რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები
ეს სავარჯიშო იმდენად მარტივია, რომ შეიძლება ზოგიერთს სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ესეც სწორედ ის შემთხვევაა როცა „გენიალური – მარტივია“.
ნადეჟდა ბრიჟაკს, ადამიანს ვისგანაც ეს ვისწავლე, ამ სავარჯიშომ ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა, ხოლო პირადად მე კი, მას წარმატებით ვიყენებ როგორც სტრესის მოსახსნელ, დამამშვიდებელ საშუალებას. როცა გაღიზიანების, ბრაზის, რისხვის ან რომელიმე სხვა ნეგატიური ენერგიის გავლენის ქვეშ ვექცევი, საკმარისია 1–2 წუთი, რომელიც ამ სავარჯიშოს შესრულებას უნდა და უკვე სიმშვიდით, სითბოთი და სიყვარულით ვივსები.
მისი შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე და ნებისმიერ პოზაში, არა აქვს მნიშვნელობა, იწვებით, იჯდებით თუ იდგებით, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარებთ სუნთქვით ვარჯიშს, ოღონდ ჩავატარებთ მას განსაკუთრებული მეთოდით და წესებით. რეკომენდებულია რომ ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი და სრული.
დაჯექით, ან დაწექით, ან დადექით, მოკლედ ვისთვისაც როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება, დახუჭეთ თვალები და გააკეთეთ თქვენი პირველი გაცნობიერებული ჩასუნთქვა. ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად და გაწელეთ ეს პროცესი რაც შეიძლება ხანგრძლივად. მაგრამ ამ ჩასუნთქვის დროს გთხოვთ იფიქრეთ იმათზე ვისი მადლიერიც გინდათ იყოთ იმისთვის რაც გაქვთ ცხოვრებაში აქ და ამჟამად. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მადლიერი ღმერთის, სამყაროსი, კოსმოსის, აბსოლუტური გონის, მოკლედ ვისაც როგორც გსურთ.
- მაშ ასე, ჩაისუნთქეთ დაჩასუნთქვის პროცესში გულში წარმოთქვით:
– მე ვიღებ ყველა მოვლენას, ყველაფერს რაც არის ჩეს ცხოვრებაში ადვილად და მადლიერებით, იმისთვის რომ არის ჩემს ცხოვრებაში.
ამოსუნთქვის დროს კი წარმოთქვით გულში შემდეგი:
– მე ვუშვებ, ვუშვებ ადვილად და მადლიერებით ყველაფერს რაც იყო ჩემს ცხოვრებაში და რისი დარჩენის აუცილებლობაც უკვე არ არის. ვუშვებ ადვილად და თავისუფლად.
- შემდეგ ისევ ჩაისუნთქეთ და „მე ვიღებ ყველაფერს რაც არის ჩემს ცხოვრებაში ადვილად და მადლიერებით“ და ამოსუნთქვისას: „მე ვუშვებ ყველაფერს ზედმეტს და არასაჭიროს რაც იყო ჩემს ცხოვრებაში მაგრამ რაც უკვე ზედმეტია მე ვუშვებ ადვილად და მადლიერებით იმისთვის, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში.
- ისევ ჩასუნთქვა: „მე ვიღებ მადლიერებით ყველაფერს რაც არის ჩემს ცხოვრებაში, ვიცი რა რომ ეს არის საუკეთესო ამ ეტაპისთვის ჩემთვის“ და ამოსუნთქვისას: „მე ვუშვებ ყველაფერს ზედმეტს და არასაჭიროს რომლიც აუცილებლობაც უკვე არ არის ჩემს ცხოვრებაში ადვილად და მადლიერებით იმისთვიოს, რომ იყო ჩემს ცხოვრებაში“
აი სულ ეს არის! აი ამ სამ ჯადოსნურ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას შეუძლია სასწაულების მოხდენა თქვენს ცხოვრებაში. (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გაიმეოროთ კიდევ რამოდენიმეჯერ)
როგორ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, რაც არ უნდა დაგემართოთ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი სამი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა და მაშინვე აივსებით ენერგიით, იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, სიმსუბუქეს, შვებას, ბედნიერებას, სიხარულს. თქვენ მიხვდებით რომ შეგიძლიათ ადვილად მიიღოთ და გაუშვათ ყველაფერი, რაც თქვენ ცხოვრებაში ხდება, რომ არ არის საჭირო იბრძოლოთ ცხოვრებასთან.
როგორც კი ჩვენ ვისწავლით მივიღოთ ყველაფერი ისე როგორც არის, თუნდაც არ გვესმოდეს თუ რატომ მოხდა ასე, ჩვენ ვიგრძნობთ რომ შეგვიძლია შევიცვალოთ და ჩვენ მოგვივა გენიალური იდეები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგში.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას და ყოველთვის გავაკეთებ ამ უბრალო მაგრამ სასარგებლო სავარჯიშოს
ძალიან კარგი, ლაშა, დიდებული გადაწყვეტილებაა…