ზღვარზე

   საკონკურსო ნაშრომი N10                              

                           

 

საკუთარ თავთან გამიმართავს დღეს ორთაბრძოლა

უფლება არ მაქვს დამარცხებულის ტიტული მერგოს,

უნდა დავძლიო მაცდური ფიქრი. დიადი გრძნობა,

„არ შეიძლება!“ გულით ვმართო, მორჩა და მეყოს!!!

 

ვგრძნობ, როგორ უცებ შეიცვალა გრძნობები ჩემში,

მწვავე სიცივემ, როგორ სწრაფად დაიდო ბინა

„ბოროტი“ ფიქრიც შემოიჭრა უეცრად სულში

მყისვე გავაგდე, ამაცრემლა და შემამცივნა.

 

მძულს, რადგან ჩემში სიძულვილს აქვს სარკმელი ღია,

რადგან ჩემ კართან ბოროტება თავის რიგს ელის,

და მიყვარს… გულს რომ სითბოს კვალი ისევ ატყვია,

ეშმას რომ არ აქვს ამ კარებში უფლება შესვლის.

 

უკვე სარდაფში მოვათავსე გრძნობები თბილი,

სარდაფის კარზე მსურს ვხედავდე დაჟანგულ ურდულს,

მე და სიცივეს გაგვიმართავს მკაცრი დუელი,

და არ მსურს „მსხვერპლად“ შევეწირო სიცივის ყინულს.

 

ავტორი: Rousso     

 

 

 

ნარკოტიკი

 საკონკურსო ნაშრომი N9

 

– ჩემი ძმა მოკვდააა! უ-შველეეეთ, წამალი მინდააა… მტკივააა… უ-უ-უ-უ  არაბუნებრივი ხმით ბღაოდა ძვალზე გადაკრული ტყავი. ტრუსებისამარა, ახალგაზრდა ბიჭი სავადმყოფოს ეზოში, უკანა შესასვლელთან მიწაზე ეგდო და უაზროდ ბღაოდა და თან თავ-პირში მუშტებს იცემდა.

– გადიიით, არ წამიყვანოთ, ააარ დამიჭიროოოთ, მოვკვდეეებიიი! ციხეში არ მინდააა! მიშვეეელეეეე-განაგრძობდა ბღავილს ძვალი და ტყავი.

-დედააა! მიშველეეეე! – შებღავლა ახლად მოსულ ქალს .

-დაწყნარდი, შვილო! სირცხვილია, ყველა შენ გიყურებს. ადექი სახლში წავიდეთ-დაყვავება დაუწყო უბედურმა დედამ. ზურგს და ხელებს უსრესდა, ცდილობდა გონს მოეყვანა თავისი შვილი.

-არააააა! წამალი მინდააა! უ-უ-უ-უ

ძვალი და კანი თვალებს ქაჩავდა, ხელებს უაზროდ იქნევდა და თან ღრიალს განაგრძობდა:-

– არააა! მომკლავენ! ჩემი ძმა მოკლეს… ძაღლები მოდიააან… მიშველეთ… უ-უ-უ-უ…

საავადმყოფოს ფანჯრებიდან ავადმყოფთა თავმდგმურები იხედებოდნენ, ცნობისმოყვარედ შესცქეროდნენ ბიჭს.

– ასეთი შვილის ყოლას , უშვილო იყო ის ჯობია! – შემოვიდა ექთანი, – გაოხრებული, კაცს მაინც გავდეს. ნარკოტიკი უნდა კიდევ მაგის გამჭკნარ სხეულს?! პატრონი არ უვარგა თორემ, ჩემი იყოს, მე თვივონ მოვკლავდი…   გაგრძელება »

ჩემი თვალით დანახული სამყარო

საკონკურსო ნაშრომი N8 

 

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სამყარო სასტიკი და უსამართლოა. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ისინი ცხოვრებაზე გულგატეხილები არიან და ცოტა პესიმისტები, მაგრამ ეს მათთვის ვინც ცხოვრების უღელი არასწორად ატარა, ან არასწორი ნაბიჯები გადადგა. გაგრძელება »

და კვლავ გზაში ვარ

საკონკურსო ნაშრომი N7

 

აჰჰ, დავიბადე, და აღვმოჩნდი 21-ე საუკუნის ერთ ერთი რიგითი ტყვე- დროის სრბოლაში დაკარგული. როცა დღე დღეს მისდევს და ხალხი კი კუდამოძუებული მისდევს სხვადასხვა ნივთებით ხელდამშვენებული. გაგრძელება »

როგორ მასწავლეს შვილებმა ცურვა

საკონკურსო ნაშრომი N6

     

