მარილი და წყაროს წყალი

ერთხელ, ერთმა მასწავლებელმა თავისი მოსწავლეები მთებში წაიყვანა ლაშქრობაზე. გზად ერთ წყაროსთან ჩამოჯდნენ დასასვენებლად. მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა წყლით სავსე ჭიქებში თითო კოვზი მარილი ჩაეყარათ და ისე დაელიათ.

წყაროს წყალი

მოსწავლეებმა ასეც გააკეთეს, მაგრამ მარილიანი წყლის დალევა არცერთს არ ესიამოვნა და უმრავლესიბამ გადაღვარა.  

მაშინ მასწავლებელმა ერთი კოვზი მარილი ჩაყარა ნაკადულის სათავეში და სთხოვა მოსწავლეებს ახლა გაესინჯათ ის. მათ სიამოვნებით მიირთვეს მთის კამკამა, ცივი წყალი.   

– აბა რას იტყვით, ახლა არის თუ არა მლაშე? – იკითხა მასწავლებელმა.

– არა. პირიქით –ძალზე სუფთა და გემრიელი წყალია. – ერთხმად უპასუხეს მოსწავლეებმა.

მაშინ მასწავლებელმა უთხრა:

– ყველა პრობლემა თუ უბედურება, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში გადაგვხდეს თავს, არც მეტი არც ნაკლები, ამ ერთი კოვზი მარილივითაა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნებით თქვენ: ერთი ჭიქა წყალი, რომელსაც მარილი ადვილად აამლაშებს, თუ ანკარა მთის წყარო, რომელშიც მარილი დნება.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური

ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

თარგმნა ხვიჩა მებონიამ

3 thoughts on “მარილი და წყაროს წყალი”

    • პირველ რიგში მოგესალმებით მამუკა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე…

      რაც შეეხება მარილს – ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ და როცა ეს შეკითხვა ვნახე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ თურმე მარილის გახსნას თითქმის ერთნაირი დრო სჭირდება ცხელ წყალშიც და ცივ წყალშიც 🙂

      უღრმესი მადლობა და ხშირად გვეწვიეთ ხოლმე, აშკარაა, რომ ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება 🙂 

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.