“რძალ-დედამთილიანი”

ერთ ქალს საშინელი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან. ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ.

ერთხელ რძალი მივიდა ერთ ჯადოქართან და სთხოვა მას საწამლავი:

– ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა, არ შემიძლია მეტი. დამეხმარეთ მის მოშორებაში. მე შემიძლია ძალიან დიდი თანხა გადაგიხადოთ.

ბევრი ფიქრის შემდეგ ჯადოქარმა უთხრა:

– კარგი, მე დაგეხმარები, მაგრამ შენ უნდა გაითვალისწინო ორი რამ. 

პირველი: არ შეიძლება მოწამლო დედამთილი უცებ, ასე შეიძლება მაშინვე შენზე მიიტანონ ეჭვი. ამიტომ მე მოგცემ ისეთ საწამლავს, რომელი ნელი მოქმედებისაა. ის დიდი ხნის განმავლობაში უნდა მიაწოდო მცირე დოზებით და თანდათანობით ისე მოკვდება, რომ ვერავინ ვერ მიხვდება რა მოხდა.

მეორე: იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოვრიცხოთ ყოველგვარი ეჭვები, შენ უნდა დაიცხრო მრისხანება, მთელი ამ ხნის განმავლობაში უნდა მოიქცე როგორც მოსიყვარულე რძალი და მაშინ, რაც არ უნდა მოხდეს, შენზე არავინ არ მიიტანს ეჭვს.

ქალი დათანხმდა ყველაფერზე. წაიღო საწამლავი და ისე მოიქცა, როგორც ჯადოქარმა დაარიგა. ის ყოველდღე, მცირე დოზით ამატებდა საწამლავს საკვებში. ამავე დროს მან ისწავლა საკუთარი თავის კონტროლი. არ ეკამათებოდა დედამთილს, უჯერებდა ყველაფერს და პატივისცემით ექცეოდა.

როცა დედამთილმა ნახა, თუ როგორ შეიცვალა მისი რძალი, იგრძნო თუ როგორი სიყვარულით და პატივისცემით ექცეოდა ის, თვითონაც თანდათანობით შეცვალა დამოკიდებულება და ცოტახანში მთელი გულით შეიყვარა რძალი. ის ყველას უყვებოდა, რომ ჰყავდა ისეთი არაჩვეულებრივი რძალი, როგორზეც მხოლოდ შეიძლება იოცნებოს ადამიანმა.

მთელი ამ ხნის განმავლობასი რძალი და დედამთილი ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს, როგორც ღვიძლი დედა–შვილი.

და აი ერთხელაც მივიდა ქალი ისევ ჯადოქართან და შეეხვეწა:

– ღვთის გულისთვის, გემუდარებით, დამეხმარეთ, რომ ვიხსნა ჩემი დედამთილი იმ საწამლავისგან, რომელსაც აქამდე ვაძლევდი. ის ჩემთვის ძალზე ახლობელი და ძვირფასი გახდა და არ მინდა რომ დავკარგო.

– ნუ ნერვიულობ, მე შენთვის შხამი არ მომიცია. რაც შენ საწამავლი გეგონა, სინამდვილეში უვნებელი მცენარეული ნაყენია. შხამი მხოლოდ შენს თავში იყო და შენ უკვე მოიშორე ის.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

18 thoughts on ““რძალ-დედამთილიანი””

  1. Ai, mesmis Jadoqrobaaa!.. Ashkarad saqme gvaqvs profesional Jadoqartan anu eqsperttan, xom?
    Gmadlob, Xvicha, saintereso da aqtualuri temistvis! Gaixare, arachveulebrivo adamiano!

    პასუხი
    • დიახ, ნამდვილ ექსპერტთან! ისე, იმედია, მის პროფესიონალად ჩამოყალიბებას, რომელიმე დედამთილის სიცოცხლე არ შესწირვია 🙂

      გმადლობთ ნინო, რომ კვლავ მესტუმრეთ და თანაც არც კომენტარისთვის დაიშურეთ დრო! 🙂

      პასუხი
  2. რა კარგ ამბებს გვახვედრებ ხოლმე, ხვიჩა – ბავშვი რომ ძილის წინ ზღაპარს ელის, ისე ველოდები შენს “ხუთშაბათებს” :). ამ იგავიდან კი ის დასკვნა გამოვიტანე, რაც, სხვათა შორის, რეალური ცხოვრებიდან: სანამ ვინმესგან რამეს მოითხოვ, ჯერ უნდა შეიყვარო! თვითონ თუ არ გიყვარს, მისგან რა უფლებით ითხოვ რამეს?!

