თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი!

 

 

გამარჯობა, ჩემო სუპერეფექტურო მეგობრებო.

ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, თქვენთან ერთად. ძალიან საინტერესოა ამდენი ადამიანის, ამდენი „სამყაროს“ აღმოჩენა, დაკვირვება, შესწავლა, მათი ღირებულებებისა და ქმედებების გააზრება და საკუთარ ცხოვრებაში დანერგვა.

მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ ყველაფრის საშუალება მომეცა. მერწმუნეთ, ყველა თქვენგანი ძალიან მიყვარს! შეიძლება არადამაჯერებლად ჟღერს (ზოგ თქვენგანს ხომ თითქმის საერთოდ არ ვიცნობ), თუმცა, აი ასე!

მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ!

მიყვარხართ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა თქვენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე… თუმცა, არათუ სიცოცხლე მარგუნა თქვენთან ერთად, ამ საოცარ გარემოშიც მომახვედრა და მომცა საშუალება, მეც ვყოფილიყავი თქვენი, გენიოსების საოცარი გუნდის წევრი, მეც გამეზიარებინა თქვენი შეხედულებები, ღირებულებები, ფასეულობები… თუნდაც ის, რომ დღეს ამ სიტყვებს ვწერ და თქვენ კითხულობთ, ძალიან დიდი საჩუქარია ჩემთვის… ასე რომ, დიახ! მე თქვენ ძალიან მიყვარხართ! 

როგორც სუპერეფექტურობა–3–ის გამარჯვებულს, უამრავ დადებით ემოციასა და სხვადასხვა ღირებულ საჩუქრებთან ერთად, პრიზად გადმომეცა სრული გამოკვლევა „ბიოპულსარით“ და ბიოლოკაციური ჩარჩოს გამოყენებით საცხოვრებელი სახლის გეოპათოგენური ზონების დადგენა.

გამოგიტყდებით, არასოდეს მქონია შეხება მსგავს რამესთან და თავიდან ძალიან ვღელავდი, თუმცა, დღეს ჩემს თავზე სასწაული გამოვცადე! დიახ, სასწაული, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით!

დიდი სიფრთხილით დავურეკე ქალბატონ მანანას, რომელმაც ეს შესანიშნავი საჩუქარი გამიკეთა. ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ მისი! ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსი მომეცა, მეც გამოვიყენე ეს შანსი და გავიკეთე გამოკვლევა შვეიცარული კომპანია ვივასანის მიერ შემოტანილი გერმანული წარმოების აპარატით. შთამბეჭდავი იყო. მითხრეს, რა ხდებოდა, ხდება და მოხდება უახლოესი 3 თვის განმავლობაში ჩემს თავს. ყველა სიმპტომი თუ დაავადება მითხრეს, რასაც ოდესმე შევუწუხებივარ ან ახლა მაწუხებს და ის მეთოდები თუ მედიკამენტებიც გამაცნეს, რომელიც დამეხმარება შემდგომი გართულებების თავიდან აცილებაში.

ქალბატონმა მანანამ დაადგინა დადებითი და უარყოფითი ველების ზონები ჩემს ოთახში. მე ხმაც არ ამომიღია, თავად მითხრა, მეცადინეობის დროს თავი გტკივა ხოლმე და მალე იღლებიო. კიდევ ერთხელ გამაოცა. მითხრა, შენი მაგიდა უარყოფით ველში ხვდებაო.

მე კი, გოგომ, რომელიც თავიდან ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, სახლში მოსვლისას პირველი რაც გავაკეთე, ჩემი სამუშაო მაგიდა და კომპიუტერი გადავიტანე სხვა ადგილას.:)

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მართლაც ვიგრძენი, რომ მოტივაციასთან ერთად, ენერგიაც მომემატა. მანამდე მხოლოდ მოტივაციისა და მოთმინების უნარის ხარჯზე გავდიოდი ფონს, ახლა კი ენერგიაც ვიგრძენი.

ერთი სიტყვით, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ხვიჩას, რომელმაც ეს შესაძლებლობა მომცა. არასოდეს დავიღლები მისთვის მადლიერების გამოხატვით და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანას, რომელმაც ეს საოცარი საჩუქარი გამიკეთა.

