
ცოტა ხნის წინ მიმიწვიეს ჯგუფში რომელიც გერმანიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ თამარ ჯიქია-ასათიანმა რამოდენიმე თანამოაზრესთან ერთად შექმნა.
იდეის არსი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული თემაა თურმე გერმანიაში, მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანებმა, ვისაც აღმოაჩნდება ზედმეტი ნატურალური პროდუქტი კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას, კი არ გადაყაროს, არამედ გააჩუქოს ეს პროდუქტი.
ის დებს ჯგუფში პოსტს რომ სურს გააჩუქოს კონკრეტული პროდუქტი და უთითებს ლოკაციას. ვიღაცა, ვინც იმყოფება ახლომახლო, სჭირდება ეს პროდუქტი მაგრამ იმ წუთას არ აქვს, პასუხობს რომ მას სჭირდება, ისინი ხვდებიან ერთმანეთს და ხდება პროდუქტის გადაცემა.
ქართულ ჯგუფში პროდუქტებთან ერთად შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის გაჩუქება გარდა მედიკამენტებისა. და ამასთანავე არანაირი თხოვნები რომ მინდა ეს, და ვიჩუქებ ამას და ასე შემდეგ… არა უბრალოდ ჯერ უნდა გამოჩნდეს გამცემი, შემდეგ კი მიმღები.
მე ადრეც ვყოფილვარ მსგავს ჯგუფებში მიწვეული მაგრამ იქ აქცენტი სიკეთის კეთებაზე და ქველმოქმედებაზე კეთდებოდა და შესაბამისად სტანდარტულ საქველმოქმედო ჯგუფებად იქცეოდა ხოლმე. ქველმოქმედება და სიკეთის კეთება რა თქმა უნდა დიდებულია, მაგრამ ამ კონკრეტული მიმართულების კონცეფცია სულ სხვა რამეს გულისხმობს.
მე ასე მესმის, რომ ამ იდეის მიზანი ქველმოქმედება კი არა საზოგადოებაში აზროვნების და ქცევის ახალი მოდელის ჩამოყალიბება განვითარებისთვისთვის ხელის შეწყობაა.
ერთის მხრივ მან, ვისაც რაღაც ზედმეტი აღმოაჩნდა კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას, კი არ გადაყაროს, არამედ სხვას შესთავაზოს საჩუქრად და არა იმიტომ რომ ის სხვა საწყალ ადამიანად მიაჩნია ვისაც თვითონ არ შეუძლია ეს რაღაც შეიძინოს, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ პროდუქტი ნაგავში კი არა ადამიანების სამსახურში გაიხარჯოს.
მეორეს მხრივ, იმან, ვისაც კონკრეტულ ადგილას კონკრეტულ დროს რაღაც არ აღმოაჩნდება, სამოვნებით აიღოს იმისგან ვინც იმ დროს ამ რაღაცას საჩუქრად შესთავაზებს და იმის კომპლექსი არ აწუხებდეს რომ ახლა ვინმემ არ იფიქროს თითქოს მე ამის შეძენა არ შემიძლია თვითონ და იმიტომ ვიღებ სხვისგანო.
უფრო მეტიც, ადამიანს ვინც თავის თავში დარწმუნებულია არ შერცხვება იმის რომ თუნდაც ერთი კილო ბოსტნეული საჩუქრად აიღოს, რადგან იცის – იმიტომ კი არ იღებს რომ თვითონ ვერ იყიდის, არამედ იმიტომ რომ ხვდება ამით ჯერ ერთი თვითონ იმ გამჩუქებელს აძლევს საშუალებას გააკეთოს სასარგებლო საქმე, ანუ ნაგავში გადაყრის ნაცვლად ადამიანებს მოახმაროს თავისი პროდუქტი და შესაბამისად თვითონაც ხდება ამ კარგი საქმის თანამონაწილე ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. უბრალოდ მაღაზიაში წასვლის ნაცვლად იმ ადამიანს შეხვდება ეგ არის და ეგ.
და პირიქით, მსგავსი საჩუქრის მიღება ვფიქრობ იმ ადამიანებს გაუჭირდებათ, რომელთაც ან მართლა ძალიან უჭირთ და არ აქვთ იმ მაგალითად ერთი კგ ბოსტნეულის ფული და ჰგონიათ რომ თუ საჩუქარს მიიღებენ ამას ყველა მიხვდება ან შეიძლება არ უჭირთ მაგდენი მაგრამ მაინც მსხვერპლის ან/და ღატაკის კატეტეგორიებით აზროვნებენ და ჰგონიათ რომ სირცხვილი იქნება ამის გაკეთება.
ამიტომ, დარწმუნებული ვარ ამ ჯგუფის საქმიანობა მინიმუმ ორი მნიშვნელოვან საქმეში დაეხმარება ჩვენს საზოგადეოაბას: დღეს გაბატონებული მსხვერპლის კატეგორიის აზროვნებიდან გამარჯვებულის კატეგორიის აზროვნებაზე გადართვასა და ამავე დროს, პროდუქტების და ზოგადად რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების უნარის გამომუშვებაში.
ასე რომ, მე სიამოვნებით გიწვევთ ამ ჯგუფში ყველას, ვის გულშიც ეს იდეა გამოძახილს ჰპოვებს. შემოგვიერთდით!
აქ არც ჯგუფში გაწევრაინებისთვის არც რამიც გაცემა მიღებისთვის არაფრის გადახდა არ არის საჭირო. ყველაფერი ნებაყოფლობითი და სრულიად უფასოა.
დააწკაუნეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ახალ გახსნილ ფაჯარაში მოითხოვეთ ჯგუფში გაწევრიანება. მოდერატორები მალევე დაადასტურებენ და თქვენ უკვე თამაშში ხართ:
https://www.facebook.com/groups/640738069742428/
საჩუქრის ღირსეულად გაცემაც და ღისეულად მიღებაც დიდი ნიჭია და უნარია… პატივი ვცეთ ერმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი რადგან თუ სიყვარულით გავაკეთებთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მადლიანი იქნება.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია