კურნავს დეპრესიას, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ძილს. ის აახალგაზრდავებს, იძლევა ძალას და არა აქვს რაიემე უარყოფოთი გვერდითი ეფექტები.
ჩახუტება – მართლაც რომ სასწაულმოწმედი საშუალებაა ნებისმიერი ავადმყოფობის განსაკურნავად.
ჩახუტება ყველაზე უშუალო და გულწრფელი ფორმაა ურთიერთობისა, ის არის ბუნებრივად სასიამოვნო პროცესი, რომელიც თავისუფალია ხელოვნურობისგან, არ აბინძურებს ჰაერს, არ აფუჭებს გარემოს და გააჩნია 100 პროცენტიანი კეთილისმყოფელი ზემოქმედების თვისება.
ჩახუტება – იდეალური საჩუქარია. ბრწყინვალედ ესადაგება ნებისმიერ სიტუაციას. სასიამოვნოა მისი როგორც გაცემა, ასევე მიღებაც. ის გამოხატავს ჩვენს მზრუნველობას, არ საჭიროებს დამატებით შეფუთვას და რა თქმა უნდა მთლიანად ანაზღაურებადია.
ჩახუტება პრაქტიკულად არ გააჩნია რამე ხარვეზი. მას არ სჭირდება ბატარეის გამოცვლა, არ ექვემდებარება ინფლაციას, არ აფუჭებს ფიგურას, არ არის დაკავშირებული ყოველთვიურ შესატანებთან, დაცულია მძარცველებისგან და არ იბეგრება გადასახადებით.
ჩახუტება, არასაკმარისად გამოყენებული ჯადოსნური ძალის მქონე რესურსია.
როცა ჩვენ ვშლით ხელებს და ვხსნით გულებს, ჩვენ ვახალისებთ სხვებს მიყვნენ ჩვენს მაგალითს.
გაიხსენეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები. დაფიქრდით სიტყვებზე, რომლითაც გინდათ რომ მათ მიმართოთ, ჩახუტებაზე, რომლითაც შეგიძლია მათი და თქვენი გულები გაათბოთ და აჩუქეთ მათ და საკუთარ თავს ეს სიხარული და ბედნიერება.
იქნებ ელოდებით, რომ ისინი გთხოვენ ამის გაკეთებას?
ნუ დაელოდებით. უმჯობესია დაიწყეთ თქვენ თვითონ, ახლავე.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. თქვენ თუ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე ჩახუტების მაგიური ძალა?
და თუ არა, მზად ხართ მოსინჯოთ? გაგვიზიარეთ მოსაზრებები
კომენტარებში.
ამასთანავე გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი ქვემოთ მოთავსებული სოციალური
ქსელების ღილაკების მეშვეობით.
ხვიჩა, რა ჩახუტება მოგინდა ამ გაგანია ზაფხულში, როცა სიცხისგან ისედაც ვიხუთებით… 🙂 შენ ეტყობა კონდენციონერისგან შემცივნულს ჩახუტებაზე უკეთესი არაფერი მოგაფიქრდა… 🙂 გარეთ როცა გახვალ, დარწმუნებული ვარ, ქუჩაში მონიკა ბელუჩი რომ შეგხვდეს, ჩახუტება არც მოგაფიქრდება, დუღს ქვეყანა… 🙂
ჩახუტებაზე ადრეც წავიკითხე მსგავსი და აბსოლიტურად გეთანხმები, როდესაც ამ ჟესტით დადებითი ენერგიის მიღებას და გაცემას აქვს ადგილი, ამაზე თბილი და მეგობრული არაფერია… მთავარია, გული იყოს სუფთა და გახსნილი და მაშინ იმ მაგიური ძალისაც მჯერა რასაც შენ წერ. 🙂
სწორედ ამ გაგანია ზაფხულში ჩახუტებაა “ვაჟკაცობა” ქეთი 🙂
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა მომაფიქრდეს მონიკა ბელუჩისთან შეხვედრისას, შენ ჯერ შემახვედრე და იდეები ჩემზე იყოს 🙂
გმადლობ ქეთი! ძალიან გამამხიარულე 🙂
admin magari kaci xar 😀 😀 😀
SUJOKTERAPIASHI DA SXVA ENERGETIKUL MKURNALOBASHI ES CHVEULEBRIVIA. CHAXUTEBA SITBOS ENERGIAA.
ISE ZOGJER CHAXUTEBA KI ARA, SHEMOLACUNEBA UFRO CHRIS. GAACHNIA PIROVNEBAS, SHEMTXVEVAS.
ZOGADAD, RADGANAC DGEVANDELI GAREMO FAQTOREBI STRESULIA, MIS DASADZLEVAD DA GASANEITRALEBLAD SITBOS ENERGIAA SACHIRO.
MAPATIET COTA GAUGEBRAD GAMOMIVIDA. AR IPIQROT, ROM SUJOKTERAPEVTEBI CHAXUTEBIT KURNAVEN.
