ბრტყელი დედამიწა

 

მე–19 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მწერალმა ედვინ ებოტმა დაწერა ფანტასტიკური ჟანრის რომანი „ბრტყელი დედამიწა“. მასში მოთხრობილია ქვეყანაზე სადაც  არსებობდა მხოლოდ ორი განზომილება: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ.  

იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ბრტყელი ფიგურები, სამკუთხედები, ოთკუთხედები, წრეწირები და ა.შ. ისინი მოძრაობდნენ მხოლოდ ორი მიმართულებით: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ.

აქ კატეგორიულად იყო აკრძალული საუბარი მესამე განზომილებაზე: ზემოთ და ქვემოთ და თუ ვინმე მაინც იტყოდა:

– იქნებ არსებობს მესამე განზომილებაც!

მას მაშივნე ყველა მხრიდან დაესეოდნენ ყვირილით:

– შენ რა, გაგიჟდი?! ასეთი რამ არ არსებობს… ეს სისულელეა!    

ამასთანავე,  იქვე, პარალელურად ცხოვრობდნენ სხვა არსებები – სფეროები, რომბები, კუბები და ა.შ. რომლებიც მოძრაობდნენ სამ განზომილებაში: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ,  ზემოთ და ქვემოთ. ისინი მუდმივად ცდილობდნენ გამოეღვიძებინათ  ორ განზომილებაში მცხოვრები არსებები, გადაეცათ მათთვის ინფორმაცია მესამე განზომილების შესახებ, მაგრამ ყოველ ჯერზე,  როცა მართლაც ახერხებდნენ მათთვის ხმის მიწვდენას, ბრტყელი ფიგურები ყვიროდნენ: 

– რა სისულელეა, ასეთი რამ შეუძლებელია, ეს აბსურდია!..

ერთხელ, ორგანზომილებიანი ქვეყნის  ერთ–ერთი მკვიდრი მოხვდება სამგაზნომილებიან სამყაროში, სადაც გაატარებს რამოდენიმე საათს  და შთაბეჭდილებებით დახუნძლული, უკან დაბრუნებისას შეეცდება თანამძმეებს აუწყოს ახალი აღმოჩენების  შესახებ, მაგრამ მას გიჟად შერაცხავენ, შეიპყრობენ და სამუდამოდ გამოკეტავენ ბნელ სატუსაღოში!..

როცა დაახლოებით ოცი წლის წინ პირველად ავიღე ხელში ნაპოლეონ ჰილის წიგნი იფიქრე და გამდიდრდი“,  ბიბლიოთეკარმა ისეთი მზერა გამომაყოლა, ალბათ გულში ჰქონდა: „ფიქრი რომ შველოდეს საქმეს, ჩვენ აქ მაგის მეტს რას ვაკეთებთო“ ხოლო გვერდით მაგიდასთან მჯდომმა „კეთილისმყოფელმა“ აშკარად მითხრა: შეეშვი მაგ იდიოტობას, მაგისი ეტყობა თვითონ ავტორსაც არ სჯერა, თორემ,  იჯდებოდა ახლაც თავის ფიქრებში გართული და მაგ წიგნის საჯღაბნად დროს არ დაკარგავდაო!“

მიუხედავად ამისა მაინც დავიწყე კითხვა, მაგრამ  მას შემდეგ რაც „ჩავწვდი“ თუ საით მიჰყავდა ავტორს თხრობა, ვიფიქრე – „მართლაც რა უაზრობაა!  ე.ი. მხოლოდ და მხოლოდ  ჩემზე ყოფილა დამოკიდებული, თუ როგორი ცხოვრება მექნება, რომ ვთქვათ თუ ფული მჭირდება,  საკმარისია  გავარკვიო ზუსტად რამდენი მინდა რომ მქონდეს, ზუსტად როდისთვის და მორჩა… „ვაი შენს პატრონს… უფრო სწორად ჩემსას, თორემ იმან ეტყობა მართლაც კარგად მოიფიქრა და ახლა ალბათ ათასობით, შეიძლება ასეულ ათასობით ჩემისთანა იდიოტის ხარჯზე მდიდრდება კიდევაც!“  და მე შევწყვიტე კითხვა, დავაბრუნე წიგნი: „რა მარაზმია“ ვუთხარი თან ბიბლიოთეკარს (მგონი მაშინ არც კი ვიცოდი წესიერად რას ნიშნავდა ეს სიტყვა) და დავტოვე დარბაზი და მასთან ერთად დავტოვე ის შანსი წარმატების  ფორმულაში გარკვევისა, რომლის ხელახლა აღმოსაჩენად თითქმის ოცი წელი დამჭირდა!

