პროგრამები ჩვენს ქვეცნობიერში… რომლებიც განსაზღვრავენ შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში

როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად მთელი იმ ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ რაიმე მიზნების მისაღწევად, მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში, სპორტი, ბიზნესი, სამსახური, ურთიერთობები და ა.შ.,  შედეგები იმაზე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე შეგვეძლო მიგვეღო?

მიზეზი იმ შეზღუდვებშია, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერშია. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ცხოვრებაში ჩვენს შედეგებს. სწორედ მათ გამო ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვსურდა რომ მიგვეღო და შესაძლებელია ვერც ვერასდროს მივაღწიოთ მიუხედავად ნებისმიერი ძალისხმევისა.

ეს არც ჯადოქრობაა და არც მისტიკა, არამედ ცნობიერისა და ქვეცნობიერის მოქმედების უძველესი კანონებია.

დღევანდელ პოსტში ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ თუ რა არის ის შეზღუდვები და ბორკილები, რომლებიც აფერხებენ ჩვენს განვითარებას, ჩვენს წინსვლას წარმატებისკენ და  როგორ უნდა გამოვავლინოთ და ვაქციოთ ისინი საშიში მოწინააღმდეგეებიდან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად.

Read more

სიყვარული და ჭეშმარიტება

ერთ ბრძენთან მივიდა ჭეშმარიტების მაძიებელი ახალგაზრდა.

– მე მთელი ცხოვრება ვეძებ ჭეშმარიტებას, მაგრამ ამაოდ. იქნებ დამეხმაროთ.– უთხრა მან ბრძენს.

–მომიყევი, რას აკეთებდი, რომ გეპოვა ჭეშმარიტება?

– მე ვიცოდი, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებული სიბრძნე, ჩაქსოვილია წიგნებში და ბევრს ვკითხულობდი, – თქვა ახალგაზრდამ და ბრძენს გაეღიმა.

სიყვარული და ჭეშმარიტება

– მე ვიცოდი, რომ ზეციურ სიბრძნეს ადამიანებს გადასცემს რელიგია და ამიტომ ვკითხულობდი წმინდა წერილებს და დავდიოდი ტაძრებში.

ბრძენის ღიმილი გახდა უფრო ნათელი და მრვლისმეტყველი.   

Read more

სიტყვის ძალა

“…მე შევედი სატელეფონო ჯიხურში, რომელიც ერთადერთი იყო  ჩვენს ქალაქში, მაგრამ ისეთი პოპულარული, რომ  მასში მოსახვედრად დიდხანს უნდა მდგარიყავი რიგში.

ბოლო დღეების მოვლენებისგან დათრგუნულმა და გულდამძიმებულმა, ძლივს ჩავაგდე მონეტა შესაბამის ჭრილში და ავიღე ყურმილი, მაგრამ ნომრის ასაკრეფად აწეული ხელი ჰაერში გამიშეშდა…

სიტყვის ძალა

ზუმერის ნაცვლად ყურმილიდან გადმოიღვარა სასიამოვნო მუსიკის ჰანგები, ხოლო შემდეგ გაისმა საოცრად თბილი, ახლობელი და სასიამოვნო ხმა ქალისა:   

Read more

ლურსმანი და თავშეუკავებელი ახალგაზრდა

იყო ერთი ძალზე ემოციური და თავშეუკავებელი ახალგაზრდა, რომელიც ადვილად ბრაზდებოდა ხოლმე და შემდეგ საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა.

ერთხელ მამამისმა ის დასაჯა შემდეგნაირად: ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა ვერ შეძლებდა სიბრაზის შეკავებას, მას ერთი ლურსმანი უნდა ჩაეჭედა ხის ძელზე.

ლურსმანი

პირველივე დღეს ძელზე გაჩნდა რამოდენიმე ათეული ლურსმანი. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე, მაგრამ მერე ახალგაზრდას მობეზრდა რა ხშირ–ხშირად ძელზე ლურსმნის მიჭედება, თანდათანობით აიძულა თავი გაეკონტროლებინა საკუთარი ემოციები და შესაბამისად ყოველდღიურად დაიწყო კლება ძელზე მიჭედებული ლურსმნების რაოდენობამაც.  

Read more

ქვისმთლელი

იყო ერთი ქვისმთლელი, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით.

