მოქმედების ძალა, ანუ – ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

“მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ.

პირველ რიგში, შთაბეჭდილების მოსახდენად,  ვიზრუნე საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ ეფექტურ ფორმაში მყოფი წარვსდექი ადამიანების წინაშე, მაგრამ ისინი არ გამომყვნენ.

მე დავეწაფე წიგნებს და გავხდი ძალიან განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანები ჭკვიანებს არ მიყვებიან.

მე გავხდი მდიდარი და სახელგანთქმული, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

მაშინ მე დავეუფლე ორატორულ ხელოვნებას. თითოეული ჩემი გამოსვლა იყო ერთგვარი ხელოვნების ნიმუში. მე ცეცხლს ვანთებდი აუდიტორიის წინაშე და აღტაცებაში მომყავდა მსმენელები, მაგრამ ისინი მაინც არ მომყვებოდნენ.

ბოლოს და ბოლოს მე მომბეზრდა ეს ყველაფერი, ჩავიქნიე ხელი და წავედი ჩემს საქმეებზე… და ხალხი გამომყვა! იმიტომ, რომ ადამიანები ყოველთვის მიყვებიან იმას, ვინც მიდის!”    

დიახ, რომ გამოგყვნენ – უნდა წახვიდე.  რომ მიიღო სასურველი შედეგი – უნდა იმოქმედო. მოძრაობა – აი საფუძველი სამყაროს არსებობისა. უფალმა არა უბრალოდ შექმნა სამყარო, არამედ მოიყვანა ის მუდმივ მოძრაობაში, და ყველაფერი რაც არ მოძრაობს, კვდება.

წარმოუდგენელია, რომ დედამიწამ, პლანეტებმა შეწყვიტონ მოძრაობა, რომ მზის სისტემა, გალაქტიკა, სამყარო გაჩერდეს. ასევე წარმოუდგნელია გაჩერდეს ადამიანი პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარების თვალსაზრისით.

ჩვენი გონება, აზრები მუდმივად მოძრაობაშია და სამწუხაროდ, ხშირად ეს მოძრაობა უკონტროლოა.  როცა ჩვენ ერთ დღეს ვფიქრობთ, ვთქვათ – ახალ სახლზე, მეორე დღეს –ავტომანქანაზე, ხან გვინდა სამსახურში დაწინაურება, ხან კი საერთოდ მისი მიტოვება და „რაიმე“ ბიზნესის დაწყება, ხშირად კი საერთოდ არ ვიცით რა გვინდა – ჩვენი აზრები უმისამართოდ მიმოიფანტებიან სამყაროში და უსარგებლოდ იხარჯება ის ენერგიაც რომელსაც ყოველდღე გავცემთ.

მაგრამ თუ ჩვენ  ვუზრუნველყოფთ განუწყვეტელი, მიზანდასახული ქმედებების განხორციელებით ჩვენი აზრებისთვის სასურველი შინაარსის, ფორმისა და მიმართულების მიცემას,  მაშინ თანდათანობით კონცენტრირდება ნაკადი გარკვეული ენერგიისა, რომელიც მათი მიმართულებით მიედინება და როდესაც ეს ენერგია ხდება საკმაოდ ძლიერი, მაშინ ეს აზრი, იდეა მატერიალიზდება და ჩვენ ვღებულობთ შესაბამის შედეგს.

ამიტომ, როცა გაგვიჩნდება რაიმეს კეთების სურვილი, საჭიროა დაუყოვნებლივ დავიწყოთ ქმედებები მისი რეალიზების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალისთვის გადადებული – დაკარგულია, განუხორციელებელია, რაც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი რომ ჩვენ მის გაკეთებას ყოველთვის შევძლებთ.

