ისინი იყვნენ ორნი – ქალი და კაცი. მათ სადღაც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ცხოვრობდნენ ერთად, ერთი ცხოვრებით, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოწყენილი და საერთოდ, ორი ძალიან ბედნიერი ადამიანის ძალზე ჩვეულებრივი ცხოვრებით.
ხვიჩა მებონია
წინასწარმეტყველება… ანუ – მითხარით რას კითხულობთ, რას უყურებთ, რას უსმენთ და გეტყვით როგორი მომავალი გელოდებათ…
“არტურ ბარი, გასული საუკუნის დასაწყისის ანტიკვარიული ფასეულობების და ძვირფასეულობის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ქურდი იყო. მის მიერ გაქურდულთა სიაში მოხვედრა ერთგვარ პრესტიჟადაც კი ითვლებოდა.
საქმე იმაშია, რომ ბარის ინტერესის სფეროში მოსახვედრად უბრალოდ მდიდარ ადამიანად ყოფნა საკმარისი არ იყო. მის მომავალ კლიენტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ძვირად ღირებული ანტიკვარიული ნივთები ან უმაღლესი ხარისხის ძვირფასეულობა და თან აუცილებელად უნდა ყოფილიყო საზოგადოების უმაღლესი ფენების წარმომადგენელთა სიაში.
ამავე დროს, ის იპარავდა არა ყველაფერს რასაც თუნდაც ამ ადამიანთა სახლში წააწყდებოდა. ბარი იყო ანტიკვარიულობის და ძვირფასი ქვების უბადლო ექსპერტი, თანაც ბრწყინვალედ ერკვეოდა ხელოვნებაში, ჰქონდა ძალზე დახვეწილი გემოვნება და იპარავდა მხოლოდ ძალზე იშვიათ და განსაკუთრებულ ნივთებს.
სწორედ ამიტომ, არტურ ბარის მიერ გაქურდულთა სიაში ყოფნა, მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის ერთგავრ სიმბოლოდაც კი იქცა.
სამურაის სიბრძნე
იაპონიაში, ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი სამურაი. მას უამრავი მოსწავლე ჰყავდა და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.
ერთხელ, ვარჯიშის დროს, მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც განსაკუთრებული უხეშობით და სისასტიკით იყო ცნობილი იმ მხარეში.
მისი საყვარელი მეთოდი იყო მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. ამით მწყობრიდან გამოყავდა ადამიანი. ეს უკანასკნელიც განნრისხებული იწვევდა მას ორთაბრძოლაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მარცხდებოდა.
რაინდი უდაბნოში
უდაბნოში ერთი რაინდი მიიკვლევდა გზას. დიდი ხნის მძიმე მგზავრობამ მას ძალები გამოაცალა, მითუმეტეს რომ ცხენიც დაკარგა. მან მოიშორა აბჯარი და ფარი, რომლებიც უკვე მძიმე ტვირთად აწვა და როცა უკვე იმედი გადეწურა – შენიშნა ოაზისი.
გახარებულს, დროებით დაღლაც გადაავიწყდა და თითქმის სირბილით გააგრძელა გზა. მაგრამ როცა ოაზისამდე მიაღწია, ნახა რომ წყაროსთან უზარმაზარი სამთავიანი ურჩხული იჯდა.
მოხუცი და აბეზარი ბავშვები
ერთ კაცს ძალაინ აწუხებდა ის აზურზაური და ხმაური, რომელსაც ქმნიდნენ მისი სახლის წინ სათამაშოდ შეკრებილი უბნის ბავშვები.მათთან არ ჭრიდა არც დარიგება, არც მუქარა, რომელსაც ამ კაცის მეზობლები მიმართავდნენ.
ერთხელ, როცა ბავშვები უკვე სახლში აპირებდნენ, წასვლას, ეს კაცი გავიდა მათთან, მისცა თითეულს 1 დოლარი და უთხრა:
“გამჭვირავალეობის კანონი”… ანუ, როგორი უნდა იყოს იდეალური ადამიანი?
მე მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავი იდეალური, რომ ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, უნდა ყოფილიყო იდეალური და შესაბამისად, მეც მთელი ცხოვრება ვცდილობდი ვყოფილიყავი იდეალური.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ჩემო ძვირფასო, საყვარელო, არაჩვეულებრივო ადამიანებო, დიდი ხნის თუ ახალშეძენილო საიმედო მეგობრებო, ერთგულო მკითხველებო და თანამოაზრეებო გილოცავთ ახალ 2013 წელს! ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ამ დღესასწაულს. მოლოდინით ცვლილებებისა უკეთესობისკენ. მოლოდინით, რომ დადგა სურვილების ასრულების და მიზნების განხორციელების დრო… გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი, წინგადაგმული ნაბიჯი თქვენი ყველაზე თამამი და სანუკვარი ოცნებების ახდენის … Read more
კოკო შანელი
იდუმალი, ….. მიუწვდომელი კოკო შანელი. ქალი–ლეგენდა, რომელმაც შექმნა არა მხოლოდ ახალი მოდა, არამედ ქალის სრულიად ახალი ტიპი. მან მოახდინა რევოლუცია, რომელიც გასცდა მოდის კანონმდებელთა ჩვეულებრივ ნორმებს.
გთავაზობთ ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის რამოდენიმე ცნონილ გამონათქვამს და ციტატას.
ჩარლი ჩაპლინის წერილი საკუთარ ქალიშვილს – ჯერალდინას
ჩემო გოგონა!
ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.

შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.
ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.
იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.
პროგრამები ჩვენს ქვეცნობიერში… რომლებიც განსაზღვრავენ შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში
როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად მთელი იმ ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ რაიმე მიზნების მისაღწევად, მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში, სპორტი, ბიზნესი, სამსახური, ურთიერთობები და ა.შ., შედეგები იმაზე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე შეგვეძლო მიგვეღო?
მიზეზი იმ შეზღუდვებშია, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერშია. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ცხოვრებაში ჩვენს შედეგებს. სწორედ მათ გამო ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვსურდა რომ მიგვეღო და შესაძლებელია ვერც ვერასდროს მივაღწიოთ მიუხედავად ნებისმიერი ძალისხმევისა.
ეს არც ჯადოქრობაა და არც მისტიკა, არამედ ცნობიერისა და ქვეცნობიერის მოქმედების უძველესი კანონებია.
დღევანდელ პოსტში ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ თუ რა არის ის შეზღუდვები და ბორკილები, რომლებიც აფერხებენ ჩვენს განვითარებას, ჩვენს წინსვლას წარმატებისკენ და როგორ უნდა გამოვავლინოთ და ვაქციოთ ისინი საშიში მოწინააღმდეგეებიდან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად.