რატომ? იმიტომ რომ მე წარმოდგენა არ მქონდა იმ სამყაროზე რომელშიც წარმატების ფილოსოფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი და მისი გმირები ცხოვრობდნენ!

ჩემს გონებას არ შეეძლო ჩასწვდომოდა იმ სწავლების სიღრმეს, რომელიც არანაირად არ ჯდებოდა ჩემთვის მანამდე ცნობილ არცერთ მოცემულობაში. არავინ ჩემს გარემოცვაში, ჩემი ნათესავ ახლობლების გარემოცვაში და თუნდაც ჩემს მიერ  მანამდე წაკითხულ წიგნებში არ ფიქრობდა და არ ცხოვრობდა ისე, როგორც ამას ავტორი ყვებოდა და შესაბამისად ეს სამყარო, მასში მოქმედი კანონები ჩემთვის იყო არარეალური, მიუღებელი და მაშასადამე შეუძლებელი იყო  მისი არსებობა!

როცა მე–16 საუკუნის ბოლოს ჯორდანო ბრუნომ განაცხადა – დედამიწა ბრუნავსო, ის კოცონზე დაწვეს.

მე–19 საუკუნის ბოლოსთვის, 1894 წელს კი ალბათ არ იყო მსოფლიოში და მათ შორის იტალიაშიც ადამიანი ვინც არ შეძრწუნდებოდა ბრუნოს თანამედროვეების უვიცობითა და სისატიკით, მაგრამ როცა გულიელმო მარკონიმ განაცხადა: „შესაძლებელია ხმოვანი სიგნალების გადაცემა შორ მანძილზე სადენების გარეშეო“, მეგობრებმა ჩათვალეს, რომ ის გაგიჟდა, ხოლო იტალიის მთავრობამ და სამეცნიერო წრეებმა საერთოდ ყურადღების ღირსად არ ჩათვალეს თვითნასწავლი ფიზიკოსის „ნაბოდვარი“.

მე–20 საუკუნეში კი უკვე მარკონის ამ გამოგონების გარეშე ვერ წარმოედგინა ვერავის  სამყარო და კომპიუტერების ეპოქაში,  კომპანია IBM -ის მესვეურებმა, რომლებსაც ალბათ სასაცილოდაც არ ყოფნიდათ მარკონის თანამედროვეების სკეპტიციზმი, შესაძლებელია მათსავით ჩამორჩენილ და ბნელ ადამიანებად არ მიიჩნიეს, მაგრამ ყურადღების ღირსად ნამდვილად არ ჩათვალეს კოლეჯის სტუდენტების, «ვინმე» ბილ გეიტსისა და პოლ ალენის «წინასწარმეტყველება» ტექნოლოგიური რევოლუციის შეასხებ პერსონალური კომპიუტერების სამყაროში…

დიახ, ყოველთვის ასეა, როცა ჩვენ რაღაც არ ვიცით, არ გვესმის, გვირჩევნია დავასკვნათ რომ ეს რაღაც არ არსებობს, უაზრობაა, ვიდრე ის რომ ვაღიაროთ ჩვენი გონების გაუწვრთნელობა სიახლის აღსაქმნელად.

ყველაზე, მდიდარმა, ყველაზე წარმატებულმა, ყველაზე გავლენიანმა ადამიანებმა მსოფლიოში  იციან ის, რაც არ იცის, დანარჩენმა 99 (%) ადამიანებისა დედამიწაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ არც უნდათ რომ იცოდნენ, რადგან თვლიან რომ ამ ერთი პროცენტიდან შეუძლებელია რამე კარგი ისწავლო.

როცა  გვტკივა კბილი – მივდივართ კბილის ექიმთან, როცა გვინდა ვისწავლოთ უცხო ენა, მივდივართ შესაბამისი ენის სპეციალისთთან, როცა გვჭირდება ავტომანქანის შეკეთება, მივმართავთ ავტომანქანის ხელოსანს და ა.შ., მაგრამ როცა საქმე ეხება სიმდიდრეს, წარმატებას, ბედნიერებას, ჩვენ გვჯერა მხოლოდ ჩვენი გარემოცვის: მეგობრების, ნათესავების, კოლეგების, ნაცნობების და არ გვესმის უკვე მდიდარი და წარმატებული ადამიანების რჩევები, იმიტომ რომ  მათი ცხოვრების წესი და პრინცპები ჩვენთვის უცხოა, გაუგებარია და აქედან გამოდინარე – მიუღებელი, ისინი ხშირ შემთხვევაში აბსურდად მიგვაჩნია და ეს იმიტომ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ასე მიაჩნია ჩვენს გარშემო.