პირიქით ყველაფერს ძალზე გასაგებად ამბობთ მარიკა…
სამწუხაროდ სუჯოკთერაპიაზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ თქვენი ხათრით 🙂 ამ თემას უფრო კარგად გავეცნობი, რადგან დარწმუნებული ვარ წაგებული არ დავრჩები 🙂
თავის დროზე საკმაოდ მწირი და ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ტრანსერფინგზე, მაგრამ თქვენ დამაინტერესეთ და წავიკითხე ზელანდის რამოდენიმე წიგნი< უფრო სწორედ მოვუსმინე აუდიოფორმატში და ძალიან ჩამაფიქრა ამ წიგნებიდან მიღებულმა ინფორმაციამ… ახლა ვცდილობ უფრო საფუძვლიანად გავერკვე ამ თეორიაში…
უღრმესი მადლობა მარიკა ყველაფრისთვის! თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ 🙂
გეთანხმები ქეთ, ამ სიცხეში რა დროს ჩახუტება…:D თუმცა გაახალგაზრდავებისთვის მთლად დღეში 12- ჯერ ვერა მაგრამ, რამოდენიმეჯერ აიტანდა კაცი….:D სამაგიეროდ ზამთარში სულ ჩახუტებული ვიქნებოდი…:D 😀 ხუმრობა იქით იყოს და ჩახუტება მართლაც რომ გულწრფელი გრძნობააა…. სასიამოვნოა მისი გაცემაც და შესაბამისად მიღებაც, რადგან რა სითბოსა და სიყვარულს გასცემ, იგივეს იბრუნებ….
კარგი ელენე, შენთვის 10 იყოს, ჩავთვალოთ რომ 12 “სავაჭრო ფასია” და შენთვის 2–ს ვაკლებ 🙂
ხუმრობაც ჩვენთან იყოს და სერიოზულადაც გეტვი, რომ მართალი ხარ: “რა სითბოსა და სიყვარულს გასცემ, იგივეს იბრუნებ” – ამ სიტყვებით შენ ზუსტად გამოხატე მიზიდულობის კანონის არსი, რომელიც ერთ–ერთი უდიდესი იარაღია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე…
უღრმესი მადლობა ელენე! მიხარია, რომ ჩემი ბლოგის აქტიური მკითხველი ხარ 🙂
თემა მომეწონა :), თუმცა არ მგონია, რომ ყველა ჩახუტება ერთაირად სასარგებლო და სასიამოვნო იყოს, ხვიჩა 🙂
ამ “სამკურნალო პროცედურას” დადებითი შედეგი მაშინ მოაქვს, თუ ადამიანები “ერთ სიხშირეზე არიან აწყობილი” ან სიყვარული აკავშირებთ, სხვა შემთხვევაში კი, შეიძლება, ავადაც გაგხადოს. აბსოლუტურად სერიოზულად და მთელი პასუხისმგებლობის გრძნობით ვამბობ. ამიტომაც – ცოტა ფრთხილად! 🙂
თუმცა მარტო სიყვარულშიც არაა საქმე, ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებები და მდგომარეობაც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. პირადი მაგალითს მოვიყვან: უბრალო დაღლილობას ან თავის ტკივილს ახლობელი ადამიანის თავზე ხელის გადასმა მყისიერად მირჩენს (მრავალგზის შემოწმებული და უებარი საშუალებაა :)), მაგრამ ძლიერი ფიზიკური ტკივილის ან სტრესის დროს, შემეხოს და ჩამეხუტოს კი არა, 3 მეტრზე ახლოს არ უნდა მომეკაროს არავინ… არც დამელაპარაკოს. ასე უფრო მიადვილდება კონცენტრაცია და ტკივილსაც უფრო ადვილად ვუმკლავდები, თუმცა ბევრი ვიცი, ამ დროს მოფერებას და ფიზიკურ კონტაქტს საჭიროებს.
კიდევ… ბავშვებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა და წავალ :). დააკვირდით, როგორ ჭირვეულობს ზოგი ბავშვი, როცა მისი ნებართვის გარეშე იხუტებენ… თუ არ იგრძენი, რომ უნდა და სჭირდება, პატარასთანაც კი თავი უნდა შეიკავო “ჩახუტებრივი ძალადობისა” და ლოყების ჩქმეტისაგან. ამიტომ ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზამდი გზაზე ხელგაშლილი ლი შაპირო რომ გადამდგომოდა 🙂
თუმცა იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ სტატიაში გამოთქმულ მოსააზრებებს არ ვეთანხმები – ჩახუტებას ნამდვილად დიდი ძალა გააჩნია, მაგრამ ამ ენერგიის სწორად მოხმარება უნდა ვიცოდეთ და გვეხერხებოდეს :).
