ერთი ადამიანი ბავშვობაში მეგობრობდა მოხუცებულ მეზობელთან. ხშირად დადიოდა მის სახლში და მასთან საინტერესო საუბრებში ატარება დროს.
გადიდოდა წლები. ბიჭი გაიზარდა, ჯერ კოლეჯი და სხვადასხვანაირი გატაცებები, მერე სამსახური და ოჯახი. ის ყოველთვის ძალზე დაკავებული იყო და იმისი დროც კი არ ჰქონდა, რომ ხანდახან მაინც მოენახულებინა ახლობლები.
ერთხელ მან გაგიგო, რომ მისი ყოფილი მოხუცი მეზობელი გარდაიცვალა და მაშინ გაახსენდა თუ როგორი ამაგი ჰქონდა გარდაცვლილს მასზე გაწეული. მოხუცმა ბევრი რამ ასწავლა ობოლ ბიჭს და ყოველთვის ცდილობდა მისთვის მამის მაგივრობა გაეწია.
კაცმა იგრძნო სინდიდის ქენჯნა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხავს მოხუცი და გაემგზავრა მის დასაფლავებაზე.
საღამოს, მან დაათვალიერა სახლი. ყველაფერი ისე იყო, როგორც მისი ბავშვობის დროს, ერთადერთი – თავის ადგილას არ იდო პატარა ყუთი, რომელშიც მოხუცის სიტყვებით ინახებოდა მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი.
„ალბათ რომელიმე ნათესავმა აიღო“ – გაიფიქრა კაცმა და დატოვა სახლი.
ორი კვირის შემდეგ მან მიიღო ამანათი, რომელზეც მისი გარდაცვლილი მოხუცი მეზობლის სახელი და გვარი ეწერა. კაცმა გულის ფანცქალით გახსა ამანათი. მასში სწორედ ის პატარა ყუთი იდო, რომელიც დასაფლავების დღეს ვერ ნახა მოხუცის სახლში.
ყუთში კი აღმოჩნდა ოქროს საათი, რომელზეც ამოტვიფრული იყო შემდეგი სიტყვები:
„მადლობა იმ წუთებისთვის, რომელსაც ჩემთან ატარებდი“!
და ის მიხვდა – მოხუცისთვის ყველაზე ძვირფასი იყო ის დრო რომელსაც თავის პატარა მეგობართან ატარებდა.
ის მიხვდა, რომ სიცოცხლე იმით კი არ იზომება, თუ რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმ წამების რაოდენობით, რამდენჯერაც შეგვეკვრება სუნთქვა.
ის მიხვდა, რომ დრო შეუჩერებლად მიედინება და ამიტომ ის უნდა ვხარჯოთ პირდაპირ ახლავე, აქ და ამჟამად.
სიყვარულით და მადლიერებით ხვიჩა მებონია
ნუ დაკარგავთ დროს, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ახლავე, ქვემოთ
განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
წყარო: http://www.inadezhda.com/kazhduyu-sekundu-ono-utekaet.html
Xvicha, gaixare, shesanishnavia, gmadlob!!!
Warmomidgenia, ra shroma gaqvs chadebuli sakutar tavshi, ase lamazad da ostaturad rom gamogdit es sashvilishvilo saqme ( Mozieba-targmna-miznobrivoba, romelsac aucileblad eqneba sasurveli shedegi ).
Ratomgac, chemdauneburad, futkari gamaxsenda – xarisxiani taflis damzadebis miznit, sachiro neqtaris mosapoveblad, uamrav yvavils rom srumrobs, saguldagulod irchevs sauketesoebs, xarisxiani neqtaris mosapoveblad da shemdgom, mteli rudunebit, uangarod shromobs mis gadasamushaveblad, rata yvavilis neqtari mza sakvebis saxemde miiyvanos da amit samyaros udidesi sargebloba da sikete moutanos, – tavisi ojaxic asazrdoos da adamianebsac maqsimaluri sargebloba moutanos.
Gulwrfelad mixaria da momwons es yvelaferi. Warmatebas gisurveb!
უღრმესი მადლობა ნინო იმ სითბოს, ყურადღებისა და გულწრფელობისათვის, რომელიც თქვენს შეფასებაში ჩააქსოვეთ. არაფერია იმის შეგრძნებაზე უფრო დიდი ბედნიერება, რომ ადამიანებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებ. არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ! 🙂