როდესაც ვიწყებთ რეალურ მოქმედებას ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, აუცილებლად წავაწყდებით უამრავ ხელისშემშლელ ფაქტორს, რომლებიც აფერხებენ ჩვენს წინსვლას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მათ შესახებ სერიოზულად არც კი დავფიქრებულვართ.
დღეს შემოგთავაზებთ დანა სავიუსის სტატიას, სადაც აღწერილია 13 ბარიერი, რომლებიც უნდა გადავლახოთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
“…ძალზე ხშირად ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ისეთ უსარგებლო ჩვევებზე და პრინციპებზე, რომლებსაც მოაქვთ მხოლოდ ტკივილი, სტრესი და ტანჯვა.
დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ ყველაფერ ამისგან განთავისუფლებას და ცვილებებისადმი ადაპტირებას. მზად ხართ? მაშ ასე:
1. განთავისუფლდით საჭიროებისგან ყოველთვის ამტკიცოთ თქვენი სიმართლე.
ჩვენს შორის უამრავია ისეთი, ვისაც არ შეუძლია მიიღოს განსხვავებული აზრები და შეხედულებები, თუნდაც ამის გამო მოუწიოს ურთიერთობების გაწყვეტამ, ტკივილისა და ტანჯვის გადატანამ.
ყოველთვის, როცა იგრძნობთ მძაფრ საჭიროებას დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე, შეეკითხეთ საკუთარ თავს: “რა არის ჩემთვის მთავარი – დავრჩე მართალი თუ ვიყო კეთილი?” როგორი იქნება შედეგები? თქვენი ეგო ნამდვილად ასეთი დიდია?
2. შეეშვით კონტროლს
იყავით მზად უარი თქვათ აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი თქვენს გარშემო: მოვლენები, ადამიანები, იქნებიან ისინი ოჯახის წევრები, ნაცნობ–მეგობრები, კოლეგები თუ თუნდაც უცნობები – უბრალოდ მიეცით მათ საშუალება იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. მიიღეთ მათი უნიკალურობა და თქვენ იგრძნობთ როგორ გაგიუმჯობესდებათ ხასიათი და შეგრძნებები.
3. მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა
განთავისუფლდით სხვების დადანაშაულების საჭიროებისგან იმისთვის, რაც გაქვთ ან არა გაქვათ, იმისთვის რასაც გრძნობთ ან არ გრძნობთ. შეეშვით თქვენი ენერგიის უაზრო ხარჯვას და აიღეთ სრული პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე
4. მოიშორეთ ნეგატიური წარმოდგენები საკუთარ თავზე.
რამდენი ადამიანი აყენებს ზიანს საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ უფლებას აძლევს უარყოფით ემოციებს და აზრებს მართოს მისი ცხოვრება. ნუ ენდობით ყველაფერს რასაც გკარნახობთ თქვენი ლოგიკური გონივრული აზროვნება. თქვენ უკეთესი ხართ და სინამდვილეში შეგიძლიათ უფრო მეტი ვიდრე გგონიათ.
„სიტყვების ძალის დახმარებით შესაძლებელია საკუთარ მოქმედებებში მყისიერი ცვლილებების გამოწვევა. მაგალითად სიტყვების ძალით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სიმხდალე – სიმამაცით, პასიურობა – აქტიურობით, ხოლო სისუსტე – ძლიერებით.“ (ხოსე სილვა)
5. შეეშვით პრეტენზიებს
განთავისულდით საჭიროებისგან მუდმივად გამოთქვათ პრეტენზიები ადამიანებზე, მოვლენებზე, სიტუაციებზე, რომლებიც იწვევენ თქვენს დათრგუნვას, მოწყენილობას, უბედურებას. არავის არ შეუძლია თქვენი გაუბედურება. არანაირ სიტუაციას არ შეუძლია თქვენი დამწუხრება. ამა თუ იმ გრძნობას იწვევს არა რაიმე მოვლენა ან ფაქტი, არამედ მათზე ჩვენი რეაქცია.
