ფინანსების მოცარტის 14 რჩევა მათთვის, ვისაც სურს გაზარდოს საკუთარი შემოსავლები

sakredito-monoba

 

ის აღიარებულია ევროპის საუკეთესო კონსულტანტად და ტრენერად ფინანსების სფეროში.

ის არის ყველაზე წარმატებული ავტორი მთელ მსოფლიოში მათ შორის, ვისაც კი რამე დაუწერია ფულზე და ფინანსებზე.

მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. მათგან ყველაზე პოპულარულები კი „გზა ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ“ და „მანი, ანუ ფულის ანაბანა“ თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე და ათეულ მილიონობით ეგზემპლიარად არის გაყიდული მთელ მსოფლიოში.

მის თითოეულ სემინარს ათასობით ადამიანი ესწრება. მოსკოვში მისი ვიზიტის დროს სემინარზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ კი ისეთ ციფრებს მიაღწია, რომ ორგანიზატორებს მოუწიათ ოლიმპიური სტადიონის დაქირავებამ, სადაც 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

მისი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული ადამიანი გახდა და მათ შორის ათასზე მეტი მილიონერია.

ეს კაცი გახლავთ გერმანელი მულტიმილიონერი მწერალი, ბიზნესმენი, ინვესტორი, ტაიმენეჯმენტისა და ფინანსების სფეროს შეუდარებელი პრაქტიკოსი და ვირტუოზი-ბოდო შეფერი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ თანამემამულეების მიერ შერქმეული სახელით – „ფინანსური მოცარტი“

 

bodo-shefer

 

მე გადავწყვიტე დროდადრო გამოვაქვეყნო ამ ბლოგზე მისი რჩევები და კონსულტაციები  ფულისა და დროის მენეჯმენტის თემებზე და ამ პროექტის ფარგლებში გთავაზობთ პირველ პუბლიკაციას, რომელშიც აღწერილია ბოდო შეფერის 14 რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც სურთ საკუთარი ხელფასის და ზოგადად შემოსავლების გაზრდა.

სტატიის ბოლოში კი თქვენ გელოდებათ მოსაწვევი უფასო ვებინარზე, სადაც ერთ-ერთი თემა, რომელიც შეეხება ვალების მახეში აღმოჩენისას ჩვენი მოქმედების სტრატეგიას, აგებულია სწორედ ბოდო შეფერის რჩევებზე. 

მაშ ასე, ფინანსების მოცარტი გვირჩევს:

1. მოახდინეთ ძალის დემონსტრირება

ადამიანები გამუდმებით წუწუნებენ, ისინი ჩივიან ხელმძღვანელობაზე, ფირმაზე, პატარა ხელფასებზე და ა.შ.

არასდროს არ მიიღოთ მონაწილეობა ასეთ საუბრებში. ყოველთვის აარიდეთ მათ თავი, მოახდინეთ თქვენი სიძლიერის  დემონსტრირება.

ასეთი ჩივილები იმისთვის ხდება, რომ ადამიანებმა მოაწონონ ერთმანეთს თავი და გამოიწვიონ სიბრალული. მაგრამ გარწმუნეთ, სიბრაულის გამოწვევას, ჯობია გამოიწვიოთ პატივისცემა თქვენი სიძლიერის ჩვენებით.

სისუსტე ყველა ადამიანს შეიძლება შეეპაროს, ისევე როგორც შიში. აქ მთავარია — არ  მივცეთ მათ უფლება, რომ გვმართონ.

2. დაინტერესდით თქვენი მოვალეობებით და არა უფლებებით.

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც ბავშვობიდანვე გვასწავლის ჩვენს უფლებებზე ორიენტაციას და მათ დასაცავდ ბრძოლას. წარმატებულმა ადამიანმა იცის თავისი უფლებები და არ სჭირდება გამუდმებით მათი ზუსტება.

საზოგადოება რომელიც  ჩაციკლულია თავის უფლებებზე – განწირულია მარცხისთვის.

