გთავაზობთ მორიგ სუპერეფექტურ ტექნიკას რუბრიკიდან: „სავრჯიშოები და ტექნიკები პიროვნული განვითარებისთვის“
ამ ტექნიკას სახელწოდებით „აუტოტრენინგი“, მე გავეცანი ვლადიმირ დოვგანის „გამარჯვებულთა აკადემიაში“. ის ასევე შესულია წიგნში: „5 საუკეთესო სავარჯიშო პიროვნული განვითარებისთვის, რომელიც კი შეუქმნია კაცობრიობას 10 000 წლის განმავლობაში“
რა არის აუტოტრენინგი?
ეს არის თქვენი ხმით ჩაწერილი ფსიქოლოგიური მონტაჟი ან ახალი პროგრამები. ბევრჯერ მოსმენის შემდეგ ის ნელ-ნელა თქვენი მეორე ,,მე“ ხდება. მრავალჯერადად განმეორებული აუტოტრენინგის შემდეგ, მოსმენილი სიტყვები თქვენში ახალ პიროვნებას აყალიბებს.
თანაც, არ არის აუცილებელი აუტოტრენინგის ეფექტურობის რწმენა გქონდეთ. გჯერათ თუ არა, ის მაინც მუშაობს.
გაიხსენეთ ანდაზა: ,,განმეორება ცოდნის დედააო“, მე ამ სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენდი და დღევანდელობას ასე მოვარგებდი: ,,ახალი იდეების განმეორება – ახალი პიროვნებისა და ახალი ბედის შექმნის ყველაზე სწრაფი მეთოდია!“
გაძლევთ კონკრეტულ ინსტრუქციას, როგორ შექმნათ ყველაზე მარტივი სუპერეფექტური აუტოტრენინგი.
ავიღოთ ის ხასიათის ის თვისება, უნარი ან ის მიზანი, რომლის მიღწევა-გამომუშავებაც ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია მიმდინარე პერიოდისთვის.
მაგალითად, თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი თავდაჯერებულობა საჭიროა ოთხი წინადადება ჩამოვწეროთ:
,,ყოველ წუთს მე ვხდები კიდევ უფრო თავდაჯერებული!“
,,ყოველ საათს მე ვხდები კიდევ უფრო თავდაჯერებული!“
,,ყოველ დღე მე ვხდები კიდევ უფრო თავდაჯერებული!“
,,ყოველ წელს მე ვხდები კიდევ უფრო თავდაჯერებული!“
საკვანძო სიტყვაა ,,უფრო“! ამ მანტრის განუწყვეტელი მოსმენით, თქვენი ქვეცნობიერი მთავარ გზავნილს ღებულობს: ,,მე დარწმუნებული ვარ და კიდევ უფრო დარწმუნებული ვხდები!“ მანტრის კონსტრუქცია უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ ერთი სიტყვა, რომელიც მხოლოდ კატეგორიას ან თქვენს მიერ განვითარებულ თვისებას აღნიშნავს!
მაგალითად, სიტყვა ,,თავდაჯერებულობა“ შეგვიძლია სხვა სიტყვით შევცვალოთ: ,,ძალა“, ,,ბედნიერება“, ,,ჯანმრთელობა“, ,,სიმდიდრე“, ,,ახალგაზრდობა“ და ა.შ. ანუ ნებისმიერი მდგომარეობა, რომლის განვითარებაც გვინდა.
მაგალითად, თუ გინდათ ფინანსურ სფეროში მიაღწიოთ წარმატებას, მაშინ ცვლით სიტყვა ,,თავდაჯერებას“, სიტყვით ,,სიმდიდრე“ და წერთ საკუთარ აუტოტრენინგს. აი, რას მიიღებთ:
,,ყოველ წუთს მე ვხდები კიდევ უფრო მდიდარი!“
,,ყოველ საათს მე ვხდები კიდევ უფრო მდიდარი!“
,,ყოველ დღე მე ვხდები კიდევ უფრო მდიდარი!“
,,ყოველ წელს მე ვხდები კიდევ უფრო მდიდარი!“
ჭკვიანურია, ერთ აუდიოტრენინგზე განვავითაროთ ერთდროულად რამდენიმე კატეგორია.
მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარ თავში განავითაროთ მრავალმხრივი, მკაფიო და საინტერესო პიროვნება!
ახლა კი ჩაწერეთ აუტოტრენინგი საკუთარი ან თქვენი ,,შინაგანი“ ხმის მაქსიმალურად მსგავსი ხმით (თქვენთვის სასიამოვნო ხმა) ნებისმიერი ხმის ჩამწერი მოწყობილობით. გამოდგება ნებისმიერი სმარტფონის დიქტოფონიც.
მას შემდეგ, რაც თანმიმდევრულად ჩაწერთ ყველა მანტრას, გაიკეთეთ ყურთსასმენი, ჩართეთ ფუნქცია ,,განმეორება“ და რაც შეიძლება, ხშირად მოუსმინეთ თქვენს აუტოტრენინგს. ამისათვის მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი დრო გაქვთ. როცა ოთახს ალაგებთ – უსმინეთ, საუზმობთ თუ სადილ-ვახშამს ამზადებთ – უსმინეთ. ტრანსპორტის მოლოდინში – უსმინეთ. მიდიხართ ტრანსპორტით – უსმინეთ!
რაც უფრო ხშირად უსმენთ, მით უფრო სწრაფად ჩაამონტაჟებთ თქვენს ცნობიერებაში ახალ პროგრამას. აჩუქეთ საკუთარ თავს ახალი ცხოვრება.
თუ შეძლებთ, თქვენს ხმას სასიამოვნო მუსიკაც დაადეთ. ტრენინგი სარგებელთან ერთად სიამოვნებასაც მოგიტანთ. და უსმინეთ რაც შეიძლება დიდხანს.
რეკომენდებულია ტრენინგი დღეში, საერთო ჯამში, ოთხი საათი მაინც მოვისმინოთ პირველი ერთი თვე. შემდეგ შეგვიძლია თანდათანობით შევამციროთ 1 საათამდე.
ამასთან, შეგიძლიათ ხმას ჩაუწიოთ ისე, რომ არც კი გესმოდეთ ცნობიერ დონეზე, რათა შეუფერხებლად აკეთოთ სხვა საქმეები. მთავარია, ხმა ესმოდეს თქვენს სუპერცნობიერს.
თქვენი ახალი ცხოვრების, სიმდიდრის, ჯანმრთელობის, ბედნიერების, შესანიშნავი მეგობრული ოჯახის საფუძველი ხდება ახალი სიტყვები, უფრო სწორად, უმძლავრესი ვარჯიში, რომლის წყალობითაც აღწევთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებას და აღიარებას, მიუხედავად იმისა, ჯერ მხოლოდ 12 წლის ხართ თუ 75-ის.
შექმენით საკუთარი აუტოტრენინგი და უსმინეთ, უსმინეთ და კიდევ უფრო დიდხანს უსმინეთ!
სკოლის მოსწავლე ხართ თუ პენსიონერი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. თქვენი წარმატება თქვენ გელოდებათ! რა იყო წარსულში, ამას მნიშვნელობა უკვე აღარა აქვს! წარსული მხოლოდ თქვენს წარმოდგენაში ცოცხლობს, ის უკვე აღარ არსებობს, ის უკვე აღარ არის ბუნებაში. მთავარი დღევანდელობაა, რომელშიც საკუთარ ახალ საოცნებო მომავალს ქმნით. მთავარია დღეს უკეთესად ვიყოთ, ვიდრე ვიყავით გუშინ! ვისწავლოთ სწავლა-განვითარების პროცესისაგან სიამოვნების მიღება და ცნობისმოყვარე მოსწავლედ დაჩენა.
