სიტყვის ძალა

“…მე შევედი სატელეფონო ჯიხურში, რომელიც ერთადერთი იყო  ჩვენს ქალაქში, მაგრამ ისეთი პოპულარული, რომ  მასში მოსახვედრად დიდხანს უნდა მდგარიყავი რიგში.

ბოლო დღეების მოვლენებისგან დათრგუნულმა და გულდამძიმებულმა, ძლივს ჩავაგდე მონეტა შესაბამის ჭრილში და ავიღე ყურმილი, მაგრამ ნომრის ასაკრეფად აწეული ხელი ჰაერში გამიშეშდა…

სიტყვის ძალა

ზუმერის ნაცვლად ყურმილიდან გადმოიღვარა სასიამოვნო მუსიკის ჰანგები, ხოლო შემდეგ გაისმა საოცრად თბილი, ახლობელი და სასიამოვნო ხმა ქალისა:   

ყველაფერი კარგადაა საყვარელო. ყველაფერი რიგზეა…

– რა არის კარგად? – ვიკითხე მე  გაოცებულმა ინსტიქტურად.

– ყველაფერი კარგადაა. დამიჯერე. მე შენ მიყვარხარ.

მე შენ მეყვარები ყოველთვის, როგორიც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო.

მუდამ გახსოვდეს და გჯეროდეს, რომ მე შენ მიყვარხარ, მე შენ გაფასებ, მე შენ გაღმერთებ!

მე არ გთხოვ პასუხს. შენ შეგიძლია შეიყვარო ის, ვინც გინდა ან შეგიძლია საერთოდ არავინ გიყვარდეს.

შენ შეგიძლია აკეთო ის  რაც გინდა, იყო იქ სადაც გინდა  და იმასთან ერთად, ვისთანაც გინდა.

მე პატივს ვცემ შენს არჩევანს, ვაფასებ შენს თავისუფლებას და გენდობი.

მხოლოდ მუდმ გახსოვდეს, რომ დედამიწაზე არის ქალი, რომელსაც უყვარხარ, რომლისთვისაც შენ ერთადერთი, უნიკალური და განუმეორებელი ხარ.

და შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია მას დაურეკო.

მე შენ მიყვარხარ!

მე მჯერა შენი!

ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს…

მე ისე დავკიდე ყურმილი, რომ არც კი გამხსენებია, თუ სად ვაპირებდი დარეკვას და გამოვედი ჯიხურიდან. გული გამალებით მიძგერდა….  

სატელეფონო ჯიხურში შევიდა სხვა კაცი. ცოტა ხანში ის გამოვიდა იქიდან ბავშვური ღიმილით სახეგაბრწყინებული და თან თითქოს ოდნავ შეცბუნებული.

ჯიხურთან კი იდგა მამაკაცების რიგი. ისინი მოთმინებით ელოდნენ თავიანთ რიგს და თან ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ყველას ისეთი სახე ჰქონდა თითქოს რაღაც საქმით იყო დაკავებული: ზოგი ვითომ გაზეთს კითხულობდა, ზოგი ვითომ sms–ს წერდა და ა.შ. , მაგრამ სინამდვილეში ყველა ემზადებოდა იმ მოკლე მონოლოგის მოსასმენად, რომელიც სადღაც ფირზე იყო ჩაწერილი იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ სიყვარულის, თნაგრძნობის, მხარდაჭერის სიტყვების მოსმენა…”

როგორი ძალა აქვს სიტყვას. სიტყვებით შეიძლება მიაღწიო ბევრად უფრო მეტს ვიდრე ნებისმიერი „მატერიალური“ საშუალებით: შეიძლება შექმნა ან დაანგრიო, გააერთიანო ან დაშალო, დაამყარო მშვიდობა ან დაიწყო ომი, მოკლა ან განკურნო…

ყოველდღიურად ადამიანი წარმოთქვამს დაახლოებით ორ ათეულ ათას სიტყვას და იშვიათად ვინმე ფიქრობდეს თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ცხოვრებაზე. ყველა თვლის, რომ სიტყვა შედგება ორი ნაწილისგან: აზრი და ხმა, მაგრამ სინამდვილეში მას გააჩნია მესამე და ყველაზე მთავარი შემადგენელი: ენერგეტიკული იმპულსი! დიახ, თითოეული სიტყვა დამუხტულია მძლავრი ენერგეტიკული იმპულსით, რომლებიც მართავენ სწორედ ჩვენს ცხოვრებას.

