გაბედეთ ბედნიერება!

screenshot_4

 

იცი, მეგობარო, გუშინ დამესიზმრა… საფლავის ქვაზე მიწერილი ტირესავით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე დააბიჯებდნენ ადამიანები… არც ყოფნა იყო, არც – არყოფნა… არც… არც რაღაც სხვა…
რატომ, მეგობარო! რატომ არ ვაფასებთ ადამიანები სიცოცხლეს! არც კი გვგონია, რომ რაიმე გვაქვს დასაფასებელი ამქვეყნად და მუდმივ წუწუნსა და უმადურობაში ვატარებთ სანუკვარ წამებს!..

მე არ მინდა ასეთი სამყარო… არ მინდა! არა…

მე მჯერა ხვალინდელი აისის… ფეთქვის, სამყაროს წიაღიდან რომ იფრქვევა და… „მომენდე, მე შენთან ვარო“, რომ გაგრძნობინებს! მჯერა ხეზე კვირტების აფეთქების ძალის… აფეთქებისა, „ცოტაც მოითმინეო“, რომ გაჰყვირის… 

ცხადად ვგრძნობ მის სუნთქვას, მის ძალას, მამობრივ სითბოს! ვგრძნობ, როგორ მზრუნველად მისვამს თმაზე ხელს და ჩურჩულით მეუბნება: „ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ გვერდით ვარო“. მეც ვეკვრი მის დიად სხეულს და ცრემლები მახრჩობს. ეს სიხარულის ცრემლებია, რადგან მე ის ვიგრძენი! ის ჩემს გულში დაიბადა!

„მე დავიჩოქებ შენ წინაშე, მაღალო ღმერთო,
სანთლად დაგინთებ ჩემი სულის დაღლილ სიცოცხლეს…“

ახლა, როცა ასე ცხადად შევიგრძენი მისი ძალა, მჯერა, ავედევნები! ავედევნები და… ერთად წავალთ ქარში…

რატომ ეძებენ ღმერთს ცაში? ნუთუ, გულები არა აქვთ?!

შესაძლოა, მკითხო, – ახლა, როცა სრული სისავსით შეიგრძენი სრულყოფილება, სამყარო ბუნება, ადამიანი, თავად უფალი… – რას იყვირებდი, ცას რომ შესწვდეს შენი ყვირილიო. იცი, მეგობარო, რას ვიყვირებდი? „მიყვარხარ“… ამას ვიყირებდი, ალბათ, ოდესმე… ასეა, შენ თუ მოინდომებ, გული სამყაროს სიყვარულს დაიტევს…

იცი, მეგობარო, როგორია ჩემთვის იდეალური სამყარო?

ადამიანებს აქვთ პატარა სახლები, მაგრამ ჰყავთ დიდი, მოსიყვარულე ოჯახები; ცოტა პრეტენზია აქვთ და ბევრი ფასეულობა; არავინ მატებს წლებს საკუთარ სიცოცხლეს, არამედ, მატებენ სიცოცხლეს წლებს; კოსმოსურზე მეტად, სულიერ სივრცეებს იპყრობენ; წმენდენ ჰაერს, თუმცა არ აბინძურებენ სულს; ატომის გაყოფაც იციან და პურისაც; ყველგან სიცილი ისმის; არავის უჭირს გულახდილი ემოციების გამოხატვა; ბედნიერებას ასხივებს ყველა, ბედნიერებას, რომელიც ძნელია, არ გადაგედოს…

ზღვა იმიტომაა დიდი, რომ პატარა მდინარეებსაც იერთებს. ყველას გული იტევს დიდ სიყვარულს… ყველა მზადაა გულიდან გასცეს სანუკვარი განძი, ისე, რომ არც კი ელოდება რაიმეს… ურთიერთობები არის გულღია… წვიმიანი დღეც მზიანი გვეჩვენება, რადგან ყველა იღიმის და ასხივებს შინაგანად… თუმცა, არც წვიმაა ცუდი.:) ადამიანები ხედავენ საუკეთესოს იმაში, რაც აქვთ, უზიარებენ ერთმანეთს პოზიტივსა და სითბოს, რადგან ერთ თბილ სიტყვას შეუძლია, გაათბოს ზამთრის სამი ცივი თვე… მაგრად იკრავენ გულში საყვარელ ადამიანებს და ცხადად შეიგრძნობენ, რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც გულიდან შეიძლება გასცე…

