რა ჩემი ბრალია

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

რა ჩემი ბრალია, ლექსად თუ მეტკინე,

ასე თუ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია…

გარიჟრაჟს, ხმამაღლა, მე შენზე ვუმღერე –

გრძნობების წინაშე ეს ჩემი ვალია.

 

okribeli

 

ვეცადე ბევრჯერ და მაინც ვერ შევძელი,

გონებამ გულთანაც გააბა ჭიდილი,

რამდენჯერ დავმარცხდი საკუთარ ფიქრებთან,

რამდენჯერ მომგვარე ტკბილ-მწარე ღიმილი…

 

მინდოდა, ვცადე და ხელახლა ვეცდები…

ოცნების მიჯნაზე სურვილი პაექრობს!

იციან, ვმარცხდები, მდუმარე ვერხვებმაც…

საშველი, ნეტავი, სადმე თუ არსებობს?!

 

დღეს, ალბათ, ვერაფერს გავაწყობ დილასთან,

დოქიდან ფიალას შეავსებს მეღვინე…

მიყვარხარ – თუმცაღა დარდებს ვერ ვუშველე!

რა ჩემი ბრალია, ლექსად თუ მეტკინე?..

 

ავტორი: მაკა ხუსკივაძე (ოკრიბელი)

 

like
 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.