რუბრიკა: მკითხველის გვერდი
„ნამდვილი ცხოვრების ადამიანები“ – გსმენია რაიმე ასეთ ტერმინოლოგიაზე? შეიძლება არა იმიტომ, რომ ეს მე მოვიგონე…მაშ ასე, ვიწყებ, ვგრძნობ როგორ მოდის აზრები და ვიწყებ ჩაწერას, მეშინია რაიმე არ გამომრჩეს:
რაც არუნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ნამდვილი ცხოვრების ადამიანებმა საერთოდ არ იციან დროის ფასი. მათთვის არ არსებობს დრო… უფრო სწორად, ისე შესისხლხორცებული აქვთ, რომ ვერ აღიქვამენ დროს, როგორც ასეთს, ცალკე მდგომს. დრო ეს მათშია და ისინიც დროში არიან. მათთვის არ არსებობს ასაკი, არ ეშინიათ წლების მომატების. მათ ერთნაირად უყვართ წელიწადის ოთხივე დრო და ვერ ხვდებიან, რატომ უნდა სჯობდეს გაზაფხულის მშვიდი და თბილი საღამო ზამთრის სუსხიან და ქარიან დილას. ვერც იმას ხვდებიან, რატომ არის დილა საღამოზე ბრძენი, ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და ცხოვრების ყოველ წუთს აზრს აძლევენ. არც იმას ფიქრობენ ძნელბედoბის ჟამს გაუძლონ, რადგან თვლიან, რომ არაფერი არ არის გასაძლები, ასე ტრაგიკულად არ აღიქვამენ ცხოვრებას. ასეთ დროს უბრალოდ სხვა წესებით თამაშობენ. ხო მართლა, თამაშობაზე გამახსენდა, ისინი ყოველთვის თამაშობენ – იმიტომ, რომ ცხოვრება თამაშია და მეტი არაფერი, რომლისგანაც მხოლოდ სიამოვნება უნდა მიიღო, მოიგებ თუ წააგებ ამას მნიშვნელობა არა აქვს, ყოველთვის ის არის გამარჯვებული, ვინც სიამოვნებას ღებულობს თამაშის პროცეში და კმაყოფილია შედეგბის მიუხედავად.
წესები?? არანაირი წესები მათ ცხოვრებაში არ არსებობს.. ისინი სპონტარნურები არიან. რომელ წესებზეა საუბარი, როცა აღიზიანებთ კიდეც ისეთი ერთფეროვანი, რუტინული საქციელი, როგორიცაა დილით საწოლიდან ადგომა.. რატომ უნდა ადგე ყოველ დილას საწოლიდან როცა შეგიძლია წამოფრინდე, წამოჩოჩდე, წამოხტე, წამოგრძელდე და პირიქით, საღამოს საწოლში ჩახტე, ჩაცურდე, ჩაეკიდო, ჩაფორხდე და ა.შ.
მათი ბედნიერების საიდუმლოო?? არ თვლიან რომ ბედნიერებას საიდუმლოებები აქვს. არც გასაღებები აქვს და არც არსად არ არის მისი ძებნა საჭირო. იგი უბრალოოდ არსებობს. არაფერი არ არის საჭირო იმისთვის რომ იყო ბედნიერი. თუ მიზეზები გჭირდება ბედნიერებისთვის, ესეიგი ბედნიერება არ გჭირდება. ისინი არსად და არავისში არ ეძებენ ბედნიერებას, რადგან ბედნიერება თვითონ მათშია. მას თუ შეეკითხები, როგორ ვიყო ბედნიერი ის გიპასუხებს, შეწყვიტე ფიქრი ბედნიერებაზე ან უბედურებაზე და იქნები ბედნიერი. ისინი სხვის გაბედნიერებაში კი არ ხედავენ საკუთარ ბედნიერებას, არამედ, საკუთარი ბედნიერების გამო სხვის გაბედნიერებაში. ჭეშმარიტად ბედნიერ დედას იცით რა აბედნიერებს? როცა ხედავს, თუ რა ბედნიერია თავისი შვილი, როცა დედას ასეთ ბედნიერს ხედავს.
არ აგროვებენ არანაირ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, უფრო სწორად, ცხოვრებისეულ ნაგავს. თვლიან რომ ყველაფერი წამიერად იცვლება და შენც უნდა შეიცვალო. ყოველდღე ივსებიან და მერე ისევ იცლებიან, რათა მერე ისევ აივსონ.
ყველაზე მშვიდად ბავშვებთან და მოხუცებთან გრძნობენ თავს, რადგან ფიქრობენ, რომ ბავშვებზე სუფთა და მუხუცებზე ტკბილი ადამიანები არ არსებობენ.
