ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ლოცვა

რუბრიკა: დიდი ადამიანები

 

ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს არამედ ყოველი დღის ძალას. მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას.

მაქციე დაკვირვებულად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს.

მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან.
ekziuperi
მე გთხოვ მომცე ზომიერების და თავშეკავების ძალა, რომ გონივრულად ვგეგმავდე ჩემს ყოველ დღეს, შემეძლოს მწვერვალების დანახვა და ხანდახან მაინც მრჩებოდეს დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.

დამეხმარე გავიგო, რომ არა აქვს მნიშვნელობა ოცნებებს წარსულზე და მომავალზე, დამეხმარე ვიყო აქ და ამჟამად და აღვიქვა ეს წუთი როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.   

დამიცავი გულუბრყვილო შეხედულებისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად. მომანიჭე იმის ნათლად გაცნობიერების უნარი, რომ სირთულე, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობები არიან ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვიზრდებით პიროვნულად.

შემახსენე ხოლმე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან…

მომივლინე საჭირო დროს ისეთი ვინმე, ვისაც ეყოფა სიმამაცე მითხრას მწარე სიმართლე, მაგრამ მითხრას სიყვარულით!

მე ვიცი, რომ ზოგიერთი პრობლემა მაშინ გვარდება, როცა არანაირ ზომებს არ ღებულობ, მაშ მასწავლე მოთმინება.

შენ იცი, თუ რა ძლიერ გვჭირდება ადამიანებს მეგობრობა. მომეცი უნარი ვიყო ღირსი ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და ნაზი საჩუქრისა.

მომეცი მდიდარი ფანტაზია საიმისოდ, რომ საჭირო წამს, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, სიტყვით თუ უსიტყვოდ ვაჩუქო ვინმეს აუცილებელი სითბო.

მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მიაწვდინოს ხმა იმათ, ვინც სავსებით „ქვემოთაა“.

ამარიდე შიში იმისა, რომ ცხოვრებაში რამე გამომრჩება.

ღმერთო, მომეცი ის, რაც მე ჭეშმარიტად მჭირდება…

მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას.

 

ანტუან დე სენტ ეკზიუპერი

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 


 

დატოვეთ კომენტარი