სამყაროს უპირველესი საოცრება

იყო ერთი მეფე, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი დედა.  ერთხელ, მან, ქვეყანას ამცნო თავისი გადაწყვეტილება, რომ დედა დედოფლის და ზოგადად ყველა დედისადმი თავისი სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად, წელიწადში ერთ დღეს, აცხადებდა დედის დღედ.

Read more

ქველმოქმედება ბევრის გაცემას კი არ ნიშნავს, არამედ დროულად გაცემას

მოხუცი ბებო… სიცივისგან აკანკალებული და გაფითრებული… მთრთოლვარე ხელებითა და ხმით ითხოვს დახმარებას: „დამეხმარეთ გოგოებო…“ თან თითქოს ეტირება… გული არასოდეს მითმენს მისი ნახვისას და უკანასკნელი თეთრებიც ხშირად გამიწვდია მისი აკანკალებული ხელებისთვის…

Read more

სტადიონზე მყოფი 10 ათასი ადამიანი, ფეხზე იდგა და ჩუმად ტიროდა

 

ეს იტორია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარაოლიმპიურ თამაშებზე.

ღია სტადიონზე მიმდინარეობდა შეჯიბრება სირბილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შორის.

ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. მონაწილეები მოეწყვნენ სტარტზე, მსაჯმა აწია ხელი, გაისმა გასროლის ხმა და ბავშვები გაიქცნენ ფინიშის ხაზისკენ.

Read more

სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას

 

მე მსურს, მოგიყვეთ უეცარი სიხარულის შესახებ, რომელიც უდრის გაფრენას?

ზამთრის სუსხიანი დილა… აი ისეთი, შენი და თბილი საწოლის მეგობრობის სადღეგრძელოს ცხელი ჩაით სავსე განსხვავებულით რომ გასმევს. დაუდევრად მოვიგდე კაშნე და შევაბიჯე ზამთრის საყინულეთში.  

Read more

აუტოტრენინგი – სუპერეფექტური ინსტრუმენტი პიროვნული განვითარებისთვის

 screenshot_2

 

გთავაზობთ მორიგ სუპერეფექტურ ტექნიკას რუბრიკიდან: „სავრჯიშოები და ტექნიკები პიროვნული განვითარებისთვის“

ამ ტექნიკას სახელწოდებით „აუტოტრენინგი“, მე გავეცანი ვლადიმირ დოვგანის „გამარჯვებულთა აკადემიაში“. ის ასევე შესულია წიგნში: „5 საუკეთესო სავარჯიშო პიროვნული განვითარებისთვის, რომელიც კი შეუქმნია კაცობრიობას 10 000 წლის განმავლობაში

Read more

შენ დაიბადე ორიგინალად, ნუ გახდები ვიღაცის ასლი!

brandon_kidwell_10

 

ეს მე შენთვის დავწერე გენიალურო ადამიანო!

გიჭირს დილით ადგომა/გაღვიძება?…გიჭირს ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა?… მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება?…

ძალიან კარგი, თუ ასეა, გილოცავ შექმნილ მდგომარეობას…რადგან შენ იქ ხარ, სადაც უნდა იმყოფებოდე.

გაგიკვირდება, რა არის აქ მოსალოცი, მაგრამ დამიჯერე, ნამდვილად მოსალოცია! იმიტომ, რომ ადამიანს თუ არ გაუჭირდა, თუ სულმა, გონებამ  წინააღმდეგობა არ ნახა, ისე ვერ გაძლიერდება, ვერ წავა წინ. დაემსგავსება მანქანას რომელიც ბუქსაობს, იმიტომ რომ საბურავებს წინააღმდეგობა არ აქვს, არ არის მოდებაში. ამ ბუქსაობაში ის ნელ ნელა ცვდება  და თუ დიდხანს ვაბუქსავებთ გასკდება, დაიშვებს, მწყობრიდან გამოვა …

Read more

გაბედეთ ბედნიერება!

screenshot_4

 

იცი, მეგობარო, გუშინ დამესიზმრა… საფლავის ქვაზე მიწერილი ტირესავით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე დააბიჯებდნენ ადამიანები… არც ყოფნა იყო, არც – არყოფნა… არც… არც რაღაც სხვა…
რატომ, მეგობარო! რატომ არ ვაფასებთ ადამიანები სიცოცხლეს! არც კი გვგონია, რომ რაიმე გვაქვს დასაფასებელი ამქვეყნად და მუდმივ წუწუნსა და უმადურობაში ვატარებთ სანუკვარ წამებს!..

მე არ მინდა ასეთი სამყარო… არ მინდა! არა…

მე მჯერა ხვალინდელი აისის… ფეთქვის, სამყაროს წიაღიდან რომ იფრქვევა და… „მომენდე, მე შენთან ვარო“, რომ გაგრძნობინებს! მჯერა ხეზე კვირტების აფეთქების ძალის… აფეთქებისა, „ცოტაც მოითმინეო“, რომ გაჰყვირის… 

Read more

ქარის მოტანილი საჩუქარი

  ძვირფასო მეგობარო, მართალია, არ ვიცი, ვინ ხარ, რა გქვია, როგორ ხარ… ისიც კი არ ვიცი, ოდესმე, თუნდაც შემთხვევით, შევხვედრივართ თუ არა ერთმანეთს… ან… შევხვდებით, კი, ოდესმე?! არ ვიცი, ეს საკითხი ბედს მივანდოთ… მე კი ერთ რამეს გეტყვი: მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა შენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე!.. ყოველთვის ვფიქრობდი… რა … Read more

როგორ გამოვიმუშავოთ დილით ადრე ადგომის ჩვევა?

screenshot_3

გიჭირთ დილით ადგომა როცა მაღვიძარა რეკავს? გიჩნდებათ სურვილი რომ გამორთოთ და გააგრძელოთ ძილი?

ადრე მეც ყოველდღიურად მიწევდა მსგავსი რიტუალის ჩატარება. როცა მაღვიძარა რეკავდა და გამოვყავდი ტკბილი ძილის მდგომარეობიდან, მე მაშინვე გამოვრთავდი ხოლმე მას, შემდეგ კი დიდხანს ვფიქრობდი, ნუთუ მართლა ასე მნიშვნელოვანია დღეს ადრე ადგომა? 

Read more

მიზნის მიღწევის სუპერეფექტური ფორმულა m100%M

statia

რა გვემართება ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, როცა ვისახავთ რაიმე მიზანს?  

Read more