მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,
გთავაზობთ ერთ–ერთ წერილს “ფინანსების მოცარტად” წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების სერიიდან, რომლებსაც პერიოდულად ღებულონ ჩვენს მიერ პირადი ფინანსების თემაზე შექმნილი ტრენინგის მონაწილეები.
“მდიდარი და ღარიბი ადამიანები განსხვავებულად ხედავენ და აღიქვამენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. მდიდრები კონცეტრაციას ახდენენ შესაძლებლობებზე, ღარიბები კი – პრობლემებზე.
როცა ჩვენ ვეუბნებით ადამიანს, რომ სამყარო სავსეა შესაძლებლობებით, ის მაშინვე, დაუფიქრებლად, ჩამოთვლის უამრავ რამეს, რაც შეუძლებლად ეჩვენება. მე ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, თუ რატომ არ სურს ადამიანთა უმრავლესობას დაინახოს ის უსაზღრვრო შესაძლებლობები, რომლებიც მას გარს აკრავს?
შეიძლება საქმე ცვლილებებისადმი შიშშია, მითუმეტეს თუ ეს ცვლილება გულისხმობს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და ისეთი ცხოვრების შექმნას სადაც შენ თვითონ ხარ საკუთარი ბედის მჭედელი.
მე ღრმად მწამს, რომ შესაძლებელია ყველაფრის განხორციელება, რაც კი შეიძლება ადამიანს გონებაში აზრად მოუვიდეს. ბევრს ეს მოეჩვენება აბსურდად, იმიტომ, რომ მათ აზროვნებაში დომინირებს წარმოდგენები უკმარისობაზე და შეზღუდვებზე.
მაგრამ დავუბრუნდეთ თემას: ნებისმიერი საქმე, დიდი თუ მცირე, იწყება ფიქრით. ფიქრით იწყება ყოველი ახალი დღეც. დესტრუქციული, ნეგატიური, პესიმისტური აზროვნება ყოველთვის მართლდება და ადრე თუ გვიან, ხდება ის, რაზეც ვფიქრობდით. და რაც უფრო ინტენსიურად ვფიქრობთ, მით უფრო სწრაფად ხდება ეს ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში ჩვენს ბედს განსაზღვრავს ფიქრები შესაძლებლობების არარსებობაზე.
რა თქმა უნდა ეს ეხება თქვენს ფინანსებსაც. როგორია თქვენი რეაქცია, თუ მე გეუბნებით, რომ 7 წლის შემდეგ თქვენ იქნებით ფინანსურად თავისუფალი? რაზე ახდენთ ასეთ დროს კონცენტრაციას, შესაძლებლობებზე თუ წინააღმდეგობებზე?
ძალიან გთხოვთ, ნუ მოექცევით იმის გავლენის ქვეშ, რასაც თქვენს გამოცდილებას უწოდებთ. კურტ ტუხოლსკი ამბობდა: „გამოცდილება არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება 30 წლის განმავლობაში მუდმივად შეცდომებს უშვებდე“.
ამასთან დაკავშირებით, მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია.
იყო ერთი მეფე, რომელიც განაგებდა სამყაროს. ის იყო ჭკვიანი და კეთილშობილი. ერთხელ მან სთხოვა სწავლულებს, დაეწერათ წიგნი, სადაც ასახული იქნებოდა სამყაროს მთელი სიბრძნე.
რამოდენიმე წლის შემდეგ სწავლულებმა მეფეს მოართვეს ათასობით ტომი წიგნებისა.
მეფეს ძალიან გაუხარდა, ის კმაყოფილი იყო და მადლიერი თავის სწავლულებისა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და ბოლოს შესთავაზა მათ რომ გადმოეცათ სამყაროს სიბრძნე უფრო მოკლედ.
სწავლულებმა კიდევ რამოდენიმე წელი იმუშავეს და ბოლოს მეფეს სიამაყით მოართვეს ერთადერთი ტომი.
მეფეს ძალიან გაუხარდა, მადლობა მოახსენა სწავლულბეს, მაგრამ შესთავაზა გადმოეცათ სამყაროს სიბრძნე კიდევ უფრო მოკლედ, ერთი წინადადებით.
გავიდა რამოდენიმე წელი და სწავლულებმა მეფეს წარუდგინეს ერთადერთი წინადადება:
„შენც შემოქმედი ხარ და ყველაფერი შესაძლებელია!“
მე მთელი გულით მწამს, რომ ეს ფრაზა ჭეშმარიტებაა.
ჰენრი ფორდი ამბობდა:
„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია, მართალი ხართ და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, მაშინაც მართალი ხართ.“
ხოლო ლევ ტოლსტოი კი წერდა:
თითოეული ადამიანი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ხვალ გაიღვიძებს შესაძლებლობებით სავსე სამყაროში“.
სამწუხაროდ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა იღვიძებს და ცხოვრობს „ფინანსური შეზღუდულობის“ სამყაროში. თქვენ არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს ამის უფლება. არჩევანი თქვენზეა.
ნამდვილი კეთილდღეობა – ჩვენი ხელშეუხებელი უფლებაა!”
ბოდო შეფერი
ეს არის ერთ–ერთი წერილი “ფინანსების მოცარტად” წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების სერიიდან, რომლებსაც პერიოდულად ღებულონ ჩვენს მიერ პირადი ფინანსების თემაზე შექმნილი ტრენინგის მონაწილეები.
თუ თქვენ ჯერ არ ყოფილხართ აღნიშნულ ტრენინგზე, მაგრამ გაქვთ სურვილი გაიაროთ ის, მაშინ გელოდებით 27–28 სექტემბერს, შაბათ–კვირას, თბილისში, განახლებულ ორდღიან ტრენინგ–სემინარზე:
„როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები“
დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
https://mebonia.com/wppage/
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
Dalian sainteresoa
გმადლობთ, კატერინა 🙂 ტრენინგი ბევრად უფრო საინტერესო და სასარგებლოა 🙂
შევხვდებით მწვერვალზე!
მადლობა ხვიჩა, როგორცყოველთვისკარგი პოსტის, ძალიან საჭირო ტრენინგის მომზადებისა და საჩუქრისთვის 🙂 მომენატრა შენს ბლოგზე სტუმრობა და ძალიან ვისიამოვნე 🙂 წარმატებები!
გამარჯობა ქეთევან, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, გამოხმაურებისთვის 🙂
ისე რაღაც უცნაურია, მაიკოს წიგნს ყველა იწერდა და შენთან გაჭედა. ამ საჩუქრის პლაგინმა კი ყველასთან გაჭედა და შენთან უმუშავია 😉 😀