როგორ დავგეგმოთ ეფექტურად მთელი წელი, ახალი წლის პირველი 12 დღის მეშვეობით

2016

ჩემო არაჩვეულებრივი, საყვარელო, უნიჭიერესო, გენიალურო, პოზიტიურო, მხიარულო, ბედნიერო მკითხველებო, ძველო თუ ახალშეძენილო მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას, კიდევ უფრო მეტ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სიყვარულით  და სინათლით სავსე დღეებს.

შარშან ახალ წლებზე, ფოსტაზე მივიღე ჩემი არაჩვეულებრივი მოლდოველი მეგობრის,უჭკვიანესი და უალამაზესი ქალბატონის, ფსიქოლოგ ანტონინა ლიტოვკას წერილი რომელშიც ის მოლოსცვასთან ერთად იძლეოდა ძალზე საინტერესო ანალიზს ახალი წლის პირველი 12 დღის შესახებ. ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ მაშინვე ვთარგმნე და გავუზიარე ჩემს მკითხველებს. უკვე ერთი წელი გავიდა მაგრამ ეს ანალიზი და რჩევები ისევე აქტუალურია როგორ შარშან, ამიტომ გადავწყვიტე ისევ გაგიზიაროთ.

მაშ ასე, ყურადღებით წაიკითხეთ შედგომი ტექსტი და რაც მთავარია შეეცადეთ გაითვალისწინოთ წაკითხული.

„ადამიანთა უმრავლესობისთვის ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაკარგა თავისი მაგიური მნიშვნელობა. და რაც უფრო მეტად ვშორდებით მის ჭეშმარიტ არსს, მით უფრო მეტად ემსგავსება ის ჩვეულებრივ ქეიფს, რომლის მთავარი შემადგენელიც სასმელ-საჭმელი, სადღერგძელოები და ცეკვა-თამაშია.

რა თქმა უნდა დღესასწაულის ეს ნაწილიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალ წელს აქვს სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარეც, რომელიც დროთა განმავლობაში მივიწყებულ იქნა.

ახლა მოდით და შევეცადოთ მივუდგეთ ამ მოვლენას მთელი პასუხისმგებლობით და გაცნობიერებულობით. თქვენ ალბათ გსმენიათ „ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთნაირადვე გაატარებო“. ეს ერთგვარად მართალიცაა, მააგრამ მნიშვნელოვანია არამარტო ახალი წლის შეხვედრა, არამედ ისიც თუ როგორ გავატარებთ ახალი წლის პირველ დღეებს.

ახალი წლის პირველ 12 დღეში იმალება მაგიური არსი. ჩვენი პლანეტა საკუთარი ღერძის გარშემო ერთ შემობრუნებას ანდომებს ერთ დღე-ღამეს და ამ ხნის განმავლობაში გადის აღმოსავლეთით ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს. შემდეგ კი წლის განმავლობაში მზე გაივლის ამ 12-ვე ზოდიაქოს.

სწორედ ამიტომ ახალი წლის შემდგომ თითოეული დღე პროეცირდება იმ წლის თითოეულ თვესთან. ანუ, როგორიც იქნება ახალი წლის პირველი 12 დღე, ისეთივე იქნება იმ წლის 12-ვე თვე. 1 ინავარი-იანვარის თვე; 2 იანვარი-თებერვლის თვე; 3 იანვარი-მარტის თვე და ა.შ.

გამომდინარე აქედან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გარკვულწილად მოვახდინოთ მთელი წლის დაგეგმა და კორექტირება ახალი წლის პირველი 12 დღის მეშვეობით.

ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღე გავწეროთ ჩვენი გეგმეი, განზრახვები და სურვილები იმ თვისთვის, რომელ თვესაც ეს დღე შეესაბამება. და რაც მთავარია გავატაროთ ეს 12 დღე გაცნობიერებულად და აქტიურად.

თუ თქვენ ამ დღეებს მხოლოდ ქეიფსა და ღრეობას დაუთმობთ, მაშინ ნუ გაგიკვირდებთ თუ მთელი წელი ნაკლებად მოტივირებული იქნებით და არც საკმარისი ენერგია გექნებათ მუშაობისთვის და არც საკმარისი ნერვები.

ასე, რომ სადაც არ უნდა იყოთ და რაცას არ უნდა აკეთებდეთ, მუდამ გახსოვდეთ ახალი წლის ეს მაგიური 12 დღე. ეცადეთ ამ დღეების განმავლობაში იყოთ ამაღლებულ განწყობაზე, დაიძინოთ და გაიღვიძოთ სიხარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით და სიყვარულის და მადლიერების გრძნობით ყველას და ყველაფრის მიმართ.

ამ 12 დღის გაცნობიერებულად გატარებით, ჩვენ შევძლებთ მთელ მომდევნო წელიწადზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. რადგან სწორედ ამ დღეებში ეყრება საძირკველი მთელ ჩვენს ცხოვრებაშო მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.“

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია.

 

 

საინტერესო პოსტები

2 thoughts on “როგორ დავგეგმოთ ეფექტურად მთელი წელი, ახალი წლის პირველი 12 დღის მეშვეობით”

  1. ჩვენც გილოცავთ და გისურვებთ რომ არა მარტო 12 დღე და 12 წელი არამედ გაცილებით მეტი ყოფილიყავით ჯანმრთელი და ხალისიანი , პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე ძალიან წარმატებული და ბედნიერი. ერთი სიტყვით “სუპერეფეტურზე კიდევ უფრო სუპერეფექტური” იმიტომ რომ ეს ამბები ვირუსივით გადამდებია და დაე სამყაროს გადასდებოდეს ეს ოპტიმიზმი და პოზიტივი

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.