წარმატების სამი ფაქტორი

2008 წელს ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით ის იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. 2012 წელს კი იმავე „ფორბსის“ მონაცემებით მისი ქონება შეფასდა 44 მილიარდ დოლარად.

მიუხედავად ამისა ის ცხოვრობს საკმაოდ მოკრძალებულად. დადის უბრალო ავტომობილებით, იცვამს სადა კოსტიუმებს, იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში. ერთადერთი მისი სისუსტე ამ მხრივ რეაქტიული თვითმფრინავებია.

უორენ ბაფეტი

მას უწოდებენ ყველა დროის უდიდეს ქველმოქმედს, ადამიანს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში გაიღო ყველაზე გულუხვი შემოწირულობა. 2010 წელს მან საქველმოქმედო ფონდებს შესწირა 37 მილიარდი (!) დოლარი. ასევე ცნობილია მისი ანდერძის შინაარსი, რომლის მიხედვით, თავის ოჯახს უტოვებს მხოლოდ მცირე ნაწილს უზარმაზარი ქონებიდან, დანარჩენი კი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.  

მას აქვს საკმაოდ დახვეწილი იუმორის გრძნობა. მისი ფრთიანი გამონათქვამები საქვეყნოდაა გავრცელებული. ერთ–ერთი მათგანი მის ზემოთხსენებულ ჩვევას – სადა ჩაცმულობას უკავშირდება. შეკითხვაზე, თუ რატომ აცვია იაფფასიანი კოსტიუმები, მან უპასუხა:

„სინამდვილეში მე მაცვია ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმები, უბრალოდ ჩემს ტანზე გამოიყურებიან ისინი იაფფასიანებად!“

ყოველ წელიწადს იმართება აუქციონი, რომელშიც იყიდება ამ ადამიანთან ერთსაათიანი საუზმის უფლება. მაგალითისთვის: გასულ წელს, აუქციონში გამარჯვებულს მასთან საუზმე 2,63 მლნ დოლარი დაუჯდა, ხოლო წლევანდელი, 2012 წლის აუქციონის გამარჯვებულმა ამ ადამიანთან ერთსაათიანი საუზმის უფლებისთვის 3,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონიდან შემოსული თანხები მთლიანად საქველმოქმედო საქმიანობას ხმარდება.

შეიძლება თქვენც გინახავთ ფოკუსი, რომელშიც ილუზიონისტი მცირე ნომინალის კუპიურებს დიდი ნომინალის კუპიურებად აქცევს. ეს ფოკუსი მსოფლიოში ცნობილია სწორედ ამ ადამიანის სახელით:

„უორენ ბაფეტის ხელები“

დიახ, ეს ადამიანი გახლავთ ამერიკელი მილიარდერი, ყველა დროის უდიდესი ინვესტორი და ქველმოქმედი უორენ ბაფეტი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დღეს ის  82 წლისაა, მაგრამ კვლავაც იმყოფება წარმატების მწვერვალებზე და რჩება ბიზნესმენთა მრავალი თაობის კუმირად.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ სწორედ უორენ ბაფეტის რჩევებს, რომლებშიც ის გვიზიარებს საკუთარი წარმატების სამ საკვანძო ფაქტორს.

მაშ ასე:

1. იპოვეთ გმირები.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აირჩით წარმატებული მოძღვრები თქვენი ცხოვრებისათვის.

ეს არ გულისხმობს პირადი, უშუალო ტრენინგების ჩატარებას ერთი ერთზე იმასთან, ვისაც აირჩევთ თქვენს მასწავლებლად. ადამიანები, რომლებსაც გინდათ მიბაძოთ, ვისგანაც გინდათ ისწავლოთ, როგორც წესი არიან ავტორები.

გაატარეთ თქვენი ცხოვრება მათ შორის, ვისი ცხოვრებითაც და მიღწევებითაც აღფრთოვანებული ხართ ყველაზე მეტად. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც შეგიძლიათ უწოდოთ გმირები. იკითხეთ მათი წიგნები, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ჩაწვდეთ მათი გონების სიღრმეებს. აკეთეთ ეს თანმიმდევრულად.

თქვენ შეიძლება იკითხოთ: „არის კი სინამდვილეში საჭირო ვინმეს ჩემს გმირად ქცევა?“ მე გიპასუხებთ: „დიახ!“

ყოველ წარმატებულ სტუდენტს ყავს წარმატებული მასწავლებელი, ყოველ დიდ სპორტსმენს ყავს დიდი მწვრთნელი.