ჩვენი სხეული, სული (ემოციები, განწყობა, გონების მდგომარეობა, ფიზიკური ჯანმრთელობა), პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს სიტყვებზე.

ჩვენს მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას გააჩნია უდიდესი ძალა, ისინი მართავენ ჩვენს აზროვნებას. ჩვენი აზროვნება კი თავის მხრივ, მართავს ჩვენს გრძნობებს და მოქმედებებს და აქედან გამომდინარე, ის, თუ რას და როგორ ვამბობთ საკუთარ თავზე, ჩვენს ცხოვრებაზე, გარშემომყოფებზე – წარმოადგენს ძირითად ძალას, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება ჩვენი ცხოვრება და ის მოვლენები, რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო.

შემთხვევით არაა, რომ სიტყვის ძალას ხშირად და წარმატებით იყენებენ მედიცინაში (ფსიქოთერაპია, ტრენინგები, ჰიპნოზი…). გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავდნენ დიდი მხედარმთავრები ბრძოლის წინ მეომრებს და სწორედ სიტყვების ძალით აძლერებდნენ მათში მხნეობას, სიმამაცეს და გამარჯვების რწმენას, ვინაიდან სწორედ სიტყვებში დევს უდიდესი ძალა.

ჩვენს მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა არის ჩვენი სულის გამოძახილი, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ვაკონტროლოთ თუ რა ვამბობთ. სამყაროსა და მისი მიზიდულობის კანონისთვის არა აქვს მნიშვნელობა რას ვგულისხმობთ ამა თუ იმ სიტყვების წარმოთქმისას, მათთვის მთავარია თავად სიტყვები რასაც წარმოვთქვამთ.

მაგალითად თუ ჩვენ ვამბობთ: „მე არ მინდა ომი“ აქ ფიქსირდება თავად „ომი“ და მიზიდულობის კანონიც სწორედ მასზე იწყებს მუშაობას და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას თუ რანაირ კონტექსტში ვახსენეთ თავად ეს სიტყვა.

დედა ტერეზა ამბობდა: „თუ თქვენ დამიძახებთ ომის საწინააღმდეგოდ გამართულ მიტინგზე, მე არ წავალ იქ, მაგრამ თუ მიმიწვევთ მშვიდობის მხარდასაჭერად გამართულ დემონსტრაციაზე, სიამოვნებით მივიღებ მასში მონაწილეობას.”

კაცობრიობის ისტორიაში, წარსულის თუ თანამედროვეობის ყველა წარმატებულმა, დიადმა ადმიანმა იცოდა და იცის სიტყვის ძალა. წარმატების ფილოსოფიის ყველა მოძღვარი გვასწავლის, რომ სიტყვას უნდა მოჰქონდეს მხოლოდ სიკეთე, სიხარული, სინათლე და შთაგონება, ანუ ყველაფერი ის რაც გვსურს რომ გვქონდეს ცხოვრებაში, ვინაიდან, სიტყვა ჩვენს მიერ თქმული, მითუმეტეს მრავალჯერადად, ადრე თუ გვიან ხდება ჩვენი რეალობა.

ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულია უამრავი მეთოდიკა იმისა, თუ როგორ შეიძლება სიტყვების უბრალოდ ჩანაცვლებით სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარება.

