ფსიქოენერგეტიკული აიკიდო

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

 

ეს ტექნიკა, რომლის ავტორიც გახლავთ ცნობილი უკრაინელი ფსიქოლოგი ვალერი სინელნიკოვი,  არის გარემომცველ სამყაროსთან ეფექტური ურთიერთქმედების ხელოვნება და მისი სრულყოფილად დაუფლებისთვის საჭიროა ნაბიჯ–ნაბიჯ გავარჩიოთ ცხოვრებისეული სიტუაციები, როგორც უკვე ჩავლილი, ისე ისინი, რომლებიც წარმოიშობიან გზადაგზა. თანდათანობოთ ეს პროცესი გახდება ავტომატური და თქვენ დაიწყებთ სამყაროს ახლებურად აღქმას, ჩამოგიყალიბდებათ ცნობიერების ახალი მოდელი, „საკუთარი ცხოვრების ბატონ–პატრონის“ მოდელი. ამასთან ერთად კი გაიხსნება ახალი შესაძლებლობები.

aikudo

 

ნაბიჯი 1. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება

ყველა მოვლენას ჩემს ცხოვრებაში, ვქმნი მე თვითონ, გარემომცველ სამყაროსთან ერთად, ღმერთთან ერთად. ყველაფერი რასაც მე ვხედავ, მესმის და ვგრძნობ, არის ჩემი აზრების და გრძნობების ანარეკლი. ასევე ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების აზრების, გრძნობების და რწმუნებულებების ანარეკლი.

ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან თანამზრახველობის, თანამონაწილეობის უხილავი ძაფებით. თანამზრახველობით, თანამონაწილეობით სამყაროს ერთიან ორგანიზმთან.

გარემომცველი სამყარო არის ჩვენი აზრების, გრძნობების და ემოციების  ანარეკლი.  გარეთ გამოდის ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქვეცნობიერშია, ჩვენს სულშია. შემთხევითობები არ არსებობს. ყველაფერი ამ სამყაროში კანონზომიერია.

ამიტომ პირველი, რაც უნდა ვთქვათ ნებისმიერი სიტუაციის განხილვისას არის შემდეგი:

  • ეს ჩემი სამყაროა, ჩემი ცხოვრება. ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში, ვქმნი მე თვითონ. ყველა და ყველაფერი ამ სამყაროში მეხმარება მე ნებისმიერი სიტუაციის შექმნაში. და ეს სიტუაციაც მე შევქმენი სხვა ადამიანებთან ერთად.

ნაბიჯი 2. ანარეკლის კანონის გამოყენება

დადებითი ფიქრები ქმნიან სასიკეთო სიტუაციებს ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო ნეგატიურები – ავადმყოფობებს და ტანჯვას.

ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ – არის ჩვენივე გაგრძელება. ეს არის ჩვენი შინაგანი სულიერი მდგომარეობის ანარეკლი. გარემომცველი სამყარო არის ჩვენივე გაგრძელება.

ანუ ყველაფერი რაც არის ჩვენს ქვეცნობიერში – აზრების, გრძნობების და ემოციების ნაკრები – ყველაფერი ეს პროეცირდება გარე ეკრანზე. სხვა სიტყვებით – გარეგანი ირეკლავს შინაგანს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის ის, რაც არის ჩვენს სულში, ჩვენს ქვეცნობიერში.

ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვინც თქვენ გაღიზიანებთ, შეურაცხყოფას გაყენებთ, ან ვისაც უბრალოდ ვერ იტანთ და გძულთ, ნუ იჩქარებთ ამ ადამიანის დადანაშაულებას. ჩაიხედეთ საკუთარ თავში. ამ სიტუაციის გასაღები თქვენშია.

მსგავსი იზიდავს მსგავსს. შესაბამისად ყველაფერი რაც არ მოგწონთ სხვა ადამიანებში არის თქვენში. (სხვათაშორის მართებულია საწინააღმეგო მტკიცებულებაც: ყველაფერი რაც მოგწონთ სხვა ადამიანებში, არის თქვენშიც)

ეს მაგონებს გამოთქმას ბიბლიიდან: „შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ“. განა ეს არ არის სამართლიანი?

გამოდის რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლიან და კანონზომიერ სამყაროში, სადაც ყველას მიეზღვევა საკუთარი რწმენისამებრ, ანუ მათი ფიქრებისა და აზრებისამებრ. რისიც ადამიანს სწამს, იმასვე ღებულობს.

