ორი ფიფქი

რუბრიკა: იგავები თოვს. ირგვლივ სიჩუმე და სიმშვიდეა. ულამაზესი ფიფქები ნელა, ნაზად და ფარფატით ეშვებიან მიწაზე. ორმა პატარა ფიფქმა ხელი ხელს ჩასჭიდa, რომ ერთმანეთს არ ასცდენოდნენ და საუბარი წამოიწყეს: – რა საოცარი, ზღაპრული განცდაა ფრენა! – წამოიძახა ერთმა აღფრთოვანებულმა, – ჩვენ კი არ მივფრინავთ, უბრალოდ ვეცემით, – მოღუშულმა ჩაილაპარაკა მეორემ. – მალე ჩვენ დავეშვებით მიწაზე და … Read more

სახელმძღვანელო ცხოვრებით სარგებლობისთვის

რუბრიკა: წარმატების ფსიქოლოგია

 

საკუთარი თავის შემეცნების სწრაფვაში და  სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში იმალება სამყაროს  ყველა განძის საიდუმლო. როგორ გავხდეთ სინამდვილეში ბედნიერები? როგორ ვიყოთ  იღბლიანი,  წარმატებული და  შეძლებულები? თქვენს წინაშე გაღებულია ყველა კარი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მიიღოთ გადაწყვეტილება, გადააბიჯოთ ზღურბლს და აიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით.

 

saxelmdzgvanelo

 

შეიყვარე შენი წარმატება!

ერთხელ სამმა ძმამ დაინახა წარმატება, რომელიც ორმოში იჯდა. ერთი ძმა ორმოსთან რომ მივიდა, წარმატებას ფული სთხოვა, ფულით დაჯილდოვების შემდეგ ის კამაყოფილი წავიდა.  მეორე ძმამ კი-ლამაზი ქალი  და მიღებისას სიხარულით გაიქცა იქიდან. მესამე ძმა როცა მივიდა, დაიხარა ორმოში, წარმატებამ ჰკითხა:

რა გინდა შენ?

ძმამ საპასუხოდ მიუგო:

თავად შენ რა გნებავს?

ამომიყვანე აქედან,-სთხოვა წარმატებამ, ძმამ ხელი გაუწოდა, ამოიყვანა, ზურგი შეაქცია და წავიდა. წარმატება მას უკან დაედევნა…

Read more

ნამდვილი ცხოვრების ადამიანები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

„ნამდვილი ცხოვრების ადამიანები“ – გსმენია რაიმე ასეთ ტერმინოლოგიაზე?  შეიძლება არა იმიტომ, რომ ეს მე მოვიგონე…მაშ ასე, ვიწყებ, ვგრძნობ როგორ მოდის აზრები და ვიწყებ ჩაწერას, მეშინია რაიმე არ გამომრჩეს:

namdvili

რაც არუნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ნამდვილი ცხოვრების ადამიანებმა საერთოდ არ იციან დროის ფასი. მათთვის არ არსებობს დრო… უფრო სწორად, ისე შესისხლხორცებული აქვთ, რომ ვერ აღიქვამენ დროს, როგორც ასეთს, ცალკე მდგომს. დრო ეს მათშია და ისინიც დროში არიან. მათთვის არ არსებობს ასაკი, არ ეშინიათ წლების მომატების. მათ ერთნაირად უყვართ წელიწადის ოთხივე დრო და ვერ ხვდებიან, რატომ უნდა სჯობდეს გაზაფხულის მშვიდი და თბილი საღამო ზამთრის სუსხიან და ქარიან დილას. ვერც იმას ხვდებიან, რატომ არის დილა საღამოზე ბრძენი, ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და ცხოვრების ყოველ წუთს აზრს აძლევენ. არც იმას ფიქრობენ ძნელბედoბის ჟამს გაუძლონ, რადგან თვლიან, რომ არაფერი არ არის გასაძლები, ასე ტრაგიკულად არ აღიქვამენ ცხოვრებას. ასეთ დროს უბრალოდ სხვა წესებით თამაშობენ. ხო მართლა, თამაშობაზე გამახსენდა, ისინი ყოველთვის თამაშობენ – იმიტომ, რომ ცხოვრება თამაშია და მეტი არაფერი, რომლისგანაც მხოლოდ სიამოვნება უნდა მიიღო, მოიგებ თუ წააგებ ამას მნიშვნელობა არა აქვს, ყოველთვის ის არის გამარჯვებული,  ვინც სიამოვნებას ღებულობს თამაშის პროცეში და კმაყოფილია შედეგბის მიუხედავად.   