ისე, ვის ვის და, ქართველებს ნაღდად არავისგან გვესწავლება ეგ ამბავი… ჩავეხუტოთ ერთმანეთსო, – ასე არ ვამბობთ, როცა რამე კარგის ერთად გაკეთება (მაგალითად, ქეიფი) გვინდა ხოლმე?! ან “თქვენ გეხხხუტუნეთ” სიყვარულის გამოხატვის ფორმად აქვს, ნეტავ, კიდევ რომელიმე ერს? ))))))))))))
გამაჩერეთ!
როგორი აქტუალური თემა გიპოვია, ხვიჩა – ყოველგვარ რეგლამენტს გადავაჭარბე და კომენტარის ნაცვლად გესტპოსტი დაგიწერე :))
არაჩვეულებრივია ქეთევან! უღრმესი მადლობა 🙂
როცა ამ სტატიას ვამზადებდი, ერთერთი ექსპერიმენტის შესახებ წავიკითხე ინეტში. თავიდან მინდოდა მისი აქ ჩართვა, მაგრამ მერე გადავიფიქრე 🙂
შევეცდები მისი არსი მოკლედ გადმოვცე:
ერთი და იგივე სიტუაციაში ადამიანებს თხოვდნენ რაღაცის გაკეთებას, პირველ შემთხვევაში ჩვეულებრივ, შეხების გარეშე, ხოლო მეორე შემთხვევაში იდაყვზე ხელი მსუბუქი შეხებით.
ექპსპერიმენტი ჩაატარეს სხვადასხვა ქვეყანაში, ყველაზე ნაკლები სხვაობა ადამიანთა მოქმედებაში იყო იატალიელებში – 20%, ხოლო ყველაზე მეტი კი გერმანელებში და ინგლისელებში – 85%…
დარწმუნებული ვარ საქართველოში რომ ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტი, შედეგი 10% – იც არ იქნებოდა 🙂 რადგან როგორც შენ ამბობ ჩვენთან ჩახუტებით ვერავის ვერ გააკვირვებ 🙂
იქნებ ამიტომ დაკარგა მან ფასი ჩვენთან და გაუფერულდა?… ვინ იცის?…
“ვინ იცის როდის შეეპარა სურდო ჰიუგოს…” 🙂
bevr rameSi qeTevanis azrs vziareb.
namdvilad kargi efeqti moaqvs Caxutebas, Tu is adamiani giyvars an gesimpatiureba 🙂
zogi movaleobis moxdis an viTom siyvarulis dasamtkiceblad rom CagexuTeba…. piriqiT, uaryofiTi aura moaqvs.
saboloo jamSi namdvilad saWiroa, xSirad CavexutoT maT, vinc gviyvars. 🙂
გეთანხმებით მანანა.. ამიტომაც ვამთავრებ ჩემს პოსტს შემდეგი სიტვებით: “გაიხსენეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები. დაფიქრდით სიტყვებზე, რომლითაც გინდათ რომ მათ მიმართოთ, ჩახუტებაზე, რომლითაც შეგიძლიათ მათი და თქვენი გულები გაათბოთ და აჩუქეთ მათ და საკუთარ თავს ეს სიხარული და ბედნიერება.”
უღრმესი მადლობა, რომ უკვე ჩემი აქტიური მკითხველი ხართ 🙂
ძალიან თბილი და საინტერესო სტატიაა…. თუმცა ვფიქრობ რომ მხოლოდ საყვარელ ადამიანებტაბ ჩახუტებით იცვლება დადებითი ენერგიები…..
გმადლობთ ნარმა, რომ ხშირად სტუმრობთ ჩემს ბლოგს და თქვენს მოსაზრებებსაც გვიზიარებთ 🙂
ჩემის ღრმა რწმენით, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, დადებითი ენერგიების გაცვლა სრულიად უცნობ ადამიანთან ჩახუტებითაც შეიძლება მოხდეს 🙂
ნამდვილად გეთანხმებით…. ოღონდ არა ყველასთან…..
ჩვენ ხომ ცუდ ენერგიებსაც ვგრძნობთ ხოლმე…..თუნდაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანებისგან….
აი უცნობთან ჩახუტების კი რა გითხრათ… ისე, ზოგჯერ იმდენად მომწონებია “ადამიანი” ჩახუტების სურვილი გამჩენია…:))))
🙂 🙂 🙂
პროფესიონალი ჩამხუტებელი ვარ.
ქართველი “ლი შაპირო” 🙂
Erts davamateb – gulwrfelobis gareSe yovelgvari Caxuteba azrs kargavs. Guls ver moatyueb, guli grznobs da arCevs, ra aris mistvis misaRebi da ra ara, mtavaria mousmino mas da misi gjerodes!!!
დიახ ნინო, სრულიად გეთანხმებით. გულწრფელობის გარეშე არამარტო ჩახუტება, საერთოდ ყველაფერი კარგავს აზრს. წარმატების ერთერთი უმთავრესი კანონიც ხომ სწორედ გულწრფელობა და გამჭვირვალეობაა 🙂
უღრმესი მადლობა! 🙂
Diax, Xvicha! – Warmatebis safuzvlebia: GULWRFELOBA, MARTI QMEDEBA da GAMCHVIRVALOBA.