მთელი დღეა დავდივარ და ვფიქრობ, როგორ შეუძლია აპარატს ზუსტად 2 წუთში განსაზღვროს ისეთი დეტალებიც კი, რომელიც ვერ განსაზღვრა ძალიან ძვირადღირებულმა და დამღლელმა გამოკვლევებმა. ჩემს მეგობრებსაც აღტაცებული მოვუყევი ეს ყველაფერი და ვინაიდან, თქვენც ჩემს მეგობრებად გთვლით, მომინდა, რომ აქაც დამეწერა.

გარდა ამისა, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ მე ერთთვიანი „შრომა“ და საკუთარ თავზე მუშაობა ნამდვილად დამიფასდა. დამიფასდა არამატო პიროვნული განვითარების ასპარეზზე.

ასე რომ, თქვენც მინდა გისურვოთ, ყოველთვის დაგფასებოდეთ ცხოვრებაში ის, რასაც გულით აკეთებთ! დაგიფასდებათ კიდეც, აუცილებლად!

შესაძლოა, ზოგჯერ შემოგიტიოთ პესიმიზმის ტალღამ და იფიქროთ, რომ ხელმოცარული ხართ, ლუზერი, რომელსაც ცხოვრება ჩაგრავს, თუმცა, მერწმუნეთ, ცხოვრებას შეუძლია, დაგვჩაგროს იმდენად, რამდენადაც ჩვენ თავად მივცემთ ამის საშუალებას!

აი, ასე იქმნებიან ჩემპიონები!

შეიძლება ფიქრობთ, რომ რაღაც არ შეგიძლიათ, დღევანდელი დავალება თქვენთვის არ არის, ცუდად ხართ, გარეთ გასვლა არ გინდათ, ცუდი ამინდია, მუშაობთ და არ გაქვთ დრო, უბრალოდ, თქვენი ორგანიზმი ამას ვერ გაუძლებს… რა ვიცი, წამში ათასი მიზეზს მაწვდიდა ხოლმე ჩემი კოგნიტური გონება დავალების წაკითხვის შემდეგ, თუმცა, ძალიან ბევრ სიკეთესთან ერთად, ერთი ძალიან, ძალიან ღირებული რამ ვისწავლე ამ პროექტის განმავლობაში: არ შემიძლია“, ეს სიტყვათშეთანხმება სუსტების მოგონილია!

როგორც კი დავაპირებდი თქმას, არ… მაშინვე წარმომიდგებოდა თვალწინ დიდი ბანერი, რომელზეც ძალიან დიდი ასოებით წერია „არ შემიძლია“ და კიდევ უფრო დიდი, წითელი ხაზებით იყო გადახაზული…

აი, ასე! მე ყველაფერი შემიძლია! თქვენც ყველაფერი შეგიძლიათ!

ასე რომ, იბრძოლეთ… იბრძოლეთ წუთში 60 წამის, საათში 60 წუთის, დღე–ღამეში 24 საათის, წელიწადში 365 დღის განმავლობაში… იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის, იბრძოლეთ ყველგან და ყოველთვის… წამოდექით და არასოდეს დანებდეთ… გახსოვდეთ, ყოველი დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყოველი შედეგის უკან – ახალი მიზანი!.. ჩვენ შეგვიძლია, გულზე ხელი დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ არ შეგვიძლია, ან დავიძრათ ადგილიდან და ავცოცდეთ წარმატების მწვერვალზე, ბრძოლით გავკვლიოთ გზა სინათლისკენ… ნაბიჯ–ნაბიჯ, ყოველი სანტიმეტრით…

შეზღუდვები, ისევე, როგორც შიში, ფუჭი ილუზიაა და სხვა არაფერი! ასე რომ, დავუმტკიცოთ ყველას რა შეგვიძლია!

ბოლოს კი დავასრულებ ფრედერიკ ბეგბედერის ფრაზით, რომელიც ძალიან მიყვარს: „სულ ვცდილობდი, გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა, თავადვე ვყოფილიყავი!“

წარმატებებს გისურვებთ ყველას… მიყვარხართ! მიბედნიერდით…

 

ავტორი: თაკო ჯანუაშვილი – სტუდენტი,  30 დღიანი ონლიან პროგრამის “სუპერეფექტურობის” მესამე სეზონის გამარჯვებული
 
P.S. ეს არის თაკოს მიერ “სუპერეფექტურობის” მე-4 სეზონის დახურულ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტი. გაუზიარეთ ის მეგობრებს, ვინ იცის,იქნებ რომელიმე მათგანს, ახლა, როგორც ჰაერი ისე სჭირდება მსგავსი სახის ინფორმაცია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.