მაგალითად, როცა მე სიგარეტის მოწევა დავიწყე, ვფიქრობდი რომ ნებისმიერ დროს შემეძლო მისი მიტოვება. ასეც ვამბობდი: „რა პრობლემაა, როცა მინდა მაშინ მივატოვებ.“ და როდესაც გადავწყვეტდი თავის დანებებას, მაგრამ მეორე დღეს ისევ სიგარეტს მოვუკიდებდი, ჩემს თავს ვარწმუნებდი: „უბრალოდ ჯერ არ მინდა მიტოვება, თორემ რა პრობლემაა.“ და ასე გრძელდებოდა 15 წლის განმავლობაში სანამ ერთ დღეს კატეგორიულად არ განვაცხადე: „მორჩა, მე მინდა ვიყო ჯანმრთელი, მე მინდა ცხოვრება სიგარეტის გარეშე“ – და იქვე, იმწამსვე არ გადავაგდე ახალმოკიდებული სიგარეტი და საბოლოოდ არ მოვიშორე ის ჩემი ცხოვრებიდან.

ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა წინ წავიდეთ და განვითარდეთ, უნდა დავისახოთ მიზანი, მოვახდინოთ ჩვენი აზრების მთლიანად მასზე კონცენტრირება, დავიწყოთ დაუყოვნებლივი ქმედება და ვიმოძრაოთ გამუდმებით მისი მიმართულებით.

რადგან,  თუ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, მაშინაც ვიცვლებით, ოღონდ საპირისპიროდ, ვინაიდან,  თუ მოქმედება – მოძრაობაა წინასწარ განსაზღვრული, სასურველი მიმართულებით, უმოქმედობაც  მოძრაობაა, ოღონდ გაურკვეველი მიმართულებით და თითქმის ყოველთვის მივყავართ სრულიად საპირისპირო შედეგამდე, იმისგან განსხვავებით, რომელიც გვსურდა რომ მიგვეღო.

იყავით მუდმივად მოძრაობაში, ძიებაში, იაზროვნეთ, იმოქმედეთ მიზანდასახულად, განვითარდით, იარეთ წარმატების მწვერვალებისკენ და მიეცით გარშემომყოფებს მაგალითი, საშუალება, რომ გამოგყვნენ.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია.

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანს ახლა როგორც ჰაერი ისე სჭირდება ეს ინფორმაცია.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე!

საინტერესო პოსტები

40 thoughts on “მოქმედების ძალა, ანუ – ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ”

  1. კეთილი იყოს ხვიჩა შენი მობრძანება “ჯეო-ნეტში” ;). ქედს ვიხრი შენი შეუპოვრობის წინაშე! ძალიან მაგარი ხარ! ასე ოპერატიულად თუ აქცევდი იდეას საქმედ ნამდვილად არ მეგონა… შენი ბლოგის ხშირ სტუმრად, პოსტების გამზიარებლად და ერთგულ კომენტატორად მიგულე! 😉

    ასევე, ვიზიტორების მოსამატებლად, შენს ბლოგს, ჩემს მკითხველთა ბაზაში გავაპიარებ!!!

    კარგი პოსტი იყო, ეს ერთი და სხვა მრავალი! 😉 

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა გიორგი! შენ პირველი კომენტარის ავტორი ხარ და ეს ალბათ სიმბოლურიცაა, რადგან პირველმა სწორედ შენ მირჩიე ბლოგის შექმნა.

      რაც შეეხება შენს მკითხველთა ბაზაში გაპიარებას – ეს არაჩვეულებრივი რეკლამა იქნება და ამისთვისაც განსაკუთრებული მადლობა!

      ისე, გპირდები, ერთი ასად დაგიბრუნებ 🙂 

      პასუხი
  2. გამარჯობათ! ძალიან საინტერესოა და შთამბეჭდავი. უდაოდ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით. წარმატებებს გისურვეთ.:)

    პასუხი
    • ძალიან დიდი მადლობა ნინო!

      თქვენ ერთერთი პირველთაგანი ყოფილხართ და  მე კი არ ვიცოდი. თქვენი კომენტარი ახლაღა აღმოვაჩინე შემთხვევით – სპამში. წარმოდგენა არა მაქვს იქ რატომ და როგორ მოხვდა. მაპატიეთ, ტექნიკურ საკითხებში ცოტას მოვიკოჭლებ და ალბათ რაღაც შემეშალა.

      მჯერა ეს ფაქტი უარყოფითად არ იმოქმედებს თქვენს დამოკიდებულებაზე ჩემი და ჩემი საიტისადმი და თქვენ კიდევ ხშირად მესტუმრებით.

