ბეჭდური წიგნები

1. “სამასმეერთე მილიონერი

ავტორი: თამარ საგინაშვილი

გვერდების რაოდენობა – 135

ყდა -რბილი

გამოცემის წელი: 2012 წ.

ფასი: 15 ლარი

წიგნი პიროვნული განვითარების თემაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი ქართული, პრაქტიკული სახელმძღვანელოა. მასში წარმოდგენილი და გაანალიზებულია წარმატების ფსიქოლოგიის ყველაზე პოპულარული, მოქმედი და რეალური მეთოდები, რომელთა აღმოჩენას, შესწავლას, დაუფლებას და დროში შემოწმებას ავტორის უნაპირო ენთუზიაზმი, ხანგრძლივი მონდომება და გამძლეობა დასჭირდა.

თეორიულ ანალიზს თან ერთვის ეფექტურად შედგენილი სავარჯიშოები. კითხულობთ წიგნს, პასუხობთ ავტორის მიერ ოსტატურად დასმულ კითხვებს და, მისი დასრულებისას, აღმოაჩენთ, რომ წარმოუდგენლად დიდი სამუშაო შეგისრულებიათ…

წიგნის შეძენა შეგიძლიათ “ლიბრას და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელებში და წიგნის სახლში

 

2. წარმატების სტრატეგია 

ავტორი: ნაპოლეონ ჰილი

გვერდების რაოდენობა – 360

ყდა – მაგარი

ზომა – 15/20,5

ენა – ქართული

თქვენს წინაშეა ერთგვარი დაიჯესტი, ბიზნესის ქრესტომათია, გადმოცემული საკამოდ მოკლედ, ლაკონურად და რაც მთავარია, ყველასათვის გასაგებ ენაზე. ეს წიგნი გახდება წარმატებისაკენ მიმავალ თქვენს გზაზე მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც თქვენში მიძინებულ შესაძლებლობებს და ნიჭს გააღვიძებს, ის დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეცნობაში და სხვადასხვა მანკიერებათა დაძლევაში.გახსოვდეთ, ყოველ თქვენგანშია შანსი წარმატებისა, მთავარია რწმენა და მიზანსწრაფვა.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ამ მისმართზე

 

3. სულელის გამოცდილება, ანუ მსოფლმხედველობის გასაღები

norbekov ავტორი: მირზაკარიმ ნორბეკოვი

გვერდების რაოდენობა – 310

ყდა – რბილი

ენა – ქართული

ფასი – 15 ლარი

ეს წიგნი არავის დატოვებს გულგრილს… ზოგიერთში ის აგრესიას გამოიწვევს, ზოგი კი წიგნის უჩვეულო   სტილის უკან აღმოაჩენს თავისთვის რაღაც ჭეშმარიტს და სანუკვარს.

ერთი სიტყვით, თქვენს ხელთაა წიგნი–ტესტი სტრიქონებს შორის კითხვის, გულით ხედვის და მოვლენათა და საგანთა ჭეშმარიტი არსის შეცნობის უნარის გამოსავლენად. გულწრფელად გისურვებთ ტესტირების წარმატებით გავლას.

წიგნის შეძენის სურვილის შემთხვევაში დაერკეთ ნომერზე: 593 94 50 08

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.