სიცოცხლე ბევრად უფრო მეტია ვიდრე დოგმებად ქცეული რეალობა

მოგესალმები მკითხველო. მგონი დამიგვიანდა თქვენთან ბოლო კომუნაკიციის შემდეგ დაბრუნება. თუმცა ამავე დანაკლისის გრძნობამ მძაფრად მაგრძნობინა, რომ სათქმელი დაგროვდა. შეიძლება ითქვას საკმარისზე მეტიც.

ყოველდღეიურობა ზოგჯერ მართლაც იმდენად ემსგავსება ერთმანეთს, რომ ვერც ვააანალიზებთ რამდენად დიდი დრო გავიდა ჩაფიქრებულ სურვილებსა და მოქმედ რეალობას შორის. სამწუხაროდ ხშირად სურვილი სურვილად რჩება და მართლაც ყოველ ახალ დღეს ახალი მსგავსი სურნელი აქვს. ისევე როგორც უმარილო საკვებს, თუმცა დოზის გაზრდას, იმის შიშით რომ არ გადაამლაშო, ოდნავ უგემურად კვება გირჩევნია.

არცთუ იშვიათად, სარკეში უყურებ უცხო პიროვნებას, რომელმაც რაღაც შინაგანი მოგპარა და ურცხვად გარწმუნებს რომ ის შენი ფიქრებისა და ოცნებებისკან ნაკოწიწები ადამიანია. ან უფრო მეტიც, გარწმუნებს რომ ფერადი ფერების დრო დიდი ხანია დასრულდა და ახლა, როგორც უკვე დიდმა, ზრდასრულმა ადამიანმა, ყოველდღიური რუტინის სიმძიმე უნდა ზიდო მსუბუქად.  გაიღვიძო უკმაყოფილომ, ფინჯანი ყავა დალიო უგემურად და გაიღიმო უგულოდ.

პრობლემაა ისაა, რომ სინდისის ქენჯნაც დიდი ხანია აღარ გაწუხებს, რადგან შენ უკვე დიდი ხარ, სერიოზული და გაწონასწორრბული.

მაგრამ SOS! ეს ხაფანგია!

რადგან, თუ კი ერთხელ მაინც გავიხსენებდით ჩვენს რეალურ სურვილებს, ოცნებებს მიზნებს, რომლებიც თითქმის შევისისხლხირცეთ, აუცილებლად ვიგრძნობდით ბიძგს მკერდის მარცხენა ნაწილში. ვიგრძნობდით რომ სიცოცხლე ბევრად უფრო მეტია ვიდრე მომაბეზრებელი ერთფეროვნება, გარშემო მომტირალი სახეები და დოგმებად ქცეული რეალობა.

და თუ მაინც გავბედავდით ვყოფილიყივით გულწრფელები, ნამდვილები, ისეთები, როგორიც რეალურად ვართ, ბევრად მრავალფეროვანი გახდებოდა გარემო.

გარემო სადაც “მე” იქნებოდა გაჯერებული საკუთარი ინდივიდუალიზმითა და სიხალასით. გარემო, სადაც არ მოგერიდებოდა გულიანი სიცილის და ემოციების გაზიარების. სადაც თამამად გასცემდი დადებითს და არ შეგეშინდებოდა, რომ სუსტად შეგრაცხავდა “ძვირფასი” საზოგადოება. იქნებოდი ზოგჯერ გიჟი, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ უხასიათო და ყოველივე ამის ფუფუნებას არგუნებდი საკუთარ თავს.

და თუ მაინც დაშტამპული გონების გარღვევას შეეცდებოდი, მოგილოცავდი ვინაიდან იმ გზას დაადექი, რომელიც ჰორიზონტს იქით გაჰყურებს გარემოს.

და თუ ვერ მიგიღებდნენ გულწრფელს, ნამდვილს, ისეთს, როგორსაც საკუთარ თავს შეიყვარებდი, დარწმუნდებოდი რომ დიდი მოგზაურობის დროა. მოგზაურობის, რომლის წყალობითაც შეიცნობდი ყველაზე ნამდვილს საკუთარ არსებობაში. განერიდებოდი შენში გაცოხლებულ გონივრულ რობოტს. შეიცნობდი ცხოვრებას ყველა ფერითა და სურნელით. უმნიშვნელო გახდებოდა სხვათა მიერ ფუჭად გაცემული რჩევა-დარიგებები, რომელიც არათუ შენს განვითარებას, არამედ შინაგან შებოჭილებას ემსახურება.

და თუ მაინც გადაინაცვლებდი ღრმა ბავშვობაში და გახდებოდი ისეთი, როგორიც წლების წინ იყავი, სახეზე დიდი ხნის წინ მივიწყებული ღიმილი დაგიწყებდა თამაშს. ვინაიდან ჩვენი ფიქრები ჩვენსავე ხელთაა.

და თუ მაინც ჩვენს თავს მივცემდით უფლებას, ყოფილიყო ჩვენი მეგობარი, მოვისმენდით სურვილებს. ვანუგეშებდით უიმედოს და შევაგულიანებდით დათრგუნულს. გაქრებოდა შიში დანაკლისისა.

და უბრალოდ თუ დავიწყებდით დღეიდან საკუთარი თავისთვის შანსით მიცემით, აუცილებლად შევცვლიდით ხვალინდელს! მოგვეწონებოდა და  შევიყვარებდით პიროვნებას, რომელიც ყოველ დილით სარკიდან მომზირალი მოგვესალმებოდა.

 

ავტორი: ანნა გვილავა

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ სიყვარულით ენერგია! ასევე, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში ქვემოთ.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.