თუ ოჯახში ცოლ–ქმარი კონცენტრირებულნი იქნებიან თავინთ უფლებებზე და არა მოვალეობებზე, ეს ოჯახი დაინგრევა.

ჯონ კენდი ამბობდა: „ნუ ფიქრობ რისი გაკეთება შეუძლია შენთვის ქვეყანას, იფიქრე რისი გაკეთება შეგიძლია შენ ქვეყნისთვის“

დაინტერესდით პირველ რიგში თქვენი მოაველობებით და თქვენ გაცილებით სწრაფად წაიწევთ წინ.

3. ყოველთვის გაეცით მეტი, ვიდრე ელოდებიან თქვენგან.

სამსახურში მყოფები ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები იმუშაონ და ამისთვის უამრავ ხრიკებს იგონებენ.

მე კი გირჩევთ – გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე თქვენგან ელოდებიან.

აქ მთავარია არა ის, რომ ვთქვათ  ფირმა მიიღებს უფრო მეტს, არამედ თავად თქვენ და თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი, გამომუშავება ჩვევისა, რომელიც გაგიადვილებთ წინსვლას.

4. მიუდექით ყველა საქმეს ისე,  როგორც გადაუდებელს.

წარმატების ერთ–ერთი კანონი არის აღიქვა ყოველდღიური საქმეები, როგორც გადაუდებელი. აქციეთ თქვენს დევიზად სიტყვები – „რაც შეიძლება სწრაფად“

აქციეთ ეს ერთგვარ აზარტულ სპორტად. დაე თქვენი საათი მიდიოდეს უფრო სწრაფად, ვიდრე სხვების.

მე დავუშვებ შეცდომებს თუ ვიმუშავებ სწრაფად – იტყვით თქვენ.

დიახ, ეს ასეა, ვინც მუშაობს ბევრს და სწრაფად, ის უშვებს უფრო მეტ შეცდომას, მაგრამ უნდა გაითვალისწონოთ, რომ პლიუსები ყოველთვის გადაწონიან მინუსებს.

ტომას ჯ. უოტსონმა ერთხელ თქვა: „ვისაც უნდა მიაღწიოს დაწინაურებას ჩემს ფირმაში, იმან უნდა გააორმაგოს დაშვებული შეცდომების რაოდენობა.“

5. არ არსებობს უმნიშვნელო საქმეები. ყველაფერი რაც იმსახურებს იმას, რომ გაკეთდეს, იმსახურებს იმასაც, რომ გაკეთდეს კარგად.

ნებისმიერი თუმდაც წვრილმანი საქმის კეთების დროს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაკვირდებათ რომელიღაც მილიარდერი და იმის მიხედვით თუ როგორ გააკეთებთ ამ საქმეს უნდა გადაწყვიტოს აგიყვამოთ თუ არა სამუშაოზე.

6. გახდით შეუცვლელი

ნებისმიერ ორგანიზაციაში არის ერთი, ან რამოდენიმე ადამიანი, რომელთა გარეშე ვერაფერი ვერ გაკეთდება. გახდით ასეთი.

თქვენ ალბათ გქომიათ შემთხვევა, როცა დარეკავ ფირმაში რაიმე საკითხის გასარკვევად და  დაიწყებენ თქვენს გადართვას ერთი ნომრიდან მეორეზე მანამ სამამ არ შეგხვდებათ ვინმე, ვინც გეტყვით: იცით მართალია ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის მაგრამ შევეცდები დაგეხმაროთ.

7. მუდმივად აიმაღლეთ კვალიფიკაცია

წარმატების კატეგორიებით მოაზროვნე ადამიანები გამუდმებით სწავლობენ და იზრდებიან. მათ იციან, რომ, რაც უფრო უკეთესები გახდებიან პიროვნულად და რაც უფრო მეტად პროფესიონალურად ისწავლიან თავიანთი საქმის კეთებას, მით უფრო წარმატებულები და მდიდრები გახდებიან

8. ყოველთვის აკეთეთ საქმეები 110% – ით

ერთხელ ბულგარელ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპონს ძალოსნობაში, ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა:

– როცა ვარჯიშის დროს ვთქვათ ათჯერ სწევთ შტანგას, რომელია ამ ათი მცდელობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი?