დღეს მე ვიცი რომ, რაც უფრო მეტს მუშაობს ადამიანი, მით უფრო ნაკლები შანსი აქვს, გამდიდრდეს, მაგრამ როცა პირველად წავიკითხე როკფელერის სიტყვები: „ის ვინც მთელი დღე მუშაობს, ვერასდროს  იშოვის ფულს“ – ვერ გავიგე, რაღაც უაზრობად მომეჩვენა.

დღეს მე ვიცი რომ წარმატების ფორმულა არის „ბედნიერება–ჯანმრთელობა–სიმდიდრე“, და არა პირიქით: „სიმდიდრე–ჯანმრთელობა–ბედნიერება“, მაგრამ როცა  პირველად წავიკითხე  შემდეგი დიალოგი მილიონერსა და ჩვეულებრივ მოკვდავს შორის, ძალიან მომინდა ამ «ცინიკოსი» მდიდარი „ბურჟუისთვის“ ცხვირ–პირი დამემუშავებინა:

– რატომ ხარ ასეთი გაბოროტებული?

–იცით, თქვენსავით მდიდარი რომ ვიყო, მეც ვიქნებოდი მხიარული, კმაყოფილი, ბედნიერი!

– შენ ახლა საზიდარს აყენებ ცხენების წინ! მე სწორედ იმიტომ მაქვს ბევრი ფული, რომ ყოველთვის ვარ მხიარულ, პოზიტიურ განწყობაზე,  ყოველთვის ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში და ნებისმიერ სიტუაციას, აბსოლუტურად ყველანაირს, აღვიქვამ როგორც შესაძლებლობას!

ეს დღეს ვიცი რომ ეს არის წარმატების ფორმულა, მაგრამ მაშინ აბსურდად მიმაჩნდა!..

ასე რომ თუ გსურთ გაიზარდოთ პიროვნულად, მიაღწიოთ წარმატებას, იცხოვროთ ბედნიერად, ჯერ გახსენით თქვენი გონება სიახლის მისაღებად, ნუ უარყოფთ იმას, რაც შეიძლება ერთი შეხედვით უაზროდ მოგეჩვენოთ, გახსოვდეთ, თუ დღეს თქვენ რაღაც არ იცით ან არარეალურად გეჩვენებათ, ეს არ ნიშნავს რომ ეს «რაღაც» არ არსებობს ან არ მოქმედებს! მუდმივად იკითხეთ წარმატებული ადამიანების მიერ თუ მათზე დაწერილი წიგნები, მოუსმინეთ მათ რჩევებს და რაც მთავარია დაუჯერეთ და იმოქმედეთ ამ რჩევების მიხედვით.

მაშინ თქვენ მიხვდებით,რომ  წარმატება არ არის დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თქვენს სამსახურზე, ანაზღაურებაზე, უფროსებზე, არამედ ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება პასუხისმგებლები ხართ თქვენ თვითონ და არავინ სხვა,  თქვენს გარდა!

ძნელი დასაჯერებელია?  – გაიხსენეთ „ბრტყელი დედამიწა!“

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები (მოწონებები, სურვილები, რეკომენდაციები) კომენტარებში, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით და მერწმუნეთ, გჯერათ ეს თქვენ თუ არა, სამყაროში არსებობს მიზიდულობის კანონი, რომლის ძალითაც თქვენ ყოველთვის დაგიბრუნდებათ უკან ის, რასაც გასცემთ!

უღრმესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე!

 

 

20 комментариев ჩანაწერზე “ბრტყელი დედამიწა”

  1. გულწრფელად და არგუმენტირებულად წერ, ხვიჩა. ძალიან მომწონს.
     
    გაგეცინება და შენი სტატიის გაცნობამდე… მეოთხე განზომილების შესახებ ვკითხულობდი წიგნს 😀 ვითომ უბრალო დამთხვევაა? 
     