ყოველთვის გააკეთეთ გააზრებული არჩევანი იმისა, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოთ ყველაფერზე, რაც ხდება თქვენს თავს და თქვენს გარშემო. არ ღირს პოზიტიური აზროვნების არასათანადოდ შეფასება.
6. უარი თქვით კრიტიკაზე
შეეშვით თქვენგან განსხვავებული ადამიანების ან/და იმ მოვლენების კრიტიკას, რომლებმაც არ გაამართლეს თქვენი მოლოდინი. ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა ერთნაირად მივილტით იმისკენ, რომ ვიყოთ საყვარელი, საჭირო, ბედნიერი და თვითრეალიზებული ადამიანი.
7. განთავისუფლდით სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის საჭიროებისაგან.
შეეშვით თამაშს და ისეთ ადამიანად თავის მოჩვენებას, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. მოიშორეთ ნიღაბი. მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ნამდვილი „მე“ და მაშინ ადამიანებიც შეგიყვარებენ და გაღიარებენ.
8. შეეშვით ცვლილებებისთვის წინააღმდეგობების გაწევას.
ცვლილებები – ეს ნორმალური მოვლენაა, ისინი აუცილებელია იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ წინ, A პუნქტიდან B პუნქტამდე. ისინი გვეხმარებიან ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
9. შეეშვით იარლიყების მიკერებას
ნუ მიაკერებთ სხვადასხვა სახის იარლიყებს ადამიანებსა და მოვლენებს, რომლებზეც თქვენ არაფერი არ იცით ან რომლებისაც არ გესმით. ეცადეთ თანდათანობით გახსნათ თქვენი გონება სიახლეების შესაცნობად.
„გულგრილობის უმაღლესი ფორმაა – უარყოფა იმისა რაც ჩვენთვის უცნობია.“ (უეინ დაიერი)
10. გაუშვით წარსული
ვიცი ეს ძნელია. მითუმეტეს თუ წარსული უფრო მოგვწონს ვიდრე აწმყო, ხოლო მომავალი ცოტა არ იყოს გვაშინებს, მაგრამ აუცილებელია შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ აწმყო, ეს არის ყველაფერი, რაც ამჟამად გაგვაჩნია. წარსულმა ჩაიარა და არასდროს არ განმეორდება. იცხოვრეთ აქ და ამჟამად. გქონდეთ მომავლის ნათელი ხედვა, იყავით მზად მასთან შესახვედრად, მაგრამ იცხოვრეთ დღევანდელი დღით.
11. განთავისუფლდით შიშისგან
შიში ეს მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, ის არ არსებობს – ის თქვენი წარმოსახვის შექმნილია. ეს ყველაფერი თქვენს გონებაშია. შეცვალეთ შინაგანი დამოკიდებულება და გარეგანი დადგება თავის ადგილზე.
„ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს – ეს თავად შიშია“ (ფ.დ. რუზველტი)
12. შეეშვით თავის მართლებას
გამოააშკარავეთ თავის მართლებები და გაუშვით ისინი პენსიაზე. ყველაზე ხშირად ჩვენ სწორედ თავის მართლებებით ვიზღუდავთ თავს. იმის ნაცვლად, რომ ვიაროთ წინ და განვვითარდეთ, ჩვენ ვატყუებთ საკუთარ თავს, ვიგონებთ რა უამრვა საბაბს უმოქმედობის გასამართლებლად.
13. შეეშვით გარშემომყოფების მოლოდინის შესაბამისად ცხოვრებას.
უმრავლესობა დამიანებისა ცხოვრობს არა საკუთარი ცხოვრებით, არამედ იმის შესაბამისად, თუ რა მიაჩნიათ უკეთესად მათთვის სხვებს, ისინი აკეთებენ იმას, თუ რას ელოდებიან მათგან მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები, კოლეგები და საზოგადოება მთლიანობაში.
ისინი იგნორირებას უკეთებენ, შინაგან ხმას, საკუთარ მოწოდებას. ისინი ისე არიან დაკავებული სხვების მოლოდინის გამართლებაზე ზრუნვით, რომ კარგავენ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.
