ჩვენი ისტორია დაიწყო ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მე ჯერ არ ვიყავი, მაგრამ შენ უკვე მელოდებოდი. და მელოდებოდი ალბათ ისე, როგორც არ ელოდებიან არასდროს და არავის ცხოვრებაში და შენ უკვე გიყვარდი, მთელი გულით, მთელი არსებით.
პიროვნული ზრდა
ფორთოხლის ლიმონათი
საკონკურსო ნაშრომი N3
ჩემი ბავშვობის ჩანახატებიდან
2004 წელი. 14 ოქტომბერი. დღეს ყველანი სახლში ვართ. გარეთ ისეთი ამინდია, რომ გგონია სიცივეა, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ თბილა და გსიამოვნებს. დედიკოს ჩემი საშემოდგომო ქურთუკი გარეთ გამოუფენია და ხვალისთვის მიმზეურებს. ჩემი პატარა დაიკო, სავარძელში ზის და რაღაცაზე ფიქრობს.
სამი სიზმარი და უფრო მეტი გაკვეთილი
საკონკურსო ნაშრომი N2
ეპიგრაფის მაგიერ:ჯერ ვიფიქრე დამეწერა ჩემზე, მერე ვიფიქრე, დამეწერა შენზე, შემდეგ კი მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩემზე დავწერ თუ შენზე, რადგან შენ ჩემი ანარეკლი ხარ, მე კი – შენი, მე შენ ვარ, შენ კი მე.
ვინც იცის რატომ, ის გაუძლებს ყოველგვარ როგორს…
კონკურსი
კონკურსი დაიწყო საუკეთესო პოსტი (სტატია, ჩანახატი, ესსე, ნოველა, ლექსი და ა.შ.) პიროვნული ზრდის თემაზე. მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მიუხედავად მისი ეროვნებისა, ასაკისა, სქესისა, რასისა და აღმსარებლობისა! არავითარი შეზღუდვა თემის არჩევისას. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები უნდა აკმაყოფილებდეს ერთადერთ პირობას: უნდა შეესაბამებოდეს ბლოგის თემატიკას – პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება. … Read more
მონობიდან მბრძანებლობამდე, ანუ რაშია წარმატების ჯადოქრობა?
კაიროს ე.წ. „მკვდართა ქალაქში“ რამოდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია. მათგან ერთ–ერთში განისვენებს ალი ბეი ალ ქაბირი – ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქული მმართველი. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი „ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს უწოდებდნენ.“
მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი დიდი ალი ბეისა. ქალი რომელმაც სიცოხლეშივე დაატყვევა მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით, ქალი, რომლის გამბედაობამაც ქედი მოახრევინა ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტეს, ხოლო მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით შესაძლებელი გახდა ფრანგებისა და მამელუქი ბეგების შერიგება და ამ უკანასკნელთა მშვიდობიანი დაბრუნება ქაიროში, რომლის გამოც ნაფისა ხანუმს თანამედროვეებმა კიდევ ერთი ზედმეტსახელი „უმალ მამალიკ“ (მამლუქთა დედა) შეარქვეს.
ოქრო თუ ნაგავი? – ანუ, ვინ რას უზიარებს გარშემომყოფებს
ხანდახან გვეჩვენება, რომ გარშემომყოფებს არ ესმით, თუ რამდენად კარგი ადამიანი ვართ, ვერ ამჩნევენ ჩვენს ღირსებებს. რა არის ამის მიზეზი?
კოუჩინგის ძალა – მითი თუ რეალობა
ერთხელ, ოკლახომას შტატის ერთ–ერთ მივარდნილ ადგილას, მიწის ნაკვეთზე, რომელიც ერთ მოხუც ინდიელს ეკუთვნოდა, ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. მთელი ცხოვრება ამ ინდიელმა გაატარა უკიდურეს სიღარიბეში და აი ახლა, ის, მოულოდნელად იქცა ძალიან მდიდარ ადამიანად. პირველი, რაც მან შეიძინა, იყო უახლესი მოდელის დიდი ტურისტული კადილაკი. ყოველ დილით ის გამოეწყობოდა ფრაკში, დაიხურავდა ლაკირებულ ცილინდრს, ჩაჯდებოდა თავის ავტომობილში და გაეშურებოდა … Read more
ჯუჯა თუ გიგანტი? – არჩევანი თქვენზეა
იაპონელებს გამოჰყავთ საინტერესო ფორმის მცენარე – „ბონსაი.“ ეს არის ჯუჯა ხე ქოთნებში. ის ძალიან ლამაზია, აქვს იდეალური ფორმები და პროპორციები.თუმცა მისი სიმაღლე მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრს აღწევს…
კალიფორნიაში ხარობს გიგანტური ხეების ჯიში, რომლებსაც „სეკვოიას“ ეძახიან. ამ ხეების უმრავლესობას სახელებიც კი აქვს. მაგალითად ერთ–ერთს ჰქვია „გენერალი შერმანი.“ ის სიმაღლეში 83 მეტრია, ხოლო მისი ტანის გარშემოწერილობა 24 მეტრს აღწევს.
ეს დიდებული გიგანტი იმდენად დიდია რომ, თუ მისგან მასალას დაამზადებდნენ, ამ მასალით აშენდებოდა 35 საშუალო ზომის კერძო სახლი…
ამოუხსნელი ამოცანა
1939 წელს, შრომითი სტატისტიკის ბიუროში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, 25 წლის ჯორჯ დანცინგი სასწავლებლად შევიდა კალიფორნიის ბერკლის სახელობის უნივერსიტეტში სტატისტიკური მეცნირების ფაკულტეტზე.