მაგალითად, ავიღოთ სიტყვა „უნდა“.  „მე უნდა წავიდე, სამსახურში“, „მე უნდა გავაკეთო ეს…“ და ა.შ. აქ სიტყვა „უნდა“ მოქმედებს დამთრგუნველად, რადგან იწვევს იძულების ასოციაციას. ამიტომ ჯობია ის შევცვალოთ სიტვით „ვირჩევ“. მაგალითად : „მე ვირჩევ სამსახურში წასვლას“. „მე ვირჩევ ამის გაკეთებას“ და ა.შ.

ნუ გამოიყენებთ საუბრისას სიტყვებს: „არ დაგავიწყდეს“.  უკეთესია მის ნაცვლად ვიხმაროთ სიტყვა: „გახსოვდეს“.

ნუ ეტყვით ვთქათ ბავშვს : „კარებს ნუ გაიჯახუნებ“! ჯობია უთხრათ: „კარები ფრთხილად გაიხურე“ და ა.შ.

ანდა ავიღოთ თავად სიტყვა  „პრობლემა“. ფსიქოლოგების აზრით ამ სიტყვის ზემოქმედება შეიძლება შევადაროთ მოკრივის ძლიერ დარტყმას. მაშინვე კარგავ წონასწორობას და გიქრება სურვილი ყოველგვარი მოქმედებისა.

მაგრამ რა მოხდება თუ ამ მძიმე და რთულ მცნებას,  „პრობლემას“ შევცვლით უფრო მარტივი და მსუბუქი სიტყვით „ამოცანა“?!

მართლაცდა, პრობლემები ხომ იმისთვისაა, რომ ისინი გადავწყვიტოთ და არა იმისთვის, რომ მათ გავექცეთ. მათი გადაწყვეტის გზების ძებნა კი სხვა რაღაა თუ არა ამოცანის ამოხსნა.

სცადეთ ახლავე. აიღეთ რომელიმე სიტუაცია, ფაქტი, მოვლენა და ა.შ., რომელიც თქვენის აზრით წარმოადგენს თქვენთვის პრობლემას და წარმოიდგინეთ, რომ ეს არის გარკვეული ამოცანა, რომელიც ცხოვრებამ დაგისახათ და შეეკითხეთ საკუთარ თავს: როგორი მონაცემები უნდა მქონდეს, რა უნდა ვიცოდე და რა უნდა შემეძლოს რომ ეს ამოცანა წარმატებით გადავჭრა? სად და ვისგან შემიძლია ამ ყველაფრის მიღება? და დაიწყეთ მოქმედება.

მხლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვის „პრობლემის“ შეცვლა „ამოცანით“ მოგვცემს ჯადოსნურ შედეგს. ამ მეთოდით შესაძლებელია, თუნდაც ყველაზე დიდი, მასშტაბური იდეის მცირე ამოცანებად დაყოფა და შემდეგ მათი თანდათანობით გადაწყვეტის გზით წარმატების მიღწევა.

ყოველდღიურად მილიონობით დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა იფრქვევა სამყაროში და ასრულებს დაუნდობელ, სასტიკ სამუშაოს ურთიერთობების, ნდობის, მეგობრობის, სიყვარულის დასანგრევად. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ღირსეული, ბედნიერი, წარმატებული ადამიანი, სერიოზულად მოვეკიდოთ იმას, თუ რა ვლაპარაკობთ და ვისწავლოთ საკუთარი სიტყვების გაკონტროლება.

ეს მოგვცემს საშუალებას ვიმოქმედოთ როგორც საკუთარი, ასევე გარშემომყოფების საკეთილდღეოდ.  ბოლო–ბოლო,  ეს ხომ პირდაპირ კავშირშია ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალთან.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. რამდენად მტკივნეულად ან პირიქით – სასიამოვნოდ გამოგიცდიათ

საკუთარ თავზე სიტყვების ძალა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება 

კომენტარებში

ამასთანავე, თქვით თქვენი სიტყვა ამ ბლოგის განვითარების საქმეში – გააზიარეთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

საინტერესო პოსტები

19 thoughts on “სიტყვის ძალა”

  1. ხვიჩა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ასეთი შინაარსიანი კონტენტი მოგვაწოდე. არაჩვეულებრივად გამოგდის. ძალიან მომწონს ამ ბლოგზე გამოქვეყნებული იგავები, მაგრამ, დამიჯერე, შენს საკუთარ შემოქმედებასთან ახლოსაც ვერ მოვა ვერც ერთი მათგანი :), პირველ რიგში კი, სწორედ იმ ენერგეტიკული იმპულსის გამო, შენს პოსტში რომ ლაპარაკობ. 

