ყველაფერი შესაძლებელია!

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,

გთავაზობთ  ერთ–ერთ წერილს “ფინანსების მოცარტად” წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების სერიიდან, რომლებსაც პერიოდულად ღებულონ ჩვენს მიერ პირადი ფინანსების თემაზე შექმნილი ტრენინგის მონაწილეები.

 

sakonsul.png5555555555555555555555555

 

“მდიდარი და ღარიბი ადამიანები განსხვავებულად ხედავენ და აღიქვამენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. მდიდრები კონცეტრაციას ახდენენ შესაძლებლობებზე, ღარიბები კი – პრობლემებზე.

როცა ჩვენ ვეუბნებით ადამიანს, რომ სამყარო სავსეა შესაძლებლობებით, ის მაშინვე, დაუფიქრებლად, ჩამოთვლის უამრავ რამეს, რაც შეუძლებლად ეჩვენება. მე ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, თუ რატომ არ სურს ადამიანთა უმრავლესობას დაინახოს ის უსაზღრვრო შესაძლებლობები, რომლებიც მას გარს აკრავს?

შეიძლება საქმე ცვლილებებისადმი შიშშია, მითუმეტეს თუ ეს ცვლილება გულისხმობს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და ისეთი ცხოვრების შექმნას სადაც შენ თვითონ ხარ საკუთარი ბედის მჭედელი.

მე ღრმად მწამს, რომ შესაძლებელია ყველაფრის განხორციელება, რაც კი შეიძლება ადამიანს გონებაში აზრად მოუვიდეს. ბევრს ეს მოეჩვენება აბსურდად, იმიტომ, რომ მათ აზროვნებაში დომინირებს წარმოდგენები უკმარისობაზე და შეზღუდვებზე.

Read more

სერვისი ღმილით

 

dzagli

ერთი, პატარა, ამერიკული ქალაქის სასტუმროს მეპატრონემ, მიიღო შემდეგი შინაარსის წერილი: 

Read more

პატარა ბიჭი და ვარდების თაიგული

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანი, ყოველ კვირა დღეს, მიგზავნიდა ვარდს, რომელსაც პიჯაკზე ვიმაგრებდი.

ერთხელ, წირვის შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას ერთი ბიჭი მომიახლოვდა და მკითხა:

– სერ, რას უპირებთ ყვავილს?

უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

– ამ ვარდზე გეკითხებით, – მითხრა ბიჭმა და ჩემს პიჯაკზე დამაგრებულ ყვავილზე მიმითითა.

– ნუ… არ ვიცი. – მივუგე მე დაბნეულმა. – რატომ?

yvavili

–  უბრალოდ, თუ მის გადაგდებას აპირებთ, მინდოდა მეთხოვა სერ, რომ ჩემთვის მოგეცათ.

მე გამეღიმა და ვუთხარი, რომ სიამოვნებით ავუსრულებდი ამ თხოვნას. ამავე დროს დავინტერესდი, თუ რისთვის უნდოდა მას ყვავილი და ბიჭმა, რომელიც ალბათ იქნებოდა ასე 10 წლის, მიპასუხა:      

Read more

შევხვდებით მწვერვალზე!

– მოვედი – გისმენ – სულ ის ღამე მახსოვს. მე რომ სწორი გადაწყვეტილება მიმეღო შეიძლებოდა გადარჩენილიყავი. – შენ რა, ღმერთად ხომ არ წარმოგიდგენია შენი თავი? – ეს რა შუაშია? – შენის აზრით იმდენი ხელგეწიფება, რომ შენს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული ვიცოცხლებდი თუ არა? – კი მაგრამ ხომ… – არავითარი მაგრამ. შენ არაფერ შუაში ხარ. მოხდა ის … Read more

“ფინანსების მოცარტის” მორიგი რჩევა – მაქსიმუმ ორი საქმე ერთ ჯერზე

გთავაზობთ “ფინანსების მოცარტად” წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის, მწერალის და ფინანსური კონსულტანტის ბოდო შეფერის ერთ–ერთ წერილს მისი “საკონსულტაციო წერილების” სერიიდან, რომლებსაც ბონუსის სახით ექსკლუზიურად იღებენ მხოლოდ ჩვენი ტრენინგის “როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები” მონაწილეები. რჩევები, რომლებსაც ბოდო შეფერი ამ წერილში იძლევა, არ მოიცავს მარტო ფინანსების სფეროს და ისინი ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის მიუხედავად მისი პროფესიისა, ასაკისა და სქესისა.

