გადაუხადე სხვას

ბრაიანი თავისი დანჯღრეული მანქანით მიუყვებოდა გზატკეცილს, როცა გზის პირას შეამჩნია საკმაოდ ძვირადღირებული მერსედესი, რომელსაც საბურავი ჰქონდა დაშვებული.

მერსედესი

მან გააჩერა მანქანა. გადმოვიდა და მიუახლოვდა მერსედესს. მასში იჯდა ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც საკმაოდ დაბნეული და შეშინებული ჩანდა.  

– ნება მომეცით დაგეხმაროთ ქალბატონო – მიმართა მან მერსედესის მძღოლს.

– ძალიან დამავალებთ შვილო, – უპასუხა ქალმა.

ბრაიანი შეუდგა მუშაობას და საკმაოდ სწრაფადაც დაასრულა.

– მზადაა ქალბატონო. უთხრა მან ღიმილით მერსედესის პატრონს.

– რა გქვია შვილო?–ჰკითხა ქალმა

– ბრაიან ანდერსონი.

– ბრაიან, რამოდენიმე საათია აქ ვდგავარ და არავინ გამიჩერა. არადა ტელეფონიც არ მაქვს თან. ძალიან შევშინდი. თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. მითხარით რამდენი გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის?

– არა ქალბატონო. თქვენ არაფერი გმართებთ ჩემი. მე უბრალოდ დავეხმარე ადამიანს გასაჭირში. ღმერთმა უწყის მეც რამდენჯერ დამხმარებიან მძიმე წუთებში.

– კი მაგრამ მეც მინდა რამეთი გადაგიხადოთ მადლობა.

– მაშინ გადაუხადეთ სხვას

– ეგ როგორ? – იკითხა გაოცებით ქალმა.

– როცა შეამჩნევთ რომ ვინმეს უჭირს, აღმოუჩინეთ მას დახმარება   – უთხრა ბრაიანმა ღიმილით, დაქოქა თავისი ჯაბახანა და ტაატით გაუყვა გზატკეცილს.

ქალმაც გააგრძელა გზა. რამოდენიმე კილომეტრში გაჩერდა რესტორანთან, რომ ესადილა. მას ემსახურებოდა ძალიან თავაზიანი ოფიციანტი. ეს იყო საკმაოდ მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ფეხმძიმედ იყო.

„ეტყობა ძალიან უჭირს“ – გაიფიქრა ქალმა– „რომ ასეთ მდგომარეობაში მუშაობს. თანაც როგორც ვატყობ მას აქ მთელი დღე ფეხზე ტრიალი უწევს და ალბათ ძალიან იღლება, მაგრამ სასოწარკვეთილება ან უიმედობა არ ეტყობა, არც დაღლას იმჩნევს და ძალზე თავაზიანად და ღიმილით ემსახურება სტუმრებს.

როცა ქალმა დაასრულა სადილობა, 100 დოლარიანი კუპიურა გაუწოდა ოფიციანტს. ის წავიდა ბანკნოტის დასახურდავებლად და როცა დაბრუნდა ქალი ადგილზე არ დახვდა. ის წასულიყო, მაგრამ მაგიდაზე კიდევ 4 ასდოლარიანი კუპიურა და ბარათი დაეტოვებინა, რომელზეც ეწერა:

– მე დღეს ერთი ადამიანი დამეხმარა, ისევე, როგორც ახლა მე თქვენ გიწვდით დახმარების ხელს და თუ თქვენც გინდათ ამისთვის მადლობა გადამიხადოთ, მაშინ ნუ დაუშვებთ, რომ სიყვარულის ეს ჯაჭვი თქვენთან დასრულდეს.

გოგოს ცრემლები წასკდა. რა იცოდა იმ ქალმა როგორ სჭირდებოდა ახლა მის ოჯახს ეს ფული?!