    • admin:

      უბრალო დამთხვევების არ მჯერა ქეთევან!  ისე, შემთხვევით არაფერი არ ხდება, თუმცა ეს შენ ჩემზე უკეთ მოგეხსენება 🙂 ეს კიდევ ერთი მინიშნებაა იმისი,რომ წარმატების კანონები იმაზე უფრო კარგად მოქმედებენ, ვიდრე შეიძლება ჩვენ წარმოგვიდგენია 🙂 ჩვენ უბრალოდ «განწირულები» ვართ წარმატებისთვის 😀

      უღრმესი მადლობა «გულრწფელი და არგუმენტირებული» შეფასებისთვის 😀

       

  2. სევე:

    getanxmebi xviha ubralod wvrili dzafis tavia sapovneki

    • admin:

      შენ დღესაც იმ ძაფის თავს ხომ არ ეძებ? 😀

      დაგავიწყდა ამაში რამდენი დრო დავკარგეთ? შეეშვი…თუ მაინც და მაინც პრინციპის საქმედ იქცა შენთვის იმ კვანძის გახსნა, რადგან მას თითქმის მთელი ცხოვრება შევალიეთ, მაშინ გახსენი ის მაკედონელივით, ხანჯლის ერთი მოქნევით და… დაივიწყე!   უკვე დროა საკუთარი ძაფის დამზადებაზე ვიფიქროთ 🙂

  3. საინტერესო წასაკითხია. მადლობთ. საკუთარი  ცხოვრებისეული მოქმედებების ანალიზიც რომ გააკეთეთ ჩვენს თვალწინ, ძალიან მომეწონა.

    • admin:

      მადლობა შენ დავით, რომ ყოველთვის აფიქსირებ შენს მოსაზრებებს!
      საკუთარი ცხოვრების ანალიზი და ისიც ყოველგვარი შელამაზების გარეშე მართლაც ერთერთი აუცილებელი პირობაა წარმატებისა 🙂

  4. უძლიერესი პოსტია ხვიჩა! მაგრად ვისიამოვნე… დღითი-დღე მაოცებ შენი გადმოცემის ნიჭით 😉

    რაც შეეხება ნაპოლეონ ჰილის «იფიქრე და გამდიდრდის», ჩემი პირველი წიგნიც ეგ იყო (ამ ჟანრში) და პირველად ის წავიკითხე დაახლოებით 15 წლის წინ (შეიძლება მეტიც). მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მოვიხიბლე ამ წიგნით და რაღაც-რაღაცეები ცხოვრებაში მაშინვე დავნერგე (მაგ. ჩანაწერების კეთება, მიზნების დასახვა და ა.შ.) მაინც განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და ახლა, რომ უფიქრდები ამის მიზეზი თავად ჩემი უკუღმართი ცხოვრების სტილი იყო, რაც ყველაზე დიდ წინაღობას მიქმნიდა ცხოვრებაში. ფაქტიურად, საკუთარი თავის მტერი თავად ვიყავი!

    მაგრამ, ამ წიგნიდან მიღებული შთაგონება მაინც არ მასვენებდა და შიგადაშიგ გარკვეულ მოქმედებებსაც მივმართავდი. უბრალოდ, ვისთანაც (მეგობრები, ნაცნობები, ახლობლები) ვიწყებდი მსგავს თემებზე საუბარს, სასწაული ნეგატივისა და შაბლონურ/სოციალურ, თითქმის ერთფეროვანი მოსაზრებების, ერთი შეხედვით შეუვალ კედელს ვაწყდებოდი.

    თავიდან, იმდენად მკუხე და გამოუცდელი ვიყავი, რომ ნებისმიერი საუბარი კამათში და არაფრის მომტან მტკიცებაში გადამდიოდა. ვცდილობდი შემეცვალა ადამიანების ხედვები, მაგრამ არა და არ გამომდიოდა :). ყოველივე ამის გამო კი «გიჟის» სტატუსიც კი დავიმსახურე :)… აი ასე ვიქეცი მასის თვალში, როგორც სეტ გოდინის წიგნშია — «იასამნისფერი ძროხად» (ანუ თეთრი ყვავი).

    ახლა კი მიხარია და უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ თავის დროზე გამოვეგლიჯე ამ სოციალური მატრიციდან და «იასამნისფერი ძროხა» გავხდი, მაგრამ თავიდან ძალიან რთული იყო, იმდენად რთული, რომ სიტყვებით როგორ გადმოვცე არც კი ვიცი..