bodo

მაქსიმუმ ორი საქმე ერთ ჯერზე 

დღეს მინდა გაგიზიაროთ ორი ძალზე მნიშვნელოვანი რჩევა:

1. ჯობია დაიწყო შეცდომებით, ვიდრე უშეცდომოდ გაწელო დრო. ასე რომ დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოქმედება. რატომ?

არსებობს ე.წ. 72 საათის წესი. ამ წესს ასე იმიტომ დავარქვი, რომ გამოკვლევებით დადგინდა, თუ ადამიანი გადაწყვეტიელების მიღებიდან უახლოესი 72 საათის განმავლობაში არ გადადგამს პირველ ნაბიჯს მის სარეალიზაციოდ, მაშინ არსებობს მხოლოდ ერთი შანსი ასიდან, რომ ის საერთოდ როდისმე დაიწყებს ამ საქმეს.

ამიტომ, რისი კეთებაც არ უნდა ჩაიფიქროთ, დაიწყეთ მოქმედება 72 საათის გასვლამდე. ძალზე ხშირად ადამიანები ფიქრობენ რომ დაიწყებენ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას მას შემდეგ რაც მოაგვარებენ სხვა ბევრად უფრო სასწრაფო საქმეებს ან/და შეიცვლება სიტუაცია უკეთესობისაკენ.

ეს შეცდომაა!

Read more

ილუზიების ტყვეობიდან ფინანსური კეთილდღეობისაკენ

 

wigni777777

 

1974 წელს ფილიპინებში პოლიციას ჩაბარდა 52 წლის იაპონელი პორუჩიკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმალებოდა ჯუნგლებში, სადაც ის საგანგებო მისიით გადასვეს 1944 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში აგრძელებდა თავის მისიას.

ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, მაგრამ იმპერატორის ერთგულმა ჯარისკაცმა ეს არ იცოდა და განაგრძნობდა პოსტზე ყოფნას მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა რომლებშიაც ამ ხნის განმავლობაში უწევდა ცხოვრება.

მთელი 30 წლის განმავლობაში ომი მძვინვარებდა ამ ჯარისკაცის ილუზიებში.

 

iaponi

 

დღეს ბევრს ეღიმება ამ ისტორიის გაგონებისას, ბევრი იაპონელის საცოდაობით იწვის, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება, რომ ჩვენც, თითქმის ყველა, მსგავს დღეში ვართ. ჩვენ ყველა, ამა თუ იმ დონით, ვართ მძევლები ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენებისა იმის შესახებ თუ რა ხდება ჩვენი საზომის მიღმა.

ჩვენს თავში ცხოვრობს უამრავი რაოდენობის ილუზია, რომელთა შორის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული, უკავშირდება ფულს და ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობას.

ჩვენ გვგონია, რომ გაგვაჩნია საკმარისი ცოდნა ფინანსებზე, ეკონომიკაზე და თუ არ გავქვს საკმარისი სახსრები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს დროის საკითხია ან უბრალოდ არ გვიმართლებს და ა.შ.

არადა, სინამდვილეში, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გაგვაჩნია ელემეტარურლი საბაზო ცოდნა საოჯახო მეურნეობის, პირადი ფინანსების მართვის სფეროში.   

Read more

ვალების ფსიქოლოგია

ერთხელ გარი კასპაროვს ჰკითხეს:

– რამდენი სვლის გათვლას ახერხებთ ხოლმე წინასწარ?

– ჭადრაკში მთავარი ის კი არ არის, რამდენი სვლის გათვლა შეგიძლია წინასწარ, არამედ ის, თუ როგორ აანალიზებ შექმნილ სიტუაციას, – უპასუხა მსოფლიო ჩემპიონმა.

kasparov

თუ ობიექტურად ვერ აფასებ არსებულ სიტუაციას, მაშინ იწყებ ისეთი სვლების გათვლას, რომლებიც ძირშივე მცდარია და ვინაიდან ბოლომდე ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, სწორი სვლის რიგიც არა და არ დგება და ბოლოს ირჩევ უკეთეს ვარიანტს უარესებიდან.

