კონკურსი

 

კონკურსი დაიწყო

 

საუკეთესო პოსტი (სტატია, ჩანახატი, ესსე, ნოველა, ლექსი და ა.შ.) პიროვნული ზრდის თემაზე.

 

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მიუხედავად მისი ეროვნებისა, ასაკისა, სქესისა, რასისა და აღმსარებლობისა!

არავითარი შეზღუდვა თემის არჩევისას. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები უნდა აკმაყოფილებდეს ერთადერთ პირობას: უნდა შეესაბამებოდეს ბლოგის თემატიკას – პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება.

 

1.საკონკურსოდ წარდგენილი გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ (3) გვერდს (ჩვეულებრივი ვორდის ფაილი). შრიფტი – Sylfain, შრიფტის ზომა  11-12

2. ტექსტი უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე

3. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ავტორის სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი

შენიშვნა: კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში, დაიშვება მისი ნამუშევარის ფსევდონიმით გამოქვეყნება, მაგრამ კონკურსის ორგანიზატორებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სრული მონაცემები ავტორის შესახებ.

 

გამარჯვებულის გამოვლენა

 

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შემდეგნაირად:

კონკურსანტის მიერ გამოგზავნილ თითოეულ პოსტს განიხილავს სპეციალური ჟიური (შემადგენლობა იხილეთ ქვემოთ) და გადაწყვეტს მისი კონკურსზე დაშვება – არ დაშვების საკითხს.

ყველა ნამუშევარი, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილებით დაშვებული იქნება საკონკურსოდ, გამოქვეყნდება ბლოგზე www.mebonia.com რუბრიკაში „კონკურსი“ და ბლოგიდან გაზიარდება ფეისბუქის გვერდზე „პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება“.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის ნამუშევარი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ „ლაიქს“.

ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება, საკონკურსო მასალის მიერ მხოლოდ ამ ბლოგზე მიღებული “ლაიქების” რაოდენობა.

 

პრიზები:

 

 1.    პირველი ადგილი :

 

1. ინდივიდუალური კოუჩსესია ქართველ კოუჩთან, ტრენერთან და მწერალთან, პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი ერთ–ერთი პირველი წიგნის „სამასმეერთე მილიონერი“–ს ავტორთან თამარ საგინაშვილთან

 

2. უცხო ენების შემსწავლელი ცნობილი ონლაინ ლინგვოტრენაჟორის EN101 -ის უმაღლესი პაკეტი – Advanced pack  1 წლით უფასოდ.

 

 

 2.    მეორე ადგილი :

 

1. გამარჯვებულის არჩევით ერთ–ერთი ელექტრონული წიგნი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

 

 2. პერსონალურად პრიზიორისთვის მიძღვნილი ლექსი პოეტ ნანა  გოგოლაურისაგან

 

 3.    მესამე ადგილი :

1.    ელ.სახელმძღვანელო: „როგორ გავაკეთოთ საიტი – სიყვარულის ახსნა“ (ავტ. ქეთევან გოგიაშვილი)

 

 ჟიურის რჩეული

 

გარდა ძირითადი ნომინაციისა, სპეციალური ჟიურის მიერ დასახელდება ნაშრომი ნომინაციისთვის – „ჟიურის რჩეული“, რომლის ავტორიც მიიღებს შემდეგ პრიზებს:

 

 1. პირადი კონსულტაცია და მასტერკლასი ცნობილ რუს ტრენერთან, კოუჩთან, ადამიანის დანიშნულების დიაგნოსტიკის აღიარებულ ოსტატთან ვლადიმერ ივანოვთან (რუსულ ენაზე)

2. წიგნი „სამასმეერთე მილიონერი“ – ავტორი თამარ საგინაშვილი (ბეჭდური გამოცემა)

 

 

ეფასების კრიტერიუმები

 

1. შესაბამისობა ბლოგის თემატიკასთან

 

საკონკურსოდ წაროდგენილი პოსტი (სტატია, ჩანახატი, ესსე, ნოველა, ლექსი და ა.შ.) უნდა პასუხობდეს ბლოგის თემატიკას.

საორიენტაციოდ გთავაზობთ კონკურსის ანონსის შემდეგ,  ბლოგის მკითხველების მიერ შემოთავაზებულ თემებს:

  1. საკუთარი წარმატების გასაღები
  2. ბავშვობის ოცნებები
  3. უარის ძალა
  4. მე გავიმარჯვე საკუთარ თავზე
  5. ქვეცნობიერის ძალა
  6. რა შეუძლია შენს გონებას
  7. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი
  8. თანამედროვე ზღაპრები დიდებისათვის
  9. პატიება,
  10. მადლიერება,
  11.  სიყვარული,
  12. სინანული
  13. ჯანმრთელობა, სხეულის სილამაზე
  14. ჩემი შეცდომები, რომლებმაც ბევრი მასწავლა
  15. იუმორისტული ისტორიები
  16. შთამაგონებელი ისტორიები
  17. გენდერული (უ)თანასწორობა
  18. ფინანსები და ფულის მართვა

და ა.შ.

 

2. ტექსტის უნიკალურობა.

ტექსტის ავტორი უნდა იყოს თავად კონკურსანტი და ამავე დროს ის  არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული სხვა რომელიმე ინტერნეტრესურსზე.

 

3. გადმოცემის ორიგინალური სტილი

უპირატესობა მიენიჭება ისეთ პოსტებს, რომლებშიც ავტორი ორიგინალური, სახასიათო სტილით გადმოსცემს საკუთარ ნააზრევს.

