სახელმძღვანელო ცხოვრებით სარგებლობისთვის

რუბრიკა: წარმატების ფსიქოლოგია

 

საკუთარი თავის შემეცნების სწრაფვაში და  სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში იმალება სამყაროს  ყველა განძის საიდუმლო. როგორ გავხდეთ სინამდვილეში ბედნიერები? როგორ ვიყოთ  იღბლიანი,  წარმატებული და  შეძლებულები? თქვენს წინაშე გაღებულია ყველა კარი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მიიღოთ გადაწყვეტილება, გადააბიჯოთ ზღურბლს და აიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით.

 

saxelmdzgvanelo

 

შეიყვარე შენი წარმატება!

ერთხელ სამმა ძმამ დაინახა წარმატება, რომელიც ორმოში იჯდა. ერთი ძმა ორმოსთან რომ მივიდა, წარმატებას ფული სთხოვა, ფულით დაჯილდოვების შემდეგ ის კამაყოფილი წავიდა.  მეორე ძმამ კი-ლამაზი ქალი  და მიღებისას სიხარულით გაიქცა იქიდან. მესამე ძმა როცა მივიდა, დაიხარა ორმოში, წარმატებამ ჰკითხა:

რა გინდა შენ?

ძმამ საპასუხოდ მიუგო:

თავად შენ რა გნებავს?

ამომიყვანე აქედან,-სთხოვა წარმატებამ, ძმამ ხელი გაუწოდა, ამოიყვანა, ზურგი შეაქცია და წავიდა. წარმატება მას უკან დაედევნა…

რა არის წარმატება? რატომ სურს ყველა ადამინს, რომ ის იყოს  მათი თანამგზავრი ყველგან?

პასუხი მარტივია-წარმატება გაძლევს ყველაფერს! პრაქტიკულად  ცხოვრების ნებისმიერი სფერო-სიმდიდრე, სიყვარული, თვითრეალიზაცია და ხშირად ჯანმრთელობაც კი, დამოკიდებულია წარმატებაზე.

ბედნიერი შემთხვევა-ეს ის კეთილი მეგობარია, რომელიც ახდენს სასწაულებს, ის ქმნის სასურველ მდგომარეობებს საბედისწერო შეხვედრებისთვის, რომლის წყალობით, ერთი უბრალო ადამიანი შოკისმომგვრელად მოკლე დროში ხდება მილიარდერი. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, გავიხსენოთ როკფელერი, ონასისი და კარნეგი. ამ ადამიანების ისტორია ყურადღების ღირსია!

ცხოვრებაში ყველაფერს წამები წყვეტს, ამიტომ მნიშვნელოვანია აღმოჩნდე საჭირო ადგილას საჭირო დროს.  წარმატება შეიძლება დაემორჩილოს ადამიანს.  ბევრი ფიქრობს, რომ მათ უბრალოდ არ უმართლებთ, ასახელებენ წარუმატებლობის მიზეზებს, ზოგისთვის ეს ბოროტი ბედისწერაა, რომელიც მათ სდევთ და ყველა მათ წამოწყებას ამსხვრევს, ნუთუ მართლა ეს „ბოროტი  ბედი „ ქმნის არასასურველ მოვლენათა მიმდინარეობას? სხვა საქმეა, რომ დედამიწაზე ყველა ერთნაირად უბედური და ღატაკი იყოს, მაშინ ვიტყოდით, რომ სამყარო დაწყევლილია და ყველა ტანჯვისთვის არის განწირული, მაგრამ ეს ასე არ არის, ირგვლივ რომ მიმოვიხედოთ, ბევრი ბედნიერია და ტკბება ცხოვრებით,  ბევრი ასეთ ადამიანზე ამბობს-მათ  გაუმართლათ. გაუმართლათ, რომ თავისი მეორე ნახევარი მოძებნეს, გაუმართლათ, რომ იყვნენ ჯანმრთელნი ბუნებით, გაუმართლათ ბიზნესში და ა.შ.

მაშინ დგება სრულიად სამართლიანი კითხვა: რატომ უმართლებს ნაწილს და ნაწილს არა?!

არსებითად ადამიანები, რომლებმაც „ შეკაზმეს“ წარმატება, არ განსხვავდებიან სხვა კაცთა მოდგმისგან, ტვინი ყველა მათგანს იქ აქვს, სადაც სხვებს.  მაგრამ ყველა მათგანისთვის  დამახასიათებელია ერთი რამ, რითაც ისინი სხვებისგან გამოირჩევიან-მათ ქრონიკულად უმართლებთ. 

იქნებ რაღაც საიდუმლო იციან?

მაშინ გამოდის, რომ წარმატება არის ჯადოქრობა, რომელსაც ისინი ფლობენ!

შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა: წარმატება, რომელზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ცხოვრება, არ არის რჩეულთა ხვედრი, ის მზადაა, მივიდეს ყველასთან, ვინც გამოფხიზლდება “ცუდი“ სიზმრისგან და გულუხვად გაიღებს ნიჭს, მოახდინოს საკუთარი სურვილების  რეალიზაცია.

