ბრტყელი დედამიწა

 

მე–19 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მწერალმა ედვინ ებოტმა დაწერა ფანტასტიკური ჟანრის რომანი „ბრტყელი დედამიწა“. მასში მოთხრობილია ქვეყანაზე სადაც  არსებობდა მხოლოდ ორი განზომილება: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ.  

იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ბრტყელი ფიგურები, სამკუთხედები, ოთკუთხედები, წრეწირები და ა.შ. ისინი მოძრაობდნენ მხოლოდ ორი მიმართულებით: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ.

აქ კატეგორიულად იყო აკრძალული საუბარი მესამე განზომილებაზე: ზემოთ და ქვემოთ და თუ ვინმე მაინც იტყოდა:

– იქნებ არსებობს მესამე განზომილებაც!

მას მაშივნე ყველა მხრიდან დაესეოდნენ ყვირილით:

– შენ რა, გაგიჟდი?! ასეთი რამ არ არსებობს… ეს სისულელეა!     გაგრძელება »

იგავის ძალა

ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ბრძენი, რომელიც  ყველაფერზე საუბრობდა იგავებით და გამოცანებით. ერთხელ ის „დააბეზღეს“ ხელმწიფესთან:

– მეფეო, თავი მოგვაბეზრა თავისი «სიბრძნით!» თუ მას აუკრძალავთ იგავებით საუბარს, ნახავთ, რომ  ის ვერ შეძლებს ნორმალურად ერთი აზრის ჩამოყალიბებასაც კი.

 ხელმწიფემ დაიბარა ბრძენი და უთხრა:

რად გინდა ეს გადაკრული საუბრები, ალეგორიები და გამოცანები? არ ჯობია პირდაპირ და გასაგებად უთხრა ადამიანებს სათქმელი?! 

– თქვენო უდიდებულესობავ! – უპასუხა ბრძენმა, – ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, თუ რა არის კატაპულტა  გეკითხებათ: „რა არის ეს?“ თქვენ კი პასუხობთ: „კატაპულტა არის კატაპულტა!“ როგორ ფიქრობთ, გაიგებს რამეს?

– რა თქმა უნდა არა. – უპასუხა ხელმწიფემ.

– მაგრამ, თუ ეტყვით, რომ კატაპულტა რაღაცით წააგავს მშვილდს და ის გაკეთებულია ბამბუკისგან – ეს მისთვის ცოტათი უფრო გასაგები იქნება?

– დიახ! – თქვა ხელმწიფემ.

–ესე იგი, გასაგები რომ  გავხადოთ , ის  რაც ადამიანმა არ იცის — უნდა შევადაროთ იმასთან რაც მან უკვე იცის. ასევეა ჩემი იგავებიც – მათი მეშვეობით მე ადამიანებს ვაწვდი იმ ცოდნას, რომლის პირდაპირ მისაღებადაც მათი გონება ჯერ მზად არ არის.   გაგრძელება »

წარმატებისა და ბედნიერების ძებნაში…

რუბრიკა: საავტორო სტატიები

«მან გადაწყვიტა ეპოვა მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი, რათა გადაეცა ის ადამიანებისთვის და ამ მიზნით გაემგზავრა ხანგრძლივ მოგზაურობაში.   გაგრძელება »

მოქმედების ძალა, ანუ — ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

«მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ.

პირველ რიგში, შთაბეჭდილების მოსახდენად,  ვიზრუნე საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ ეფექტურ ფორმაში მყოფი წარვსდექი ადამიანების წინაშე, მაგრამ ისინი არ გამომყვნენ.

მე დავეწაფე წიგნებს და გავხდი ძალიან განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანები ჭკვიანებს არ მიყვებიან.

მე გავხდი მდიდარი და სახელგანთქმული, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

მაშინ მე დავეუფლე ორატორულ ხელოვნებას. თითოეული ჩემი გამოსვლა იყო ერთგვარი ხელოვნების ნიმუში. მე ცეცხლს ვანთებდი აუდიტორიის წინაშე და აღტაცებაში მომყავდა მსმენელები, მაგრამ ისინი მაინც არ მომყვებოდნენ.

ბოლოს და ბოლოს მე მომბეზრდა ეს ყველაფერი, ჩავიქნიე ხელი და წავედი ჩემს საქმეებზე… და ხალხი გამომყვა! იმიტომ, რომ ადამიანები ყოველთვის მიყვებიან იმას, ვინც მიდის!»     გაგრძელება »

მოგზაურობა იწყება!

ერთი ჭეშმარიტების მაძიებელი გზაზე გადააწყდა ლოდს, რომელზეც ეწერა:

«გადააბრუნე და გაიგებ ახალს.» 

მოგზაურმა ბევრი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, გადააბრუნა ლოდი და ნახა წარწერა:

«რისთვის ეძებ ახალ ცოდნას, თუ იმასაც არ აქცევ ყურადღებას, რაც უკვე იცი

 და საერთოდ რად გინდა ცოდნა, თუ იმას რაც იცი, მოქმედებად არ აქცევ?!»

 

ძალიან მიყვარს წიგნები. მთელი ცხოვრება ვკითხულობდი. დღისით თუ ღამით, სახლში თუ ქუჩაში, ლამპის შუქზე და მთვარის შუქზეც, ვკითხულობდი მთელი არსებით, ვცხოვრობდი ამ წიგნებში, მიყვარდა, მძულდა, ვეჭვიანობდი და ვიბრძოდი, ვეძებდი ფათერაკებს ჩემს საყვარელ გმირებთან ერთად და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში…

და აი  ერთხელ, მორიგი წიგნის წაკითხვის შემდეგ, დაფიქრებულმა იმაზე, თუ ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრებისეული  მისია და რამდენად შევძელი მისი განხორციელება, გავაცნობიერე, რომ თითქმის ოთხ ათეულ წელს მიღწეული კაცი, ჯერ ისევ ზღაპარში ვცხოვრობდი, რომ მთელი ცხოვრება კი არ ვქმნიდი, რისთვისაც არის მოწოდებული  ადამიანი ზოგადად, არამედ, ვოცნებობდი  და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა შემექმნა,  ვაწყობდი გეგმებს,  ვემზადებოდი,  მაგრამ რეალურად ღირებული არაფერი გამიკეთებია…

მაშინ მივხვდი, რომ მართალია წიგნის კითხვა და სწავლა–განათლება აუცილებელია, მაგრამ გააჩნია რას და როგორ ვსწავლობთ და რაც მთავარია როგორ ვიყენებთ ნასწავლს, რომ წარმატებას აღწევენ არა ის ადამიანები, ვინც მუდმივად და  ბევრს სწავლობენ, არამედ ისინი ვინც ეფექტურად იყენებენ  იმ ცოდნას რაც გააჩნიათ…     გაგრძელება »