მზეო, ამოდი!

მზის ამოსვლა
 
იყო ერთი უცნაური კაცი. ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს:

– მზეო ამოდი! მზეო ამოდი!

და ასე, სანამ მზე არ ამოვიდოდა.

– მადლობა მზეო! – იტყოდა ის მაშინ და ბედნიერი სახით შებრუნდებოდა სახლში.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელ ამ ამბავს შემთხვევით ერთი მისი მეზობელი არ შეესწრო.

– შენ რა, გაგიჟდი?! – დაუძახა მან. – რას გაჰყვირი დილაუთენია, მაგის გარეშე არ ამოვა მზე თუ რა?!

– არა, არ ამოვა! – უპასუხა კაცმა და სახლში შევიდა.  

მეზობელმა თვალთვალი დაუწყო.  როცა იგივე განმეორდა მომდევნო დღეებშიც, დაასკვნა რომ კაცი გაგიჟდა და ამის შესახებ თანასოფლელებს აცნობა. ისინიც მეორე დილით შეუმჩნევლად დაუდარაჯდნენ და დარწმუნდნენ, რომ მეზობელი არ ტყუოდა.

– რას აკეთებ ადამიანო?! ეს ხომ მზეა და ის დასაბამიდან ასე ამოდის ყოველ დილით და ჩადის ყოველ საღამოს. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს შენ დაუძახებ თუ არა, დაანებე თავი…

– თქვენ არ გესმით. ეს მე ვაღვიძებ მზეს ყოველ დილით, ჩემი დახმარებითაა რომ ამოდის და გვჩუქნის თავის მაცოცხლებელ სითბოს და სინათლეს! ასე რომ არ გავაკეთო, ქვეყანა ბნელში ჩაიძირება!

მეზობლები ცდილობდნენ აეხსნათ მისთვის ასეთი საქციელის აბსურდულობა, ის კი მაინც თავისას გაიძახოდა.

კამათაი დიდხანს გაგრძელდა მაგრამ კაცს ვერაფერი შეასმინეს. მაშინ მეორე დილით, გათენებამდე, მასთან სახლში მივიდნენ – შებოჭეს, პირი აუკრეს, აივანზე გამოიყვანეს, და უთხრეს:

– ახლა შენ ვერ დაუძახებ მზეს, მაგრამ უყურე და ნახავ რომ ის მაინც ამოვა.

კაცი თავიდან მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ ვერაფერს გააწყობდა და ახლა უკვე გაყუჩებული, შიშით შესცქეროდა ჰორიზონტს.

ყველანი მოლოდინში გარინდულიყვნენ…

ცოტახანში ჰორიზონტმა  დაიწყო წითლად შეფერადება და მალე მზეც ამოვიდა!

ყველამ კაცს შეხედა: – მას თვალები თანდათანობით ცრემლებით აევსო და… ატირდა!

– კარგი, დამშვიდდი!

უთხრეს მას თანაგრძნობით,  გაათავისუფლეს და წასვლა დააპირეს, რომ უცებ ჩაესმათ მისი სიტყვები:

– მე ვიცოდი, – ამბობდა ის და ცრემლიანი, მაგრამ რაღაცნაირად სიხარულით თუ აღტაცებით გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მზეს, –  მე ვიცოდი, რომ შენ ამას შეძლებდი მზეო, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ ამას როდისმე ჩემი დახმარების გარეშეც მოახერხებდი და შენ გააკეთე ეს! ყოჩაღ მზეო! ყოჩაღ! მე ვამაყობ შენით!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. საინტერესოა რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ პატარა ისტორიიდან? 

ძალიან გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და გამოხატეთ თქვენეული მოსაზრებები 

კომენტარებში. 

ამასთანავე, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული 

სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე!


 

 

17 комментариев ჩანაწერზე “მზეო, ამოდი!”

  1. ლელა:

    mag ucnaur kacs mze imitom amoyavs, rom dedamiwas me vabruneb

  2. უკვე ძალიან რთულ კითხვებს სვამ, ხვიჩა 🙂 
     
    იცი, მზე რატომ ამოვიდა იმ კაცის გარეშე? იმიტომ, რომ… სხვებს ასე ეჯერათ. თუ ყველა ერთად დავიჯერებთ, რომ მზე, ერთხელაც იქნება, არ ამოვა — მართლა არ ამოვა. მორალი: უცნაური კაციც მართალი იყო და მისი თანასოფლელებიც. აბა, შემედავე, თუ შეგიძლია 😀
     
    არაჩვეულებრივ იგავებს პოულობ, Google+-ზეც ვნახე შენი დადებული თქმულებები და ძალიან მომეწონა.
     