      პატივისცემით და სიყვარულით, ხვიჩა 

       

      პასუხი
  3. ძალიან მომეწონა და მიხარია ასეთი ბლოგი, რომ შეიქმნა… წარმატებებს გისურვებთ და თქვენ ერთგულ მკითხველად მიგულეთ ყოველთვის….  🙂

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ფიქრია! ძალიან გამახარეთ!

      თქვენც ერთ–ერთი პიონერთაგანი ხართ კომენტარებში და ამას ძალიან ვაფასებ. ხოლო ის რომ მოგეწონათ აქაურობა და კიდევ აპირებთ სტუმრობას – უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რადგან, ერთგული მკითხველების გარეშე ეს ბლოგი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, უბრალოდ ვერ იცოცხლებს.

      მე ჩემის მხრივ გპირდებით რომ აქ ყოველთვის დაგახვედრებთ საინტერესო და სასარგებლო მასალებს!

      კიდევ ერთხელ, მადლობა და წარმატებები!

      პასუხი
  4. ძალიან კარგია, დროულია, საჭიროა… წარმატებას მხოლოდ მიზანზე კონცენტრირება და მოძრაობა განსაზღვრავს?ბედი,იღბალი,ვარსკვლავები, რა როლს ასრულებს? მიზნის მასშტაბი საკუთარ ზომებთან შეფარდებით არაფერ შუაშია? მიზნის მქონე და შემდეგ ამ მიზნისკენ მიმავალი ადამიანი თავისთავად უკვე გამორჩეულია და ამ გზაზე მიმავალს  ავტომატურად ახლავს ნეგარიუტი სამყაროც, შური, მტობა, ბოღმა, კვანტი, გზის ჩახერგვა… მე გთავაზობთ ასეთ თემას:როგორ მოვიზიდოთ პოზიტიური სამყარო დიადი მიზნისკენ მიმავალ გზაზე,თან იმის ფონზე, რომ ჩვენ თვითონ სრულყოფილები სულაც არ ვართ!

    პასუხი
    • ეს კომენტარიც დროული, საჭირო და რაც მთავარია არაჩვეულებრივია. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის მერი!

      ამ ბლოგის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ჩვენ ერთად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რაც ადამიანს პიროვნულ ზრდაში და შესაბამისად, ცხოვრებაში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზებაში შეუწყობს ხელს.

      “განსაზღვრავს თუ არა მარტო მიზანზე კონცენტრირება და მოძრაობა წარმატებას?”

      წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა გახსნათ, ვთქვათ 10 გასღებიანი სეიფი, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, თქვენ ვერ გახსნით მას ერთი გასაღებით, უფრო მეტიც – ვერც 9 გასაღებით შეძლებთ ამის გაკეთებას. ამისთვის აუცილებლად უნდა მოიპოვოთ ათივე გასაღები. მიზანზე კონცენტრირება –წარმატების სამყაროს კარიბჭის ერთ–ერთი გასაღებთაგანია, ხოლო მოძრაობა კი ის ენერგიაა, რომლის გარეშეც ვერ მოიპოვებ საერთოდ ვერცერთ გასაღებს და რომლის გარეშეც, ღიაც რომ იყოს ეს კარიბჭე, შიგნით მაინც ვერ შეხვალ.

      რაც შეეხება ბედს, იღბალს, მიზნის მასშტაბებს და მისკენ მიმავალ გზაზე შესაძლო წიააღმდეგობებს – ეს სწორედ ის თემებია, რომლებზეც გვექნება საუბარი ამ ბლოგზე და რომლთა განხილვაშიც დარწმუნებული ვარ  თქვენეული ხედვები და მოსაზრებები ძალზე საინტერესო და სასარგებლო იქნება.

      უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ,  რომ ასე საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაერთეთ ახალშობილი ბლოგის განვითარების პროცესში!

       P.S. კომენტარის ბოლოს ძალზე საინტერესო თემა შემომთავაზეთ. აქ აუცილებლად გამოქვეყნდება ამ საკითხზე პოსტები, როგორც საავტორო, ისე ნათარგმი.  ხოლო, თუ შემოთავაზებაში თქვენ გულისხმობთ თქვენს მიერ მომზადებული მასალის გაცნობას, მე ამას დიდი ინტერესით და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.
      (ეტყობა თქვენ უკვე მიუთითეთ “ბმული” რომელიღაც ინტერნეტრესურსზე, კომეტარში თქვენი სახელის მეშვეობით, მაგრამ რატომღაც არ იხსნება).

