5 სავარჯიშო კრეატიული აზროვნების განვითარებისთვის

 რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

kreativ

ხშირად ერთ გამონათებას შეუძლია სასწაულები მოახდინოს.

ალბათ ბევრ თქვენთაგანს უფიქრია იმაზე რომ კარგი იქნებოდა ჰქონოდა კრეატიული აზროვნება.

გთავაზობთ 5 სავარჯიშოს, რომლებიც დაგეხმარებათ შემოქმედებითი, კრეატიული უნარების განვითარებაში:

1. ორი შემთხვევითობა

აიღეთ ლექსიკონი და შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეთ ნებისმიერი ორი სიტყვა. შეგიძლიათ უბრალოდ თვალდახუჭულმა თითი დაადოთ ნებისმიერ გვერდზე ან როგორც გნებავთ, მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია სიტყვა იყოს შერჩეული შემთხვევით.

შეეცადეთ მოძებნოთ რაიმე საერთო ამ ორ სიტყვას შორის, დააკავშიროთ ისინი ერთმანეთთან. მოიფიქრეთ რაიმე გიჟური ისტორია, რომელშიც მოახდენთ ამ სიტყვების შეკავშირებას.

მსგავსი სავარჯიშო შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს.

2. გიჟი გენეტიკოსი

აიღეთ სუფთა ფურცელი და ფლომასტერი. თუ ხატვა არ იცით, ეს კიდევ უკეთესია. რადგან შედეგი და სილამაზე აქ არაფერ შუაშია. მთავარია პროცესი…

დახატეთ  რამე ისეთი, რაშიც გაერთიანებული იქნება რაც შეიძლება მეტი რაოდენობით თქვენთვის ნაცნობი ცხოველების შტრიხები. მაგალითად შეიძლება სახე ჰქონდეს ძაღლის, ტანი სპილოს, კისერი ჟირაფის და ა.შ.

სავარჯიშოს მიზანია ჩავკლათ ლოგიკის  და საღი აზრის ნებისმიერი ჩანასახი და აქცენტი გავაკეთოთ კრეატიულობაზე.

3. შეშლილი არქიტექტორი

მოდით დავხატოთ სახლი. მაგრამ სანამ ამის გაკეთებას შეუდგებოდეთ, შეარჩიეთ 10 ნებისმიერი სიტყვა.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ როგორც არქიტექტორს დაგიკვეთეს სახლის პროექტი. მაგრამ დამკვეთმა წამოგიყენათ 10 აუცილებელი მოთხოვნა. სწორედ ეს მოთხოვნებია თქვენს მიერ შემთხვევით შერჩეული სიტყვები. აქ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ.

მაგალითად „ფორთოხალი“ – და თქვენი სახურავი უნდა იყოს ფორთოხლისფერი. „თეფში“ – გაუკეთებთ მრგვალ ფანჯრებს თქენს სახლს და ა.შ.

ხატვის პროსეცში ასევე შეეცადეთ წარმოიდგინოთ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში.

4. 10+10

აიღეთ ნებისმიერი არსებითი სახელი. ახლა კი დაწერეთ 5 ზედსართავი სახელი, რომლებიც თქვენის აზრით ყველაზე მეტად შეესაბამება ამ სიტყვას.

მაგალითად: ბურთი – მრგვალი, საჰაერო, ჭრელი, მსუბუქი, ტყავის და ა.შ.

ახლა კი შეეცადეთ დაწეროთ კიდევ 5 ზედსართავი სახელი, ოღონდ ისეთები, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება არჩეულ სიტყვას.

აი სწორედ აქ იწყება საინტერესო რამ. აღმოჩნდება რომ ამის გაკეთება არც თუ ისე ადვილი ყოფილა.


5. სახელწოდება


შეეცადეთ, ყოველთვის, როცა რაიმე ნივთი დაგაინტერესებთ, მოუძებნოთ მას სახელი. შეიძლება ეს იყოს მოკლე და მკაფიო, ან გრძელი და რთული. არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია სახელწოდება აუცილებლად უნდა მოგეწონოთ.

გაიმეორეთ ეს სავარჯიშოები ყოველდღე რამოდენიმეჯერ და თქვენ აუცილებლად გახდებით შემოქმედებითი ადამიანი.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

საინტერესო პოსტები

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.