    სტატიაში წამოჭრილი თემა აშკარად სასაუბროდ მიწვევს, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო… საქმე ისაა, რომ მინიმუმ სამი პოსტის მასალა ერთ წერილში ჩააატიე))))))))

    კარგი, ტელეფონის ეპიზოდზე კომენტარით დავიწყებ… უფრო სწორად, თუ ჭკუის დარიგებად არ ჩამითვლიან, შენი ბლოგის ყველა მკითხველ ქალს მივმართავ: ჩემო ძვირფასებო, გინდათ, მამაკაცების მთელი არმია იდგეს რიგში თქვენი გულის მოსაგებად? იყავით მზად იმ სიტყვების წარმოსათქმელად, ეს-ესაა ტელეფონის ყურმილიდან რომ “მოისმინეთ” 🙂 შეიძლება მათი ხმამაღლა თქმა არც დაგჭირდეთ, მაგრამ შინაგანად აუცილებლად მზად უნდა იყოთ. მამაკაცებსაც იგივეს ვურჩევდი… მცირეოდენი ინტერპრეტაციით, რომელზეც, ალბათ, ოდესმე ვისაუბრებთ – ხვიჩა თუ რომელიმე პოსტით საბაბს მოგვცემს 🙂

    ახლა ცოტა ხნით გავიქეცი… შეხვედრაზე მაგვიანდება და დაბრუნებისთანავე დავწერ კომენტარს დღევანდელ ჩანაწერში განხილულ დანარჩენ ორ საკითხზე. დროებით… :*

     

    პასუხი
    • აი, ისევ აქ ვარ 🙂 მეტყველების ჰიგიენაზე აბსოლუტურად გეთანხმები, ხვიჩა. უარყოფით ნაწილაკებზე იმიტომ არ რეაგირებს ჩვენი ქვეცნობიერი, რომ სიტყვის არსი ესმის მხოლოდ. ომი? მაშასადამე, ომი. ტანჯვა? ე.ი. ტანჯვა. არ, ვერ, ნუღარ და ასეთ წვრილმანებს რატომღაც “აღარ უღრმავდება,” ამიტომ ჯობია, მეტყველებაში მხოლოდ ის სიტყვები გამოვიყენოთ, რისი არს-ებობის წინააღმდეგიც არ ვიქნებოდით საკუთარ რეალობაში. ამაზე სასიამოვნო და მარტივი რაღა უნდა იყოს?! 🙂

      ძალიან მომეწონა ყურადღება რომ გაამახვილე პრობლემებსა და ამოცანებზეც. ის, რასაც პრობლემას ვეძახით, სინამდვილეში მხოლოდ ამოცანის პირობაა. ამოცანას კი ამოხსნა სჭირდება და არა უსარგებლო შფოთვა-წუწუნი. სად გვაქვს დასაკარგი დრო და ნერვები?!)))))))))

      პასუხი
      • ქეთევან, შენი კომენტარები ყოველთვის არანაკლებ სასარგებლო და საინტერესოდ წასაკითხია ვიდრე თავად სტატიები 🙂

        უღრმესი მადლობა!  განსაკუთრებით სასიხარულოა მსგავსი შეფასებები შენგან… ბევრი რამ, რაზეც ჩემს სტატიებში ვწერ, ხომ სწორედ შენგან ვისწავლე! 🙂

        პასუხი
  2. ქვეცნობიერს არ ესმის უარყოფითი ნაწილაკები: არ, ვერ.
    ნახეთ ალფა ჰიპნოზი.
     