ერთხელ, ქალაქში საყიდლებზე წასულმა, გზად ჩაიარა ერთი მდიდარი ვაჭრის სახლთან, რომლის ჭიშკართანაც უამრავი ადამიანი ირეოდა.

– როგორი მდიდარი და გავლენიანია ალბათ ეს ვაჭარი, – შურით გაიფიქრა მან და ინატრა მის ადგილას ყოფნა.

მისდა გასაკვირად, ის უცებ იქცა მდიდარ ვაჭრად და გახდა იმ ქალაქში ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული და გავლენიანი ადამიანი.

Read more

ბედნიერების დევნაში

კატა

ერთხელ, ერთი ბებერი კატა შეხვდა ახალგაზრდა კნუტს, რომელიც ცდილობდა დაეჭირა საკუთარი კუდი. ის თავგანწირული ტრიალებდა წრეზე. ეცემოდა, წამოდგებოდა და ისევ განაგრძნობდა კუდის დევნას. 

Read more

ბრძენი და მწყემსი გოგონა

ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის სიბრძნეზეც ლეგენდები დადიოდა. ერთხელ, მეზობელ სახელმწიფოსთან ომის დროს ეს კაცი ტყვედ ჩავარდა. 

Read more

უცნაური ანდერძი

ერთ ღვთისმოშიშ კაცს ყავდა ურწმუნო შვილი. მამა ძალიან განიცდიდა, მაგრამ ვერაფრით შეძლო ბიჭისთვის ღვთის სიყვარული ჩაენერგა.

ერთხელ, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, დაუძახა შვილს და უთხრა:

– შემისრულებ უკანასკნელ თხოვნას?

– რა თქმა უნდა მამა.

უცნაური ანდერძი

– ჩემი სიკვდიდილის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე, მინიმუმ 15 წუთით მოდი ამ ოთახში.

– და რა უნდა გავაკეთო?

– არაფერი, უბრალოდ მოდი და დაჯექი სკამზე, ოღონდ ყოველდღე და მინიმუმ 15 წუთით.

– კარგი მამა, გპირდები.   

Read more

„სამასმეერთე მილიონერი“… თუ პირველი წიგნი მომავალი მილიონერებისთვის?

რამოდენიმე წლის წინ ერთმა უცხოელმა პირდაპირ სცენიდან და თანაც ქართულად „დაგვმოძღვრა“:

– ისე არ მოგივიდეთ ქართველებს, როგორც თქვენს ერთ ანდაზაშია ნათქვამი: „თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო“

ეს უცხოელი, არაჩვეულებრივად ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს და ალბათ უკვე ხვდებით, თუ რისი თქმა სურდა ამ ანდაზით, თუმცა ჩემი დღევანდელი პოსტის თემა სულაც არ არის მუსიკა.

ქართული ხალხური სიმღერა

საქმე იმაშია, რომ ამ ბლოგის დაბადების დღიდანვე, გეგმაში მქონდა ცალკე გვერდის გახსნა, სადაც მკითხველებს შევთავაზებდი წარმატების ფილოსოფიაში, პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარების სფეროში შექმნილი წიგნების ჩამონათვალს და მათ მოკლე მიმოხილვას.

Read more

წარმატების სამი ფაქტორი

2008 წელს ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით ის იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. 2012 წელს კი იმავე „ფორბსის“ მონაცემებით მისი ქონება შეფასდა 44 მილიარდ დოლარად.

მიუხედავად ამისა ის ცხოვრობს საკმაოდ მოკრძალებულად. დადის უბრალო ავტომობილებით, იცვამს სადა კოსტიუმებს, იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში. ერთადერთი მისი სისუსტე ამ მხრივ რეაქტიული თვითმფრინავებია.

უორენ ბაფეტი

მას უწოდებენ ყველა დროის უდიდეს ქველმოქმედს, ადამიანს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში გაიღო ყველაზე გულუხვი შემოწირულობა. 2010 წელს მან საქველმოქმედო ფონდებს შესწირა 37 მილიარდი (!) დოლარი. ასევე ცნობილია მისი ანდერძის შინაარსი, რომლის მიხედვით, თავის ოჯახს უტოვებს მხოლოდ მცირე ნაწილს უზარმაზარი ქონებიდან, დანარჩენი კი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.  

Read more