    მაგრამ “ფოკუსი” რა არის, იცი? – როცა გიყვარს, ვერაფერსაც ვეღარ ითხოვ))))))

    თუმცა ამითაც არ მთავრდება სასწაული… აღარ ითხოვ, მაგრამ ყველაფერს იღებ მისგან! მერე კიდევ უფრო მეტად გიყვარს, მერე კიდევ უფრო მეტს იღებ და ა.შ. 😀 

    კარგად ჩაიფიქრა, ვინაც ჩაიფიქრა…))))))) 

     

    პასუხი
    • ძალზე შთამბეჭდავია ქეთევან! ისე, შენი კომენტარები რომ შეკრიბოს კაცმა, ძალზე სერიოზული ინფოპროდუქტი გამოვიდოდა პიროვნული ზრდის თემატიკაზე 🙂
       
      გმადლობ რომ მასპინძლობა არ დამიწუნე 🙂 

      პასუხი
  3. სიტყვამ მოიტანა და ჩემი დედამთილი ისე მიყვარდა, ისე მიყვარდა… და თვითონ, მგონი, უფრო მეტად :). იმდენად, რომ მეუბნებოდა: მირჩევნია, შვილი მომიკვდეს, ვიდრე შენ რამე გაწყენინოსო. შევიცხადებდი ხოლმე: მაგას როგორ ამბობთ-მეთქი! რა ვქნა, ასეაო და… აი, ასეთი რძალ-დედამთილიანაც შეიძლება არსებობდეს 🙂

    პასუხი
    • ეს არც მიკვირს, ქეთევან!

      შენ ხომ მუდამ იმდენ სინათლეს, სითბოს და უზარმაზარ პოზიტიურ ენერგიას ასხივებს, რომ შეუძლებელია  შენს სიახლოვეს ნეგატივმა გაიჭაჭანოს 🙂

      პასუხი
      • უი, ხვიჩა… შევიფერებდი მაგ სიტყვებს, მაგრამ ჩემი დამსახურება არ ყოფილა 🙂 უბრალოდ, კარგი დედამთილი შემხვდა 🙂 

        კომენტარები კი შენი ბლოგის დამსახურება და მისივე საკუთრებაა (სხვათა შორის) – რაშიც გსურს, იმაში მოიხმარე 🙂 

        პასუხი
  4. ძალიან ვისიამოვნე თქვენი საიტის აღმოჩენით. ძალიან საინტერესო ამბებია მოცემული. ყველა ისეთი საინტერესოა ვერცეთს ვერ გამოტოვებ წაუკითხავად. დღეს აღმოგაჩინე და დღეიდან თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიქნები. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. გილოცავთ დამდეგ წელს

    პასუხი
    • მოგესალმებით ნინო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე. სასიამოვნოა კიდევ ერთი პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანის აღმოჩენა ინეტის უსაზღვრო სივრცში 🙂

      უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის, თქვენც გილოცავთ! სიხარულის, სიყვარულის, წარმატების წელი ყოფილიყოს!!!

      პასუხი
  5. ჯადოქარს ალბათ კარგად სცოდნია  მათეს 7-12: “როგორც გინდა რომ მოგექცნენ, ისე მოექეცი სხვებს!” ეს პრინციპი ნამდვილად მუშაობს…

    პასუხი
  6.  დედამთილები რძლებს სძულთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის დედამთილია. აი მე კი ჩემი დედამთილი მეძახდა” შავ ოქროს” 🙂 “ჩემი შავი ოქრო ხარ” -ო 🙂 გულისხმობდა ნავთობს. ძალიან მაკლია ის ახლა … ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა, დედამთილი რომ ცოცხალი ყოფილიყო.  მადლობა 

    პასუხი
    • მშვენიერია ნური! 🙂 ძალიან, ძალიან მომწონს ასეთი ტკბილი და თბილი ურთიერთობები… თქვენი დედამთილი ეტყობა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და იმასაც კარგად ხვდებოდა, თუ რა შესანიშნავი რძალი არგუნა ღმერთმა!

