ორი ფიფქი

რუბრიკა: იგავები

თოვს. ირგვლივ სიჩუმე და სიმშვიდეა. ულამაზესი ფიფქები ნელა, ნაზად და ფარფატით ეშვებიან მიწაზე.

ორმა პატარა ფიფქმა ხელი ხელს ჩასჭიდa, რომ ერთმანეთს არ ასცდენოდნენ და საუბარი წამოიწყეს:

fifqebi

– რა საოცარი, ზღაპრული განცდაა ფრენა! – წამოიძახა ერთმა აღფრთოვანებულმა,

– ჩვენ კი არ მივფრინავთ, უბრალოდ ვეცემით, – მოღუშულმა ჩაილაპარაკა მეორემ.

– მალე ჩვენ დავეშვებით მიწაზე და ვიქცევით თეთრ, ფაფუკ თოვლად.

– არა, – წამოიძახა ისევ მეორემ, – ჩვენ მივიდვართ აშკარა სიკვდილისკენ, მიწაზე ჩვენ უბრალოდ გადაგვთელავენ.

– რას ამბობ, ჩვენ ვიქცევით ნაკადულებად, შევუერთდებით მდინარეებს, შემდეგ ზღვებს და ოკეანეებს და ვიცხოვრებთ საუკუნოდ!

– არა, ჩვენ უბრალოდ დავდნებით და გავქრებით, – ამოიოხრა კვლავ მეორემ.

ბოლოს მათ მობეზრდათ კამათი, გაუშვეს ერთმანეთს ხელები და თითოეული გაფრინდა თავისი გზით, იმ ბედის შესახვედრად, რომელიც თავად აირჩია.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

უცნობი ავტორი.
თარგმნა ხვიჩა მებონიამ

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.