       

      პასუხი
  5. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბლოგზე, ხვიჩა !!!
    რა სასიამოვნოა, რომ შენი სიტყვა და საქმე ასე ახლოს ყოფილა ერთმანეთთან. ჩემს ბლოგზე ისეთ ჩანაწერებს აკეთებდი, ეჭვი არ მეპარებოდა, შენი პოტენციალი კომენტარების ვიწრო ჩარჩოებს ვერ იგუებდა და ერთ მშვენიერ დღეს თავის ძალას გვაჩვენებდა 🙂 გილოცავ ამ მშვენიერი დღის დადგომას! 
    ისე, მეც მოსალოცად მაქვს საქმე, რომ იცოდე : ერთი ნიჭიერი და საიმედო პოტენციური პარტნიორი შემემატა 🙂
    ასე რომ, წარმატებები, წარმატებები და წარმატებები… კოლეგა!
    p.s.  საიდუმლოდ გეტყვი: ამ ბლოგს ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობისას გადავაწყდი (Google Analytics-მა გაგყიდა) და არ შევიმჩნიე 🙂 ისე იყავი საქმეში გართული… მიხაროდა, რომ გიყურებდი 🙂 დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვისაც შეუძლია “დაისახოს მიზანი, მოახდინოს თავისი აზრების მთლიანად მასზე კონცენტრირება, დაიწყოს დაუყოვნებლივი ქმედება და იმოძრაოს გამუდმებით მისი მიმართულებით”, – როგორც ერთი ნაცნობი ბლოგერი იტყოდა 😉

    პასუხი
    • კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს “ბლოგოსფეროში” ქეთევან!

      მაპატიე, რომ ასე ღარიბულად ვხვდები შენისთანა ძვირფას სტუმარს, მაგრამ გპირდები – ხვნა–თესვის სეზონს არ ჩავაგდებ და შემოდგომისთვის ისეთი ხვავითა და ბარაქით გავავსებ აქაურობას, რომ სტუმრების მოყვანისაც არ შეგრცხვეს 🙂

      შენთან მეგობრობა და პარტნიორობა ჩემთვის დიდი პატივი და სტიმულია! უღრმესი მადლობა იმ საოცარი პოზიტიური მუხტისთვის, რომელიც ყოველთვის უხვად იგრძნობა ყველგან, სადაც კი შენი კალამი და ნააზრევი გამოჩნდება. (წარმომიდგენია, რა გავლენას ახდენ ალბათ უშუალოდ შენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებზე 🙂 

      არა, საოცარი, მრავალმხრივი ნიჭითა და ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი რომ ხარ – ეს უკვე ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამ ჩემს საცოდავ სატესტო ვერსიებს როგორ პოულობდი? ისე საგულდაგულოდ ვნიღბავდი, მე თვითონ ვერ ვაგნებდი ხოლმე 🙂

      პასუხი
  6. ძალიან მომეწონა თქვენი სტატია! დიდი მადლობა! მეწმუნეთ თქვენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვიქნები. გისურვებთ წარმატებებს!

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა გიორგი და ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი კომენტარი, არ ვიცი რანაირად, სპამში მოხვედრილა. დღეს აღმოვაჩინე შემთხვევით კიდევ ერთ კომენტართან ერთად.

      მგონი უკვე გამოსწორებულია ამის მიზეზი და შემდეგში თქვენი კომენტარი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოხვდება პირდაპირ გვერდზე!

       

      პასუხი
    • უღრმესი მადლობა კონსტანტინე!

      შენც გიდევს “ერთი აგური” ამ ბლოგის შენებაში, როგორც გიორგის პარტნიორსა და პროექტ ინტელექტიკას ერთერთ შემოქმედს. ამიტომ შენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

      პასუხი
    • გმადლობთ მზია! მიხარია რომ მოგეწონათ და განსაკუთრებით კი ის,  რომ თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში.