მას ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა სამუშაო საათები და როგორც კი რესტორანი დაიხურა მაშინვე სახლში გაიქცა. შინ მისული კი ქმარს ჩამოეკიდა კისერზე, ნაზად აკოცა და ჩურჩულით უთხრა:

– ყველაფერი კარგად იქნება… მე შენ მიყვარხარ ბრაიან ანდერსონ!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

გადაეცით სხვას – გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული 

სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

 

წყარო: უცნობი ავტორი. თარგმნა ხვიჩა მებონიამ

 

 

საინტერესო პოსტები

15 thoughts on “გადაუხადე სხვას”

  1. ისევ ქართული ანდაზა გამახსენდა: მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება. 
    კაცი თუ ადამიანია, თავს მაშინ გრძნობს კარგად, როცა სხვებიც კარგად არიან.

    პასუხი
    • დიახ მარიკა, სწორედაც რომ წინ დაგხვდება და არა მხოლოდ მადლის ქმნის შემთხვევაში 🙂

      გმადლობ 🙂 

      პასუხი
    • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე donadoni 🙂 გმადლობთ რომ კომენტარისთვისაც გამონახეთ დრო…

      ცხოვრებაში მართლაც ყველაფერი ასე ხდება – ჩვენ ზუსტად იმას მოვიმკით, რასაც დავთესავთ. ოღონდ ეგ არის, რომ რეალობაში ყველაფერ ბევრად უფრო რთული სქემებით ხდება და ამიტომ ვერ ვხვდებით ამას. სამყარო ხშირად სხვა გზებით, სხვა დროს, მაგრამ აუცილებლად გვიბრუნებს იმას რასაც გავცემთ და თანაც “პროცენტებით”  🙂

      პასუხი
  2. ამ პოსტმა გული ამიჩუყა ხვიჩა…:)თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში ყოფილა ჟამი,როცა დაგვჭირვებია ვიღაცის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი,რომელიც ზოგჯერ მიგვიღია და ზოგჯერ ვერა(ან არა)…ღმერთმა ამრავლოს კეთილი და მადლიერი ადამიანები!…აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოგიხდი შენ,ყველა იმ სიკეთისთვის,გულისხმიერებითვის და ყურადღებისთვის რაც კი ჩემს და ჩემი ოჯახის მიმართ გამოგიჩენია!

    პასუხი
    • იცოცხლე მაია!  მადლობა შენ და სესეს, რომ ასეთი კარგები ხართ. თქვენი ოჯახი იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს. წარმატებებს გისურვებთ! გამრავლდით და გაძლიერდით! 🙂

      პასუხი
  3. გამარჯობა ხვიჩა.ამ ბოლო დროს ძალიან მოუცლელი ვარ(სახლს ვაშენებ)და ფაქტიურად ვერ შემოვდივარ აქ,ძალიან მომენატრა შენი პოსტები,რომლებიც სულ  სიკეთის კეთებისაკენ გვიბიძგებს.საიდან დავიწყო კითხვა არ ვიცი,ვიცი მხოლოდ ,რომ წინ ბევრი საინტერესო რამ მელოდება შენს ბლოგზე.

    პასუხი
    • მოგესალმებით მზია, მიხარია რომ დაგვიბრუნდით. ძალიან აკლდით აქაურობას 🙂

      არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ თურმე, დარწმუნებული ვარ მალე ააშენებთ და მუდამ სინათლით, სითბოთი, სიხარულით, სიყვარულით და ბედნიერებით იქნება სავსე 🙂 

      უღრმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ! 🙂 

      პასუხი
  4. გამარჯობა ხვიჩა ბუძა!მე ანო ვარ 🙂 ყოველთვის ვკითხულობ თქვენს პოსტებს ისტორიებს და იგავებსს. 🙂 ყველა მათგანი ძალიან მომწონს..ძალიან საზრიანი მოთხრობებია და დიდი აზრი დევს მათში…ბევრიც მართლა რეალურ ფაქტებს მომაგონებს და ბევრ რამეს ვსწავლობ ამ ისტორიებიდან 🙂 წარმატებებს გისურვებთ!

    პასუხი
    • გამარჯობა ანო! შენც ძალიან საზრიანი და ჭკვიანი გოგო ხარ 🙂  ძალიან მიხარია იმის გაგება, რომ თურმე ჩემი ხშირი სტუმარი ხარ 🙂 გმადლობ ჩემო კარგო… ძალიან მიყვარხარ <3

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.