დაინახო ნათლად შექმნილი სიტუაცია – ნიშნავს გააკეთო ისე, რომ სწორმა სვლებმა თვითონ აღმოაჩინონ საკუთარი თავი…

Read more

ფინანსების მოცარტის 14 რჩევა მათთვის, ვისაც სურს გაზარდოს საკუთარი შემოსავლები

ის აღიარებულია ევროპის საუკეთესო კონსულტანტად და ტრენერად ფინანსების სფეროში.

ის არის ყველაზე წარმატებული ავტორი მთელ მსოფლიოში მათ შორის, ვისაც კი რამე დაუწერია ფულზე და ფინანსებზე.

მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. მათგან ყველაზე პოპულარულები კი „გზა ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ“ და „მანი, ანუ ფულის ანაბანა“ თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე და ათეულ მილიონობით ეგზემპლიარად არის გაყიდული მთელ მსოფლიოში.

მის თითოეულ სემინარს ათასობით ადამიანი ესწრება. მოსკოვში მისი ვიზიტის დროს სემინარზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ კი ისეთ ციფრებს მიაღწია, რომ ორგანიზატორებს მოუწიათ ოლიმპიური სტადიონის დაქირავებამ, სადაც 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

მისი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული ადამიანი გახდა და მათ შორის ათასზე მეტი მილიონერია.

ეს კაცი გახლავთ გერმანელი მულტიმილიონერი მწერალი, ბიზნესმენი, ინვესტორი, ტაიმენეჯმენტისა და ფინანსების სფეროს შეუდარებელი პრაქტიკოსი და ვირტუოზი-ბოდო შეფერი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ თანამემამულეების მიერ შერქმეული სახელით – „ფინანსური მოცარტი“

bodo-shefer

მე გადავწყვიტე დროდადრო გამოვაქვეყნო ამ ბლოგზე მისი რჩევები და კონსულტაციები  ფულისა და დროის მენეჯმენტის თემებზე და ამ პროექტის ფარგლებში გთავაზობთ პირველ პუბლიკაციას, რომელშიც აღწერილია ბოდო შეფერის 14 რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც სურთ საკუთარი ხელფასის და ზოგადად შემოსავლების გაზრდა.

მაშ ასე, ფინანსების მოცარტი გვირჩევს:

Read more

კონკურსის გამარჯვებულები და პრიზები

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! გთავაზობთ კონკურსის გამარჯვებულთა და მათ მიერ მოპოვებული პრიზების ჩამონათვალს, ბოლოში კი „გემრიელ დესერტად მიირთვით“ პოეტ ნანა გოგოლაურის არაჩვეულებრივი ლექსი, რომელიც კონკურსის პირობების თანახმად ერთ–ერთ გამარჯვებულს მიეძღვნა. პირველი ადგილი: თამარ მეფარიშვილი,  საკონკურსო ნაშრომი N2 – „სამი სიზმარი და უფრო მეტი გაკვეთილი“ პრიზები: 1. ინდივიდუალური კოუჩსესია ქართველ კოუჩთან, ტრენერთან და მწერალთან, პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი ერთ–ერთი … Read more

კონკურსის შედეგები

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! კონკურსი დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლენილია. ყველაზე მეტი „ლაიქი“ მიიღო და შესაბამისად კონკურსის გამარჯვებული გახდა თამარ მეფარიშვილი, საკონკურსო ნაშრომით (N2) – „სამი სიზმარი და უფრო მეტი გაკვეთილი“ მეორე ადგილზე „ლაიქების“ რაოდენობით გავიდა მარიამ არზიანი საკონკურსო ნაშრომით (N11) – „მშვიდი ტბა“ ხოლო მესამე ადგილი „ლაიქების“ რაოდენობის მიხედვით ერგო ნათია წოწკოლაურს, საკონკურსო ნაშრომით (N13) – „საკუთარი … Read more