– მეთერთმეტე! – უსპასუხა ჩემპიონმა.

9. აიმაღლეთ თვითშეფასების დონე

ჩვენი ფინანსური წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რა ფასეულობას წარმოვადგენთ ბაზრისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ ბაზარმა შეგვამჩნიოს, ჯერ ჩვენ უნდა შევამჩნიოთ საკუთარი ფასეულობა.

აიმაღლეთ საკუთარი თავის პატივისცემა და თვითშეფასების დონე ორჯერ და თქვენი შემოსავლებიც გაიზრდება ორჯერ

დაიწყეთ წარმატების ჟურმალის წარმოება. ყოველ საღამოს გადახედეთ განვლილ დღეს და ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გითქვამთ ან/და გაგიკეთებიათ ისეთი, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ.

ეს ეხება ერთი შეხედვით თითქოსდა ისეთ უმნიშვნელო წვრილმანებსაც, როგორებიცაა მაგალითად ვინმესთვის ქათინაურის თქმა,  ტრსანსპორტში სხვისთვის ადგილის დათმობა და ა.შ.

10. პრობლემების წარმოქმნისას, მათ გადაწყვეტაზე ინიციატივა აიღეთ საკუთარ თავზე

მაგალითი: შეფი კითხულობს „ვინ მოკიდებს ამ საქმეს ხელს?“ და ყველა საკუთარ ფეხსაცმელს ათვალიერებს.

11. მოახდინეთ კომცენტრაცია საქმიანობაზე, რომელსაც მოაქვს შემოსავალი.

მოახდინეთ დელეგირება ყველაფრისა რისი დელეგირებაც შეიძლება და გამონთავისუფლებული  დრო დაუთმეთ იმ საქმეს, რომელსაც მოაქვს შემოსავალი.

12. მოითხოვეთ ფული.

როცა მეკითხებოდნენ რატომ უნდა გადაგიხადოთ 10 000 როცა შეგვიძლია 2 000 დავიქირავოთ სხვა, მე თავიდან ვაკეთებდი ახსნა–განმარტებებს, მაგრამ ახლა ვპასუხობ: „იმიტომ რომ მე ასე მიღირს.“

13. მიეჩვიეთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას, ნუ გეშინიათ შეცდომების დაშვების.

წარმატებული ადამიანების დევიზია „ჯობია მიიღო მცდარი გადაწყვეტილება, ვიდრე საერთოდ არ მიიღო“…

თქვენ ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა რესტორანში დიდხანს ათვალიერებთ მენიუს, ბოლოს და ბოლოს უკვეთავთ და შემდეგ აღმოაჩენთ რომ სინამდვილეში ეს სულაც არ იყო ის, რაც გინდოდათ.

მე გთავაზობთ ასეთ რამეს, გაიხადეთ ჩვევად შეუკვეთოთ კერძი 30 წამის განმავლობაში. მართალია, ხანდახან, თქვენ მოგიწევთ იმის მირთმევა რაც სულაც არ მოგწოთ ან არ გინდოდათ, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ მიეჩვევით გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას.

14. მოხდინეთ საკუთარი თავის როგორც ექსპერტის პოზიციონირება.

ჯობია ბაზარზე გამოხვიდე როგორც ვიწრო სპეციალისტი, ვიდრე მრავალმხრივი დილეტანტი.

თუ თქვენ აკეთებთ იმას. რასაც აკეთებენ სხვები, მაშინ თვითონ უნდა ეძებოთ კლიენტები, მაგრამ თუ თქვენ აკეთებთ იმას, რასაც არ აკეთებენ სხვები, მაშინ კლიენტები თვითონ მოგძებნიან თქვენ.

მთავარია არა ის, რომ იყო სხვებზე უკეთესი, არამედ მთავარია არ იყო ისეთი, როგორიც სხვები არიან.