მათ ავიწყდებათ რას მოაქვს ბედნიერება, რა უნდათ სინამდვილეში… და საბოლოო ჯამში მათ ავიწყდებათ საკუთარი თავი.
თქვენ გაქვთ ერთი ცხოვრება, პირდაპირ აქ და ამჟამად. იცხოვრეთ ისე, როგორც გინდათ, უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ნუ მისცემთ სხვების შეხედულებებს უფლებას აგაცდინონ თქვენს მიერ აღებულ გეზს.”
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. რას დაამატებდით თქვენ ამ სიას? რისგან განთავისუფლებას თვლით კიდევ საჭიროდ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე? გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში
ამასთანავე არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის მეგობრებისთვის გაზიარება ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.
ძალიან მაგარი რჩევებია. ამის ნახევარიც რომ გაითვალისწინოს ადამიანმა, ვეღარ იცნობს საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას. მადლობა, ხვიჩა, რომ ხარისხს ინარჩუნებ.
დავამატებდი:
აკონტროლეთ თქვენი ლექსიკა და დაიცავით აზროვნების ჰიგიენა!
ანუ მიბაძეთ ამ ბლოგის ავტორს – მას ეს არაჩვეულებრივად გამოსდის 😉
სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს იმდენად ვეთანხმები, რომ „ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს – ეს თავად შიშია“ და “ნუ მიაწებებ იარლიყებს”, ჩემი მოგონილი ფრაზები მეგონა ))))))))))))
გმადლობ ქეთევან! შენ, როგორც ყოველთვის, ძალიან მანებივრებ კომპლიმენტებით 🙂
კარგი სია ნამდვილად. მიხარია რომ თითქმის ყველაზე პირადი სტატია გაქვთ მიძღვნილი ბატონო ხვიჩა.
მე დავამატებდი, საკუთარი ცხოვრების ანალიზს. ვფიქრობ წარმატების გზაზე უმნიშვნელოვანესია ყოველი დღის ანალიზი.
სრულიად გეთანხმები დავით! გმადლობ, ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა შენი კომენტარები 🙂
ძაან საყურადღებოა. ერთი თვალის შევლებით არც დათანხმება შემიძლია და არც უარყოფა. დაფიქრება და განსჯაა საჭირო. შესაძლოა “ბარიერის წამალს” სხვა “დაავადებაზე” უკუჩვენება ჰქონდეს!
მოგესალმებით ბატონო თამაზ!
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ ბლოგზე. ძალიან საინტერესო დასკვნაა. დაფიქრება და განსჯა მართლაც სჭირია, თანაც არა მარტო ამ რჩევებს 🙂
გმადლობთ, რომ ასე აქტიურად ჩაერთეთ ბლოგის საქმიანობაში 🙂
ხვიაჩა, ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი რჩევებია :), მე კი ერთს დავამატებდი _ სიზარმაცის დაძლევა, ბევრ ადამიანს სწორედ ეს მავნე ჩვევა უშლის ხელს, რომ საკუთარი თავი კარგით კუთხით წარმოჩინოს, რომ აღარაფერი ვთქვათ “შიშზე” :).
დიახ ნათია! ისე სიზარმაცესტან დაკავშირებით საინტერესო სტატიები გამოაქვეყნეს გიორგი თვალაძემ და ქეთევან გოგიაშვილმა თავიანთ საიტებზე. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ ნახოთ 🙂
მაგარი პოსტია! ადრე პირველი სენით ვიყავი შებყრობილი და ძალიან მიშლიდა ის ხელს.
მე ვფიქრობ, რომ მთავარია ვაკეთოთ ის, რაც არის მთავარი! ხოლო, თუ არ ვიცით რა უნდა ვაკეთოდ და რა არის მთავარი, უნდა ავდგეთ და პროფესიონალებს მივმართოთ დახმარებისთვის. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ქართველების მთავარი პრობლემა – ძალიან ამაყები ვართ და რომც ვგრძნობდეთ, რომ არასწორი გზით მივდივართ და რომც ვერ ვპოულობდეთ გამოსავალს, კომპეტენტური ადამიანის ჩარევას ბოლომდე თავს ვარიდებთ ხოლმე, რაც უმეტესწილად სავალალო შედეგებით სრულდება!!!