ის ადამიანები, რომლებიც გინდათ გახდნენ თქვენთვი წარმატებული ცხოვრების მოძღვრები, უნდა იყვნენ ისეთები ვისაც თქვენ პატივს სცემთ, ვისაც გინდათ რომ მიბაძოთ. თქვენთვის უნდა იქცეს შთაგონების წყაროდ და სტიმულად  ის წარმატებები, რომელთაც მათ მიაღწიეს, ის საქმეები, რომლებსაც ისინი აკეთებენ და რაც მთავარია, ის ცოდნა და გამოცდილება რაც შეგიძლიათ მათგან მიიღოთ.

აარჩიეთ გმირები ბრძნულად.

2. მიყევით თქვენს გატაცებებს.

თუ ის სამუშაო, რომელსაც თქვენ ყოველდღე ასრულებთ, არ განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ უნდა დაიწყოთ ისეთი სამუშაოსა და კარიერის დაწყების გეგმის შედგენა, რომელიც იქნება თქვენი ნამდვილი გატაცება, მაგრამ ამავე დროს დაიმახსოვრეთ, რომ, თუ თქვენს გატაცებას არ აქცევთ თქვენი შემოსავლის წყაროდ, მაშინ ვერასდროს ვერ აღმოაჩენთ თქვენს ჭეშმარიტ პოტენციალს.

რამოდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ცხოვრება:

– რას გააკეთებდით, თუ ფულს არ ექნებოდა არანაირი ღირებულება თქვენს ცხოვრებაში?

– რას გააკეთებდით, თუ გეცოდინებოდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ განიცდით მარცხს?

როდესაც თქვენ შეძლებთ ამ კითხვებზე კეთილსინდისიერად პასუხის გაცემას, თქვენ გეცოდინებათ, თუ რა არის თქვენი ჭეშმარიტი გატაცება, მოწოდება.

3. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში.

იფიქრეთ ამაზე. ყველა წარმატებული ინვესტორი გირჩევთ პირველ რიგში საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადებას.

როცა თქვენ დაფიქრდებით და გააცნობიერებთ, რომ ყველაზე დიდი ჯილდო ცხოვრებაში ეს არის ბედნიერება, წარმატება, ოცნების ახდენის განცდა, მაშინ თქვენ მიხვდებით, თუ სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი.

როგორხ ხდება საკუთარ თავში ინვესტირება? თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ჩვეულებრივი განათლების მიღების გზით, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ისეთი სამუშაოს, კარიერის, კომპანიის შერჩევით, სადაც შეძლებთ სწავლას, გამოცდილების მიღებას და მათი მეშვეობით მიზნების მიღწევას.

მე მიმაჩნია, რომ საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადების საუკეთესო საშუალება არის ინვესტირება საკუთარ გონებაში. ეს თქვენ სანაცვლოდ მოგიტანთ უზარმაზარ ღირებულებებს. საუკეთესო საშუალება კი ამ მიმართულებით მოქმედებისა, არის თვითგანათლება.

იკითხეთ წიგნები წარმატებაზე, პიროვნულ ზრდასა და თვითგანვითარებაზე. უსმინეთ შესაბამის აუდიოკურსებს, დაესწარით სემინარებს და ტრენინგებს, რომლებიც აამაღლებენ თქვენი ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების დონეს.

რისი გაკეთებაც არ უნდა გინდოდეთ თქვენს ცხოვრებაში, ის ალბათ უკვე გააკეთა ვინმე სხვამ უფრო ადრე და დატოვა გასაღები. იპოვეთ ეს გასაღები და მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ჩემთვის დიდი პატივია, გავიზიარო თქვენთან ერთად ეს არაჩვეულებრივი დარიგებები, რომელთაც უორენ ბაფეტი გვაძლევს. მიიღეთ ისინი და თქვენ გადადგამთ უზარმაზარ ნაბიჯს თქვენი ოცნების განხორცილების გზაზე.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. რას აკეთებთ თქვენ ყოველდღიურად იმისთვის, რომ მიუახლოვდეთ თქვენს მიზნებს და ოცნებას? რას კითხულობთ? ვის უსმენთ? მიმართავთ კი რეალურად რამე მოქმედებას? აფასებთ თუ არა როგორ გიწყობთ ხელს თქვენს მიერ განხორციელებული ქმედებები წარმატების მიღწევაში? გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების სახით.