 ბოდო შეფერი

ახლა კი, ძვირფასო მეგობრებო შეპირებული ვებინარი:

მიმდინარე წლის 27 მარტს, ხუთშაბათს 20:00 საათზე თბილისის დროით გაიმართება უფასო ვებინარი თემაზე „პირადი ფინანსები და სესხების ანატომია“

მას ჩაატარებს ჩემი კოლეგა და პარტნიორი: პროფესიონალი ფინანსისტი, ბიზნესმენი, ინვესტორი, არაჩვეულებრივი ქალბატონი – მაია ხავთასი.

ჩემი ბლოგის მკითხველები ალბათ უკვე იცნობთ მას როგორც ავტორს წიგნი–ბროშურისა „წარმატების საიდუმლო“.

ვებინარზე ის გაგვიზიარებს სესხებთან დაკავშირებით ცნობილ ინვესტორთა და ბიზნესმენთა იმ რჩევებს, რომელთა პრაქტიკაში დანერგვითაც ძალზე მოკლე ხანში დაქირავებული მოსამსახურიდან თვითონ იქცა დამქირავებლად.

ისაუბრებს თუ რას ნიშნავს ე.წ. კარგი და ცუდი სესხები, როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან და როგორ გამოვიყენოთ ისე, რომ იმუშაონ ჩვენს სასარგებლოდ და არა წინააღმდეგ.

ვებინარზე ასევე გამოვალ მე, თქვენი „მონა–მორჩილი“ და ვისაუბრებ მოქმედების სტრატეგიაზე იმ შემთხვევისთვის თუ აღმოვჩნდებით მძიმე ფინანსურ სიტუაციაში ვალების გამო და როგორც შეგპირდით, ეს თემა აგებული იქნება ძირითადად ბოდო შეფერის რჩევებზე და რა თქმა უნდა ჩემს გამოცდილებაზე.

ვებინარი უფასოა და მასზე დასრწება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, თუ სად იქნება ფიზიკურად იმ დროისთვის, რადგან ვებინარის ოთახში მოსახვედრად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ორი რამ: კომპიუტერი და ინტერნეტი.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და ვებინარის დაწყებამდე, რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ვებინარის ოთახში შესასვლელი ბმულით.

შეიყვანეთ თქვენი ელფოსტის მისამართი ქვემოთ მოცემულ სპეციალურ ველში, დააჭირეთ ღილაკს «რეგისტრაცია» და მიყევით ინსტრუქციას, რომელსაც ნახავთ ახალგხსნილ გვერდზე

 

თქვენი ელ–ფოსტა:

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

 

4 комментария ჩანაწერზე “ფინანსების მოცარტის 14 რჩევა მათთვის, ვისაც სურს გაზარდოს საკუთარი შემოსავლები”

  1. siamovnebiT gavitvaliswineb tqvens rchevebs!

  2. თემურ:

    momewona tqveni rchevebi 
    P.S. ყველა— რჩევის—საქმის—თავში \ უფალია/ და მხოლოდ ის აძლევს ადამიანს—სახემწიფოს—სამყაროში ყველაფერს…   წარმატებას წინსვლას და ა.შ.   \უფლებას/
    მაგ:. მიშამ ყველა ჩემი პროექტი მოიპარა  და ვითომ ააშენა— კი არა დაანგრია—ე.ი. საქმე  პატიოსნებით და სუფთად—არ გაკეთდა ის აუცილებლად დაინგრევა—ან საპირისპიროდ იმქმედებს—შენთვისაც და სახემწიფოსთვისაც —აი ასე უნდა დაიწყოთ სწავლება საქართველოში—

  3. ვანო:

    batono xvicha rodis iqneba tbilishi seminari?-

    • admin:

      გახდით ჩვენი ხელმომწერი რომელიმე უფასო პროდუქტის გამოწერით და ყოველთვის დროულად შეიტყობთ სიახლებს ჩვენი აკადემიისგან.

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.