მადლობა საინტერესო პოსტისთვის!
წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდნენ ის ადამიანები ვისაც შენთან კამათი უწევდა გიორგი 🙂
გმადლობ, რომ ყოველთვის პოულობ დროს გამოეხმაურო ჩემს პოსტებს 🙂
კარგი სიაა ხვიჩა,ზუსტად ასახავს იმ არსებულ დამაბრკოლებელ ბარიერებს,რაც ადამიანის გადაღლილ გონებაში წარუმატებლობა ,,მოჩვენებითი,გადაულახავი ოკეანის” საზღვრებს სცდება…,არა და ამ 13 პუნქტის გათვალისწინება(მოკრძალებით დავამატებდი 14. სიზარმაცის სივერაგეს და 15.გულწრფელ და დაჟინებულ სურვილს იყო წარმატებული(და არა ,,ჰოპ და ნეტავ წარმატებული ვიყო”) საკმარისია რომ ეს გადაულახავი ოკეანე წარუმატებლობისა ავაორთქლოთ და ,,ავღგავოთ” პირისაგან მიწისა:)))ეს ის სიაა,რომელსაც მუდმივად კონტროლი ჭირდება,შეიძლება ოდესღაც ჩვევაში გექცეს კიდეც(მე ჯერ არ ვარ მაგ ეტაპზე),თუმცა ვფიქრობ,რომ ყურადღება და თვითკონტროლი უადგილო არასდროსაა,კარგ და საღ მარცვალს,რომლისგანაც ნაყოფიერი თვთავი უნდა მოიწიოს ძალიან ბევრი მტერი ყავს(მცხ.მზე,სარეველა,ცუდი ნიადაგი,ეს ფრინველებიც აქვეა….)ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი განწყობით,სულიერებით,მუდმივი სიფხიზლით მზად,რომ ჩვენივე შრომამ ფუჭად არ ჩაიაროს,გავიხაროთ და სხვაც გავახაროთ…აბა,ქეთევან,გადაამოწმე რომელიმე პუნქტი ხომ არ დაგირღვევია ამ ბოლოს?!!!!!!!!!!!!!!!წავედიიი:))) მადლობა ხვიჩა პოსტისთვის,ბევრი რამ შემახსენე და დროა ცოტათი შევაჯანჯღალო ჩემგან პატივისცემით გაქსუებული ,,მე”…:)))
მადლობა თქვენ ქეთევან! დიდი ხანი არაა რაც შემოგვიერთდით, მაგრამ უკვე ვამაყობ, რომ ჩემი მკითხველი ხართ.
დარწმუნებული ვარ ვერც სარეველა, ვერც ფრინველები თქვენს მოსავალს ვერაფერს ვერ ავნებენ 🙂
ეს ჩამოთვლილი სენი თითქმის ყველას სჭირს,აქედან რამოდენიმეს უკვე ვუმკურნალე:)აი მეორე პუნქტი სამკურნალო მაქვს ჯერ კიდევ:)ამ სიას დავუმატებდი სიზარმაცესთან ბრძოლას.მადლობა ხვიჩა.
დიახ მზია, თითქმის ყველას სჭირს მაგრამ თითქმის არავინ იცის რომ ეს სენია 🙂 მადლობა თქვენ, რომ უკვე მუდმივი სტუმარი ხართ ამ ბლოგზე 🙂
ეს მერამდენედ დავრწმუნდი, რომ რაც ვიცით იმის გამოყენება საჭირო კი არა და აუცილებელიცაა ცხოვრებაში…
მომწონს, ძალიან მომწონს…. ხშირად გადავიკითხავდი…..