შესაბამისად, მომდევნო კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, საკუთარ ქვეცნობიერს, ჟღერს შემდეგნაირად:

„რითი შევქმენი მე ეს სიტუაცია? როგორი აზრებით და ემოციებით? როგორი ქმედებებით?“

გამოიყენეთ ანარეკლების და მსგავსებადობის კანონი: გარეგანი არის შინაგანის ანარეკლი და მსგავსი იზიდავს მსგავსს.

დაიმახსეოვრეთ ოქროს წესი: „ყველაფერი რის დემოსნტრირებასაც  გარშემომყოფები ახდენენ ან/და ამბობენ ხმამაღლა – არის ჩვენს ქვეცნობიერში“

გარემომცველი სამყარო არის ანარეკლი და გაგრძელება ჩვენივე თავისა. თუ თქვენ არ გიყვართ და პატივს არ სცემთ საკუთარ თავს, მაშინ აუცილებლად მოიზიდავთ იმას ვინც გაწყენინებთ. თუ თქვენ გაღიზიანებული და გაბოროტებული ხართ, ნუ გაგიკვირდებათ უსიამოვნებები. თუ თქვენ კეთილი ზრახვები და მშვენიერი განწყობა გაქვთ, მაშინ სიტუაციები და მოვლენებიც გელოდებათ შესაბამისი.

ამიტომ, მიიღეთ ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც წარმოიშობა თქვენს ცხოვრებაში მშვიდად, პრეტენზიების და წყენის გარეშე. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცხოვრების გზაზე ხვდებით, მოაქვს გარკვეული აღიარება. იყავით ყურადღებით!

 

ნაბიჯი 3. პოზიტიური ზრახვები

ნებისმიერი სიტუაციის, ნებისმიერი მოვლენის უკან იმალება პოზიტიური განზრახვა. არ არსებობს შემთხვევითი მოვლენები… ყველაფერი ამ სამყაროშო სამართლიანი და კანონზომიერია. ანუ, ჩვენი ქვეცნობიერი ქმნის მოვლენებს იმისთვის, რომ განახორციელოს ჩვენთვის რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პოზიტიური განზრახვა.

ამიტომ შემდეგი კითხვა რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, ჟღერს შემდეგნაირად:

„რისთვის მჭირდება მე ეს სიტუაცია? რა პოზიტიურ განზრახვას ასრულებს ამ სიტუაციის დამხარებით ჩემი ქვეცნობიერი? როგორი მნიშვნლოვანი და პოზიტიური გაკვეთილები უნდა მივიღო ამ სიტუაციიდან?“

სამყარო გვესაუბრება სხვადსხვა ცხოვრებისეული სიტუაციების მეშვეობით. ცხოვრება ასეთი სიტუაციების ნაკრებია. თუ მოვლენები სასიამოვნოა, ესეიგი ჩვენ ვცხოვრობთ საკუთარ თავთან და გარემომცველ სამყაროსთან ჰარმონიაში. ხოლო თუ მოვლენები არასასიამოვნოა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევფერხდით ჩვენს განვითარებაში.

ნებისმიერი სტრესული სიტუაცია – ეს არის ერთგვარი მინიშნება ჩვენთვის. ეცადეთ გაიგოთ რა უნდა ისწავლოთ ამისგან.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მოვლენებზე. თუ ჩემში თავიდანვე დევს ცოდნა იმისა, რომ ამ სამყაროში არაფერი არ ხდება უბრალოდ და შემთხვევით, რომ ჩემი ქვეცნობიერი ქმნის მოვლენებს იმისთვის, რომ დამეხმარეოს ჩემი ჭეშმარიტი გზის გარკვევასა და საჭირო ადამიანების მოზიდვაში, ხოლო მე, თავის მხრივ, ვეხმარები გარშემომყოფებს, მაშინ ცხოვრება იძენს სულ სხვა აზრს. ქრება მომავლის შიში. შენ არ გრძნობ უკვე თავს მსხვერპლად. თანდათან ივსები ძალით.

 

ნაბიჯი 4. ქცევის ახალი მეთოდების შექმნა.

რას ნიშნავს საკუთარი ქცევის შეცვლა და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

შეიცვალო – ეს ნიშნავს შექმნა ქცევისა და აზროვნების ახალი მეთოდები, საშუალებები და მოახდინო მათი რეალიზება ცხოვრებაში. მოახდინო, საკუთარი თავისა და სამყაროსადმი ახალი დამოკიდებულების ფორმირება. სტრესული სიტუაციები კი სწორედ იმაზე მიგვითითებენ, თუ რისი შეცვლაა საჭირო

სწორედ ასთი სიტუაციების წყალობით მიმდინრეობს სრულყოფისა და პერსონალური განვითარების პროცესი. ჩვენი ცნობიერება იცვლება და ფართოვდება. ჩვენ ვხდებით უფრო მოქნილი და ბრძენი.