ამასთანავე გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული 

სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

 უღრმესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე

10 комментариев ჩანაწერზე “წარმატების სამი ფაქტორი”

  1. გავიხარე, ხვიჩა, უორენ ბაფეტს რომ შევხვდი შენს საიტზე — «დაგვიძველდა პურ-მარილი» და მომნატრებია 🙂
     
    უნდა გითხრა, რომ პოსტში შემოთავაზებულ სამივე დარიგებას ერთგულად ვიცავ და ვითვალისწინებ… თანაც, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ისინი (განსაკუთრებით, მესამე) ყველაზე იოლად და სასიამოვნოდ შესასრულებელი რჩევებია მათ შორის, რაც კი ცხოვრებაში შემხვედრია. დარწმუნებული ვარ — შენთვისაც 🙂
     
     

    • admin:

      ეჭვიც არ შემპარვია ქეთევან 🙂

      რაც შემეხება მე, ცხოვრების უდიდესი ნაწილი «უკუღმართად» ვიცხოვრე იმიტომ, რომ არ ვითვალისწინებდი პირველ რჩევას, უფრო სწორედ მის დასკვნით ნაწილს, ანუ «გმირებს ბრძნულად არ ვირჩევდი» 🙂

      გმადლობ, რომ ყოველთვის პოულობ დროს გამოხამურებისთვის 🙂 

  2. თამარ:

    საღამო მშვიდობისა! ხვიჩა, მეც ყველაზე ნაკლებად პირველ რჩევას ვითვალისწინებ. გამორჩეული გმირები მაინცდამაინც არ მყავს, მყავს გამორჩეული ავტორები ამ მიმართულებით. მეორე და მესამე პუნქტში კი ფრიადოსანი ვარ:)))))))))) როგორც ჩანს, სრული წარმატებისთვის პირველსაც უნდა მივაქციო ყურადღება!  სხვას თუ არა, ბაფეტს ხომ მაინც უნდა დაუჯეროს ადამიანმა! წარმატებასთან დაკავშირებული საკითხები კარგად გამოსდის:)))))))))))
     

    • admin:

      მოგესალმებით თამარ! კეთილი იყოს თქვენი ფეხი (თუ მაუსი) ამ ბლოგზე 🙂

      გეთანხმებით, პირველი პუნქტის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა, ფაქტიურად, სწორედ იმის მიხედვით, თუ ვინ ხდებიან ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები, ხდება ჩვენი აზროვნების ფორმების და მიზნების ჩამოყალიბებაც.

      გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო და გამოეხმაურეთ ჩემს პოსტს 🙂 

  3. ქეთევანი:

    :)))მართალი ხართ ხვიჩა, მუდმივად უნდა ვმუშაობდეთ საკუთარი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების გაზრდაზე, რადგან რაც მეტს ვაღწევთ წინ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობები და ახალი მიზნები  გვიჩნდება, რაც ცოდნისა და უნარების გაღრმავებას, ამ მხრივ წინსვლას მოითხოვს. სხვაგვარად ერთ ადგილას ხომ არ გავჩერდებით წარმატებას მოწადინებული ხალხი:)))კონკრეტულად არ მყავს კუმირად შერჩეული ავტორიტეტი პიროვნება, ზოგადი შთაბეჭდილებებით ვხელმძღვანელობ ხოლმე, დღეიდან უნდა დავიწყო:)) უორენ ბაფეტი ერთ ართი მათგანი იქნება:))მადლობა თემისთვის

    • admin:

      მადლობა თქვენ, ქეთევან, რომ ყოველთვის გვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს. მე კი მოხარული ვიქნები, თუ ჩემი პოსტი დაგეხმარებაათ წარმატების გზაზე თუნდაც ერთი ნაბიჯით მაინც წინ წაწევაში 🙂

  4. მანანა:

    cxovrebiseuli da gasaTvaliswinebeli rCevebia. miT ufrpo — axalgazrdebisTvis.

  5. ვანო:

    jobda es yvelaperi 5 wlitadre momesmina da wamekitxa………. magram araushavs arc axlaa gvian, mashin ki uketesi iqneboda.

  6. ვანო:

    didi madloba ro arsebobt!!!!!!!

    • admin:

      მადლობა თქვენ, ვანო, სტუმრობისთვის, გამოხმაურებისთვის, მადლიერებისთვის! <3

დატოვეთ კომენტარი