მშვიდობიანი მეომრის გზა

რუბრიკა: წარმატების ფსიქოლოგია

 

თითქმის  სამ წლიანმა ძიებამ საკუთარი პიროვნული განვითარების გზაზე, მიმიყვანა დენ მილმენის ამ შესანიშნავ წიგნამდე. ეს არის ადამიანი, რომელმაც სამ განზომილებაში დამანახა სამყარო. უმარავ რამეზე დამაფიქრა, რაზეც აქამდე ვერც კი ვხვდებოდი, რომ უნდა მეფიქრა.

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ამ წიგნის შესახებ. შეიძლება ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ბევრისთვის ახალია. მოკლედ აღარ გავაგრძელებ  და შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან და დასაფიქრებელ ფრაზებს წიგნიდან, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აგიჩქარებთ და ფრენას მოგანდომებთ ზემოთ, ცაში, სადაც არ არსებობს საზღვრები:

 

den milman

 

      • შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ საკუთარ თავზე აიღებ პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებაზე, იმის ნაცვლად, რომ სხვა ადამიანებზე, ვითარებებზე და სირთულეებზე იწუწუნო. იმის შესაბამისად, რაც მეტად გაგეხილება თვალები, დაინახავ, რომ შენი ჯანმრთელობის, ბედნიერების ან სხვა მოვლენის მდგომარეობა შენს ცხოვრებაში, უმეტესწილად შენს მიერ იყო ორგანიზებული, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.
        როდესაც ბოლომდე პასუხისმგებელი იქნები საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ შეძლებ, რომ ბოლომდე გონიერი იყო… 

      • ემოციები ბუნებრივი ადამიანური ემოციებია, გამოხატულების ფორმებია. ხანდახან დამახასიათებელია შიშის, შეცოდების ან რისხვის გამოხატვა, მაგრამ ენერგია ბოლომდე გარეთ უნდა გამოდიოდეს და შიგნით არ რჩებოდეს. ემოციის გამოხატულება სავსებით ძლიერი უნდა იყოს. შემდეგ კი უკვალოდ გაქრეს. სწორედ ამაში მდგომარეობს ემოციების მართვის მეთოდი. მიეცი მათ საშუალება მოვიდნენ და წავიდნენ.
      • როცა ბავშვი გაბრაზებულია, იგი საკუთარ თავს ტირილით გამოხატავს, სუფთა ტირილით. ის არ ფიქრობს იმაზე, უნდა იტიროს თუ არა. ხელში აიყვანე ან აჭამე და ცოტა ხანში მისი ტირილისგან კვალიც აღარ დარჩება. თუ ბავშვი გაბრაზებულია, მთელი სიცხადით გაგაგებინებს ამას, მაგრამ ეს ბრაზი სწრაფად ქრება. შეგიძლია წარმოიდგინო ბავშვი, რომელიც დანაშაულის გრძნობას განიცდის თავისი ბრაზის გამო? ბავშვები საშუალებას აძლევენ მას, რომ მოვიდეს და წავიდეს, ბოლომდე გამოხატავენ მას და ჩუმდებიან. ბავშვები მშვენიერი მასწავლებლები არიან, რომლებიც ენერგიის სწორად გამოყენების დემონსტრირებას ახდენენ. ისწავლე ეს და ნებისმიერი ჩვევის დემონსტრირებას შეძლებ.
      • ზომიერება, ეს შენიღბული საშუალებაა, შიში და დაბნეულობაა. ეს კეთილგონივრული ეშმაკური ტყუილია. ეს მყიფე კომპრომისია, რომელმაც ვერავინ გახადა ბედნიერი. ზომიერება ეს რბილი, წარა-მარა ბოდიშის მომხდელი, სამყაროზე დამკვირვებლებისთვისაა, რომლებსაც ეშინიათ რაიმე მოიმოქმედონ. ეს მათთვისაა, ვისაც ეშინია გაცინების ან ტირილის, მათთვის – ვისაც ეშინია სიცოცხლის ან სიკვდილის. ზომიერება, ეს თბილი ჩაია, რომელსაც თავად ეშმაკი ამზადებს.
      • არასოდეს არაა საჭირო შეეწინააღმდეგო ვინმეს არ რამეს. როცა ხელს გკრავენ – მოზიდე, როცა თავისკენ გექაჩებიან – ხელი ჰკარი. იპოვე მოძრაობის ბუნებრივი მიმართულება და მიჰყევი მას. მაშინ შენ შეუერთდები ბუნებრივ ძალას.
      • ადამიანები, ცხოველები და საგნებიც კი მიიზიდებიან და კარგად გრძნობენ თავს ენერგეტიკულ ველთან ახლოს.
      • საწყენი სიკვდილი არაა, საწყენი ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა საერთოდ არასოდეს არ ცხოვრობს ნამდვილად. სიკვდილი ტრანსფორმაციაა და უფრო რადიკალური ვიდრე სქესობრივი მომწიფება, მაგრამ ისეთი არაფერია, რის გამოც უნდა დამწუხრდე. ეს სხეულის ერთერთი ცვლილებაა და მაშინ ხდება როცა ხდება.
      • სულელი ბედნიერია, როცა მისი სურვილები კმაყოფილდება, მეომარი ბედნიერია უმიზეზოდ. მიზეზები, რომ უბედური იყო არ არსებობს.