ალბათ გინახავთ დაბა სიონი. თიანეთის ზურმუხტ მთებს შორის  მოქცეული მდინარე იორის წყალსაცავი- ცისფერი  ბრილიანტი,  ხან  მწვანე და ხანაც შაბიამნისფერი. ზოგჯერ სამივე შეფერილობით. ულამაზესია. პირველად რომ ვნახე თვალს ვერ ვაშორებდი.  გადავწყვიტე შვილები წამომეყვანა. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად( ამაზე სხვა დროს მოგიყვებით)  მაინც მოვახერხეთ სიონში დასვენება თითქმის ერთი თვით.  გაგრძელება »

ნუ გეშინია ტკივილის

საკონკურსო ნაშრომი N5

ნუ გეშინია ტკივილის საყვარელო …

ის ყველაზე საოცარი რამ არის, რაც უფალმა ჩადო ჩვენში …

სიცოცხლის დასაცავად…

რომელიც სიგნალია…

იმისი , რომ რაღაც უნდა შეცვალო ,იმოქმედო …უშველო …

ის გაცოცხლებს …ეს სიცოცხლეა …

მკვდარ სხეულს აღარაფერი ტკივა …

ამას სიცოცხლე განაპირობებს, ტკივილს შეგრძნებას მასში …

სიფრთხილედ გამოიყენე ის და არა შიშის საფუძვლად …

მიიღე ის…

ნუ გაურბიხარ …

უსმინე და გაქრება აღქმით…

ტკივილით ხდება გათვითცნობიერება …სიხარულო ჩემო.

 

ავტორი: ქეთი აბაშიძე

 

 

ფიქრები წყენასა და პატიებაზე

 საკონკურსო ნაშრომი N4

ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიარსებებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა გვხდის ბედნიერსა და უბედურს, გვიყალიბებს წარმოდგენებსა და პროგრამებს, რომლებითაც ვცხოვრობთ, გვაძლევს ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და სულიერი განვითარების შესაძლებლობას.  გაგრძელება »

წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და «დუალური გონების» ხაფანგები

«ერთხელ, ოთახში შემთხვევით ჩიტი შემოფრინდა. ის ფართხალით აწყდებოდა კედლებს და ვერ პულობდა გასასვლელს. ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა მას, ისევ უკან, თავისუფლებაში დაბრუნებაში, მაგრამ ჩიტს ადამიანებთან ურთიერთობის წარსული გამოცდილება აიძულებდა სიფრთხილის გამოჩენას.

მას ჰქონდა ერთგვარი პროგრამა, რომ ადამიანი მტერია, მტაცებელი, რომელსაც შეუძლია მისი მოკვლა და ეს პროგრამა იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მთელს მის არსებაში,  რომ ფრინველს არ შეეძლო შესაბამისად აღექვა ადამიანის ჭეშმარიტი განზრახვა: გაეთავისუფლებინა ჩიტი მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

lito

შიში არ აძლევდა იმის გაგების საშუალებას, რომ ადამიანს ამოძრავებდა სიყვარული და დახმარების გაწევის სურვილი. როგორც კი ის ფრინველს მიუახლოვდებოდა, ჩიტი კიდევ უფრო მეტად განწირულად ფართხალებდა და უთავბოლოდ აწყდებოდა კედლებს, ფანჯრის მინებს, სხვადასხვა ნივთებს ოთახში…

არადა, მას რომ შეძლებოდა ჩაწვდომოდა არსებული სიტუაციის არსს ისე, რომ არ გაეტარებინა ის საკუთარი წარსული გამოცდილების პრიზმაში, მაშინ არ მოუწევდა ასეთი სტრესის გადატანა. მისი უსიამოვნებების ნამდვილი მიზეზი იყო მისივე უმეცრება და მცდარი წარმოდგენა რეალობაზე. ის არ ენდობოდა დახმარებისთვის გამოწვდილ ხელებს…» გაგრძელება »

ქალიშვილის წერილი მამას

papa

ჩვენი ისტორია დაიწყო ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მე ჯერ არ ვიყავი, მაგრამ შენ უკვე მელოდებოდი. და მელოდებოდი ალბათ ისე, როგორც არ ელოდებიან არასდროს და არავის ცხოვრებაში და  შენ უკვე გიყვარდი, მთელი გულით, მთელი არსებით.   გაგრძელება »

ფორთოხლის ლიმონათი

საკონკურსო ნაშრომი N3

                                                   

   ჩემი ბავშვობის ჩანახატებიდან

2004 წელი. 14 ოქტომბერი. დღეს ყველანი სახლში ვართ. გარეთ ისეთი ამინდია, რომ გგონია სიცივეა, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ თბილა და გსიამოვნებს. დედიკოს ჩემი საშემოდგომო ქურთუკი გარეთ გამოუფენია და ხვალისთვის მიმზეურებს. ჩემი პატარა დაიკო,  სავარძელში ზის და რაღაცაზე ფიქრობს.  გაგრძელება »