    შემდეგ ამ თემაზე ჩემს რუსულ ბლოგში სტატიაც კი დავწერე, სახელწოდებით: «თუ გსურს, რომ წარმატებას მიაღწიო, უნდა გაგიჟდე შენი გარემოცვის თვალში» 🙂

    აი ასეა ჩემო მეგობარო, განსხვავებულ აზრს, ყოველთვის დევნის საზოგადოება და ყველა ლიდერი, ვინც განსაკუთრებით ნულიდან, თავისით ქმნის საკუთარ თავს, ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ ექცევა… სწორედ ეს არის მთავარი საფასური იმისა, რომ იქ საითაც ჩვენ მივიწევთ მყარი ნერვების მქონე ადამიანები ადიან მხოლოდ, ხოლო ეს მყარი ნერვები და გამოცდილება კი აქ, ქვემოთ, საკუთარ «უმდაბლეს მესთან» და სოციალურ მატრიცასთან ბრძოლაში უნდა მოვიპოვოთ!

    ხვიჩაააა ვეღარ ვჩერდები… წერა ჩემი ერთ-ერთი მოწოდებაა და როდესაც აზარტში შევდივარ ასე მემართება ხოლმე :))

    მოკლედ, როგორც უკვე გითხარი, ძალიან მაგარი პოსტია და ჩემს ახალ სტატიებში, როდესაც მსგავს თემებს შევეხები (და ეს არაერთხელ მოხდება) აუცილებლად ამ პოსტს დავლინკავ ხოლმე!!!

    გაიხარე <3

     

    • admin:

      გმადლობ გიორგი!

      უზომოდ გახარებული ვარ რომ შენ მოგეწონა, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს!

      თან კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რა «არანორმალურად» ნიჭიერი ადამიანი ხარ, ისე ექსპრომტად, კომენტარის წერით გამოაცხვე ფაქტიურად მთელი სტატია 🙂 

      აი შენს სტატიებში ამ პოსტის დალინკვა კი ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომელიც ასევე ძალიან წაადგება ჩემი ახლადშექმნილი ბლოგის განვითარებას!  ამიტომ კიდევ ერთხელ, ამჯერად წინასწარ გიხდი უღრმეს მადლობას! 

      წარმატებები «წარმატების ლაბორატორიის» მშენებლობის საქმეში!

  5. სევე:

    mgoni martalixar tumca xom ici gvtis nebis garesche araferi ar xdeba  ise dzalian momwons aqauri sazogadoeba gulgia  schinaarsiani  daxvewili saubrebia vcdilob schemogiertdet  da mgoni movaxerxeb tumca aq ukve dzafi arafer schuaschia  ubralod etyoba dzalian hamovrhi

    • admin:

      არა, ბატონო სევერიან 🙂  კი არ ჩამორჩით, თქვენ დიდი ხნის წინ გაგვისწარით ყველას და ჩვენც გვეძახდით,  მაგრამ არა თუ არ მოგყვებოდით, თქვენც არ გიშვებდით წინ… მერე თქვენც მოგბეზრდათ ეს ყველაფერი და ხელი ჩაიქნიეთ, ახლა როცა ჩვენც ვიწყებთ გამოღვიძებას, თქვენი ოდინდელი მახვილი და კრეატიული გონება ძალიან გვჭირდება და  მიხარია რომ ის ძალას იკრებს და იბრუნებს ოდინდელ ბრწყინვალებას, რომლისაც მაშინ ჩვენ არ გვესმოდა, ჩვენივე უვიცობის გამო!

  6. ნათია:

    ძალიან მომეწონა ხვიჩა 🙂
      ”ასე რომ თუ გსურთ გაიზარდოთ პიროვნულად, მიაღწიოთ წარმატებას, იცხოვროთ ბედნიერად, ჯერ გახსენით თქვენი გონება სიახლის მისაღებად, ნუ უარყოფთ იმას, რაც შეიძლება ერთი შეხედვით უაზროდ მოგეჩვენოთ, გახსოვდეთ, თუ დღეს თქვენ რაღაც არ იცით ან არარეალურად გეჩვენებათ, ეს არ ნიშნავს რომ ეს «რაღაც» არ არსებოს ან არ მოქმედებს! ” 
    კარგი და გასათვალისწინებლეი რჩევაა 🙂
    გმადლობთ!!!
     

