ჩანაწერები ‘პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება’

მშვიდობიანი მეომრის გზა

რუბრიკა: წარმატების ფსიქოლოგია   თითქმის  სამ წლიანმა ძიებამ საკუთარი პიროვნული განვითარების გზაზე, მიმიყვანა დენ მილმენის ამ შესანიშნავ წიგნამდე. ეს არის ადამიანი, რომელმაც სამ განზომილებაში დამანახა სამყარო. უმარავ რამეზე დამაფიქრა, რაზეც აქამდე ვერც კი ვხვდებოდი, რომ უნდა მეფიქრა. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ამ წიგნის შესახებ. შეიძლება ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ბევრისთვის ახალია. მოკლედ აღარ გავაგრძელებ  და შემოგთავაზებთ […]

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ლოცვა

რუბრიკა: დიდი ადამიანები   ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს არამედ ყოველი დღის ძალას. მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას. მაქციე დაკვირვებულად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს. მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან. მე გთხოვ მომცე ზომიერების და თავშეკავების ძალა, რომ გონივრულად ვგეგმავდე ჩემს […]

გილოცავთ დედის დღეს!

რუბრიკა: იგავები   ერთხელ, ამქვეყნად მოვლენის წინ ბავშვის სულმა ჰკითხა უფალს: –ამბობენ რომ ხვალ დედამიწაზე მაგზავნით. რატომ მივდივარ იქ, რა უნდა ვაკეთო იმ სამყაროში, მე ხომ ძალიან პატარა და დაუცველი ვიქნები? უფალმა უპასუხა: –მე გაჩუქებ ანგელოზს, რომელიც დედამიწაზე დაგხვდება. ის ყოველთვის შენთან იქნება და იზრუნებს შენზე. –აქ მე მხოლოდ ვმღერი და ვცეკვავ, ეს საკმარისია ჩემი […]

მედალიონი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   დაბადებიდანვე  ყველა ადამიანს  თან ახლავს  თავის ცხოვრების  მედალიონი. თავიდან ის ძალიან ლამაზია და მზის შუქზე  მკაფიოდ ანათებს. ადამიანის სულშიც  ბრწყინავს  და ანათებს მედალიონის ანარეკლი. ლაღად გადის წლები და ცივი ნიავიც კი, ვერ არღვევს  ადამიანის  სიმშვიდეს, სიხარულს და  ლამაზ დღეებს . არავინ იცის, რომ ამ ჯადოსნურ მედალიონს მეორე მხარეც აქვს: წარუმატებლობის, დიდი […]

სიზმარი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   მინდოდა დამეწერა სიკვდილზე რაღაცა, მაგრამ აღარ არის, გაიქცა მუზა. ტერენტი გამახსენდა, ტერენტი გრანელი და თოფი მივიტანე შუბლთან.   აღარ გამოკრაო სასხლეტს თითი, ხმამაღლა შემომძახა იმ ხმამ. სათქმელი დაგრჩაო აღარ გითქვამსო რაც დაგაბარაო იმან.   თოფი ავირიდე, შუბლი გავარიდე, აღარ გავისროლე იმ ხანს. მიწაზე დავეშვი და ჩუმად გავირინდე ვფიქრობდი, ვფიქრობდი დიდ ხანს… […]

წერილი მშობლებს!

რუბრიკა: ნახევრად ხუმრობით   ძვირფასო დედა და მამა! მას შემდეგ რაც კოლეჯში წავედი, იშვიათად გწერდით. მე ძალიან ვწუხვარ და ვნანობ რომ უყურადღებობას ვიჩენდი თქვენს მიმართ. ახლა შეგატყობინებთ ყველაფერს, რაც თავს გადამხდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ მანამ, სანამ კითხვას გააგრძელებთ, ძალიან გთხოვთ ჩამოჯექით. თქვენ არ გააგრძელებთ კითხვას სანამ არ ჩამოჯდებით, კარგი? ახლა მე კარგად ვგრძნობ თავს. […]

სიმართლის გზა

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   წლების მანძილზე მოსვენებას არ მაძლევდა კითხვა, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში, რა შესაძლებლობები გამაჩნდა და რა იყო ის, რისთვისაც ვარსებობდი დედამიწაზე. თითქოს მარტივი უნდა ყოფილიყო ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა, მაგრამ მე ყოველთვის რთულად, თუ არა შეუძლებლად მეჩვენებოდა. ადამიანთა დიდ ნაწილს გვწყურია ვიცოდეთ, თუ რაში მდგომარეობს ცხოვრების არსი, რა საქმიანობა მოგვიტანს სისავსისა და […]

…მერე აღარ იქნება დრო…

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   …მივდიოდი ქუჩაზე, რომელსაც ერქვა «არსად»…კადრებივით გარბოდა ცხოვრება, მწველი დღეებისგან გამოხუნებული…ძველი ფირის წყვეტილი ხაზებივით დიოდა წვიმა… და იყო გზა…არსაით… კადრებს მიჰყვებოდნენ ადამიანები, წარსულიდან…ფერი ფერს ცვლიდა, ტირილი სიცილს, სიცივე სითბოს,ზაფხულს ზამთარი…და….გარბოდა ცხოვრება…წარსულის გროვად იქცეოდა და სულ უფრო ცოტა რჩებოდა მომავალი…და მივდიოდი, ჯიუტად გზაზე…არსად და არსაით…გარბოდა ცხოვრება და საათი მოთმინებით ითვლიდა წამებს, ბოლო ჩამოკვრამდე… […]

ოცნების სახლი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   გათენდა, ჩემს საწოლში გაჭირვებით წამოვჯექი, ერთი ხელით ტუმბოს ვეყრდნობი. კარი გაიღო, ჩემს ოთახში ახალგაზრდა მედდა შემოვიდა. წნევა გამიზომა… -კარგი წნევა გაქვს ბებია… გამიღიმა, წამლები ხომ გახსოვს, როგორ უნდა მიიღო? -კი შვილო, ჯანი აღარ მაქვს თორემ გონება ჯერ კიდევ მიჭრის. ტუმბოზე ჩამწკრივებულ ფლაკონებს და ფირფიტებს შევავლე თვალი… ერთი ტაბლეტი ავიღე გამხდარი, დამჭკნარი […]

გაუფრთხილდით სიცოცხლეს!

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   თავისი ფეხით მივიდა ტელევიზიაში და „ერთი წუთის საეთერო დრო მომეცითო“ — ითხოვა. გაეცინათ მასპინძლებს, მაგრამ მოხუცის ასაკს პატივი სცეს და ზრდილობის გამო, ისე, სასხვათაშორისოდ ჰკითხეს: „მაინც რის თქმას აპირებო?“ „ახალგაზრდობას მინდა მივმართო, რომ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენო“ — თქვა აფორიაქებულმა პაპამ. თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს და… საკითხი დადებითად გადაწყვიტეს. … გამოვიდა პაპა სატელევიზიო შოუში […]