ეს მე შენთვის დავწერე გენიალურო ადამიანო!
გიჭირს დილით ადგომა/გაღვიძება?…გიჭირს ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა?… მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება?…
ძალიან კარგი, თუ ასეა, გილოცავ შექმნილ მდგომარეობას…რადგან შენ იქ ხარ, სადაც უნდა იმყოფებოდე.
გაგიკვირდება, რა არის აქ მოსალოცი, მაგრამ დამიჯერე, ნამდვილად მოსალოცია! იმიტომ, რომ ადამიანს თუ არ გაუჭირდა, თუ სულმა, გონებამ წინააღმდეგობა არ ნახა, ისე ვერ გაძლიერდება, ვერ წავა წინ. დაემსგავსება მანქანას რომელიც ბუქსაობს, იმიტომ რომ საბურავებს წინააღმდეგობა არ აქვს, არ არის მოდებაში. ამ ბუქსაობაში ის ნელ ნელა ცვდება და თუ დიდხანს ვაბუქსავებთ გასკდება, დაიშვებს, მწყობრიდან გამოვა …
რას ვაკეთებთ ასეთ სიტუაციაში?
მანქანას ვამძიმებთ (ვტვირთავდ ან ადამიანებს ვსვავთ), რომ საბურავებს მოდება ქონდეს.
ასეა ადამიანიც – თუ წინააღმდეგობა არ ხვდება მის სულს, მის გონებას, ისე ვერ მიდის წინ, ვერ ძლიერდება და შესაბამისად ცხოვრებისგან ვერ ღებულობს იმას, რაც უნდა…
და როგორ უნდა მოვიქცეთ სულმა, გონებამ წინააღმდეგობა რომ ნახოს?
სრული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე!
ცხოვრება გვასაჩუქრებს მაშინ, როდესაც წინააღმდეგობას გადავლახავთ… დიდია წინააღმდეგობა? საჩუქრებიც დიდი მოდის… ამიტომ, როცა რამე გიჭირს, გეძნელება, წინააღმდეგობა გაქვს, მარტივად არ გამოგდის, ნუ იწუწუნებ, ნუ დაითრგუნავ თავს. პირიქით, გიხაროდეს – შენი სული და გონება იწრთობა და შენ იმაზე უფრო ძლიერი ხდები ვიდრე გუშინ იყავი.
როცა არაფერი წინააღმდეგობა არ გაქვს და როცა სიძნელეები არ გაქვს, მაშინ შეშფოთდი, მაშინ ეცადე, რომ თავს რამე ახალი ამოცანა დაუსახო… მაშინ შემოჰკარი განგაშის ზარები როცა ყველაფერი გეადვილება და დაფიქრდი, რომ რაღაცა უნდა შეცვალო, რაღაცა უნდა მოიმოქმედო, ასე აღარ შეიძლება დიდხანს გაჩერება.
წარმატებებს გისურვებ მეგობარო…
დიდხანს ნუ იბუქსავებ ერთ ადგილზე, თორემ გაცვდები… ცხოვრების წამები, წუთები გაგექცევა. არადა, ეს წუთები და წამები შეგიძლია ნაყოფიერად გაატარო და უკან რომ მოიხედავ და გადახედავ შენს მიერ განვლილ ცხოვრებას, გუშინ ვინ იყავი და დღეს ვინ ხარ, კმაყოფილება და ბედნიერება იგრძნო.
გუშინდელ შენს მეს, დღევანდელი შენი მე უნდა ჯობდეს და ამით უნდა იყო ბედნიერი… სხვას არასოდეს შეადარო თავი, ეს უდიდესი შეცდომაა!
თუ სხვას ადარებ შენს თავს, იცოდე რომ ეს ღვთის გმობაა… შენ ერთადერთი და განუმეორებელი ხარ! შენნაირი ადამიანი მეორე არ არსებობს, და თუ სხვას ადარებ თავს, სხვას ბაძავ, სხვის მსგავსი გინდა გახდე, ეს უდიდესი დანაშაულია საკუთარი ღვთიურობის წინაშე…
იყავი მხოლოდ შენი თავი, ყველა სხვა უკვე დაკავებულია! შენ დაიბადე ორიგინალად, ნუ გახდები ვიღაცის ასლი!
იზრუნე შენს წარმატებაზე! შენ ამას შეძლებ!
ერთი კვირის წინ ვინ იყავი… ერთი თვის წინ… ერთი წლის წინ და ა.შ ასეთი შედარებები შეგმატებს ენერგიას და ძალას და დაგანახებს რომ წინ მიდიხარ, ეს კი უფრო მეტ მოტივაციას გაგიჩენს რომ უფრო წინ იარო, მეტი გააკეთო, მეტი წინააღმდეგობები გადალახო და მეტად გამოაწრთო შენი გონება და სული.
წარმატება მოქმედებაშია მეგობარო, იმოქმედე!!! ნუ მიაქცევ დიდად ყურადღებას როგორ იმოქმედებ, მთავარია რომ იმოქმედო. შეცდომების დაშვებაც საჭიროა. ასე რომ ნურაფრის ნუ გეშინია, უბრალოდ იმოქმედე და წადი წინ!
წარმატებები ყველას, ყველანი ძალიან მიყვარხართ!!!
ავტორი: გიორგი ბერძენიშვილი
P.S. გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს, გაავრცელე სიყვარულის ენერგია, შევცვალოთ სიყვარულით სამყარო!
P.P.S. ეს არის უნიკალური ონლაინ პროგრამის „სუპერეფექტურობის“ მესამე სეზონის დახურულ ჯგუფში გამოქვეყნებული სტატია.
13 ნოემბერს გაიმართება უფასო ვებინარი „როგორ გავხდეთ სუპერეფექტურები“ რომლის მონაწილეებიც სრულიად უფასოდ მიიღებენ თითქმის ყველა იმ პრქტიკულ ინსტრუმენტს, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ამ უნიკალურ 4 კვირიან პროგრამაში.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია დარეგისტრირდეთ შემდეგ გვერდზე:
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
ასე მგონია ამას ვცდილობ მთელი ცხოვრება და არ გამომდის?მოლოდ ერთია, რომ ჯერ კიდევ მაქვს იმედი.უარესისკენ წავედი და იმედი მაინც მაქვს.როგორ ვიმოქმედო?გასაქანი რომ არ მაქვს?დავიკარგე ლაბირინთებში და ვერ გამოვდივარ