და კიდევ დაუსრულებლად მინდა გავაგრძელო იმ თვისებების წერა, რაც მათ გამოარჩევთ უბრალო ცხოვრების ადამიანებისგან, თუმცა აქ მინდა გავჩერდე და ყველაზე მთავარი ვთქვა მათ შესახებ.
ისინი ერთ დროს ამ სამყაროში დაკარგულ ადამიანებად ითვლებოდნენ. ვერსად პოულობდნენ ადგილს ამ უკიდეგანო დედამიწაზეე და ა.შ., ყველას გეცნობათ ხოm ეს სიტუაცია..მაგრაააამ…. მათ გადაწყვიტეს წერტილი დაესვათ ამ ყველაფრისთვის. დაიწყეს შინაგანი მოგზაურობა და გარკევევა საკუთარ თავებში. მათ მარტივ მამრავლებად დაშალეს მთელი განვლილი ცხოვრება და გახსნენს ყველა კვანძი, რაც ხელს უშლიდათ თავისუფლად ცხოვრებაში. მათ იბრძოლეს და გაიმარჯვეს საკუთარ თავზე. ბრძოლა სასტიკი იყო, ულმობელი. ბევრჯერ დამარცხდნენ და დაიფერფლნენ, მაგრამ მათი გამარჯვება უფრო ძლიერი იყო თითოეული დამარცხების შემდეგ. ბევრჯერ გადაწყვიტეს დანებება, თუმცა სამყარო ამის უფლებას არ აძლევდა და ყოველ ჯერზე ახალ–ახალ სასწაულებს უგზავნიდა და ისინიც აგრძელებდნენ ბრძოლას. მერე მათ დაიჯერეს, რომ ცხოვრება ბრძოლაა და იქცნენ ნამდვილ მებრძოლებად. წაშალეს მათ მიერვე დადგენილი უაზრო საზღვრები და მიხვდნენ, რომ ყოველი ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ თვითონ უდგენს საზღვრებს და აღარ აძლევს საშუალებას გასცდეს ამ საზღვრებს და მოქმედებს ჩაკეტილ წრეში და ტანჯვაში ატარებს ცხოვრებას. დაიჯერეს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი და ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, რასაც მოინდომებს. მიიღეს სამყარო მათ გარშემო ისეთი, როგორიც იყო და სამყარომაც მიიღო ისინი. სამყარო ცოცხალი ორგანიზმია და გრძნობს და ესმის რასაც ვფიქრობთ და განვიცდით – და დაიწყეს ფიქრების კონტროლი, გრძნობებს კი თავისუფლება მისცეს.
და რას ნიშნავს ეს ყველაფერიი??? იმას, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია გახდეს ნამდვილი ცხოვრების ადამიანი. ეს რეალობაა. მოდით ჩავიხედოთ საკუთარ თავებში, შევეშვათ ყველას და ყველაფერს, შვილებს, ქმრებს, მშობლებს. მივხედოთ მხოლოდ საკუთარ თავებს, მხოლოდ ასე შევძლებთ ამ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას და მათ გაბედნიერებას. თუ არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს, სხვისი დახმარების სურვილი, მხოლოდ და მხოლოდ მწარე ილუზიაა. დაანებეთ დედებო ბავშვების აღზრდას თავი და საკუთარი თავები აღზარდეთ, შეეშვით მეუღლეებო ერთმანეთის გაკრიტიკებას, გააკრიტიკეთ მხოლოდ საკუთარი საქციელები და საკუთარ შეცდომებს მიაქციეთ ყურადღება; შეწყვიტეთ შვილებო მშობლების დადანაშაულება, თქვენც ხომ მომავალი მშობლები ხართ.
შეიყვარეთ, დააფასეთ, აღმოაჩინეთ საკუთარი თავი. ის ხომ ხეს გაქვს, უნდა დარგო, მოუარო, მოაცალო სარეველა ბალახები, მიაწოდო საჭირო მინერალები, გასხლა, დაიცვა მავნებლებისაგან, რათა ტკბილი იყოს ნაყოფი მისგან მიღებული. ბოლომდე რომ შეიგრძნოთ მიღებული ნაყოფის სიტკბო, არ დაგავიწყდეთ, სრული სიამოვნება მიიღოთ მის მისაღებად გაწეულ შრომაში. მოვიმკით იმას,რასაც დავთესთ, გისურვებთ ტკბილ, უხვ და ბარაქიან მოსავლიონობას.
კეთილი სურვილებით,
სოფიო ჩიტაშვილი