როცა გულს უხარია, სიარულიც ადვილიაო, ნათქვამია. ასე რომ, ყველა მსუბუქად, ნარნარი მოძრაობით დადის და ესალმება გარშემო სამყაროს… სამყაროს, რომელიც „გვაქვს უთვალავი ფერითა“… ადამიანები ქმნიან თავიანთი ბედნიერების ისტორიას… გასცემენ და იღებენ კიდეც…

განა ისეთი ხანგრძლივია ჩვენი სიცოცხლე, რომ ერთმანეთი მივატოვოთ, თუნდაც დროებით?! ამიტომ, არასოდეს არ ტოვებენ ერთმანეთს!

პეპელა ითვლის არა თვეებს, არამედ – წამებს და აქვს საკმარისი დრო… ადამიანებმაც, დიდი ხანია, დააფასეს დრო და ისწავლეს ყოველი წამით ტკბობა…

აი, ასეთია, მეგობარო, ჩემი წილი ბედნიერი სამყარო. ეს ხომ შესაძლებელია! ხომ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები!

ამიტომაც:

გაბედეთ ბედნიერება… გაბედეთ… ძალიან ცოტაა ეს ცხოვრება, ამიტომ, გაბედეთ… სანამ შეგიძლიათ, სანამ დროა, სანამ არის შანსი…

გაბედეთ ბედნიერება… ყოველ დილით, როცა თვალს გაახელთ, როცა ნახავთ, მზე შემოვიდა თქვენს ოთახში, როცა ხედავთ, რომ კიდევ ერთი წყვდიადი შეცვალა სინათლემ…

გაბედეთ ბედნიერება… მოეფერეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს, გულში ჩაიკარითდა დააფასეთ ის, ვინც ფიქრობს თქვენზე, ვინც თქვენზე ზრუნავს, ზრუნავს, როგორც შეუძლია… გაუღიმეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ მათ… ერთად ყველაფერია შესაძლებელი…

გაბედეთ ბედნიერება! გაბედეთ ვისთანაც გინდათ, ოღონდ… გაბედეთ!

ნუ ატკენთ, ნუ აწყენინებთ ნურავის! იცოდეთ, ყველა ემოცია ბუმერანგია – რასაც გაუშვებთ, იგივე დაგიბრუნდებათ!

ყოველ დილით, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს გაბედეთ ბედნიერება!..

რაც გინდათ აკეთეთ, ოღონდ, შეავსეთ დაუვიწყარ მოგონებათა ყულაბა…

გაბედეთ! გაბედეთ! გაბედეთ ბედნიერება!!!

დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით გულზე საყვარელი ადამიანი… იმიტომ, რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება, გულიდან გასცე. დაიმახსოვრეთ და უთხარით თბილი სიტყვები, როცა ამას მართლა გრძნობთ. ერთი თბილი სიტყვა ხომ ზამთრის სამ ცივ თვეს ათბობს. კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია, გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუკი ეს გულიდან მოდის. დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს, დააფასეთ მომენტები, რადგან, ერთხელაც, ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენ გვერდით.

იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, საუბრისთვის და იპოვეთ დრო, გაუზიაროთ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. რადგან… ცხოვრება შვებით ამოსუნთქვების რაოდენობით კი არ იზომება, არამედ, იმ მომენტების ჯამით, როცა ემოციებისგან სუნთქვა გეკვრით…

სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნობათა კრებული… ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება – პატარა დაბადება, ყოველი დილა პატარა სიჭაბუკეა, ყოველი ძილი – პატარა სიკვდილი…

„ადამიანებად“ არ იბადებიან, „ადამიანები“ ხდებინ!