    • admin:

      მადლობა თქვენ ნათია, რომ  გვკითხულობთ, კომენტარებს აკეთებთ და თანაც მიხარია რომ რჩევა მოგეწონათ, დარწმუნებული ვარ თქვენ შეძლებთ მის სათანადოდ გამოყენებას 🙂

  7. მზია დოლიძე:

    როგორც დანარჩენი სხვა თქვენი პოსტი,ესეც ძალიან მომწონს,თითქოს ჩვენს გულში იხედები ისე წერ.სამწუხაროდ ჩემს გარშემოც არავის არ უნდა ამის დაჯერება,რომ ადამიანმა თავისით შეიძლება შეცვალოს თავისი ცხოვრება.თქვენი პოსტები ასევე თქვენი მეგობრების,რომლებიც თქვენნაირად ფიქრობენ სიმხნევეს მმატებს,რისთვისაც მადლობას გიხდით:*

    • admin:

      მადლობა თქვენ მზია, რომ პირველივე დღიდან ჩვენთან ხართ, ძალიან მიხარია თანამოაზრეების პოვნა.

      რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დიდი ძალა გავხდებით და მით უფრო ადვილად შევძლებთ წინსვლას!

  8. ჩვენ ხომ ცხოვრების მოსწავლეები ვართ ბოლომდე?!  მაშ რატომ უნდა დავრთგუნოთ სიახლე???..უნდა ვისწავლოთ, უნდა ჩავწვდეთ.  
    .მიყვარს აღტაცება წინსვლით…მხოლოდ ასე ვიზრდებით («ხბოს აღტაცებას» არ ვგულისხმობ 🙂 რა თქმა უნდა…)  აბა ისე რა აზრი აქვს ყოფიერებას?
    «გახსენით თქვენი გონება სიახლის მისაღებად»—მომწონს , გულწრფელი მოწოდებაა.

  9. admin:

    მე კი თქვენი კომენტარებით ვარ აღტაცებული  ნარმა  🙂 გმადლობთ, რომ ხშირად გვსტუმრობთ! 

  10. მანანა:

    sasargebloa amis wakiTxva axalgazrdebisTvis ki ara CemTvisac. ( e.i. sakmaod asakovnebisTvisac ) 🙂
    damafiqre xviCa. 

  11. ლალი:

    ძალიან,ძალიან სასარგებლო და გონივრული რჩევებია მათთვის,ვისაც გონების კარი გახსნილი აქვთ სიახლეების მისაღებად….თუ მოგისმენენ და თქვენ რჩევებს გაითვალისწინებენ,მჯერა,რომ მიაღწევენ წარმატებას.მაგრამ  ნაპოლეონ ჰილის წიგნის სათაურს ერთ სიტყვას ჩავამატებდი:»იფიქრე,იმოქმედე და გამდიდრდი».ძალიან ბევრს ვფიქრობ,თანაც მიზანმიმართულად,მაგრამ იმის გამო,რომ მოქმედების სფეროში შეზღუდული ვარ,ჯერჯერობით ისევ ფიქრს განვაგრძობ…გისურვებთ წარმატებებს..
     

    • admin:

      შესანიშნავია! თქვენეული ვერსია სათაურისა მართლაც შთამბეჭდავია! თუ ჯერ არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, გირჩევთ რაც შეიძლება სწრაფად აჩუქოთ თქვენს თავს მისი «პირველად წაკითხვის ბედნიერება» ის იმ წიგნთან ერთად, რომელიც მანამდე გირჩიეთ უდიდს დახმარებას გაგიწევთ თქვენი ჩანაფიქრებისა და მიზნების რეალობად ქცევის საქმეში…

      უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ 🙂 

  12. მარიკა:

     «იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ბრტყელი ფიგურები, სამკუთხედები, ოთკუთხედები, წრეწირები და ა.შ. ისინი მოძრაობდნენ მხოლოდ ორი მიმართულებით: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ.»
    ოხ, ეს ბრტყელი ფიგურები როგორ ცდილობენ ყველას და ყველაფრის გაბრტყელებას…… თუმცა მათი არსებობაც კანონზომიერია. მადლობა მათ.
    ძველი სპექტაკლი გამახსენდა – «ათვინიერებენ მიმინოს».
    მადლობა ხვიჩა.

დატოვეთ კომენტარი