მთავარი საიდუმლო რა არის?-წამატება თავად კი არ ირჩევს, ვინ გაახაროს თავისი გამოჩენით, არამედ თავად ადამიანი ირჩევს “გააღვიძოს“ წარმატება ან მისცეს მას უფლება, იყოს იშვიათი სტუმარი მის არაფრით გამორჩეულ ცხოვრებაში.

შეხედეთ, ისინი ღმერთები არ არიან!

ვინ არიან ამა სოფლის „ძლიერნი“?

ბევრი ინატრებდა მათ ადგილას ყოფნას და ამისთვის ბევრ რამეს დათმობდა, საკუთარი სხეულის ნაწილებსაც კი. ერთი უდავოა-ისინი ღმერთები არ არიან! ისინი მარადიულად ვერ ცხოვრობენ და მათ ძარღვებშიც ისეთივე სისხლი ჩქეფს, რომელიც იყინება, როგორც კი გული გაუჩერდებათ.  ბევრი მათგანი მდიდარ და ტიტულოვან ოჯახებში არ დაბადებულა, პირიქით, უპატრონო ბავშვთა სახლის ბინადარია ზოგი. მაგრამ მათზე დღეს დიდი პატივისცემით საუბრობენ, უმატებენ  რა სიტყვა ღმერთს კიდევ ერთ ეპითეტს-ოლიგარქები. რაშია მათი წარმატების საიდუმლო?

ჯონ როკფელერი ყველა დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია სამყაროში, მას ეკუთვნოდა მთელი იმპერია, დაწყებული რკინიგზის, საგზაო და სატელიტური კომპანიებით, უძრავი ქონების სააგენტოები, უამრავი ბანკი, რამდენიმე პორტი და ფორთოხლის პლანტაციები. მას ჰქონდა ნავთობის კომპანია, რომელიც აკონტროელბდა ამერიკის ნავთობმოპოვების 95%, რამ განაპირობა მისი ასეთი გამდიდრება? მილიარდერის ოჯახში დაიბადა? სრულებითაც არა. მისი ოჯახი ერეტიკოსები იყვნენ და თავი დააღწიეს ინკვიზიციას საფრანგეთიდან გერმანიში.  როკფელერი 16 წლის რომ გახდა, ჰქონდა საშუალო განათლება და ქ. კლივლენდში წავიდა სამუშაოს საძებნელად. 2  თვე დადიოდა სხვადასხვა ფირმებში, რომ უბრალო ბუღალტერის ადგილი ეშოვა. დამღლელი ხეტიალი შეიძლება სასოწარკვეთილების მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა, მისი სიჯიუტე და საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა იყო დაჯილდოვებული-ახალგაზრდა ცნობილმა კომპანიამ  აიყვანა. ეს დღე ჯონმა აღნიშნა, როგორც მისი მეორედ დაბადება. ის ბუღალტერის თანაშემწე იყო, ის ისეთი სიამოვნებით შეუდგა თავის საქმეს, რომ მისი პირადი ცხოვრება  ჩაკეტილი აღმოჩნდა ბნელ საკუჭნაოში.

ცოტა ხნის შემდეგ განგებამ ის შეახვედრა კომერსანტ  მორის  კლარკს, რომლის უმცროსი პარტნიორი გახდა, მათ ჰქონდათ სავაჭრო სახლი, რომელიც ვაჭრობდა ხორცით, ხორბლით და სხვა.

როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მთავრობას დასჭირდა უამრავი სასუსართო პროდუქტი, დაიწყო ვაჭრობისთვის ოქროს საუკუნე, როკფელერი გახდა რა ბროკერული ფირმის თანამეწილე საწყისი კაპიტალით, უამრვალი ფული იშოვა, მალე მან ააშენა პირველი ნავთობმოპოვების ქარხანა. ადამიანმა, რომელმაც დაიწყო ბუღალტრის თანაშემწის თანამდებობით თავისი კარიერა, თანდათანობით ხდება მილიარდერი.

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ადამიანებმა დაიწყეს ნულიდან და დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს.  მართალია, მათ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ბედნიერმა შემთხევვამ, ფორტუნამ საჭირო ადგილას აღმოაჩინა ეს ადამიანები, მაგრამ წარმატების საიდუმლო  არის არა ამ შემთხვევაში, არამედ მის სწორედ გამოყენებაში, რაც მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული-მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გამოიყენო მდგომარეობა შენ სასარგებლოდ.

წარმატების ტალღა.