      აი რეკლამაში კი ვერ ვხვდები რას გულისხმობთ 🙂

       

      პასუხი
  7. უღრმესი მადლობა თეონა! 

    ძალიან მახარებს თქვენი გადაწყვეტილება – ჩემთან ხშირად სტუმრობასთან დაკავშირებით!

    მე, ჩემის მხრივ, გპირდებით, რომ ყოველთვის ღირსეულ მასპინძლობას გაგიწევთ! 

    პასუხი
  8. ძლიან საინტერესო თემაა ხვიჩა, მოდის დადებითი  მუხტი და დიდი მადლობა ამისთვის. კარგია რომ არსებობთ, კარგ საქმეს აკეთებთ, შეძლებთ ბევრს დაეხმაროთ. სურვილი მაქვს ვიხილო კიდევ ბევრი ასეთი საინტერესო პოსტი. გისურვებთ წარმატებებს! 🙂
     

    პასუხი
  9. მადლობა თქვენ ნათია, რომ მესტუმრეთ და თან თქვენი კომენტარით ძალიან გამახარეთ! მე ჩემის მხრივ გპირდებით, რომ მოლოდინს არ გაგიცრუებთ და ყოველთვის ღირსეულად დაგხვდებით! 🙂

    პასუხი
  10. გმადლობ რუსიკო! ძალიან გამიხარდა შენი სტუმრობა! თუმცა ვერ გამოვდექი კარგი მასპინძელი, შენი კომენტარი რატომღაც სპამში აღმოჩენილა და ახლა დავიხსენი ტყვეობიდან  🙂

    ხშირად მესტუმრე, გპირდები, რომ მოლოდინს არ გაგიცრუებ 🙂 

    პასუხი
  11. dzalian moazrovne adamiani xart xvicha,shtambechdavi sityvebia…momewona.kargi iqneba realurad shegvedzlos am azrebis gatareba cxovrebashi

    პასუხი
  12. გმადლობთ ლიკა, რომ მესტუმრეთ და თან არ დაიზარეთ თქვენი აზრის დაფიქსირება კომენტარებში!

    დამიჯერეთ ეს ნამდვილად შესაძლებელია, უფრო მეტიც, თითოეულმა ადამიანმა, ვინც კი წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში, მხოლოდ ამ გზით შეძლო ამის გაკეთება 🙂

     

    პასუხი
  13. ძალიან მომეწონა ხვიჩა ბატონო…წარმატებების მიღწევა მხოლოდ ასეთი მონდომებითა და კონცენტრირებით!!!

    პასუხი
  14. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე ირა!

    უღრმესი მადლობა რომ მესტუმრეთ და თანაც თქვენი მოსაზრება დააფიქსირეთ კომენტარებში! 🙂

    რაც შეეხება “მონდომებასა და კონცენტრირებას”, ის მართლაც აუცილებელი პირობაა წარმატების მიღწევისა, ოღონდ ერთ–ერთი და არა ერთადერთი 🙂 თუმცა ვატყობ ეს თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ 🙂

    ხშირად გვესტუმრეთ, დარწმუნებული ვარ თქვენ საინტერსო ადამიანი ხართ და ძალიან ბევრს შემატებთ ამ ბლოგს, მის სტუმრებს და თავად თქვენს მონამორჩილს – აქაურობის მასპინძელსაც 🙂 

     

    პასუხი
  15. გამარჯობა, დროული და აუცილებელი თემაა ეს ჩემთვის დღეს,მადლობა ამისთვის,რუსულ ბლოგებს ვსტუმრობ ხოლმე საჭიროების შემთხვევაში და ძალიან გამიხარდა,რომ ერთერთი ასეთი კარგი ქართული ბლოგიც ვიპოვე,სადაც მარტივად და სიღრმისეულადაა ასახული დასმული საკითხი,თქვენი ეს თემა ჩემთვის ბიძგის მომცემია,რაც ეხლა მე როგორც ჰაერი ისე მჭირდება…:)))გაიხარეთ…
     

    პასუხი
    • მიხარია, რომ კიდევ მესტუმრეთ ქეთევან!

