პასიონარები – ჩვენი ცივილიზაციის მშენებლები

როცა სოკრატეს სიკვდილი მიუსაჯეს, მისი ცოლი ატირდა. რა გატირებსო ჰკითხა სოკრატემ.

– რა და ასე ტყუილუბრალოდ, სრულიად უდანაშაულოს რომ გსჯიან სიკვდილითო.

სოკრატემ გაიცინა და ჰკითხა:

– შენ რა, გერჩივნა დამნაშავე ვყოფილიყავი და ისე დავესაჯეთ?

როცა დოვგანის აკადემიაში ვსწავლობდი, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი აკადემიის იდეოლოგიისა, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იყო პასიონარიზმის იდეა. შემდგომი წლების განმავლობაში მე მასზე ხშირად ვსაუბრობდი ჩემი ზოგიერთი ონლაინ პროგრამის მონაწილეებთან დახურულ ჯგუფებში. დღეს კი მინდა ამ თემაზე თქვენც მოგითხროთ ცოტა რამ.

პასიონარები – ეს არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან, აშენებენ და ანვითარებენ ჩვენს ცივილიზაციას, ჩვენს სამყაროს.

სოკრატე, მიქელანჯელო, განდი, ნუთუ შეიძლება ამ ადამიანების გარეშე მსოფლიოს წარმოდგენა? რა იქნებოდა ეს სამყარო მოცარტის და ბეთჰხოვენის მუსიკის, რუსთაველის და შექსპირის შემოქმედების, სოკრატეს და პლატონის ფილოსოფიის გარეშე? მოაშორეთ მას მუსიკა, მეცნიერება, თეატრი, ხელოვნება, ფილოსოფია… და მსოფლიოც აღარ იქნება.

პასიონარები – ეს არიან შემქმნელები, ამაღლებული, დიადი, მშვენიერი, ნათელი მომავლის მშენებლები.

როცა ვამბობთ, რომ პასიონარები არიან შემოქმედები, მშენებლები, არ იგულისხმება მარტო სახლები, ხიდები და თუნდაც ქალაქები. პირველ რიგში ვგულისხმობთ ადამიანის სულს, ადამიანის ინტელექტს, სიბრძნეს.

ენერგიას, ინტელექტს ადამიანურობის, სიკეთის და თანაგრძნობის უნარის გარეშე შეუძლია შექმნას მხოლოდ ბომბი ან ქიმიური იარაღი. იმისთვის, რომ გავიგოთ ისტორიული პიროვნება პასიონარებს მიეკუთვნება თუ მნგრეველებს, მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა: რა კვალი დატოვა ამ პიროვნებამ? პირამიდები მოჭრილი თავებისგან როგორც თემურ ლენგმა თუ ფილოსოფია როგორც სოკრატემ ან პედაგოგიკა როგორც მონტესორიმ?

პასიონარიზმის დონე, კონკრეტული პიროვნებისთვის, შეიძლება განვსაზღვროთ მისი მემკვიდრეობით, იმ ამოცანების მაშტაბებით, რომელთა გადაწყვეტაც მოასწრო მან.

პასიონარების გარეშე შეუძლებელია პროგრესი და კაცობრიობის განვითარება. სამყაროს პიროვნებები ცვლიან. ჩვეულებრივი ადამიანები მომხმარებლები არიან.

მათ შეუძლიათ იშრომონ დილიდან საღამომდე, მაგრამ ცივილიზაცია ამით არ ვითარდება, მსოფლიო ამით მხოლოდ იფიტება. მაშინ დედამიწაზე მოდიან სულ სხვა მაშტაბის, სულ სხვა კალიბრის ადამიანები.

თუ ჩვეულებრივ ადამიანებს პირველ რიგში აინტერესებთ ბინის, მანქანის ყიდვა, დასვენება, პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე, პასიონარებს სამყარო იმისთვის აგზავნის დედამიწაზე, რომ მათ მთელ კაცობრიობაზე იზრუნონ.

შეუძლებელია წარმოიდგინო სოკრატე, განდი, კორჩაკი, რომლებიც ნერვიულობენ ბინის გამო. მათი ზეიდეის, მათი გულების მაშტაბებს ვერ დაატევ ვერც ერთ ბინაში. მათთვის ეს ზედმეტად პატარა, უაზრო და დამამცირებელია.

დატოვონ კვალი ისტორიაში მსოფლიოს გაუმჯობესებით, აკეთონ სიკეთე მთელი კაცობრიობისთვის – აი რა აღელვებს ყველაზე  მეტად პასიონარებს. მათთვის ჩვეულებრივ ცხოვრებას არ აქვს არანაირი აზრი. მათ ესმით, რომ ნებისმიერი ცოცხალი არსება, მინდვრის თაგვი თუ პატარა ჩიტი იშენებს საკუთარ სახლს და ზრუნავს შთამომავლებზე, მაგრამ ადამიანი ამ ქვეყნად მოვიდა იმისთვის, რომ საკუთარი პიროვნების გაუმჯობესების, მუდმივი სრულყოფის გზით გააუმჯობესოს, გააკეთილშობილოს სამყარო.

წაართვით ნამდვილ პასიონარს ზეიდეა და ის მაშინვე განადგურდება სულიერად და ალბათ ფიზიკურადაც. რადგან მისთვის აზრი არ აქვს უბრალოდ ცოცხალი იყოს იმისთვის რომ ჭამოს, სექსი ჰქონდეს და გამრავლდეს. ის დაბადებულია იმისთვის, რომ იწვოდეს და თავისი მხურვალე გულით ანათებდეს და ათბობდეს სამყაროს.

ვფიქრობ თითოეული ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი უნდა იყოს სწორედ ამ დიადი, პასიონარული ენერგიის მქონე ადამიანთა ისტორიების გაცნობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი, უნდა ვიცოდეთ რაზე ოცნებობდნენ, როგორ ოცნებობდნენ, რა გზის გავლამ მოუწიათ სანამ საკუთარ მიზნებს მიაღწევდნენ, იმისთვის რომ ჩვენც გვქონდეს ორიენტირი, მუდამ გვახსოვდეს მათი დიადი საქმეები და ისინი გვაძლევდნენ შთაგონებას მუდმივი ზრდისა და სიყვარულის, სინათლის ენერგიების მთელ სამყაროში გავრცელებისთვის.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: ვლ. დოვგანის აკადემიის მასალების მიხედვით

საინტერესო პოსტები

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.