ნუ ებრძვით სიბნელეს, ის არავითარ ძალაუფლებას არ ფლობს! უბრალოდ, აენთეთ…
. . .

ამბობენ, ყველა ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობსო. მე კი იმ კუნჭულში მოვიკალათე, საიდანაც სამყარო უფრო მრავალფეროვანია, სადაც ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული „სჭირთ“ და სადაც ყველა ბედნიერია…

 

ავტორი: თაკო ჯანუაშვილი

ონლაინ პროგრამის „სუპერეფექტურობის“ მესამე სეზონის გამარჯვებული

თაკოს სხვა სტატიები: https://mebonia.com/tako-januashvil

P.S. გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს, გაავრცელე სიყვარულის ენერგია, შევცვალოთ სიყვარულით სამყარო!

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

 

7 thoughts on “გაბედეთ ბედნიერება!”

  1. ძალიან ძლიერი წერილია.თითქოს ლამაზისიტყვები, მაგრამ ძალან ღრმა და დამაფიქრებელი.რაღაც დავიწყებულ დანაშაულის გრძნობას რომ გააღვიძებს და მოგინდება იყვირო – მოითმინეთ და ნუ აწყენინებთ საყვარელ ადამიანებს.

    ეს საყვარელ ადამიანებს, მაგრამ როცა საყვარელი ადამიანი არაა, მას უვლი ისე როგორც სკუთარ დედას.გაწყენინებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ…
    მე დავკარე იპოტეკით სახლი.დავრჩი ქუჩაში.მაქვს სამსახური, ვარ ანალიტიკოსი, ინჟინერ ფიზიკი.სამსახურთან ახლოს ვიპოვე მოხუცი ქალი.შვილი საზღვარგარეთაა.შვილიშვილებს საკუთარი ცხოვრება აქვთ და ვერ იცლიან.მიხდიდნენ 120 ლარს,იმ პირობით, რომ მხოლოდ ღამე მარტო არ იქნებოდა და სხვა არაფერი.მაგრამ რა გული მოგითმენს, როცა სახლი დასალაგებელია, სადილს არ თუ ვერ აკეთებს, მეორე იმდენს იქვე ვხარჯავდი.ჭამა ხომ უნდა მოხუცს(მოხუცს ვამბობ,თორემ ჩემზე მხნედაა, მთელი დღე დადის მეზობლებში, წამლები ხომ უნდა.ბებია ასე ვთქვათ გავანებივრე.დიდი სახლია და ამ სახლს ვუვლიდი.შვილიშვილები ჩამოვლენ და იმათ ვუმზადებ და ვულაგებ.მგონი ძალიან დავაშავე ასე რომ დავიჩაგრე თავი. მეგონა სიკეთეს ვაკეთებდი. თვითონ ტელევიზორს გადამირთავდა,რამდენი შეწყვეტილი ფილმი და ინფორმაცია. ზამთარში დიდი ღამეაო და პირველ–ორ საათამდე უნდა ვმჯდარიყავი.და კიდევ ყველაფერს ვერ იტყვი.გავაფრხილე ასე არ მომექცეთ.მაგრამ უსახლკაროა და სად წავაო ამბობდა.ძალიან ცუდად გამხადა ამ ქალმა.220/120 მაქვს წნევები.მეხვეწება შვილი დედა არ მიმიტოვოო და მე კი ვკვდები.ახლა ლეკვი და კატა შემოიყვანა სამზარეულოში და მთელი ღამით იქ ტოვებს.ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვარ.პროტესტი განვაცხადე და მიყვირა კიდეც,ჩემი სახლია და როგორც მინდა ისე უნდა იყოსო.მორჩა მივდივარ.თურმე რას უძლებენ უცხოელ მოხუცებს რომ უვლიან ჩვენი ემიგრანტი ქალები.რა ვქნა,ჭორაობა გამომივიდა, მარამ გასკდა გული.მაპატიეთ ბატონო ხვიჩა გული რომ გადაგიშალეთ.გეკითტხებით – ჩემნაირ ადამიანთან შესაძლებელია მწვერვალზე შეხვედრა?