      სამწუხაროდ იშვიათად გაიგონებ რომ რძალს დედამთილი ენატრებოდეს, მაგრამ ასეთებიც არის და სხვათაშორის არც თუ ისე ცოტა, როგორც შეიძლება ბევრს ეგონოს 🙂

      პასუხი
  7. ojaxis simtkicis, myudroebis da kargi urtiertobebis dedabodzi yoveltvis “qalia” shesabamisad ”dedamtil”…  mxolod imitom unda sces pativi yvelam dedamtilebs rom misi shvili giyvart, amit xom sakutar meugleebs vcemt pativs… sakutar mshobels rom cudad moeqcnen araadekvaturebi vxdebit daa chveni saqcielebi dedamtilebis mimart sworad migvachnia.. mxolod sakutari ojaxis wevris dapaseba ar aris adamianoba.. sxvac analogiurad unda davapost tu gvsurs normaluri, civilizebuli urtiertoba nebismier adamiantan… rdzal-dedamtilis stereotipebi unda daingres da kargi iqneba tu am igavs yvela axalgazrda waikitxavs, chaupiqrdeba da gaitavisebs… 

    პასუხი
  8. მედალს ორი მხარე აქვსო…
    ასევე: “რასაცა გასცემ, შენიაო”…
    რძალი თუ შვილად არ მიიღე, ვერასოდეს გაუგებ და ვერასოდეს შეიყვარებ.
    სულ ახლახან გავხვდი დედამთილი, (4.თვე,) და შემიძლია ვთქვა, რომ შევიძინე მეორე მე… ეს “მე”, მე შევქმენი, რადგან მას, ჩემს ოჯახსა და სულში, მხოლოდ აუწყავი სიყვარული და თავისუფლება დავახვედრე. ის ვერ გრძნობს, რომ მშობლების ოჯახიდან სხვა გარემოში მოხვდა…
    როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, როგორც თესლს სჭირდება კარგი ნიადაგი, ასევე კარგი დამხვდური სჭირდება ახალ წევრს, რომ ადაპტაცია გაიაროს, შეეგუოს, გაიხსნას, გაითავისოს გარემო…
    დედა იმას უნდა ცდილობდეს, რომ მისი ვაჟიშვილი უბედნიერესი იყოს იმ სიყვარულით, ანუ ცოლით, რომელიც ცხოვრების თანამგზავრად აირჩია…
    არ არსებობს ცუდი რძალი, თუ დედამთილი დედაა…
    ოთხი თვის განმავლობაში, ერთხელაც არ დაუძახია ჩემს გოგოს ჩემთვის დედა, და ამას არც ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა. პირველი დღიდანვე ის ჩემს შვილად იქცა და მე, რომც ყოფილიყო, მის უარყოფითს “დედამთილის” თვალით არ შევხედავდი…
    ის ჩემში ხედავს დედას,მეგობარს,მესაიდუმლეს, დაქალს…
    სწორედ მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ ჩემი მისდამი დამოკიდებულება იყო ალალი, სუფთა, მართლაცდა დედის გული და არა დედამთილის მოვალეობა, ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა, ხელები მაგრად მომხვია და მითხრა:
    “ჩემი დედიკო ხარ”…
    და მე მივხვდი, რომ “დედიკო”, ვალისმოხდის მიზნით კი არ მიწოდეს, არამედ
    დ ა ვ ი მ ს ა ხ უ რ ე . . .
    მოდით, დავიმსახუროთ სიყვარულით და მივიღოთ ღვთიურ საჩუქრად ის უწმინდესი წოდება, რასაც დ ე დ ა ჰქვია…
    სიყავრულით და პატივისცემით :

    პასუხი
  9. ქალბატონო მაია, თქვენი კომენტარი ფაქტიურად ცალკე აღებული ნაწარმოები–შედევრია 🙂 უღრმესი მადლობა! 🙂 <3 არაჩვეულებრივი ადამიანი ბრძანდებით <3

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.