 

კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი ყველა მასალა გაივლის წინასწარ შერჩევას და მისი საკონკურსოდ გამოქვეყნება–არგამოქვეყნების საკითხს გადაწყვეტს სპეციალური ჟიური.

საკონკურსო თემების რაოდენობა შეზღუდული არ არის. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია გამოაგზავნოს იმდენი თემა, რამდენიც მოესურვება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ყველა ნაშრომი.

 

ვადები

 

საკონკურსო ნაშრომების მიღება იწყება სტატიის გამოქვეყნების დღიდანვე მისამართზე konkursimebonia@gmail.com  და გრძელდება 2013 წლის 6 დეკემბრის 24:00 საათამდე.

საკონკურსო ნაშრომის ჟიურის მიერ განხილვის და ბლოგზე განთავსების ბოლო ვადაა 2013 წლის 9 დეკემბრის 24:00 საათი.

ხმების (მიღებული „ლაიქების“) დათვლა შეწყდება 2014 წლის 10 იანვარს 24:00 საათზე.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 13  იანვარს, ბლოგზე www.mebonia.com და ფესიბუქის გვერდზე „პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება“.

  

ჟიურის შემადგენლობა

 

1. ქეთევან გოგიაშვილ – ონლაინ ჟურნალისტი, კოპირაიტერი, ინფომარკეტინგის სპეციალისტი, პროექტის infobiz.ge (ინფობიზნესი საქართველოში) და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ელექტრონული წიგნებისა და კურსების ავტორი.

2. თამარ საგინაშვილი – სამოტივაციო ტრენერი, კოუჩი, მწერალი, ავტორი პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბეჭდური წიგნისა „სამასმეერთე მილიონერი“

3.  გიორგი თვალაძედამოუკიდებელი მეწარმე; ქართული პერსონალური ონლაინ ბიზნესის პიონერი; მაგნიტური მარკეტინგის სპეციალისტი; ექსპერტი სულიერ/პიროვნულ/პროფესიონალური განვითარების ტექნოლოგიებში; „კოუჩი“ ტრენერი–პრაქტიკოსი. პროექტ INTELEQTIKA – ს ავტორი.

 

 

კონკურსის ადმინისტრატორი

 

სოფიო აშვილი 

 

e-mal : konkursimebonia@gmail.com    

facebook – sofio chitashvili  ;  

ტელ.  577 329 886

 

 

სპონსორები:

 

1. ქეთევან გოგიაშვილ – ონლაინ ჟურნალისტი, კოპირაიტერი, ინფომარკეტინგის სპეციალისტი, პროექტის infobiz.ge (ინფობიზნესი საქართველოში) და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ელექტრონული წიგნებისა და კურსების ავტორი.

2. თამარ საგინაშვილი – სამოტივაციო ტრენერი, კოუჩი, მწერალი, ავტორი პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბეჭდური წიგნისა „სამასმეერთე მილიონერი“

3.  გიორგი თვალაძე – დამოუკიდებელი მეწარმე; ქართული პერსონალური ონლაინ ბიზნესის პიონერი; მაგნიტური მარკეტინგის სპეციალისტი; ექსპერტი სულიერ/პიროვნულ/პროფესიონალური განვითარების ტექნოლოგიებში; „კოუჩი“ ტრენერი–პრაქტიკოსი. პროექტ INTELEQTIKA – ს ავტორი.

4. ვლადიმირ ივანოვი –  რუსი ტრენერი დო კოუჩი, ლადინის მეთოდით ადამიანის დანიშნულების დიაგნოსტიკის ექსპერტი, პოზიტიური ფსიქოლოგიის ცენტრ “ФЕИ” –ის დამფუძნებელი

5. ნანა გოგოლაური – ქართველი ემიგრანტი პოეტი

6. მარინა გაბუნია – მოულენბერგის კოლეჯში (ქ. ალენთაუნი, აშშ, პენსილვანია)  მოღვაწე ქართველი პედაგოგი და ინტერნეტ მარკეტერი.  დისტანციური  უცხო ენების კურსის, ლინგვოტრენაჟორ En 101 – ის  თანაავტორი და მისი ქართული თარგმანის ავტორი. პიროვნული განვითარების თემატიკაზე შექმნილი ინგლისურენოვანი ბლოგის http://marigoga.empowernetwork.com ავტორი.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კონკურსის ადმინისტრატორს: სოფიო ჩიტაშვილს : e-mal : konkursimebonia@gmail.com     facebooksofio chitashvili  ;  ტელ.  577 329 886

 

4 thoughts on “კონკურსი”

  1. მოგესალმებით, ხვიჩა!
    ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები თქვენს საიტზე განთავსებულ სიახლეებს. ასეა ახლაც, ძალიან საინტერესო კონკურსია. ვეცდები მეც მივიღო მონაწილეობა.
     წარმატებებს გისურვებთ და უამრავ ახალ წამოწყებას.
    პატივისცემით მანანა ბურდული

    პასუხი
    • მოგესალმებით მანანა, უღრმესი მადლობა კეთილი სურვილებისთვის! 🙂

      ძალიან გამიხარდება, თუ მიიღებთ მონაწილეობას 🙂

      წარმატებებს გისურვებთ!

       

      პასუხი
  2.   გამარჯობა შეიძლება ორ თემაზე დავწერო და გადმოვაგზავნო?
     

    პასუხი
    • გამარჯობა მაკა. რა თქმა უნდა შეიძლება 🙂  ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომების გადმოგზავნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 6 დეკემბერია 🙂 წარმატებები! 

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.