    პასუხი
    • დიახ მარიკა, სრული ჭეშმარიტებაა!

      რაც შეეხება ალფა ჰიპნოზს – რას გულისხმობთ? ცნობიერების ალფა დონეს ხომ არა “სილვას მეთოდიდან”? იქნებ უფრო დამიკონკრეტოთ თორემ მე ვერ ვხვდები რა გაქვთ მხედველობაში, თუმცა რადგანაც თქვენ უწევთ რეკომენდაციას, დარწმუნებული ვარ ძალზე საინტერესო და სასარგებლო რამ იქნება! 🙂

      უღრმესი მადლობა! 

      პასუხი
  3. ფორსირებული ალფა ჰიპნოზი არის ძალიან საინტერესო მეთოდი. გუგლიდან შეგიძლია ნახო. 7 ლარად მოვახერხე   გადმოწერა.

    პასუხი
  4. “როგორი ძალა აქვს სიტყვას. სიტყვებით შეიძლება მიაღწიო ბევრად უფრო მეტს ვიდრე ნებისმიერი „მატერიალური“ საშუალებით”-მართლაც რომ ჭეშმარიტებაა,ოღონდ როდესაც ეს სიტყვები არ არის ყალბი,ლიტონი.სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანი ვერ ათვითცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას,რაც ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვების უკან უნდა იდგეს.ხშირად ვიმართლებთ თავს:”წამომცდა,ისე არ გამიგო…”.ძალიან ხშირად ვერ აღვიქვამთ თუ რამხელა ტკივილის მიყენება შეგვიძლია დაუფიქრებლად წარმოთქმული სიტყვებით.ვეცადოთ,რომ ჩვენი სიტყვები გამოვიყენოთ ადრესატების ნუგეშისსაცემად,ტკივილის თუ დარდის შესამსუბუქებლად.მე მიმაჩნია,რომ ეს არის მიზერი,რისი გაკეთებაც სხვისთვის შეგვიძლია და თუ შვების მოტანა არ შეგვიძლია,ალბათ უმჯობესია საერთოდ არ ამოვიღოთ ხმა… 

    პასუხი
    • დიახ მამუკა, სრულიად გეთანხმები… ყველა ადამიანი რომ ბოლომდე აცნობიერებდეს, თუ რამხელა ძალაა აქვს თითოეულ სიტყვას მის მიერ გამიზნულად ნათქვამს თუ “წამოცდენილს”, მაშინ არ იქნებოდა ამდენი უბედურება, გაუტანლობა, შური, სიძულვილი, ზიზღი და ბოროტება, რომლითაც არის დანაგვიანებული სამწუხაროდ უმრავლესობის ცნობიერება, მაგრამ მე მწამს ადამიანების გონიერების, მჯერა რომ ყველა გზა ბოლოს მაინც ტაძართან მიგვიყვანს 🙂

      უღრმესი მადლობა! 

      პასუხი
  5. მართლაც,ხვიჩა, სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერზე, სიტყვათა კორიანტელით, თუმცა არა, თუნდაც ერთი სიტყვით უყვარდებათ, იბრძვიან, კვდებიან, უხარიათ, ბეზრდებათ, მასებზე გავლენაც შეუძლია სიტყვას, განხეთქილებაც და გაერთიანებაც…ეს შემთხვევითი არცაა…სიტყვით ეუწყა კაცობრიობას ღვთის არსებობა, სიტყვით იწყება უდიდესი  და ყოვლისმომცველი წიგნი ,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა იგი…” სიტყვაა ხორცშესხმა ადამიანის აზრების, სურვილის, გულის ნაფიქრალის, მას სააშკარაოზე გამოაქვს ადამიანის შინაგანი სამყარო, მისი მიდრეკილება…უფალმა შეგვაძლებინოს ჩვენი სიტყვებით არც თავს ვავნოთ და არც სხვას, დიდი გულისყური გვჭირდება, რომ ეს საოცარი და აღმატებული უნარი ურთიერთობს ფორმისა, რომელიც მხოლოდ ადამიანს გააჩნია სასიკეთოდ გამოგვეყენებინოს, რადგან მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ვერბალური ურთიერთობით ვის ვაწყენინებთ და ვის გავახარებთ…უფალმა შეგვაძლებინოს…მადლობა თემისთვის 🙂