      გარწმუნებთ ქართულ ინტერნეტსივრცეში უამრავი ძალზე საინტერსო და სასარგებლო რესურსია, რამოდენიმე მათგანზე ბმულებს თქვენ აქაც იპოვით (მეგობარი ბლოგები) ესტუმრეთ მათ… დარწმუნებული ვარ კმაყოფილი დარჩებით! 🙂

      პასუხი
  16. ახლა ვნახე ხვიჩა კომენტარი.რეკლამაში ვიგულისხმე გიორგი თვალაძე .თუ არ ვცდები გიორგისაგან შემოვედი თქვენთან.ის გიწევდა “რეკლამას”

    პასუხი
    • გასაგებია მზია 🙂 უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ როგორც თქვენ ასევე გიორგისაც რა თქმა უნდა 🙂

      პასუხი
    • იცოცხლეთ ნინო, მეც ძალიან მომწონს თქვენი კომენტარები 🙂

      ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთ პოზიტიურად მოაზროვნე, წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანიანთან გადაიკვეთა ჩემი გზა… 

      უღრმესი მადლობა! 🙂

      პასუხი
  17. mogesalmebit.mixaria rom qartuladac vipove chemtvis saintereso blogi.ratqmaunda momcons.vkitxulob giorgi tvaladzesac.da ucxour statiebs pirovnul ganvitarebastan dakavshirebit.tanac bevrs titqmis yoveldge.magram gavichede ver agmovachine risi gaketeba msursanu mocodeba an rogorc ityvian tu ar aketeb sakvarel saqmes carmatebas ver miagcevo.yovel dge sxvadasxva raime momdis tavshi.magalitan:mcerali;carmatebuli biznesmeni;da ase shemdeg.ra iaris namdvili mocodeba da ra gzit cavide ganvitarebiken.aq var gachedili..ras mirchevt?cinascar didi madloba.imedia sinatles shemoitans tqneni rcheva miznis garkvevasi(anu yovelge sxvadasxva rame an vinme yofna ar momindes)madlobt

    პასუხი
  18. მოგესალმებით ია! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე 🙂 უღრმესი მადლობა საინტერესო უკუკავშირისთვის…

    ჩემთვის ნაცნობი განცდაა, როცა ერთ დღეს გგონია, რომ შენი საყვარელი საქმე იპოვე, გავა ცოტა ხანი და აღმოაჩენ, რომ თურმე სულ სხვა რამ გიტაცებს და ა.შ.  მე მთელი ცხოვრება ასეთ “მომთაბარეობაში”  გავატერე. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე რჩევა წარმატებული და ჭკვიანი ადამიანებისთვის მეკითხა და აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს თავისებური “მეთოდი” აქვს საკუთარი მოწოდების გამოსავლენად, ანუ რაიმე უნივერსალური მეთოდი, მზა რეცეპტი არ არსებობს…

    ისევე, როგორც არ არსებობს მზა რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა ვთქვათ თავისი მეორე ნახევრის პოვნას ცხოვრებაში. ზოგიერთები პირველივე დანახვაზე გრძნობენ, რომ “ის ის არის”, ზოგიერთები კი შეიძლება ყოველდღე ხედავდნენ, მაგრამ წლები დასჭირდეთ, ამის მისახვედრად…

    მოკლედ, ეს იმდენად ვრცელი და რთული თემაა, რომ კომენტარის ფორმატში მასზე ამომწურავად პასუხის გაცემა შეუძლებელია. აქ მე უბრალოდ იმ რამოდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებზე დაფიქრებაც გაგიადვილებთ ამოცანას.
     
    დაფიქრდით და შეეცადეთ უპასუხეთ შემდეგ კითხვას: რა საქმით დაკავდებოდით თქვენთვის რომ ფული პრობლემა არ იყოს? ანუ, ვთქვათ აღმოჩნდა რომ თქვენ გყოლიათ ვიღაც მდიდარი ნათესავი უცხოეთში, რომელიც გარდაიცვალა და ანდერძით დაგიტოვათ მილიარდი დოლარი. ფული თქვენია და შეგიძლიათ როგორც გინდათ ისე მოიხმაროთ. რას გააკეთებდით ასეთ დროს? რა არის ის საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებდათ და რომელსაც მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდით?