რა თქმა უნდა ნარმა? თავისთავად ცოდნას რა აზრი აქვს, თუ მას არ გამოვიყენებთ? მიხარია რომ მოგწონთ და გმადლობთ რომ თქვენი აზრი დააფიქსირეთ 🙂
davamaTebdi:
nu daiviwyeb im adamianebs, visac uyvarxar.
imedi. 2012-05-06 18:09:45
ფილოსოფიის პროფესორი სტუდენტების წინაშე იდგა და მაგიდაზე რაღაცეები ეწყო.
როდესაც ლექცია დაიწყო, უსიტყვოდ აიღო დიდი ცარიელი ქილა და გაავსო გოლფის ბურთებით.
მერე სტუდენტებს ჰკითხა “სავსეა, თუ არა ქილა?”. ერთხმად გადაწყდა, რომ სავსეა.
პროფესორმა ახლა პატარა კენჭები აიღო და ქილაში ჩაყარა, ქილა გაანჯღრია, რომ კენჭებს გოლფის ბურთებს შორის დარჩენილი ადგილები შეევსოთ.
ისევ ჰკითხა სტუდენტებს “სავსეა, თუ არა ქილა?”. ყველა ისევ დაეთანხმა, რომ სავსეა.
შემდეგ ქვიშა აიღო და ქილაში ჩაყარა. ქვიშამ, რა თქმა უნდა, დარჩენილი ადგილიც შეავსო.
კიდევ ერთხელ იკითხა და ქილა ისევ სავსე აღმოჩნდა სტუდენტების აზრით.
ბოლოს, პროფესორმა ორი ჭიქა ყავა აიღო მაგიდიდან და ქილაში ჩაასხა. ყავამ დარჩენილი ადგილიც შეავსო. სტუდენტებმა გაიცინეს.
– ახლა – თქვა პროფესორმა, როცა სიცილი ჩაწყნარდა – მინდა გაიაზროთ, რომ ეს ქილა თქვენი ცხოვრებაა. გოლფის ბურთები ყველაზე მნიშვნელოვანი რამეებია – ღმერთი, ოჯახი, შვილები, ჯანმრთელობა და საყვარელი საქმეები. ეს ისაა, რასაც სხვა ყველაფრის გარეშე შეუძლია თქვენი ცხოვრების ავსება. კენჭები სხვა მნიშვნელოვანი რამეებია – სამსახური, სახლი, მანქანა. ქვიშა არის ყველაფერი დანარჩენი – წვრილმანები.
– ქილას თუ ქვიშით გაავსებთ, მასში კენჭების და გოლფის ბურთების ადგილი აღარ დარჩება. ასეა ცხოვრებაც. თუ მთელს დროს და ენერგიას წვრილმანებზე დახარჯავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამეებისთვის აღარაფერი დაგრჩებათ.
– ასე რომ… მიაქციეთ ყურადღება მნიშვნელოვან რამეებს. გაძლიერდით რწმენაში ოჯახთან ერთად. ეთამაშეთ ბავშვებს, დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანი სადილად. დრო გაატარეთ საყვარელ მეგობრებთან. მაინც ყოველთვის დაგრჩებათ დრო რომ სახლი დაალაგოთ და საქმეები მოაგვაროთ. პირველ რიგში გოლფის ბურთებს მიხედეთ – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. განსაზღვრეთ პრიორიტეტები. დანარჩენი ქვიშაა.
ერთ-ერთმა სტუდენტმა ხელი ასწია და იკითხა, ყავა რას განასახიერებდა.
პროფესორმა გაიცინა და უპასუხა:- კარგია, რომ მკითხეთ. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ, რაც უნდა სრული ცხოვრება გქონდეთ, ყოველთვის მოინახება ადგილი მეგობართან ერთად თითო ჭიქა ყავის დასალევად.
imedia, ar miwyen amxela komentars:)
ძალიან საინტერესოა ბატონო ხვიჩა, მომეწონა და ვეცდები გავითვალისწინო. სიმართლე გითხრათ მიჭირს ზოგადად წარსულის დავიწყება მარტივად და იმ ადამიანების კრიტიკის გარეშე დატოვება, რომელიც არ მომწონს, თუმცა მთავარია ძირითადი შეგონებები და ალბატ ესეც გამოსწორდება მომავალში.