Read more

შეუძლია თუ არა აზროვნების ძალას შეცვალოს გენეტიკური კოდი?

ამერიკელი გენეტიკოსი ბრიუს ლიპტონი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი რწმენის და აზრების ძალით ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ავადმყოფობისგან განკურნება. ამაში არაფერია მისტიკური. ლიპტონის გამოკვლელევებმა აჩვენა რომ ადამიანზე ფსიქიკურ ზემოქმედებას შეუძლია შეცვალოს მისი ორგანიზმის გენეტიკური კოდი.

ბრიუს ლიპტონო მრავალი წლის განმავლობაში სპეციალიზდებოდა გენურ ინჟინერიაში, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა მთელი რიგი კვლევევბის ავტორი, რომლებმაც ძალზე დიდი პოპულარარობა და ავტორიტეტი მოუტანა აკადემიურ წრეებში.

genetik

ლიპტონისვე თქმით, სხვა გენეტიკოსების და ბიოქიმიკოსების მსგავსად მასაც სწამდა რომ ადამიანი არის ერთგვარი ბიორობოტი, რომლის ცხოვრებაც წარიმართება მისსავე გენებში ჩაწერილი პროგრამის მიხედვით. გენები ამ თვალსაზრისის მიხედვით წყვიტავენ ყველაფერს: ადამიანის გარეგნობის თავისებურებებს,  მის ტემპერამენტს და შესაძლებლობეს, მიდრეკილებებს ამა თუ იმ დაავადებებისადმი და საბოლოო ჯამში მის სიცოცხლისუნარიანობასა და სიცოხლის ხანგრძლივობასაც კი. არავის არ შეუძლია შეცვალოს თავისი გენეტიკური კოდი და შესაბამისად არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შევეგუოთ იმას, რაც ბუნებით უკვე წინასწარ განსაზღვრულია…  

Read more

სამი ჯადოსნური ჩასუნთქვა

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

chasuntqva

ეს სავარჯიშო იმდენად მარტივია, რომ შეიძლება ზოგიერთს სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ესეც სწორედ ის შემთხვევაა როცა „გენიალური – მარტივია“.

ნადეჟდა ბრიჟაკს, ადამიანს ვისგანაც ეს ვისწავლე, ამ სავარჯიშომ ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა, ხოლო პირადად მე კი, მას  წარმატებით ვიყენებ როგორც სტრესის მოსახსნელ, დამამშვიდებელ საშუალებას. როცა გაღიზიანების, ბრაზის, რისხვის ან რომელიმე სხვა ნეგატიური ენერგიის გავლენის ქვეშ ვექცევი, საკმარისია 1–2 წუთი, რომელიც ამ სავარჯიშოს შესრულებას უნდა და უკვე სიმშვიდით, სითბოთი და სიყვარულით  ვივსები.

მისი შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე და ნებისმიერ პოზაში, არა აქვს მნიშვნელობა, იწვებით, იჯდებით თუ იდგებით, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარებთ სუნთქვით ვარჯიშს, ოღონდ ჩავატარებთ მას განსაკუთრებული მეთოდით და წესებით. რეკომენდებულია რომ ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი და სრული.

დაჯექით, ან დაწექით, ან დადექით, მოკლედ ვისთვისაც როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება, დახუჭეთ თვალები და გააკეთეთ თქვენი პირველი გაცნობიერებული ჩასუნთქვა. ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად და გაწელეთ ეს პროცესი რაც შეიძლება ხანგრძლივად. მაგრამ ამ ჩასუნთქვის დროს გთხოვთ იფიქრეთ იმათზე ვისი მადლიერიც გინდათ იყოთ იმისთვის რაც გაქვთ  ცხოვრებაში აქ და ამჟამად. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მადლიერი ღმერთის, სამყაროსი, კოსმოსის, აბსოლუტური გონის, მოკლედ ვისაც როგორც გსურთ.