    პასუხი
    • დიახ ქეთევან, სიტყვას მართლაც მაგიური ძალა გააჩნია და ამის დასტურია თუნდაც თქვენი ყოველი კომენტარი… მათში იმდენი სითბო და სინათლეა, იმდენი პოზიტივი შემოაქვს ამ ბლოგზე, რომ მის სასიკეთოს გავლენას პირადად მე აშკარად ვგრძნობ საკუთარ თავზე! 🙂

      უღრმესი მადლობა! 🙂 

      პასუხი
    • მშვენიერია, ქეთევან:) (Y) ისეთი კომენტარია რომ ვეღარაფერს დაამატებ და სრულად ვიზიარებ გამოთქმულ ყოველ აზრს 🙂
       

      პასუხი
  6. ხვიჩა, შენ ხომ სამი პოსტის კი არადა, მე მგონი მთელი წიგნის სამყოფი მასალა, როგორღაც მოახერხე დაძალიან გონივრულად ჩაატიე ამ პოსტში. თვითეული აბზაცი რომ გაშალო და დააკონკრეტო, კარგი წიგნი გამოგივა. ეს ერთი.
     მეორე: ქეთევანმა პირველ ორ კომენტარში ისე დაალაგა ყველაფერი ტავისებურად, რომ მე მარტო ისრა დამიტოვა, ” ვუერთდები სადღეგრძელოსო”, რომ ამბობენ ხოლმე, გადავაკეთო და ვთქვა: ვუერთდები და ვეთანხმები ქეთევანს.
    მესამე: ვსვამ კითხვას და ვითხოვ პასუხს: რატომ არ წერ წიგნს?
    დავამატებ მხოლოდ იმას, რომ როდესაც ჩვენ სიტყვასწარმოვთქვამთ, გონება ამას სურათად, ვიზუალად აქცევს და ისე აკეთებს შესაბამის რეაქციას. ამიტომ არ მიაჟახუნოს გაგონებაზე, ის არ-ს ვერ ხედავს და ხედავს ჯახუნს. იგივეა არ გვინდა ომის შემთხვევაში. ამიტომ გვეუბნებიან, იფიქრეთ იმაზე რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გინდათო:)))))
     

    პასუხი
    • თამარ, შენი ერთი შეხედვით თითქოსდა უბრალო, რიგითი კომენტარიც კი ძალზე დროული და  სასარგებლოა, რომ არაფერი ვთქვათ შენს წიგნებსა თუ ტრენინგებზე (სხვათაშორის, ამ უკანასკნელის სასიკეთო გავლენაც მინდა ჩემს თავზე გამოვცადო 🙂 )…

      საინტერესო შეკითხვაა… მართლაცდა რატომ არ ვწერ?! 🙂

      პასუხი
  7. თოთხმეტი წელია ვცხოვრობ სილვას მეთოდით ყველა დიდ  ევროპელ გრანდთან,  ლიზ ბურბოსთან, ქრისტინ დენისთან და კატერინა კოვჩთან  მაქვს გავლილი მომზადება და მართლა არ მეგონა რომ საქართველოში ვინმე იყო დაინტერესებული ჟოზე სილვათი… ძალიან საინტერესოა და ძალიან გამეხარდა ჩემი თანამოაზრეების ნახვა … 

    პასუხი
  8. Ragac ragaceebi vicodi tumca bevri ram shevityve tqveni statiit : )) aucileblad gamoviyeneb sityva”unda”-s nacvlad “virchev”-s …da “problema”-s chavanacvleb”amocana”-ti…. : ))) ^_^… ugrmesi madlibaa ^_^

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.