 

ავტორი: სოფიო ჩიტაშვილი

 


 

 

3 thoughts on “მშვიდობიანი მეომრის გზა”

  1. გამარჯობა, ეს წიგნი უკვე მესამედ წავიკითხე, ყოველჯერზე რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ვერ ჩავწვდი ბოლომდე,ან ვერ ვიყენებ ამ აღმოჩენებს… სწორედ ესაა მიზეზი კიდევ ვაპირებ წავიკითხო 🙂
    “არასოდეს არაა საჭირო შეეწინააღმდეგო ვინმეს არ რამეს. როცა ხელს გკრავენ — მოზიდე, როცა თავისკენ გექაჩებიან — ხელი ჰკარი. იპოვე მოძრაობის ბუნებრივი მიმართულება და მიჰყევი მას. მაშინ შენ შეუერთდები ბუნებრივ ძალას.”- თქვენეული უფრო ვრცელი ხედვა ამ საკითხის მაინტერესებს? აქ ვირევი რაღაცეებში… როცა ხელს გკრავენ- მოზიდე… როგორ? რაშია ეს მიზიდულობა თუ მოზიდვა…ვერ ვიგებ ვერ ვხსნი არ მაკმაყოფილებს ჩემეული ახსნა…რაღაც სხვა რაიმის დანახვა მინდა ალბათ… ან საერთოდ ვერ ვგებულობ 🙂 შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად და ვრცლად ვთქვათ რაიმე მაგალითით ისაუბროთ ამ თემაზე? “როცა თავისკენ გექაჩებიან- ხელი ჰკარი…” რატომ? თუ გინდა რომ გექაჩებოდეს რაღაც ან ვიღაც…იქნებ მიხვდი რაღაც გექაჩება და გინდა, მაგრამ ხელი ჰკარი ამ სურვილს, იდეას, მიზანს, ადამინს, ან რასაც გულისხმობს ეს ფრაზა და რას ისწავლი დაინახავ ან რას გაიგებ ამით?

    პასუხი
    • პირველად წავიკითხე ეს ამონარიდები და თქვენი არ იყოს დამაფიქრა ამ ყველაფერმა.ვგულისხმობ “არასოდეს არაა საჭირო შეეწინააღმდეგო ვინმეს არ რამეს. როცა ხელს გკრავენ — მოზიდე, როცა თავისკენ გექაჩებიან — ხელი ჰკარი. იპოვე მოძრაობის ბუნებრივი მიმართულება და მიჰყევი მას. მაშინ შენ შეუერთდები ბუნებრივ ძალას.”- აი ამ ფრაზას. ჩემეული ახსნა ასეთია :
      არასოდეს არაა საჭირო შეეწინააღმდეგო ვინმეს, ეს პირდაპირაც შეგვიძლია გავიგოთ და გადატანითი მნიშვნელობითაც. გააჩნია სიტუაციას.. აქ ახსნილია ჩემი აზრით ის საიდუმლო , რისი მეშვეობითაც იმაზე მეტს გავიგებთ და მივიღებთ, იმაზე მეტს მივხვდებით ვიდრე აქამდე გვიფიქრია. სცენა წარმოიდგინე პირდაპირი მნიშვნელობით ახლა რასაც დავწერ ზუსტად ეგრე )) ხელს გკრავენ? მოზიდე ! ანუ თუკი ხელს გკრავენ გაძლევენ მიმართულებას ხო?წამოიყოლე ისიც ამ მიმართულებით, მოზიდე შენსკენ ანუ მისსავე არჩეული მიმართულებით! და დაანახე სადაც ხელს გკრავდნენ იქ რა დახვდება, დაე თვითონ განიცადოს ის , რასაც შენ განცდევინებდა) თავისკენ გექაჩებიან? ხელი ჰკარი! გაუშვი იმ მიმართულებით საითაც ის შენ გექაჩებოდა. ამ შემთხვევაში მივყვებით სწორედ მოძრაობის ბუნებრივ მიმართულებას, რაზეც ზემოთ იყო საუბარი.მხოლოდ ამით შევინარჩუნებთ საკუთარ თავს , გარკვეულ სიმაღლეზე და ამით შევუერთდებით ბუნებრივ ძალას ))
      p.s სიამოვნებით მოვიმსმენდი სხვის აზრს ამასთან დაკავშირებით

      პასუხი
  2. ეს ის შემთხვევაა,როდესაც ბევრის დაწერა მინდა და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.სასწაული წიგნია.არც კი ვიცი რამდენჯერ უნდა წაიკითხო,რომ ბოლომდე გაიაზრო.ერთი ამოსუნთქვით კიარა,ძალიან ნელა ვკითხულობდი,რომ არცერთი სიტყვა არგამომპარვოდა.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.