როგორც დიდი მაჰათმა განდი ბრძანებდა: ,,ისე იცხოვრე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე, ისე ისწავლე, თითქოს საუკუნოდ უნდა იცოცხლო!“
გულწრფელად გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ყველა ვერ შეძლებს ტრიუმფამდე მისვლას. პირველივე ძვრების შემდეგ ადამიანთა გარკვეული ნაწილი ყოველდღიურ ვარჯიშს ტოვებს. აზრებისა და სიტყვების კონტროლზე აყვანა თუ შეძლეს, ელოდებიან, რომ ბედი ხვალვე მილიონობით დოლარს გამოუგზავნის და როგორც საყვარელ ადამიანს, კარიერულ წინსვლას, წარმატებებს და აღიარებას არგუნებს წილად.
სიმდიდრის, წარმატებისა და აღიარების პროცესი ზოგიერთისთვის შეიძლება რამდენიმე თვეში დადგეს, ზოგიერთისთვის კი შეიძლება ამას წლები დასჭირდეს. მთავარია არ დანებდეთ! მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ ყოფნის სიბრძნე და მოთმინება.
გამარჯვებულის გზა – ეს არის ვარჯიშის ყოველდღიური შესრულება. სიმდიდრე, წარმატება, აღიარება და ჯანმრთელობა – ვარჯიშის ყოველდღიური შესრულების შედეგია!
მუდამ გახსოვდეს, რომ შენ ფლობ შინაგან უდიდეს ძალას, რომ შენი სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალი უსაზღვროა. უბრალოდ, არავის უსწავლებია მათი სწორად გამოყენება.
თუ ადამიანს ცურვას არ ასწავლიან, ის ჩაიძირება.
განა სკოლაში გამარჯვების ტექნიკას გასწავლიდნენ? პირიქით, თქვენ გარწმუნებდნენ: ,,არაფერია შენზე დამოკიდებული“, ,,შენ უბრალო ადამიანი ხარ“, ,,ეს შეუძლებელია“, ,,იყავი რეალისტი“. მთელი ცხოვრება ასეთი უწყინარი სიტყვებით კლავდნენ შენს სიდიადეს, შენს გენიას. ნაპოლეონის საყვარელი გამოთქმა იყო: ,, ფრაზა ,,ეს შეუძლებელია“- სულელების ლექსიკონიდან არის ამოღებულიო!“
ერთად გავაკეთოთ სასრგებლო დასკვნები
დასკვნა პირველი: სიტყვებიდან იბადება აზრები, აზრებიდან – ქცევები, ქცევები წარმოშობს ჩვევებს, ჩვევები – ბედს! ვცვლით სიტყვებს, იცვლება ბედი!
დასკვნა მეორე: რამდენიმე საათს ვკარგავთ აუდიოტრენინგის შექმნაზე. შემდეგ, რაც შეიძლება ხშირად ვუსმენთ. შედეგად – ვქმნით საკუთარ ბედნიერ, ოცნების მომავალს!
კეთილი რჩევა: როგორ ჩავწეროთ მშვიდი აუტოტრენინგი. ყური დაუგდეთ შინაგან ხმას. მშვიდი აუტოტრენინგის ჩასაწერად შეეცადეთ აღბეჭდოთ სწორედ ასეთი ხმა. მნიშვნელოვანია, მშვიდი აუტოტრენინგის ჩასაწერად ხმის სიხშირე ისე დააყენოთ, რომ ძლივს ისმოდეს. დაბალი სიხშირის ხმა ხელს ვერ შეგიშლით კითხვაში, ფიქრში, მუშაობასა და დასვენებაში. თქვენს სუპერცნობიერებაში კი ჩუმი ხმა მშვენივრად ჩაჯდება.
ძვირფასო გამარჯვებულო! გაბედულად იმოქმედე! არ დანებდე! თავად აჩუქე საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს ახალი ბედნიერი, მდიდარი, ნათელი და წარმატებული, სიყვარულით და სიხარულით სავსე ცხოვრება.
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, რომ ჰაერივით სჭირდება მსგავსი ინფორმაცია.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
ვებინარის ვიდეოჩანაწერი როგორ მივიღო?