    მადლობა, რომ «ხუთშაბათებს» არ ახუთშაბათებ ))))))))))))))))))))))) 

    • admin:

      არა შედავებას არ ვაპირებ ქეთევან 🙂  შენ ისე ოსტატურად განავრცე აზრი, რომ  ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდები 😀

      საინტერსო, შთამბეჭდავი დასკვნაა, მომეწონა ძალიან! იცი, რწმენა მართლაც ყოვლისშემძლეა და მე რატომღაც მჯერა რომ არათუ ყველასი ერთად, არამედ ერთი კაცის რწმენაც კი, თუ ის იქნება სათანადო ძალის, შეძლებს მოახდინოს ზეგავლენა გლობალურ პროცესებზეც! 🙂

      გმადლობ, რომ პოსტებს არ «ატარებ» უკომენტაროდ 😀 

  3. მარიკა:

    ratom unda gvegonos, rom garda sakutari shinagani samyarosi, raimes shecvla shegvidzlia?  samkaros tavisi kanonebi aqvs da misi dinebis cinaagmdeg ver cavalt. erti ram cxadia: qanqara ori mimartulebit modzraobs, tanac criulad da 360 gradusit.  
    ubralod unda gveyos chkua, rom sakutari tavi shevcvalot da agmovchndet sachiro dros sachiro adgilze. zedmeti fafxuri ar aris sachiro.

    • admin:

      გმადლობთ მარიკა!

      როცა თქვენს სახელს ვხედავ კომენტარების თავში, უკვე ვიცი რომ საინტერესო რამის წაკითხვა მომელის და წინასწარ მიხარია 🙂

      გეთანხმებით, ადამიანმა სწორედ საკუთარი შინაგანი სამყარო უნდა შეცვალოს პირველ რიგში და მერე… მერე ვინ იცის?… 🙂    «…ეგების იმ დროს, როცა შენ ამ ნამორზე ზიხარ, დადიოდე ცხადლივ, ან როცა ჩემსკენ მოდიხარ, სწორედ მაშინ მშორდებოდე ეგების.» (მახარა) 🙂

  4. მარიკა:

    tumca qetevansac vetanxmebi imashi, rom tu chvenshi devs ragacis rcmena, es samyaroshi tavis rezonanss idzleva.

  5. ქეთი ღვინჯილია:

    ყოველ დილით საკუთარი მზის ამოსვლას ველოდები და უბედური ვარ, როცა ვერ ვხედავ…. 🙂 თუმცა შენი იგავისგან განსხვავებით, მისთვის არასდროს მითხოვია, რომ ამოვიდეს….  

    • admin:

      და რატომ არ თხოვ ქეთი? რწმენა იმისი, რომ შენს თხოვნას შეისმენენ, არ გყოფნის ალბათ!

      «ის ვინც ითხოვს შეიძლება სულელად გამოჩნდეს რამოდენიმე წუთის განმავლობაში, მაგრამ ის ვინც არ ითხოვს – სულელად დარჩება მთელი ცხოვრება» 😀 

  6. ნათია:

    ძალიან მომწონს შენი პოსტები, ხვიჩა კარგი საკითხავია :)) და გეთანხმები, რომ რწმენას დიდი ძალა აქვს ”მზესაც ამოიყვანს და სამყაროსაც შეცვლის” :))
     

    • გმადლობ ნათია! მე კი ძალიან მომწონს შენი კომენტარები 😀  დიახ,რწმენა ყველაზე მყარი და აუცილებელი საძირკველია ყველაფრისა სამყაროში…

  7. მზია დოლიძე:

    რწმენას უდიდესი ძალა აქვს ამაში დარწმუნებული ვარ,ჩემს ცხოვრებაში გამომიცდია რწმენის ძალა.მიუხედავად იმისა,რომ მართლაც რაც გულით მითხოვია და რწმენით გამიკეთებია ყველაფერი შემსრულებია,მაინც ხშირად მიჭირს ეს ძალა ვიპოვო ხოლმე ჩემში.ამ ძალას დიდი ძალისხმევა სჭირდება,ხანდახან გვიჭირს ვითხოვოთ.არა და უფალი გვეუბნება ითხოვეთ და მოგეცემათო.
     

    • admin:

      მესმის თქვენი მზია, როცა ამბობთ რომ ხშირად გიჭირთ, რადგან ეს მართლაც ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, როგორც თავად არა ერთხელ დარწმუნებულხართ ამაში!

      დარწმუნებული ვარ თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ და რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, რწმენა არ შეგერყევათ!

      უღრმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ! 🙂 

  8. ლალი:

    გამარჯობა ხვიჩა.როგორც ყოველთვის, ძლიერი და შთამბეჭდავი პოსტია.მინდა,ბევრი ადამიანი იყოს ისეთი,ვისაც  სჯერა,რომ მზე მისი მოწოდებით ამოდის….
     

  9. rima:

    Kaia sakutari tavis rwmena roa aqvs,hgonia mis gareshe sheudlebelia cxovreba, rom mzec umagisod ar amodis.

  10. rima:

    Ramxela tavdajerebulobaa…,

  11. ეკა:

    არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას სჭირდება, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია მისი არსებობა, მისი ცხოვრების არსს წარმოადგენს. სხვისი თანადგომა უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს. არის ადამიანი-პოზიტივი, რომელსაც ყველაფრის დადებითად აღქმის მოთხოვნილება აქვს და შეუძლია კიდეც. ვისთვის ეს ადამიანი გიჟია… ვისთვის- კეთილშობილი პიროვნება… ვისურვებდი, რომ ბევრი ყოფილიყოს ქვეყნად ასეთი ადამიანი.❤

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.