    მას შემდეგ, რაც ზემოთ მოცემულ კითხვაზე პასუხს გასცემთ და “გაარკვევთ” თუ რა ყოფილა თქვენი საყვარელი საქმიანობა,  ჩაატარეთ ერთგვარი ტესტირება. ამისთვის დაუსვით თქვენს თავს მეორე შეკითხვა: მე რომ ფული არ მქონდეს და ამ საქმიანობაშიც რომ ფული არავინ გადამიხადოს, მაინც გავაკეთებ მას? მაინც მომანიჭებს მისი კეთება სიამოვნებას? ანუ, თუ აღმოჩნდა, რომ თქვენი “მოწოდება” ყოფილა ვთქვათ მოდელობა – დაფიქრდით და უპასუხეთ კითხვას: გამოხვიდოდით პოდიუმზე, თუ ამაში ფულს არ გადაგიხდიდნენ? (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ არ ხართ მილიარდერი 🙂 )

    იფიქრეთ ამ კითხვებზე ია. და რაც მთავარია იმოქმედეთ, ეძებეთ… ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. თქვენ შეიძლება ჯერ არ მოგსვლიათ თავში ის იდეა, რომელიც მთლიანად “დაგიპყრობდათ” ან შეიძლება მოგივიდათ, მაგრამ ისე “გაატარეთ” რომ ვერ იგრძენით “აღმოჩენის წამის” სიდიადე, მაგრამ თუ არ გაჩერდებით,  აუცილებლად დადგება ის დრო, როცა თქვენ უცებ გაგინათდებათ გონება და მთელი გულით იგრძნობთ, რომ “ის ის არის” 🙂

    მე კი, ჩემი მხრიდან, მზად ვარ ამ თემაზე უფრო ვრცლად სასაუბროდ და გამოცდილების გასაზიარებლად

    ჩვენ შეგვიძლია ასე მოვიქცეთ: ამ ბლოგზე არის გვერდი “კონტაქტი”. მასში თქვენ ნახავთ ინფორმაციას საკონტაქტო საშუალებებზე, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. (ფეისბუკის გვერდი, სკაიპი, ელფოსტა).

    დამიკავშირდით, მე სიამოვნებით გაგიზიარებთ გამოცდილებას და გაგიწევთ მეგზურობას ამ რთულ, წიანააღმდეგობებით სავსე, მაგრამ საინტერსო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში 🙂

     

    პასუხი
  19. მოგესალმები ხვიჩა და  ავღნიშნავ რომ ძალიან კარგი პოსტია და ძლიერი მოტივაციის მომცემი,ძალიან კარგად ჩამოყალიბებული და სრულიად გასაზიარებელი,,,და დავამატებ,,<<,ქმედება ისევ ქმედითიან შედეგს იწვეს>>>სრული 100%,,,წარმატებები,,

    პასუხი
  20. შენ მიდიხარ ცხოვრების გზაზე, ჩაფიქრებული და თავჩაღუნული ნელა მიუყვები ბილიკებს… მოულოდნელად ისეთი გრძნობა გიპყრობს, თითქოს გზა აგერია, შენ ჩერდები, თავს სწევ მაღლა და ამჩნევ ცაზე ვარსკვლავებს. შემდეგ იხედები გარშემო და ამჩნევ მთებს,ამჩნევ ზღვას და კიდევ რამდენიმე ყალბ ადამიანს ვინც თავი გამოაშკარავა ,მადლიერი ხარ ღვთის და იმ ნამდვილი მეგობრების ვინც მართლა მეგობრობა გაგიწია,ამჩნევ თვალუწვდენელ ველებს რომელთა შორის გაწელილა გზის უსასრულობა და მშვიდდები… შენ ეს გზა არ გაშინებს და აგრძელებს მას თავდაჯერებული. მიზანთან ახლოს ხარ და სიმშვიდეს ინარჩუნებ,ხვდები რომ მიუწდომელი არაფერია თუ მოინდომებ,გრძნობა მადლიერების ღვთის მიმართ უფრო და უფრო იზრდება, რწმენა სიყვარული და იმედი სანამ არსებობს მე ვარ ძლიერი !

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.