ყველა ადამინაის ცხოვრება შედგება პერიოდებისგან, როცა მათ უმართლებთ, ან არ უმართლებთ-თეთრი ზოლი და შავი ზოლი.  ყველა მათგანის ძირითადი ამოცანაა, თუ გინდათ წარმატება იყოს მათი თანამგზავრი-ისწავლოს, მოახდინოს ზეგავლენა ამ ზოლების ხანგრძლივობასა და კონტრასტულობაზე. ადამიანებმა, რომლებიც ფლობენ ხელოვნებას, დაიჭირონ წარმატების ტალღა, კოლოსალურად შეცვალეს და შეამსუბუქეს გზა მიზნების მისაღწევად.  სასიამოვნო მოვლენების მაქსიმუმი და წარუმატებლობის მინიმუმი არის მათთვის ნორმა. ამასთან ერთად ისინი განთავისუფლდნენ ემოციების მძიმე ტვირთისგან-როგორ, რატომ, სად ავიღოთ და ვინ დაგვეხმარება?

წყალქვეშა ქვები.

ყველას უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ ისინი უშვებენ გლობალურ შეცდომას- ყველას ჰგონია, რომ ის იმსახურებს საუკეთესოს. და ეს ყოველივე „ საუკეთესო“ უნდა მისცეს მას ცხოვრებამ უბრალოდ.

ცხოვრებისგან მიცემული რა საჩუქარი  უნდა გათვალოს უმადურმა და გაბოროტებულმა „პარაზიტმა“, თუ მას არ უყვარს ცხოვრება და მსუბუქად რომ ვთქვათ,  სისტიკად და უსამართლოდ მიიჩნევს მას.

ადამიანებს უნდათ სიყვარული, მაგრამ  არ სჯერათ მისი,  უნდათ ბევრი ფული, მაგრამ არ სწამთ, რომ შეუძლიათ იშოვონ ის.  უნდათ ბედნიერი ოჯახი, მაგრამ  სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ  ყოფა კლავს სიყვარულს, ღალატი გარდაუვალია და ა.შ. – ხდის შეუძლებელს ბედნიერებას.

არადა ყველაფერი ძალიან მარტივია, თუ არ გწამს სიყვარულის, მაშინ შენ  ღირსი არ ხარ, რომ დატკბე მისით.

ფიქრობ, რომ შენ არ ფლობ აუცილებელ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ გამდიდრდე?- კი ბატონო, ქექე სიღატაკე.

ფიქრობ, რომ ცხოვრებას არ უყვარხარ და ცდილობს“ გაგაუპატიუროს“ ყოველ მოსახერხებელ შემთვევაში?-არ არის პრობლემა, იყავი მუდმივი მსხვერპლი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის შეცოდებით იკვებება.

მოსწავლემ  ჰკითხა დერვიშს: მოძღვარო, მტრულად ექცევა  სამყარო ადამიანს თუ მოაქვს მისთვის სიკეთე?

მე მოგიყვები იგავს, თუ როგორ ექცევა სამყარო ადამიანებს,-უპასუხა მოძღვარმა.

დიდი ხნის წინ ცხოვრობდა დიდებული შაჰი. მან ბრძანა ულამაზესი სასახლის აშენება.  სასახლეში იყო ერთი დარბაზი, რომლის კედლები, ჭერი, იატაკი და კარები იყო სარკისგან დამზადებული. სარკე ისეთი გამჭვირვალე იყო, მნახველი თავიდან ვერც კი ხვდებოდა, რომ მის წინაშე სარკე იყო-იმდენად ზუსტად ასახავდა და აირეკლევდა საგნებს. გარდა ამისა, ამ დარბაზის  კედლები გამოსცემდნენ ექოს.  ერთხელ დარბაზში ძაღლმა შეირბინა და გაოგნებული გაჩერდა შუაში-ძაღლების უამრავი ხროვა  ეხვეოდა მას გარს.  ძაღლმა კბილები დაკრიჭა და ყველა გამოსახულებამ იგივეთი უპასუხა. მას ძალიან შეეშინდა და სასოწარკვეთილმა დაიყმუვლა.  ექომაც იგივე გაიმეორა.  შემდეგ ხმამაღლა ყეფდა, აქეთ-იქით ეხეთქებოდა, კბენდა რა ჰაერს, მისი გამოსახულებები იგივეს აკეთებდნენ. დილას მსახურებმა უსულო ძაღლი იპოვეს  მილიონი მკვდარი ძაღლის გარემოცვაში, დარბაზში არავინ იყო, რომ მისთვის ზიანი მიეყენებინა, ძაღლი მოკვდა, ებრძოდა რა თავის აჩრდილებს.

ეხლა ხედავ,-დაასრულა დერვიშმა,-სამყაროს თავისით არ მოაქვს არც სიკეთე და არც ბოროტება, ყველაფერი, რაც ხდება შენს გარშემო, არის მხოლოდ განსახიერება და აჩრდილი ჩვენი საკუთარი აზრებისა, სურვიელბისა და მოქმედებებისა. სამყარო-ესაა დიდი სარკე…

 

თარგმნა: მაკა წკრიალაშვილმა

 

წყარო: ОСКАР РАЙ -«Пособие по пользованию жизнью»

 

 

1 კომენტარი ჩანაწერზე “სახელმძღვანელო ცხოვრებით სარგებლობისთვის”

  1. ძალიან საინტერესო სტატიაა 🙂 როგორც ყოველთვის

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.