  1. მაშ ასე, ჩაისუნთქეთ დაჩასუნთქვის პროცესში გულში წარმოთქვით:

Read more

რა ჩემი ბრალია

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   რა ჩემი ბრალია, ლექსად თუ მეტკინე, ასე თუ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია… გარიჟრაჟს, ხმამაღლა, მე შენზე ვუმღერე – გრძნობების წინაშე ეს ჩემი ვალია.     ვეცადე ბევრჯერ და მაინც ვერ შევძელი, გონებამ გულთანაც გააბა ჭიდილი, რამდენჯერ დავმარცხდი საკუთარ ფიქრებთან, რამდენჯერ მომგვარე ტკბილ-მწარე ღიმილი…   მინდოდა, ვცადე და ხელახლა ვეცდები… ოცნების მიჯნაზე … Read more

5 სავარჯიშო კრეატიული აზროვნების განვითარებისთვის

 რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

kreativ

ხშირად ერთ გამონათებას შეუძლია სასწაულები მოახდინოს.

ალბათ ბევრ თქვენთაგანს უფიქრია იმაზე რომ კარგი იქნებოდა ჰქონოდა კრეატიული აზროვნება.

გთავაზობთ 5 სავარჯიშოს, რომლებიც დაგეხმარებათ შემოქმედებითი, კრეატიული უნარების განვითარებაში:

Read more

პატარა ჩიტი და ხანძარი

რუბრიკა: იგავები   ერთხელ, ტყეში, გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ის თანდათან იზრდებოდა და ალში ახვევდა სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას. ერთი პატარა ჩიტი, დაინახა თუ არა ხანძარი, გაფრინდა მდინარისკენ, დაისველა ფრთები და დაბრუნდა ტყესთან. მან დაიწყო ტყის თავზე ფრენა და თავისი პატარა ფრთებით წყლის წვეთებს ასხურებდა ხანძარში. ცოტა ხნის მერე ისევ დაბრუნდა მდინარესთან და გაიმეორა … Read more

მშვიდობიანი მეომრის გზა

რუბრიკა: წარმატების ფსიქოლოგია

 

თითქმის  სამ წლიანმა ძიებამ საკუთარი პიროვნული განვითარების გზაზე, მიმიყვანა დენ მილმენის ამ შესანიშნავ წიგნამდე. ეს არის ადამიანი, რომელმაც სამ განზომილებაში დამანახა სამყარო. უმარავ რამეზე დამაფიქრა, რაზეც აქამდე ვერც კი ვხვდებოდი, რომ უნდა მეფიქრა.

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ამ წიგნის შესახებ. შეიძლება ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ბევრისთვის ახალია. მოკლედ აღარ გავაგრძელებ  და შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან და დასაფიქრებელ ფრაზებს წიგნიდან, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აგიჩქარებთ და ფრენას მოგანდომებთ ზემოთ, ცაში, სადაც არ არსებობს საზღვრები:

 

den milman

 

  • შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ საკუთარ თავზე აიღებ პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებაზე, იმის ნაცვლად, რომ სხვა ადამიანებზე, ვითარებებზე და სირთულეებზე იწუწუნო. იმის შესაბამისად, რაც მეტად გაგეხილება თვალები, დაინახავ, რომ შენი ჯანმრთელობის, ბედნიერების ან სხვა მოვლენის მდგომარეობა შენს ცხოვრებაში, უმეტესწილად შენს მიერ იყო ორგანიზებული, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.
    როდესაც ბოლომდე პასუხისმგებელი იქნები საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ შეძლებ, რომ ბოლომდე გონიერი იყო… 

Read more

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ლოცვა

რუბრიკა: დიდი ადამიანები

 

ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს არამედ ყოველი დღის ძალას. მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას.

მაქციე დაკვირვებულად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს.

მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან.
ekziuperi
მე გთხოვ მომცე ზომიერების და თავშეკავების ძალა, რომ გონივრულად ვგეგმავდე ჩემს ყოველ დღეს, შემეძლოს მწვერვალების დანახვა და ხანდახან მაინც მრჩებოდეს დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.

დამეხმარე გავიგო, რომ არა აქვს მნიშვნელობა ოცნებებს წარსულზე და მომავალზე, დამეხმარე ვიყო აქ და ამჟამად და აღვიქვა ეს წუთი როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.   

Read more