    პასუხი
      • იცით, თქვენი პასუხი რომ არ იყო ვიფიქრე მორჩა, ჩათვალა, რომ უიმედო ვართქო
        უფალმა გაგახაროთ

        პასუხი
        • იცით, მანანა, მე თვითონაც მაქვს უსახლკარობის სიმწარე საკუთარ თავზე გადატანილი. 10 წელი ვიყავით ხანდახან ნათესავებთან შეკედლებული, ძირითადად კი ნაქირავებში. (ნაქირავებიდან ორჯერ გამოგვყარეს იმიტომ რომ ფული ვერ გადავიხადეთ დროზე). 10 წელი გავიდა ჩვენი უსალკაროდ დარჩენიდან იმ დღემდე როცა დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი რომ დღეიდან არ მოგვიწევდა ნაქირავებში ცხოვრება რადგან უკვე საკუთარი სახლი გვქონდა.

          10 წელი, ბევრია ეს თუ ცოტა? არ ვიცი, ვისთვის როგორ… მაგრამ მე ერთი რამე მჯერა – რომ ნებისმიერი განსაცდელი ადამიანს ეძლევა იმისთვის რომ სულიერად განიწმინდოს. ნებისმიერი პრობლემა ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობით გამოწვეული გარეგანი შედეგი და თუ არ მოგვწონს ეს გარეგანი, მაშინ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს შინაგანში, იქ ვეძებოთ მიზეზები და იქიდან დავიწყოთ ცვლილებები.

          პასუხი
  2. დიდებულადაა გადმოცემული ყოველივე დასამატებელი ასაა რომ ეს ცხოვრების წესად ვაქციოთ გვიყვარდეს ერთმანეთი მართლა და შევძლოთ დავიხარჯოთ ერთმანეთისთვის.

    პასუხი
  3. კარგია ძალიან კარგი სიტყვებია, მთელი ჩემი ემოცია რომელსაც შიგნიდან ვგრძნობმსგავსია, მაგრამ სამყაროსთან გარემომცველ პირობებთან უშუალო შეხების თანავე მიქრება ეს განცდა, რადგან ირგვლივ სიცივის იმედგაცრუების, ღალატის, არაგულრწფელი ემოციების და ბოროტების კორიანტელი დგას. ჩემი ბედნიერების გრანცდა, და სურვილი გავუნაწილო გარშემომყოფებს მაშინვე ჩემი სულის სიღრმეში იკარგება. ვცხოვრობ თითქოს ჩვეულებრივად და სადაც და როგორაც ჩემი ბედნიერების გაზიარების სხვების გახარების და სიყვარულის განაწილების ცოტაოდენი ჰაერი გამოვუშვი მაშინვე უკუქცევა დავინახე, სიცივე და თავი სულელად მაგრძნობნეს. ისეთი დალილი ვარ ისეთი დაღლილი სუნთქვისთვის მიმინდია ჩემი სიცოცხლე.
    ისეთი განცდა მაქვს ჩემშია მხოლოდ ჩარგული უმანკო სიყვარულის ყვავილი, სურვილი ირგვლივ ბედნიერება და სიხარული ვაფრქვიო, მაგრამ დრო და დრო ვხვდები რომ ეს განცდა ქვეცნობიერში გადადის და ცნობიერში მხოლოდ სამყაროს ბოროტი და შავ ბნელი სივრცე რჩება.

    პასუხი
    • მარიკა, მოდი ჩვენთან “სუპერეფექტურობა”-ში. აქ მოხვდები სრულიად სხვა სამყაროში. აქ გაიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა სიმშვიდეს მოგიტანს და მოგცემს საშუალებას საკუთარ თავს და სამყაროსაც სრულიად განსხვავებული რაკურსით შეხედო 🙂

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.