მთავარია ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და დავიწყოთ ცვლილებები საკუთარი თავიდან და არ ველოდოთ იმას თუ როდის შეიცვლებიან გარშემომყოფები.

დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: სიტუაციას ფლობს ის, ვისაც აქვს უფრო მეტი არჩევანი ქცევებისა და მოვლენებზე რეაქციისა“

თუ თქვენ უკვე მზად ხართ ცვლილებებისთვის, მაშინ მომდევმო რაც უნდა გააკეთოთ – ეს არის თხოვოთ თქვენს ქვეცნობიერს შექმნას ქცევის და აზროვნების ახალი მეთოდები.

როგორი უნდა იყოს ეს ახალი მეთოდები?

პირველ რიგში, ისინი უნდა იყვნენ უფრო ეფექტურები და საიმედონი ვიდრე ძველი.

მეორე – სასურველია ისინი მოქმედებდნენ უფრო სწრაფად და გამოიყურებოდნენ უფრო მარტივად ვიდრე ძველები.

მესამე – და ეს ყველაზე მთავარია, ახალ მეთოდებს არ უნდა ჰქონდეთ მავნე გვერდითი მოვლენები. ანუ ისინი უნდა იყვნენ სასიკეთო როგორც თქვენთვის, ასევე გარემომცველი სამყაროსთვის. ამაში მდგომარეობს აზრების სიწმინდე.

ახალი მეთოდები რაოდენობა შეიძლება იყოს უამრავი. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე და შემოქმედებითობაზე. რაც უფრო მეტია ისინი, მით უფრო მეტია არჩევანი და მით უფრო მეტად მოქნილი ხდებით თვითონ თქვენ.

ახლა კი დაიწყეთ კონკრეტული ქმედებები. თუ თქვენი აზრები დარჩებიან მხოლოდ აზრების დონეზე, არაფერი შეიცვლება. საჭიროა გამოვიყენოთ ქცევის ახალი მეთოდები ყოველდღიურ ცხოვრებაში. საჭირო დროს და საჭირო ადგილას.

 

ნაბიჯი 5. პატიება და მადლიერება

აპატიეთ მას ვინც გაწყენინათ. უფრო მეტიც – თხოვეთ მას პატიება და უთხარით მადლობა გაკვეთილისთვის.

მადლიერება, მადლობა – ანუ მადლის მინიჭება.

გამოდის რომ როცა განაწყენებული ხართ, თქვენ ანგრევთ საკუთარ თავს და სამყაროსაც. ხოლო როცა გამოხატავთ მადლიერებას, აგზავნით სამყაროში სიკეთეს და მადლს. ეს შემოქმედებითი გრძნობაა და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ საკეთილდღეოდ.

მთავარია – გულწრფელობა!

მადლიერება ძირფესვიანად ცვლის არა მხოლოდ დამოკიდებულებას სიტუაციისადმი, არამედ თავად სიტუაციასაც კი. როცა თქვენ სწავლობთ მადლიერებას ნებისმიერი სიტუაციისთვის თქვენს ცხოვრებაში, ამით თქვენ სრულად აღწვეთ თავს ამპარტავნებას. თქვენ ამით აძლევთ თავისუფლებას მოვლენებს, რათა მათ იდიდნონ სხვა, თქვენთვის და სამყაროსთვის უფრო საკეთილდღეო მიმართულებით.

 

ნაბიჯი 6. სიყვარულის გაგზავნა და საჩუქრის მირთმევა

ეს არის დამამთავრებელი ეტაპი ფსიქოენერგეტიკულ აიკიდოში.

ახლა როცა თქვენ გამოხატეთ მადლიერება სიტუაციის ყველა მონაწლის მიმართ, გაუგზავნეთ მათ სიყვარული, უსურვეთ ყველაფერი სიკეთე და მიეცით მათ ის, რაც სჭირდებათ. მიართვით მათ ერთგვარი საჩუქარი.

მაგრამ როგორ გავარკვიოთ თუ რა სჭირდებათ მათ? რა უნდა ვაჩუქოთ?

ამის გაკეთება ძალზე ადვილია. ამისთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რაც ცდილობს ეს კაცი? რას ესხმის ის ჩემში,  რისი წართმევა, (მიღება) უნდა თავისი ქმედებებით ჩემგან?“

ადამიანთა უმრავლესობა იმყოფება მსხვერპლის ან ტირანის მდგომარეობაში და გარემომცველ სამყაროს აღიქვამს როგორც მტრულ, იზოლირებულ და შეზღუდულ გარემოს. ამიტომ ისინი ცდილობენ წაართვან გარშემომყოფებს ის, რაც სჭირდებათ გადარჩენისთვის.

თუ ადამიანი იწყებს ჩემს გაღიზიანებას, ესეიგი ცდილობს წაიღოს ჩემგან სიმშვიდე. ეს ნიშნავს რომ მას არ ჰყოფნის სიმშვიდე და სწორედ ეს უნდა ვაჩუქოთ მას.

თუ ადამიანი ცდილობს წამართვას მე თავდაჯერებულობა, ესეიგი მას თვითონ აკლია თავდაჯერებულობა, თუ ცდილობს წამართვას სიხარული – ეს აკლია სიხარული. თუ სიამოვნება–ესეიგი სჭირდება სიამოვნება.

საჩუქრის ფორმა დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენი ანარეკლის საჭიროებებზე, არამედ თქვენს შემოქმედებით უნარზე და ფანტაზიაზე. შეფუთვა „სიყვარულისთვის“ და მაგალითად „სიმშვიდისთვის“ შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული. მიენდეთ ამ საქმეში თქვენს ქვეცნობიერს. მასში ინახება სრული ინფორმაცია ყველა ადამიანზე და მათ შორის თქვენს პროექციაზე (ანარეკლზე).

საჩუქრსი მიძღვნის პროცესი არის ხელოვნება. არჩიეთ საჩუქრის ფორმა იქამდე, სანამ არ მიაღწევთ შინაგანი თანხმობის განსაკუთრებულ მდგომარეობას. მაგრამ მთავარი – ეს არის თქვენი უკუკავშირი გარემომცველ სამყაროსთან. თუ თქვენ ჩამოაყალიბეთ საჩუქრის ფორმა სწორად, მაშინ გარეგან დონეზე, ანუ ცხოვრებაში, მაშინვე დაიწყება სასიკეთო ცვლილებები.

სიყვარულის და საჩუქრის მიძღვნის პრინციპს აქვს ღრმა ფილოსოფიური აზრი. როცა თქვენ რამეს გასცემთ, ეს რამე კი არ გაკლდებათ, კიდევ უფრო გემატებათ. თქვენ ხართ ჯანმრთელობის, სიხარულის და სიმშვიდის უკიდეგანო ოკეანე, სიყვარულის, თავდაჯერებულობის და დიდსულოვნების უძირო სკივრი. რაც უფრო მეტს გასცემთ – მით უფრო მეტს ღებულობთ.

„ვისაც აქვს, მიიღებს უფრო მეტს, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა უკანასკნელიც“

გაიგეთ მთავარი – თქვენ ჯადოქარი ხართ.

თქვენ ღმერთმა შეგქმნათ თავის ხატად და დარად. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი. თქვენ გაქვთ ყველაფერი. ამიტომ დაეხმარეთ ადამიანს მიიღოს წვდომა იმ მნიშვნელოვან გრძნობებთან და ენერგიებთან, რომლებსაც საჭიროებს როგორც პიროვნება. და მას შემდეგ, რაც ის მიიღებს იმას, რაც სჭირდება, შესაძლებელია ორი ვარიანტი მოვლენების შემდგომი განვითარებისა:

პირველი – ეს ადამიანი შეიცვლება თქვენთან ერთად და გახდება სულ სხვა.

მეორე – ეს ადამიანი თავს დაგანებებთ ან/და საერთოდ წავა თქვენი ცხოვრებიდან და ადგილს დაუთმობს სხვა ადამიანებს.

ყველაფერი ძალზე მარტივადაა: თქვენ შეწყვიტავთ მსხვერპლის ან ტირანის როლის თამაშას და ამით შეწყვიტავთ ადამიანთა „გამოკვებას“ ნეგატიური აზრებით. თქვენგან წამოვა სულ სხვა ტიპის ინფორმაცია. თქვენ დაწიყებთ სამყაროში მადლისა და სიყვარულის გავრცელებას და ეს ყველაფერი კეთილად აისახება თქვენზეც და სამყაროზეც.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 


 

 

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.